ამერიკელი ტურისტები მოგზაურობენ ევროპაში სექსუალური თავგადასავლების ძებნაში, მაგრამ სლოვაკიის ერთერთ ქალაქში არის ადგილი, სადაც ნებისმიერი ყველაზე საშინელი ფანტაზიებიც შეიძლება რეალობად აქციო. მანდ ცოდვა კულტადაა ქცეული, ტნჯული სიკვდილი კი საუკეთესო გადასახადი მომსახურეობისთვის...
ბარში ლუდის სმისას და არაფრის შესახებ საუბრისას... მეორე დღეს საუზმისას ერინის უსაზღვრო მახვილგონივრობა და გულწრფელი უშუალობა გულგატეხლ გარეტს ხიბლავს. ვნება კვლავ იფეთქებს მასში და გრძნობა ორივე ახალგაზრდას წალეკავს მთელი ზაფხულის განმავლობაში, მაგრამ არავინ ელოდა რომანის გაგრძელებას, რადგან ერინი სახლში მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, ხლო გარეტი ნიუ-იორკში რჩება სამუშაოდ. თუმცა შეუჩერებელი მხიარულების ექვსი კვირა, იმხელა მნიშვნელობას იღებს, რომ ორივე უკვე დარწმუნებული არაა, სურთ თუ არა რომ ეს ყველაფერი დამთავრდეს...
23 წლის DJ კოული ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერობაზე ოცნებობს. შედარებით უფროსი DJ ჯეიმსი, მის პროფესიულ აღზდას დაიწყებს, თუმცა კოული ჯეიმსის მეგობარ გოგოს - სოფის დაუახლოვდება. საბოლოოდ კი ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
სამი მეგობარი წვეულების შემდეგ დღეს იღვიძებენ და აღომაჩენენ, რომ მათ კარადაში ახალდაბადებული ბავშვია, სააბაზანო ოთახიდიდან კი ვეფხვი გამოდის, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისინი მეგობარს ვერ პოულობენ, რომელიც წესით ამ დღეს ჯვარს იწერს. სამი მეგობარი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საშინელ ნაბახუსევზე თავი მოაბან და მეგობარი ჯვრის დასაწერად დროზე მიიყვანონ...
ნიუ-იორკი, 1974 წელი. მკვლელობის ბრალდებით ციხეში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, 50 წლის კრისი თავისუფლდება კარგი ყოფაქცევის გამო. ციხის კართან მას ელოდება უმცროსი ძმა, ფრენკი - პერსპექტიული პოლიციელი. ძმები განსხვავდებიან არა მხოლოდ “პროფესიის” არჩევანით, არამედ ცხოვრებაზე შეხედულებებითაც...
საშუალო კლასების მასწავლებელი, ელიზაბეტ ჰასლი ცხოვრობს გლამურული ცხოვრებით - დადის სამსახურში, როგორც წვეულებაზე და ფიქრობს მკერდის გადიდებაზე. მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის უეცრად გაწყვეტის შემდეგ, მისი ცხოვრების სტილი იცვლება. ამას იგი თავიდან ვერ აცნობიერებს. მაგრამ, როდესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი მოდის, ის თავს კარგავს და იწყებს ნადირობას ფულზე...
დედამიწაზე მომხდარმა კატასტროფამ მოსახლეობა აიძულა დაეტოვიბინა პლანეტა. ფილმის სიუჟეტი კატასტროფიდან ათასი წლის შემდეგ ვითარდება. კაცობრიობისათვის ახალი სახლი პლანეტა სახელწოდებით „ „ნოვა პრაიმი“ გახდა. ლეგენდარული კაპიტანი საიფერ რეიჯი მორიგი დავალების შემდეგ ოჯახში ბრუნდება, სადაც მას 13 წლის შვილი კიტაი ელოდება. ასტეროიდული ქარიშხლის შემდეგ მათი თვითმფრინავი უცნობ და საშიშ პლანეტა დედამიწაზე ვარდება...
