ახალგაზრდა კატარო და მისი ძაღლი ხვდება უსახელო სამურაის. მეომრები, მოხუცი ალქიმიკოსის მეთაურობით, ამომავალი მზის ქვეყანაში ჩამოდიან. მათი ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი უკვდავების ელექსირის ინგრედიენტების შეგროვებაა, რომელიც იმპერატორისთვისაა განკუთვნილი...
ჯემი ეიშენი, რომლის ცოლიც სულ ახლახანს დაიღუპა უცნაურ გარემოებაში, მთავარი ეჭვმიტანილია მის მკვლელობაში. მაგრამ ჯემიმ მშვენივრად იცის, რომ ის არ მოუკლავს, ამიტომ საკუთარ გამოძიებას იწყებს, რასაც ის მშობლიურ ქალაქში, მძიმე ავადმყოფ მამასთან მიჰყავს...
ადამიანი, რომელსაც მკვლელი მოსდევს, შემთხვევით უცნაურ ლაბორატორიაში ხვდება და წარსულში გადადის... შიშველი ქალი ტყის შუაგულში... შავ მოსასხამში გახვეული უცნობი, რომელსაც სახე დოლბანდით აქვს შეხვეული... შემზარავი სახლი მთაზე... ყველაფერი ეს ფაზლის ელემენტებივითაა, სადაც ტერორს, დრამას და დაძაბულობას წარმოუდგენელ დანაშაულამდე მივყავართ... ვინ არის მკვლელი? და ვინ არის მსხვერპლი?...
სუზან მერფი და ურჩხულები ახლა აშში–ს მთავრობაზე მუშაობენ. როცა სუზანის მშობლიურ ქალაქ მოდესტოში უცხოპლანეტელებს დააფიქსირებენ, გუნდს მაშინვე გზავნიან სიტუაციის დასაზვერად. ერთი შეხედვით მოდესტოში სიმშვიდეა: გოგრის სანათების ფანჯრებიდან იცქირებიან და ზღურბლთან წვანან. მაგრამ ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად ეს უწყინარი ქმნილებები მსოფლიოს ნამდვილ სახეს უჩვენებენ! მუტანტი-გოგრები დედამიწის დაპყრობის გეგმას აამოქმედებენ, მაგრამ ურჩხულები უკვე აქ არიან, რათა ჩაშალონ მათი მზაკვრული გეგმები!...
მულტფილმი მოგვითხრობს ტიმზე ვულკანის ამობრქვევის დროს დაობლებულ ბიჭზე, რომელიც ერთმა გენერალმა შვილივით გაზარდა და ცდილობდა მისგან გლადიატორის დაყენებას მაგრამ მისი სიზარმაცის გამო ეს შეუძლებელი გახდა, ერთ დღეს როდესაც მისი ბავშვობის მეგობარი გოგონა ბრუნდება ტიმი მის ცხოვრების სტილს რადიკალურად...
გოგონების ჯგუფი ესპანეთში მიემგზავრება.ისენი მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალურ ფესტივალში.ეს მოგზაურობა დაუვიწყარია მათთვის,მაგრამ მათ ამავე დროს ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ...
ლეგენდარული რობინ ჰუდი, რომელიც მისი მიმდევარების არმიის წინამძღოლი გახდა. იგი შერვუდის ტყეში ოცი წლის წინ მოხვდა, როდესაც შემთხვევით საკუთარი მამის მკვლელობას შეესწრო. ახლა კი შერიფმა მიზნად დაისახა რობინ ჰუდისა და მისი გუნდის დაჭერა. მან მონსტრი გაათავისფლა, რომელიც ღამით ლამაზი გოგონას ელინას სახეს იღებს...
კოლეჯის სტუდენტი სამანტა ჰიუზი, უცნაურ ადამიანებთან ძიძად იწყებს მუშაობას. მისი პირველი სამუშაო დღე მთვარის დაბნელებას ემთხვევა. სულ მალე სამანტა ხვდება, რომ ოჯახი, რაღაც საშინელ საიდუმლოს მალავს...
სტუდენტი გოგონების ჯგუფი გადაწყვეტს შურისძიებას ბიჭზე, რომელიც მათ დაქალს ღალატობს. ამისათვის ისინი მუსუსის ერთ-ერთი საყვარლის სიკვდილას გაითამაშებენ. ახალგაზრდა ბიჭმა, რომელმაც არ იცის, რომ ეს მხოლოდ ხუმრობაა, ნამდვილად მოკლავს გოგონას. გამოსაშვებ საღამოზე კი გაჩნდება საიდუმლო ფიგურა უცნაურ სამოსში... ამ ვიღაცამ იცის სტუდენტების ჩადენილ მკვლელობაზე და შურისძიებას იწყებს... ის მკვლელობის ყველა თანამონაწილეს უნდა გაუსწორდეს...
