პოლონელი პილოტის იან ზუმბაჰის ისტორია, რომელიც ბრიტანული ბიბისის რიგებში ჩაეწერება, რათა საფინალო დარტყის დროს დაეხმაროს მათ და ბრიტანეთში ნაცისტების შეჭრა აიცილონ თავიდან...
ფორესტ ტაკერის რეალური ისტორია, სან კვენტინის ციხიდან 70 წლის ასაკში გაქცევით დაწყებული და მთელი რიგი უპრეცედენტო ძარცვებით დამთავრებული, რამაც საგონებელში ჩააგდო ხელისუფლება და აღტაცებაში მოიყვანა მასები. მის კვალს ადგას დეტექტივი, რომელიც აღფრთოვანებულია ფორესტის „ „ხელოვნებით“ და ქალბატონი, რომელსაც იგი უყვარს მიუხედავადა მისი „ „პროფესიისა“.
უნივერსიტეტში ყველას ამ გოგონას დაბადების დღეზე მოხვედრა უნდოდა, მაგრამ მას სწორედ მის დაბადების დღეზე მოკლავენ. ბედი გოგონას საჩუქარს უკეთებს, იგი კვლავდაკვლავ ცხოვრობს მისი გარდაცვალების დღეს, რათა გაიგოს ვინ არის მისი მკვლელი...
კაცი ყვება ისტორიას მაღალ და გამხდარ საზარელ არსებაზე, უჩვეულოდ გრძელი ხელებით და უღიმღამო სახით, რომელსაც უთვალავი ბავშვის გაუჩინარებასა და შეპყრობაში ედება ბრალი...
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, სადაც მოვლენები იტალიაში ვითარდება და გრუმერის მიერ რომის გარეუბანში ჩადენილი ხმამაღალი მკვლელობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ომის შემდგომ იტალიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დანაშაული გახდება...
მედდა ვერენა ზრუნვას იწყებს ბიჭზე სახელად ჯეიკობი, რომელმაც თითქმის ერთი წლის უკან მისი დედის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ლაპარაკი შეწყვიტა. ტოსკანას ქვიან მამულში მამასთან მცხოვრები, ჯეიკობი არა მხოლოდ უარს ამბობს ლაპარაკზე, ის თითქოს მოჯადოებულია ბოროტი ძალების მიერ, რომლებიც ქვის კედლების შიგნით სახლობენ. როდესაც ვერენა, მამა და შვილთან ურთიერთობას ააწყობს, იგი გარდაცვლილი ქალის სასტიკ სულს განარისხებს. ვერენას ესმის, რომ თუ მას სურს ბიჭის გადარჩენა, და ბოროტი ძალებისგან განთავისუფლება, მაშინ იგი პირისპირ უნდა შეხვდეს ქვის შიგნით დამალულ მოჩვენებას…
დაქირავებული მიემგზავრება მისი ბოსის გადასარჩენად "გამაჯანსაღებელ სპა ცენტრში" მაგრამ მალევე აღმოაჩნს , რომ დაწესებულება მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს...
მოქმედება ფაშისტურ გერმანიაში 1939 წლის იანვრის დასაწყისიდან ხდება. მთავარი გმირი 9 წლის გოგონა ლიზელი მემინგერია, რომლის ირგვლივაც ვითარდება სიუჟეტი. ლიზელს ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა - მამამისი, რომელიც კომუნისტებთან იყო კავშირში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო დედა, რომელსაც არ შეეძლო შვილებისთვის მოევლო, მათ გაშვილებას გადაწყვეტს. ახალი სახლისკენ მიმავალ გზაზე გოგონას ძმა მის თვალწინ მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვლება. ბიჭუნას იქვე მდებარე სასაფლაოზე მარხავენ და ზუსტად აქ ლიზელი თავის პირველ წიგნს იპარავს.