40-იანი წლების კუბა. ჩიკო ახალგაზრდა პიანისტია, რომელიც ჯაზითაა შეპყრობილი. რიტა ოცნებობს გახდეს ცნობილი მომღერალი. ერთხელაც, ისინი ერთმანეთს ხვდებიან და თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია იწყება...
200 წელი ჩვ.წ. ძველი საბერძნეთი. მშვენიერი დედოფალი ალკმენა აღმოჩნდა მოჯადოებული ოლიმპის ღმერთის ზევსის მიერ და გაუჩინა მას ვაჟი ჰერაკლე. მისი დაბადების შემდეგ იწინასწარნმეტყველეს, რომ ის იქნებოდა დიდებული მებრძოლი, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას და მშვიდობას თავის ქვეყანას. მაგრამ ჰერაკლემ ჯერ არაფერი იცის მის მომავალ ბედზე...
როდესაც მთავრობები ვერ შეძლებენ მისიონერი ტყვეების გათავისუფლებას, ტაილანდში, სალვეენის მდინარის პირას, ომისგან დაზარალებულ რეგიონში დაბანაკებული ყოფილი მწვანე ბერეტი, ჯონ ჯეიმს რემბო მშვიდობიან ცხოვრებას მიატოვებს და მოქმედებაზე გადავა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროინდელი მწარე მოგონებები ტანჯავს, მას არ შეუძლია ზურგი შეაქციოს სამაშველო რაზმის წევრებს, რომლებსაც მისი დახმარება უკიდურესად სჭირდებათ...
კრისტინი, გარეუბანში მცხოვრები ტიპიური ამერიკელი დედაა კოლეჯში შესვლის სურვით შეპყრობილი ვაჟით და მოღალატე ქმრით. თუმცა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ბაბუის გარდაცვალების საშინელ ამბავს გაიგებს და მიიღებს შეთავაზებას მისი უახლოესი მრჩეველისგან, რაზეც უარის თქმა არ შეუძლია – მემკვიდრეობით მიიღოს იტალიის მაფიის იმპერიის მიერ მართვადი საოჯახო ბიზნესი. მთავარი გმირი გადაწყვეტს იტალიაში წასვლას, სადაც მალევე იგებს სიმართლეს, როცა მკვლელები ჩაშლიან მისი ბაბუის დაკრძალვას. მას შემდეგ რაც მას აცნობებენ, რომ ახლა ის ბოსია, კრისტინს შიში იპყრობს და მთელი ძალებით ცდილობს იმპერიის მართვას...
მაიორ ბრაუნს სურს დახუროს ჯელისთოუნის ბაღი. უმეტესობა ოჯახებისა გარეთ რჩებიან. დათვი იოგი და მისი მეგობარი ბუ-ბუ უსახლკაროდ დარჩნენ. მათ იქ მთელი ცხოვრება დაჰყვეს. იოგი, ბუ-ბუ და რეინჯერი სმიტი გაერთიანდნენ, რომ გადაარჩინონ ჯელისთოუნის ბაღი...
ფილმი მოგვითხრობს ძმებ ენდრიუ და გარეტ ფოსტერებზე, ისინი იშვიათი მანქანების მოპარვით არიან დაკავებულნი. აქამდე ყველაფერი ადვილად გამოსდიოდათ, მაგრამ ბოლო გატაცებისას ისინი კრიმინალთან გადაიკვეთებიან, რომელიც მისი მტრის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილის მოპარვას დაავალებს...
მომაკვდავი მამის სანახავად მშობლიურ ქალაქში ჩასული ფილმის გმირი ცდილობს უკეთ გაიცნოს საკუთარი მშობელი. ამ მიზნით მის მიერ შეგროვებულ ცნობებს მამის ცხოვრების შესახებ მოულოდნელ აღმოჩენამდე მიჰყავთ იგი...