დეიდის საიდუმლოებით მოცული სიკვდილის შემდეგ, ბრაიან ბეკეტი შეტყობინებას მიიღებს, რომ მის სახლს ხშირად უცნობი ძალა სტუმრობს. უამრავი მოსაზრება გაჩნდება, თუმცა დეიდის სიკვდილს ბრაიანი მაინც ვერ ხსნის. მალე მას უცნაური ხმები და ჰალუცინაციები ეწყება. ბრაიანი მედიცინას მიმართავს, რადგან სურს დარწმუნდეს თავის ჯანმრთელობაში, მაგრამ დახმარებას ახალგაზრდა ექსტრასენსი გაუწევს, რომელიც მოუყვება სახლში არსებული საშინელი საიდუმლოს შესახებ...
რაიდენ მელბი ყოველთვის ფიქრობდა, რომ დიპლომით უფრო მარტივი იქნებოდა სამსახურის პოვნა, მაგრამ კურსის დამთავრების, შემდეგ არაფერი მოხდება და ის იძულებულია შინ, საკმაოდ ექსცენტრულ ოჯახში დაბრუნდეს. სამუშაოს ძებნისას ის ადამს ხვდება, უყვარდება და თანდათან ხვდება თუ როგორ უნდა იცხოვროს...
ფილმი გვიამბობს ახალშეუღლებულ ედუარდსა და ფლორანსზე, რომლებსაც სექსუალური გამოცდილება არ გააჩნიათ. ამ სიახლოვის შიშის გამო დაოჯახების პირველივე ღამეს მათი ქორწინება ნგრევას იწყებს...
სკოლაში ყველაზე სიმპათიური ბრენტ მიტჩელი უარს აცხადებს გამოსაშვებ საღამოზე ლოლასთან ერთად წასვლაზე. ლოლა, ფსიქოპატ მამასთან ერთად, ბრენტს იტაცებს და საკუთარ გამოსაშვებ საღამოს აწყობს...
ფილმი ადამიანების შესახებ, რომლებიც არალეგალურად აღმოჩნდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახლა კი სხვადასხვა გზით ცდილობენ თავისი სტატუსის ლეგალიზებას...
დიზაინერი მელანი ცნობილი სასიძოთი მოიხიბლება.მაგრამ გოგონას წარსული უამრავ რამეს მალავს.იგი გადაწყვიტავს სამხრეთში დაბრუნებას,რათა საბოლოოდ დაასრულოს გაყრის საქმე მის ქმართან,რომელიც გაყრის წინააღმდეგია...
ფილმში მოთხრობილია 10 წლის ბიჭის ისტორია, რომელმაც საკუთარი ხელით მოკლა მამა, დედა და თავისი ორი და. წლების შემდეგ ამ სახლში მოხვდნენ ადამი, ისააკი და ოთხი მოგზაური...
ცბიერი კეტ რ.ვოული შეიტყუებს ჩვენს გმირს დასავლეთში, სადაც ის ძალებს გააერთიანებს ცნობილ ძაღლთან უაილი ბერპთან ბოროტული შეთქმულების წინააღდეგ, რომლის მიზანია არაფრის აზრზე მყოფი თაგვებისგან გამბურგერების გაკეთება!...
ეს გახლავთ ბრიტანული ტელეკომპანია Discovery-ს მიერ დამზადებული ფილმი რომელიც აღებულია რეალური ისტორიიდან და მოგვითხობს ამირიკის ერთერთი ზღვის სანაპიროზე რომელსაც კაციჭამია ზვიგენი შეეჩვია და არაერთი ადამიანი შეჭამა სანამი მისი ლიკვიდაცია შეძლეს...
ალექს რაიდერი 14 წლის ობოლი ბიჭია , რომელსაც ბიძა ზრდის. ბიძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ალექსი გებულობს რომ ის ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო.
ომეგა მგელია, რომელიც ოცნებობს ყველაზე პოპულარული მგელი ალფა გაიცნოს . ერთ დღესაც მას ეძლევა ამის შანსი - ტყეში მომუშავე მუშები მათ აგზავნიან აიდაჰოში. ომეგა და ალფას მოუწევთ გაერთიანება, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ...