ვალერის განდგომილი აუტსაიდერი პიტერი უყვარს, მაგრამ მის მშობლებს გადაწყვეტილი აქვთ იგი მდიდარ ჰენრის მიათხოვონ. მათ ერთმანეთის დაკარგვა არ უნდათ და ამიტომ ვალერი და პიტერი გაპარვას გადაწყვეტენ, სწორედ ამ დროს კი შეიტყობენ, რომ ვალერის უფროსი და მაქციის მიერ იქნა მოკლული და ეს არსება ახლა მათ სოფელში დათარეშობს...
მონრეალის პოლიციამ ის სერიული მკვლელის ვინაობის დადგენაში დასახმარებლად დაიქირავა. ფედერალურმა აგენტმა ილენა სკოტმა იცის, რომ ეს მხოლოდ დროის ამბავია და შემდეგი მკვლელობა მალევე მოხდება. მისი რეალური ხელჩასაჭიდი კი მუზეუმის მუშაკია, რომელსაც შესაძლოა მკვლელი დანახული ჰყავს...
ახალი უნიჭიერესი ბოროტმოქმედი პროფესორი მორიარტი, ისეთივე ჭკვიანია, როგორც შერლოკ ჰოლმსი და გამოჩენილ დეტექტივთან უპირატესობაც კი აქვს. როცა ავსტრიის პრინცს მოკლულს იპოვნიან, ნივთმტკიცებულებების მიხედვით ჩანს, რომ ეს თვითმკვლელობაა, მაგრამ ჰოლმსი გამორიცხვის მეთოდით დაადგენს, რომ ეს მხოლოდ მორიარტის მიერ შექმნილი გამოცანის ერთი პატარა ნაწილია...
ფილმის მოქმედება ვითარდება ამერიკის ქალაქ ქოლდ როკში, სადაც მრავალი წლის განმავლობაში უკვალოდ იკარგებიან ბავშვები. აქაური ლეგენდის თანახმად, ისინი ვიღაც მაღალ კაცს მიჰყავს. ქალაქის მკვიდრს მედდა ჯულიას მანამ არ სჯერა ამ ლეგენდის, სანამ ერთ ღამეს მისი შვილის ლოგინი ცარიელი არ დახვდება. ის სასწრაფოდ ჩარბის პირველ სართულზე და სიბნელეში ხედავს, როგორ ტოვებს ვიღაც მუქ ფერებში შემოსილი არსება მის შვილთან ერთად სახლს. ჯულია კვალს მიჰყვება და ცდილობს ყველა ღონე იხმაროს შვილის დასაბრუმებლად...
მთავრი გმირი ელის რაინერია - ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება ფსიქოლოგიით იყო გატაცებული, ერთ დღესაც კი მიხვდა, რომ არამხოლოდ ცოცხალი ადამიანების ესმოდა, არამედ გარდაცვლილებისაც. მას შემდეგ რაც საკუთარი ძალების კონტროლი ისწავლა, ელისმა ხალხის დახმარება დაიწყო. ნიუ იორკში ცხოვრებისას იგი დემონური სულის ტყვე გახდა, რომელიც სახლში ჩაუსახლდა.
მსოფლიოს ერთერთი წამყვანი სპეციალისტი უსაფრთხოების სისტემებში თანხმდება ბოლო სარისკო დავალებაზე: გაიქცეს გასაიდუმლოებული მაღალტექნოლოგიური ციხიდან, სახელწოდებით "აკლდამა". რეი ბრესლინი იძულებულია დაეხმაროს თავის მეწყვილეს ემილ როტმაიერს, რათა შეიმუშაონ პრაქტიკულად შეუძლებელი მსოფლიოში ყველაზე დაცული ციხიდან გაქცევის გეგმა...
ვენერას მხოლოდ ერთი რამ სურს ცხოვრებისაგან: უყვარდეს და უყვარდეთ. იგი შეხვდება მამაკაცს, რომელიც მისი ცხოვრების სიყვარული გახდება, მაგრამ მამაკაცებთან მუდამ ერთი და იგივე პრობლემაა. ვერონიკას მარტოობა ძალიან უჭირს ...