უიშბონები დიდი ხანია ბედნიერ ოჯახად აღარ ითვლებიან. იდილიის აღსადგენად ოჯახის დიასახლისი ემა ღამის წვეულებას გეგმავს. საუბედუროდ მისი გეგმა იშლება, როდესაც მათ ბოროტი ჯადოქარი დაწყევლის და მონსტრებად აქცევს...
როდესაც აეროპორტის დაცვის მუშაკი კერკი, ულამაზეს მოლისთან იწყებს ურთიერთობას, ის ამას ვერ იჯერებს. მაშინ, როცა მეგობრები და ოჯახი ეჭვებში არიან ამ ურთიერთობის სერიოზულობასთან დაკავშირებით, კერკი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოლი არ დაკარგოს...
2154 წელი, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ძალიან მდიდრები, რომლებიც ცხოვრობენ კოსმოსურ სადგურ ელიზიუმზე, სადაც ყველას ყველაფერი აქვს და დანარჩენები, რომლებიც დანგრეულ, დაბინძურებულ დედამიწაზე აგრძელებენ ცხოვრებას...
ასტრონავტი, ტყისმცველი, მულტიპლიკატორი. ახალგაზრდა რაკელს კიდევ უამრავი სხვა გეგმა აქვს და მათში არ შედის დედობა. ურჩევნია წვეულებებზე იაროს, დალიოს ან ნარკოტიკები მიიღოს, ნაცვლად იმისა, რომ ტუალეტში გაატაროს საათები. მაგრამ, ფაქტს ვერ უარყოფ. მისი ბრალია თუ... ბავშვის?
ფილმი გვიყვება ოთხი საუკეთესო მეგობრის მოგზაურობის შესახებ - ისინი თავიანთი წიგნის კლუბით იტალიაში მიემგზავრებიან და აწყობენ გოგონების სახალისო ტურს, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონიათ...
დამწყები მწერალი გადაწყვეტს გამოუშვას მისი პირველი წიგნი "საერთაშორისო მკვლელის მოგონებები". მისი ნაწარმოები მალევე ხდება პოპულარული. მაგრამ წიგნი მხოლოდ უბრალო მკითხველებს კი არა ფედერალურ სააგენტოს, მცირე დამნაშავეებსა და ძლევამოსილ ბანდიტებსაც დააინტერესებს, რის გამოც მისი პერსონაჟის როლში აღმოჩნდება.
"დათვი გრიგსბი" ერთი მაყურებლისთვის გადაღებული გადაცემაა. როდესაც გადაცემა სრულდება, ჯეიმსის ცხოვრება იცვლება და ის გადაწყვეტს თავად დაასრულოს ისტორია...
მთავარ გმირს კვლავაც სურს პირველობა შეინარჩუნოს ტრასაზე, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად უფრო და უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდება. მას ახალი თავგადასავლები და დაბრკოლებები ელის წინ...
ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტები ჯო და კეტრინი უცნაური მკვლელობების სერიას იძიებენ. ყველა დანაშაულს აერთიანებს რაღაც ზებუნებრივი. სერიული მკვლელი ყოველ ჯერზე ნაბიჯით წინაა საუკეთესო გამომძიებლებზე. აგენტები დახმარებისათვის სპეცსამსახურების ანალიტიკოს, პენსიაზე გასულ დოქტორ ჯონ კლენსის მიმართავენ, რათა ის დამნაშავის პოვნაში დაეხმაროს. ჯონი მალე ხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგე მასზე გაცილებით ჭკვიანია...