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ამბავი ზეპირად იცით? მაგრამ რა მოხდება თუ წითელქუდა სულ სხვანაირი აღმოჩნდება? დეტექტივურ გამოძიებას ინსპექტორი გომბეშო იწყებს. მას არც ისე ბევრი შეკითხვა აქვს: რატომ დასახლდა ბებია ასე შორს, ვინ გააგზავნა წითელქუდა უღრანი ტყის გავლით, რას საქმიანობს მგელი სინამდვილეში?...
ერთ დღეს უმუშევარი ფრედი აღდგომის კურდღელს ეჯახება მანქანით. სანამ ზღაპრული ცხოველი გამოჯანმრთელდება, გმირს უწევს მისი ადგილის დაკავება: მან უნდა დაურიგოს შეღებილი კვერცხები ბავშვებს მთელ მსოფლიოში...
ფედერალური ბიუროს აგენტმა რაც შეიძლება მალე უნდა გაიგოს ბირთვული ნაღმის ადგილმდებარეობა,რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს და ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს...
ნაწილობრივ ფილმი ომზე და ნაწილობრივ სასამართლო დრამა, რომელშიც ომის გმირი სასამართლოს წინაშე წარსდგება და მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს, რომელსაც მისი დაცვა და გამართლება შეუძლია.
ერთხელ ინტელექტუალებს ხელში ეროტიული ბესტსელერი ჩაუვარდებათ "ნაცრისფერის ორმოცდაათი ელფერი". ამ დღის შემდეგ კლიფორნიელი ქალბატონების ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც ადრე.
თინეიჯერ რიკ სტივენსს მოსწონს ნინა პენინგტონი, ისინი დამეგობრდებიან და ერთად აღმოჩნდებიან როკ ენ როლის ტურნე-მოგზაურობაში. პარალელურად ნინა ცდილობს გაუმკლავდეს ზედმეტად მზრუნველ შეყვარებულ კევინს...
ძველ დროში, როდესაც დიდებული ცეცხლისმფრქვეველები ჯერ კიდევ ცაში დაფრინავდნენ, რაინდი სახელად ბოუვენი პირისპირ შეხვდა დედამიწაზე უკანასკნელ დრაკონ - დრაკოს. მალე ბოუვენი მიხვდა, რომ მისი გადაწყვეტილება - ტირანი მეფის დამარცხება, არც ისეთი ადვილი ყოფილა როგორც ეს მას წარმოედგინა: თუ იგი მეფეს მოკლავს, დრაკოც მასთან ერთად მოკვდება...
როდესაც ჰერინგტონის სკოლაში საშიში ამბები დატრიალდა ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ცუდი ეჭვები გამართლდა. მასწავლებლები მართლაც რომ უცხოპლანეტელები აღმოჩნდნენ. გონების მაკონტროლებელი პარაზიტი ნელნელა ყველა მოსწავლეში გადადის სანამ საბოლოოდ ძალიან ცოტანი არ დარჩებიან ისინი, ვისაც ეს ჯერ არ დამართნია. ამ ჯგუფში ყველა კატეგორიის ბავშვი მოხვდა. ახლა მათ ერთად უნდა გადაარჩინონ სამყარო უცხოპლანეტელების შემოსევისგან.
დაქვრივებული მამა ცდილობს თავის ქალიშვილთან, რომელიც დანაკლისს ძლიერ განიცდის, ურთიერთობა მოაგვაროს. გოგონას გამოგონილი მეგობარი ჰყავს. თანდათან ეს მეგობრობა მეტად საშიში ხდება, მეგობარი კი სულ უფრო რეალური.
პატიმარი ჯო კონარდი ელოდება სასიკვდილო განაჩენის შესრულებას ერთერთ ცენტრალური ამერიკის ციხეებიდან. მაგრამ ასე ადვილად მას ამ ცხ ოვრებიდან წასვლა არ უწერია: კონორდს გავლენიანი ტელეპროდიუსერი, რომელიც აგროვებს მონაწილეებს რეალითი-შოუსტვის მის მიმართ ინტერეს იჩენს. ჯო ცხრა სხვა სიკვდილ მისჯილი პატიმართან ერთად უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან. რათქმა უნდა, თამაში მიდის პრინციპით "ყველა თავისათვის", და ამოცანა, რომელიც მონაწილეების წინ დგას, ადვილია: გაანადგურონ დანარჩენი "სიკვდილმისჯილი" და ასეთი გზით მოიპოვოს თავისუფლება.