შვიდი უცნობი ერთმანეთს ელ როიალთან ხვდება, სადაც ისინი საკუთარი საიდუმლოს დასამარხად მივიდნენ. ელ როიალი მიტოვებული და დანგრეული სასტუმროა ბნელი წარსულით. ამ საბედისწერო ღამეს თითოეულს ერთი გამოსასყიდი გასროლა აქვს მანამ, სანამ ყველაფერს ჯოჯოხეთი შთანთქავს.
გამოჩენილი მკვლევარი ხელოვნური ინტელექტის სფეროში ექიმი უილ კასტერი მუშაობს ისეთი კომპიუტერის შეიქმნაზე, რომელიც შეძლებს შეაგროვოს ყველა ცოდნა და გამოცდილება, დაგროვილი კაცობრიობის მიერ. უილის მიერ ჩატარებულმა საკმაოდ სადაო ექსპერიმენტებმა, სახელი გაუთქვა მას და ამავე დროს გახდა მთავარი სამიზნე რადიკალური ანტი-ტექნოლოგიური დაჯგუფებისა…
მთავარი პერსონაჟი, ლიბი დეი, 7 წლის იყო, როდესაც დედა და ორი და მოუკლეს. თვითონ იანვრის ცივ ამინდში მოახერხა ფერმიდან გამოქცევა, დაკარგა თითები, მაგრამ მაინც გადარჩა. ტრაგიკულ მოვლენას ეწოდებოდა ‘კინაკეს სატანური მსხვერპლი, კანზასი.’ ლიბი აღმოაჩენს, რომ მისი ძმა მკვლელია და დაკავებულია სატანისტური ქმედებებით. 25 წლის შემდეგ ლიბი იწყებს საქმის გამოძიებას. ფილმის სიუჟეტი წარსულსა და აწმყოში ვითარდება და მოვლენათა გადაბმულ ჯაჭვს ქმნის...
წლების განმავლობაში ის წარმატებით უსხლტებოდა ხელიდან მართლმსაჯულებას, ახლა იგი ხელოვნების მკვლევარის სტატუსით მშვიდად ცხოვრობს იტალიაში, მაგრამ მას ამერკიაში დაბრუნება უწევს იმისათვის, რომ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილ ფედერალურ აგენტ კლარისა სტარლინგთან კვლავ დაამყაროს კონტაქტი.
ლეგენდარული მსოფლიო განძი მოპარულია, მათ შორის ფასდაუდებელი "ვარდისფერი ავაზას" სახელით ცნობილი ბრილიანტი. მთავარი ინსპექტორი დრეიფუსი იძულებულია ქურდის დასაჭერად შექმნილი საერთაშორისო საგამომძიებლო გუნდის უფროსად ინსპექტორი კლოზე დანიშნოს...
სკოლის მასწავლებელი დროის კაპსულას გახსნის, რომელსაც მისი ვაჟი იპოვნის. მასში საშინელი წინასწარმეტყველებები ინახება, ზოგი მათგანი უკვე ახდა, ზოგიც მალე ახდება და მასწავლებელი მიდის იმ დასკვნამდე, რომ მის ოჯახს შეუძლია მოვლენათა განვითარებაში გარკვეული როლი ითამაშოს...
ტომას კეისერმა კარგად იცის რომ მისი ოჯახი დაწყევლილია. მისგვევლინება მცველის როლში რომელმაც თავის ოჯახი დემონებისგან უნდა დაიცვას. მან სახლი უნდა დაიცვას და ამვდროულად გააღვიძოს ულამაზესი ბრეის როუზი...
ფილმის მოქმედება ნიუ-მექსიკოს დათოვლილ გარეუბანში ხდება, იქ 12 წლის ბიჭი ცხოვრობს, სახელად ოუენი. ერთ საღამოს ის თავის ახალ მეზობელ გოგონას - ების გაიცნობს, მაგრამ ოუენს წარმოდგენაც არ აქვს, რომ მისი პირველი სიყვარული, ერთი შეხედვით უმანკო და ნაზი გოგონა, სინამდვილეში ვამპირია...