ფილმი მოგვითხრობს განსაკუთრებული ჯიშის ცხენის შესახებ, რომელიც უელსის ბარმენის, იან ვოკსის მიერ იქნა გამოყვანილი. ძალიან მცირე თანხით და არანაირი გამოცდილებით, იანი დაარწმუნებს მეზობლებს დაუჭირონ მხარი მას და ფსონი მის ცხენზე დადონ, რადგან ის დარწმუნებულია მის უნიკალურობაში და სწამს, რომ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელიტურ ჯიშებს. ჯგუფის ინვესტიცია მართლდება, როდესაც ცხენი სახელად ,,ოცნება" მართლაც მიიწევს წინ და უელსის გრანდ ნაციონალში ნამდვილ გამარჯვებას მოიპოვებს.
პოლკოვნიკი ტრაუტმანი სრულიად საიდუმლო, სახიფათო მისიისთვის ყოფილ მწვანე ჩაფხუტიანს,ჯონ რემბოს დაიქირავებს. თავისუფლებისთვის მებრძოლ ქო ბაოსთან ერთად რემბო ვიეტნამში გაემგზავრება,რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტყვეობიდან გაათავისუფლოს. მისი გუნდისგან მიტოვებული, იგი მტრების გარემოცვაში მარტოდმარტო დარჩენილი, ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძვის...
უოჩატის მეგობრული ტომის წმინდა ცხოველის, შიკაკას საძებნელად ტიბეტში გაგზავნილი ეის ვენტურა, აფრიკის ჯუნგლებში სახიფათო მოგზაურობაში ამოყოფს თავს.მან ეს უნდა შეძლოს, სანამ უოჩატის ტომის ბელადის ქალიშვილი უოჩუტუს მეომარი ტომის ბელადის ვაჟზე დაქორწინდება. თუკი ეისი ვერ შეძლებს დავალების შესრულებას, შედეგად ტომებს შორის საბედისწერო ომი გაჩაღდება...
მსოფლიო საფრთხეშია: ექიმი ბოროტება იმუქრება ბირთვული რაკეტის გაშვებით და ითხოვს 100 მილიარდ დოლარს! მაგრამ ყოველ საუპერბოროტმოქმედს შეებრძოლება სუპერგმირი! კრიოგენულ კამერაში გატარებული 30 წლის შემდეგ, შეუდარებელი ოსტინ პაუერსი, მისი უდიდებულესობის საუკეთესო საიდუმლო აგენტი და ყველა ქალის ფავორიტი, გაალღვეს და ის მზადაა კვლავ საქმეს შეუდგეს!
ლოიდი და ჰარი – ეს არის ორი მამაკაცი, რომელთა სიჩლუნგე, მართლაც რომ დაუჯერებელია. როდესაც ულამაზესი ქალბატონი მერი, ასპენისკენ მიმავალ გზაზე ფულით სავსე ჩემოდანს დაკარგავს, ისინი გადაწყვეტენ ნივთი პატრონს დაუბრუნონ. მრავალი თავგადასავლის შემდეგ ლოიდი და ჰარი საბოლოოდ ასპენში ჩავლენ, სადაც ამ ნაპოვნი ფულის დახმარებით მერის გულის დაპყრობას ცდილობენ...
გილმორს ბავშვობიდან უყვარდა ჰოკეი, მაგრამ ძლიერი დარტყმის გარდა სხვა არაფერი გამოსდიოდა. სრულიად შემთხვევით მის ხელში აღმოჩნდა გოლფის ჯოხი, მისი დარტყმა ისტორიაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა...
ყოფილი კრიმინალი რომელიც თავისთვის მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს ციხიდან გამოსვლის სემდეგ. მალე მას 16 წლის დაკარგული ქალიშვილი ურეკავს და დახმარებას სთხოვს, ის უნდა გაექცეს ნარკოტიკებით მოვაჭრეს რომელიც მის მოკვლას ცდილობს...