ქალაქში სადაც მდორე და უინტერესო ცხოვრებაა, უკვე მრავალი წელია წარმატებით ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც გაყიდვაშია ყველაფერი რითიც თავის მოკვლა შეიძლება...
ფილმი მოგვითხრობს ვიკინგების თავგადასავალს. ფილმის მთავარი გმირი თავის მებრძოლ მეგობრებთან ერთად მოხვდება უცნობ ტერიტორიაზე სადაც ისინი მიმდებარე მიდამოების ბატონის ქალიშვილს აიყვანენ ტყვედ…
ვის არ გვიოცნებია ბავშვობაში ფანტასტიკური სამყაროს არსებობაზე, სადაც შესაძლებელია ყველაზე დაუჯერებელი ოცნებების ასრულება. ჯადოსნურ სამყაროში მოხვედრა არც ისე რთულია, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ. მთავარია იპოვოთ შესასვლელი კარი და გააღოთ ის.…
ტედ ბრუკისი – ყველაზე ცნობილი დანტისტი მაიამიში. სამუშაო უამრავია, და ახალგაზრდეა ბიჭს არაფერზა აქვს საოცნებო ითქოს. მაგრამ ერთხელაც ის შეტყობინებას მიიღებს, რომ ვიღაც ქალმა სახელად ლიუსი ის თავის ანდერძში ჩართო, ახლა კი მას მემკვიდრეობის ნაწილი ერგება. აღმოჩნდება, რომ ტედი აყვანილი შვილია, ლიუსი კი – მისი ნამდვილი დედა. ის ამერიკაში მიფრინავს, და მემკვიდრეობაში მიიღებს – ძაღლებს...
მანოლო ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერანაირად ვერ ახერხებს გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი – ოჯახური ტრადიციები თუ პირადი მოწოდება. ეს რომ გაიგოს და ცხოვრების მომავალი გზა აირჩოს გმირი სამ ზღაპრულ სამყაროში წარმოუდგენელ მოგზაურობას მოაწყობს...
გოტემ სიტიში გაჩნდა ახალი სუპერ–გმირი, რომელსაც სხვა გეგმები აქვს ამ ბიზნესმენებთან დაკავშირებით – ქალი–ღამურა! სუპერთანამედროვე მოწყობილობების და ძლიერი მუშტების დახმარებით ის კრიმინალებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს!...
ისტორია გრძელდება. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, რაც პროფესორმა შალინსკიმ ახალი აღმოჩენის შედეგად თავისი შვილები და მეზობლის ორი ბიჭი დააპატარავა. ახალი კი ისინი ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ ზომას და ჩვეულ ცხოვრებას, რა თქმა უნდა ისევ მისივე წყალობით. დრო გავიდა და მათ ოჯახში მატებაა - არაჩვეულებრივი პატარა! ამჯერად სწორედ ის ხდება ექსპერიმენტის მსხვერპლი! „ „მეცნიერი“ აპარატის გამოცდისას მანქანა შემთხვევით შეისრუტავს შვილს. და ორ წუთში პატარა ბიჭი ორმეტრიან არსებად გადაიქცევა!...
ეს არის ანიმაცია "თვითმფრინავების" მეორე ნაწილი სადაც ჩვენი ყანის თვითმფრინავი ახალ გამოწვევას მიიღებს სადაც ამჯერად მისი იარაღი წყალი იქნება მოწინააღმდეგე კი ცეცხლი...
დარენ შენი – ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო მანამ, სანამ არ წავიდა ცირკში მახინჯების წარმოდგენაზე. სანამ არ შეხვდა მადამ ოკტუს… და სანამ პირისპირ არ გადაეყარა ღამის მოჩვენებას...
15 წლის მია - პრობლემური მოზარდია, ის სკოლიდან გარიცხეს, მეგობრებიც დასცინიან. ერთ დღეს დედამისს სახლში უცნობი მამაკაცი მოჰყავს. ამ უკანასკნელის გამოჩენამ შესაძლოა მათი ცხოვრება შეცვალოს და ამ ოჯახს ასწავლოს, თუ რას ნიშნავს სიყვარული...
ახალგაზრდა კაცი გაიგებს , რომ მამამისი ძალაუფლების მქონე ბანდიტმა მოკლა სახელად ლუნგ. შურისძიების წყურვილით შეპყრობილს გზად დაჯგუფება შეხვდება , რომელთან ბრძოლაშიც ცალ ხელს დაკარგავს. გამოჯანმრთელების შემდეგ იგი კვლავ გაეშურება შურის საძიებლად...