ჰელოუინზე ფრენკს, შეფ მზარეულს ლოს-ანჟლესიდან, ლოლა შეუყვარდება, ახალი გოგონა ქალაქში. მაგრამ ლოლა არც ისე მარტვიი გოგონაა, როგორიც ჩანს. ფრენკისათვის ეს პირველი საფეხურია სიგიჟისაკენ, რომელსაც ღალატი და შურისძიება მოჰყვება...
ცნობილი ფსიქოლოგი ალან პასკაცი , ცდილობს ამოხსნას ცხრა წლის ბიჭის ქვეცნობიერში დამალული საიდუმლოებანი, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ კომაში იმყოფებოდა. მომხდარში ფსიქოლოგი მამას ადანაშაულებს, მაგრამ რაც უფრო მეტად სწავლობს ბიჭის ქვეცნობიერს , მით უფრო მკრთალია ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის...
"ყველაფერი საუკეთესო" - სასიყვარულო ისტორიაა და ამავე დროს ნიუ-იორკში მომხდარი ერთერთი ყველაზე გახმაურებული გაუხსნელი მკვლელობის ამბავია,რომელიც ახალ ფაქტებზე,სასამართლო პროცესის ჩანაწერებზე და სხვადასხვა სპეკულაციებზე დაყრდნობით, ერთი ოჯახის სიყვარულის, ვნებისა და დანაკარგის შესახებ მოგვითხრობს...
ფერმერი უილფრედ ჯეიმსის ისტორია, რომელმაც მოზარდი შვილის დახმარებით მოკლა ცოლი და ვირთხების საჭმელად დააგდო. მას შემდეგ ვირთხები უილფრედს თან სდევენ და სიგიჟემდე მიჰყავთ...
ყოფილი პოლიციელი ედვარდ მალიუსი თავისი ძველი მეგობრისგან წერილს იღებს, რომელშიც ის დაკარგული გოგონას პოვნას თხოვს. ედვარდი გამოძიების კვალს უცნაურ კუნძულზე მიყავს და აღმოაჩენს, რომ გოგონას გაუჩინარება კუნძულზე მდებარე საიდუმლო გაერთიანებას უკავშირდება. გაუგებარი სიმბოლოები. უცნაური რიტუალები. ეს ყველაფერი პოლიციელს საშინელი საიდუმლოს ამოხსნაში დაეხმარება...
ნინა ნიუ-იორკის საბალეტო დასში ბალერინაა. ის ყველა მისი პროფესიის ადამიანის მსგავსად თავიდან ფეხებამდე ცეკვით არის შეპყრობილი. იგი დედამისთან ერიკასთან ერთად ცხოვრობს, რომელიც ასევე ბალერინა იყო და თავადაც შეპყრობილია თავისი პროფესიით, ამიტომ შვილს მკაცრი წესების დაცვით ზრდის. რეჟისორი ტომას ლეროი გადაწყვიტავს ახალი სეზონისთვის პრიმა ბალერინა ბეტ მაკინტაირი ნინათი შეცვალოს, მაგრამ ნინას ამ როლზე კონკურენტი ჰყავს, ახალმოსული ლილი რომელიც ლეროის ასევე ძალიან ხიბლავს, გედების ტბას კი ისეთი მოცეკვავე სჭირდება, რომელიც ორივე - შავი და თეთრი გედის პარტიის შესრულებას კარგად შეძლებს...
ჯორჯ სმაილი მი6-ის ყოფილი აგენტია. უსამსახუროდ დარჩენილი ცდილობს ახალ ცხოვრებას მოერგოს, მაგრამ როდესაც გაიგებს, რომ მათ სამსახურში მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოსაპოვებლად საიდუმლო აგენტია შეპარული. იგი სამსახურს უბრუნდება...
ფილმის სამი ადამიანის ისტორიაზეა - ფრანგ ჟურნალისტზე, რომელიც ცუნამის გადაურჩა, ამერიკელზე და ბრიტანელ სკოლის მოსწავლეზე, რომელსაც თავისი ტყუპისცალი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. ისინი ეძებენ ადამიანს, რომელიც გარდაცვლილებს ესაუბრება.