ჩვეულებრივი გულუბრყვილო ადამიანი სახელად მარტინი მთელი თავისი ცხოვრება ოცნებობდა პოლიციელი გამხდარიყო. მაგრამ ამაოდ. მაგრამ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ, გმირი სიკვდილისგან გადაარჩინა ცოტათი ჭკუიდან გადასულმა ექიმმა უაილდერომ. მარვინის შინაგანი ორგანოები, რომლებმაც უარი თქვეს მუშაობაზე, ექიმმა სხვადასხვა ცხოველის ორგანოებით შეცვალა, რის შედეგადაც პაციენტი არა მარტო ცოცხალი გადარჩა, არამედ თავისი დონორების ნიჭიც მიიღო. ახალი შესაძლებლობების გამოყენებისას, გმირი ბოლოს და ბოლოს სუპერ პოლიციელი ხდება, მაგრამ შესანიშნავ რეფლექსებთან, ძალასთან და გამძლეობასთან ერთად მარვინმა ცხოველებისგან მათი სხვა ინსტინქტებიც მიიღო მემკვიდრეობით, რომლებიც მოულოდნელად იღვიძებენ მასში..
ჩან გიონჩჰოლი - საშიში ფსიქოპათია, რომელიც აუპატიურებს და ველურად კლავს ქალებს. მან მრავალი სასტიკი დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ პოლიციისთვის მაინც მიუწვდომელი დარჩა. ერთხელაც მისი მორიგი მსხვერპლი ყოფილი პოლიციელის ქალიშვილი - ჩან ჯუიონი ხდება...
2009 წლის აპრილში, აფრიკის სანაპიროსთან ახლოს, რამდენიმე სომალელ მეკობრეთა ხომალდმა იერიში მიიტანა აშშ-ს კონტეინერმზიდ გემზე. გემის ეკიპაჟმა წინააღმდეგობა გაუწია მეკობრეებს და აიძულა უკან დაეხიათ, მაგრამ მათ მოახერხეს გემის კაპიტნის რიჩარდ ფილიპსის ტყვედ აყვანა.
სექსის, სისასტიკისა და როკ-ნ-როლის ისტორია, 1950–იანი წლების ჩიკაგო. "კადილაკ რეკორდსი" - ისეთი ამერიკელი მუსიკალური ლეგენდების შესახებ მოგვითხრობს, როგორებიც მადი უოთერსი, ლეონარდ ჩეზი, ლითლ უოლტერი, ჰოულინ უოლფი, ეთი ჯეიმსი და ჩაკ ბერი არიან...
ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო, რომელიც დაიღალა თავისი სამხედრო და სამოქალაქო გმირობებისგან, ბუდისტების მონასტერში დასახლდება. თუმცა მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება მას დიდ ხანს არ გამოუვა. ტყვედაა აყვანილი მისი ყოფილი მეთაური. და რემბო მის გადასარჩენად გაემგზავრება...
აგენტი ლორიან ბროტონი საიდუმლო სადაზვერვო სააგენტოს ბრილიანტია. მისი უდიდებულესობა არა მხოლოდ ჯაშუშობის ოსტატია, არამედ საოცრად სექსუალური და ფეთქებადია. ის მაქსიმალურად იყენებს უნარებს შეუსრულებელი მისიების დროს. მას ბერლინში გააგზავნიან შეუფასებელი დოსიეს დასაბრუნებლად, სადაც აგენტ დევიდ პერსივალთან ერთად მოუწევს მუშაობა...
მსოფლიოში საუკეთესო ახალგაზრდა პირად მცველს დაავალებენ ასაკოვანი დაქირავებული მკვლელის დაცვას, რომელმაც ჩვენება უნდა მისცეს, საერთაშორისო სასამართლოში. ერთმანეთის მიმართ თანაგრძნობის არქონის მიუხედავად, გმირებს ყველა მათი უთანხმოებების დავიწყება მოუწევთ და იძულებულნი გახდებიან ერთად იმოქმედონ, რათა გაიქცნენ ინგლისიდან და დროულად მივიდნენ ჰააგის სასამართლოში...
კაილს (ნიკოლას კეიჯი) და სარა მილერს (ნიკოლ კიდმანი) ყველაფერი ჰქონდათ: დიდი სახლი ტბის პირას, ძვირფასი მანქანები და პოტენციური რომანის შესაძლებლობა მათ ურთიერთობაში. კაილი მივლინებიდან ახალ დაბრუნებულია (იგი ბრილიანტებით მოვაჭრეა), მისი ქალიშვილი ევერი (ლიანა ლიბერტო) კი ჩუმად წვეულებაზე გაპარვას ცდილობს, როდესაც დაცვის ფორმაში ჩაცმული ოთხი ნიღბიანი ბოროტმოქმედი მათ სახლში შევარდება. ისინი ყველაფერს წაიღებენ რაც სეიფში იყო, ფულსაც და ბრილიანტებსაც. როდესაც კაილი მათ სარას გასათავისუფლებლად დაედევნება, ცოლ-ქმრის წარსული ცოდვები და ამ ოთხი მძარცველის წარსული ამოტივტივდება...
ფილმი მოგვითხრობს როკ ჯგუფზე, რომელსაც ჰქვია „ „ამერიკელი სატანა“. ბენდი სწრაფად გახდება პოპულალური ერთი კაცის დახმარებით, მაგრამ მალევე დაეწყება პრობლემები ჯგუფის სოლისტს...
80 ადამიანი გაიტაცეს გაუგებარ ექსპერიმენტში გამოსაყენებლად, რომლის არსი წრეზე სირბილია. გაჩერდები - მოკვდები, გადახვალ გზიდან - მოკვდები, ჩამორჩები 2 წრით - მოკვდები. ვიღაც ცდილობს დარჩეს ადამიანად და დაეხმაროს მეგობარს, ხოლო სხვები კი მხეცებს ემსგავსებიან და უბრალოდ წინ გარბიან...
დენი და უილერი იმ კომპანიას წარმოადგენენ, რომელიც ენერგეტიკული სასმელებით ვაჭრობს. უილერი ყველაფერზე ხალისობს, დენის კი აღარაფერი ახარებს, ყველაფერთან ერთად მას შეყვარებული გოგონა ტოვებს. ერთხელაც ისინი მეპატრონის სატვირთო მანქანას გადააყირავებენ და სასამართლოში აღმოჩნდებიან. საბოლოოდ მათ შეუმსუბუქებენ სასჯელს და ბავშვების აღსაზრდელ პროგრამაში ჩართავენ. დენი და უილერი ერთ დღეში ხვდებიან, რომ ციხეში ჩაჯდომა ჯობდა...
გაიცანით ბაფი! მას ოცნება ჰქონდა - სკოლა დაემთავრებინა, ევროპაში წასულიყო და გათხოვილიყო. გეგმა სერიოზულია და შრომას ითხოვს, ცხოვრება საერთოდ არ ეჩვენებოდა მას მოსაწყენი: მაღაზიები, წვეულებები, სავარჯიშო დარბაზი და ბევრი სხვა რამე. მას პოულობს უცნაური ტიპი. თურმე, კაცობრიობის ახლო-მახლო, სადღაც ჩვენს შორის ცხოვრობენ ვამპირები. ბაფი გაიგებს, რომ ის რჩეულია და მისი მთავარი პროფესია - ჩვეულებრივი ადამიანების განთავისუფლებაა უსიამოვნი მეზობლობისგან...
კოლეჯის ხუთი კურსდამთავრებული მიემგზავრება მოშორებულ ტყის პატარა სახლში, იმისათვის, რომ სდაისვენონ და გაერთონ. მაგრამ არდადეგების დროს დასისხლიანებული უცნობის შემოჭრამ ყველაფერი გააფუჭა...
1979 წლის ფილმის რიმეიქი, მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერალ ქალზე, რომელის რომანის დასამთავრებლად ტბისპირა სახლს ქირაობს, რათა განმარტოვდეს. სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი გადაწყვეტს ქალაქელ გოგოს ჭკუა ასწავლოს და მასთან ღამით გასართობად შეიპარებიან...