ფილმი საშინელი ტრაგედიის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში მოხდა. სერიული მკვლელის თავდასხმის შემდეგ ის სასწაულებრივად გადარჩა. თუმცა, თავზე მიღებული ტრამვის გამო ფაქტიურად უუნარო გახდა. ქალი საერთოდ ვერ იმახსოვრებს ადამიანების სახეებს და როგორც კი ისინი თვალს მიეფარებიან, მაშინვე იშლებიან მისი მეხსიერებიდან...
დასავლეთ ავსტრალია, 1987 წელი. ფსიქოპატი ჯონი და მისი მეგობარი ქალი ეველინი ახალგაზრდა გოგონების გატაცებით ერთობიან. აუპატურებენ მათ, შემდეგ კი ხოცავენ და ტყეში მარხავენ. შემდეგი მსხვერპლი 17 წლის ვიკი მალოუნი მიხვდება, რომ მათგან თავის დასაღწევი ერთადერთი გზა ეველინის ჯონის წინააღმდეგ ამხედრებაა...
მოლის დაბადების დღე აქვს, იგი 27 წლის ხდება, მაგრამ იგი ბედნიერი არაა. მოლი ოჯახთან ერთად კუნძულზე ცხოვრობს და გარშემო არსებული გაუგებრობა აწუხებს. იგი გაიცნობს პასკალს, რომელიც მისი პირველი სიყვარული გახდება. მოლის მასთან ერთად პირველად იგრძნობს თაივსუფლებასა და ბედნიერებას, მაგრამ ამავე დროს კუნძულზე მკვლელი გამოჩნდება. მის ოჯახის წევრებსა და კუნძულის მაცხოვრებლებს მკვლელი პასკალი ჰგონიათ. მოლიმ არჩევანი უნდა გააკეთოს...
დამსახურებული ჯარისკაცი კაპიტანი კოლტერ სტივენსი იღვძებს უცნობი ადამიანის სხეულში და აღმოაჩენს, რომ მან ჩიკაგოს მატარებელის დამნაღმველი უნდა იპოვნოს. ამ სრულიად საიდუმლო ექსპერიმენტალური პროგრამის ფარგლებში ის უნდა გადავიდეს სხვა ადამიანის სხეულში და მისი სიცოცხლის ბოლო რვა წუთი გაიაროს...
სტუდენტ კენ კანეკის მონსტრი დაესხა თავს. ბიჭი მეტალის კონსტრუქციამ გადაარჩინა, რომელიც მონსტრს დაეცა და მოკლა ის. ორივე საავადმყოფოში გადაყვათ და კენს მონსტრის ორგანოებს გადაუნერგავენ...
ფილმი მოგვითხრობს ჰოლივიდის მსახიობზე ჰიზერ ანედერსონსა და მის ჯიუტ პირად ასისტენტზე ჯოლზე. მათ ისედაც რთულ ურთიერთობას შემზარავი დანაშაული საფრთხეს შეუქმნის, როდესაც ასისტენტი გოგონა დანაშაულის საიდუმლოს ფარდას ახდის…
ფილმი მოგვითხრობს სახიფათო ინგლისური კრიმინალის შესახებ. მთავარი გმირი განსაკუთრებული გარეგნობის ენნი სხვადასხვა ამპლუაში წარსდგება. იგი რამოდენიმე მამაკაცთან თამაშობს განსხვავებულ თამაშს, რომელთაც ერთი შეხედვით ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ. ენნი მამაკაცებს ერთმანეთს ადარებს და საკუთარ გეგმას მიყვება...
"გოგონა სიბნელეში" ასე ეძახიან უსინათლო გოგონას, სოფიას. იგი შემთხვევით სახიფათო საერთაშორისო დამნაშავის ქალიშვილის მკვლელობის მოწმე გახდება. მიუხედავად მისი უსინათლობისა, გოგონა არც ისეთი დაუცველია, როგროც მაფიასა და სპეცსამსახურს ჰგონია...