თევზით მოვაჭრე ევერეტის და მოდის წარმოუდგენელი რეალური რომანის ისტორია, რომლის ხელები ავადმყოფობამ დაამახინჯა. მარტოხელა მამაკაცი მოდის ძალით და სინათლით მოხიბლულია და მას თავისი ნიჭის გამოვლინებაში ეხმარება, რომ ცნობილი მხატვარი გახდეს...
მას შემდეგ რაც, სექსუალური თამაშისას მის ქმარს გულის შეტევა დაემართება და ჯერალდი საწოლზე მიბმული დარჩება, მისი ყველა შიში ერთად მოიყრის თავს და საძინებელი წამების საკნად გადაიქცევა...
ედიტ პიაფის ცხოვრების ყოველი დღე შერკინებას გავდა. მას უხდებოდა ბრძოლა არსებობისთვის, სიმღერისთვის და სიყვარულისთვის. პარიზის ღარიბი უბნიდან მან შეძლო ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებამდე მიღწევა და მოყვარულთა გულების დაპყრობა.
ათი წელი გავიდა გარღვევის ბრძოლიდან, მაგრამ ოკეანეებში სიმშვიდემ ჯერ კიდევ ვერ დაისადგურა. ბოლო ბრძოლის შემდეგ იეიგერის პროგრამა ჩაერთო უძლიერეს დაცვაში კაცობრიობის ისტორიის მანძილზე. PPDC ახლა იხმობს საუკეთსოებს, რომ აღსდგნენ და გახდნენ შემდეგი თაობის გმირები კაიჯუს წინააღმდეგ...
როდესაც 2003 წელს აშშ-მ ბაღდადის ოკუპაცია მოახდინა, ოფიცერი როი მილერი და მისი სამხედრო ინსპექტორებისგან შემდგარი გუნდი მასიური განადგურების იარაღის აღმოსაჩენად გაგზავნეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ის ერაყის უდაბნოში მართლაც ინახებოდა...
ელიტარული ქალბატონი სახელად მელანი დენიელსი სან-ფრანცისკოში, ზოომაღაზიაში ადვოკატთან ფლირტს გააბამს, რის შემდეგაც იმპულსურად დაედევნება კაცს, მისსავე მშბლიურ ქალაქში, რათა მას პატარა თუთიყუში აჩუქოს. როდესაც ქალაქში ჩავა, უეცრად ჩიტები გადაირევიან და ქალაქის მაცხოვრებლებს ესხმიან თავს...
1928 წელს, ეგვიპტეში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, საიდუმლო იეროგლიფებით დაფარული, გიგანტური ქვის რგოლი. მის გამოსაკვლევად მოწვეულია ამერიკელი ეგვიპტოლოგი ჯექსონი, რომელიც იზიარებს თეორიას ეგვიპტის პირამიდების არამიწერი წარმოშობის შესახებ. იეროგლიფების გაშიფრვა ფარდას ხდის საიდუმლო რგოლის დანიშნულებას. ეს არის კარიბჭე სხვა სამყაროში!..
ჯერ კიდევ გუშინ ის იყო სექსუალური ქერა, მაგრამ დღეს - ყველაზე საშიში და მომაკვდინებელი იარაღია დედამიწაზე, ზებუნებრივი ძალით და ინტელექტით. ის რასაც მსოფლიოს გენიოსები თვლიდნენ ფანტასტიკურ თეორიად, მისთვის გახდა რელობა. ის სავსეა სიძულვილის და შურისძიების გრძნობით, მას ქვია ლუსი...
უილიამ უილბერფოსი – პოლიტიკოსი, რომელიც ცნობილია თავისი მომხიბვლელობით, ჭკუით და მიზანსწრაფულობით. თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, ის უკვე თავისი კარიერის დასაწყისში იყო ძალიან კეთილშობილ და მამაც ადამიანად აღიარებული...