ელიზაბეტი ყოველთვის ცდილობდა ისეთი ადამიანის მოხიბვლას, რომელიც მას ამქვეყნიური პრობლემებისაგან შორს წაიყვანდა. და აი ოცნება ხდება, ელიზაბეტი ცოლად მიყვება მეცნიერ ჰენრის, რომელიც მასზე ასაკით ბევრად დიდია. მეუღლე მას სახლში მიიყვანს და ეტყვის, რომ ამ სახლში ყველაფერი მისთვისაა, გარდა ერთი ოთახისა, რომელში შესვლაც არ შეიძლება. ერთ დღეს, როდესაც ჰენრი სახლში არაა, ელიზაბეტი გადაწყვეტს გაიგოს საიდუმლო ოთახის დანიშნულება.
ლიამი ავტოავარიის შემდეგ იღვიძებს და არ ახსოვს ვინ არის. გზად მას მხოლოდ ცხედრები ხვდება. მას ჰგონია , ხალხი ვირუსის შედეგად დაიღუპა, თუმცა მალე აღმოაჩენს, რომ ხალხს მასთან 50 მეტრ რადიუსზე მიახლოვება კლავს...
საკუთარი პროფესიით შეპყრობილი პოლიციელი კვალში უდგას სერიულ მკვლელს, რომელიც ნიუ-იორკში ბუფალოს ქუჩებში დაიპარება. მას შემდეგ რაც მისი თინეიჯერი ქალიშვილი გაუჩინარდება, პოლიციელი ივიწყებს სამსახურეობრივ შეზღუდვებს, რათა აიყვანოს მკვლელი...
1892 წელია. ლიზი ბორდენი მამის მკაცრი ზედამხედველობს ქვეშ, მორჩილად ცხოვრობს. მონათესავე სულის პოვნის შემდეგ, მეგობრობა მალევე საიდუმლო რომანში გადაიზრდება, თუმცა ბორდენების სახლში გამეფებული დაძაბულობა უმაღლეს ნიშნულს აღწევს და ყველაფერი ძალადობრივ დაშორებამდე მიდის...
ტურისტების ჯგუფი გაიგებს მოჩვენების შესახებ, რომელიც ჩნდება სწრაფადმავალი მანქანის სარკეში. ისინი გადაწყვეტენ რომ წავიდნენ ლემონ თრი პასაჟის გავლით, გზაზე რომელიც გადის შუაგულ ტყეში. მაგრამ მათი ხრიკი იცვლება საშინელებით, როდესაც მანქანის მგზავრები ერთი მეორის მიყოლებით იწყებენ გაუჩინარებას...
ოთხი 15 წლის მეგობარი უცნაური საქმიანობითაა დაკავებული 1984 ზაფხულში: ისინი ცდილობენ იპოვონ სერიული მკვლელი. ყველა მტკიცებულებას მეზობელ სახლთან მიჰყავს, რომელშიც ყველასათვის პატივსაცემი პოლიციის ოფიცერი ცხოვრობს...
თავისი ნამდვილი მშობლენბის ძებნაში ამერიკელი მერი ჩამოდის რუსეთში და გებულობს, რომ მემკვიდრეობით მიიღო სახლი დედისგან, რომელიც საიდუმლო ვითარებებში გარდაიცვალა. ამ ცარიელ სახლში, რომელიც დაკარგულია ტყის სიღრმეში, ის შეხვდება ადამიანს სახელად ნიკოლაი, რომელიც ამტკიცებს, რომ ის მისი ტყუპი–ძმაა, რომელსაც ის არასოდეს იცნპბდა. ისინი ხვდებიან, რომ აღმოჩნდენ იქ არა შემთხვევით, და მალევე წარსულის ბოროტი მოვლენების თვითმხლველები ხდებიან. ძველებურ სახლში მიძინებული ურჩხული იღვიძებს და გაუთავებეი კოშმარის ლაბირინტში ითრევს მათ.