ორი ოჯახი ძველი საგვარეულო შურისძიებითაა შეპყრობილი. უფროსი ძმის მკვლელობის შემდეგ, 20 წლის ტონიო ვალდებულია მის გამო შური იძიოს, მაგრამ ამის შემდეგ ის თავადაც გახდება შურისძიების ობიექტი. ის ტოვებს მშობლიურ სახლს და სიკვდილის და სიყვარულის შესახვედრად მიდის, რომლებიც მას წინ ელის...
პოლიციისგან დამალვის მიზნით სტივ რეილსბეკი თავს ფილმის გადასაღებ მოედანს შეაფარებს, სადაც მას თავი კასკადიორად მოაქვს. ფილმის რეჟისორი ერთდროულად ხელს უწყობს და სახიფათო სიტუაციებში აგდებს. იგი პოლიციისგან თავის დაღწევას შეძლებს და სიკვდილსაც გადაურჩება...
დოუ კინი კონსტრუქტორია და მას დაძაბული ცხოვრება აქვს. ცოლის, ლორას და მისი ქალიშვილი ჯენიფერის მიმართ მოვალეობების მოხდის შემდეგ, მას თავისი თავისთვის ცოტა დრო რჩება. დოქტორ ოუენ ლიდსი მას პრობლემის საკმაოდ უცნაურ გადაყწვეტას სთავაზობს...
მალკოლმი ლოს-ანჯელესის რთულ უბანში გადარჩენას ცდილობს. კოლეჯისთვის განცხადებებს ავსებს, გასაუბრებებზე დადის და SAT-ს აბარებს, თუმცა მიწისქვეშა წვეულებაზე დასწრების შემდეგ უჩვეულო თავგადასავალში ამოყოფს თავს...
მსოფლიო კინოკლასიკის წამყვანი რეჟისორების თვალით დანახული სამი დაუვიწყარი ისტორია ეროტიკასა და სურვილზე, სამყაროში სადაც სიყვარული განურჩევლად მართავს ადამიანებს...
ლუდოვიკ XIV-ს ძალიან უყვარდა გემრიელად ჭამა, ამის გამო მთელი ცხოვრება სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებოდა. ექიმები არ ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას, მათ უნდოდა მეტი ფული აეღოთ მისი მკურნალობით. ერთმა მედიცინის ისტორიკოსმა დაწერა:" ეჭვგარეშეა, რკინის ჯანმრთელობაა საჭირო ასეთი მკურნალობის გაძლებისათვის."
ქორწილის დროს თავადის ასულს მირასლავს მოიტაცებს დრაკონი და წაიყვანს თავის ციხესიმაგრეში, რომელიც განთავსებულია კუნძულზე. წარსულს ჩაბარდა შინაურები, საქმრო... ვინ არის ეს ადამიანი-დრაკონი? როდის დასახლდა კუნძულზე? მირას შეუყვარდება დრაკონი. ეს სიყვარული მას დაანახებს მწარე სიმართლეს - სიყვარული საშიშია...
შარლი 17 წლისაა და ეს მხოლოდ ცხოვრების დასაწყისია. მას ტანჯავს შიში და ეჭვები, მას ჯერ კიდევ ბევრის ეშინია და არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. ერთ დღეს მის კლასში შევა ახალი მოსწავლე გოგონა. სარა მალევე დაუახლოვდება შარლის და მის ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება...
ომისშემდგომი რომი. დიდი ხნის უმუშევარი ანტონიო რიკი სიხარულისგან მეცხრე ცაზეა – მან ბოლოს და ბოლოს იშოვა სამსახური. მაგრამ, პირველივე სამუშაო დღეს მას ველოსიპედი მოპარეს, რომლის გარეშეც მუშაობა შეუძლებელია! პატარა შვილთან ბრუნოსთან ერთად ის ცდილობს დიდ ქალაქში მოპარული ველოსიპედის პოვნას, რომელზეც მისი ოჯახის ცხოვრებაა დამოკიდებული.
ფილმი წარმოადგენს ნაკრებს კონცერტებიდან, ანიმაციურ კადრებს და ყველზე თანამედროვე ვიზუალი ეფექტის მქონე გამოსახულებებს. როჯერმა ფილმში ასევე მოაქცია კადრები მისი ავტობიოგრაფიიდანაც...
დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ამერიკულ კამპუსებში გაუპატიურების თემაზე. ამ ფაქტების დამალვაზე, რომელსაც სტუდენტებისა და მათი ოჯახებისათვის კატასტროფული შედეგები ჰქონდა...
მსუბუქი კომედია ქალზე, რომელიც ოჯახთან ერთად ავტობუსით გაემგზავრება ექსკურსიაზე. მოულოდნელად, იგი გზისპირა კაფეში მარტო რჩება. შინ დაბრუნების მცდელობისას იგი ვენეციაში აღმოჩნება...
ადამ ჯონსი ცნობილი შეფ-მზარეულია, რომელიც წარმატების პიკზე მყოფი, ალკოჰოლისადმი მისწრაფების გამო კარგავს ყველაფერს. ადამი ლონდონში ბრუნდება და ცდილობს ახალ გუნდთან ერთად მიშლენის ვარკვლავი მოუტანოს რესტორანს, სადაც მუშაობას იწყებს...
ბავშვები დასასვენებლად მიდიან და შემთხვევით ზღვის ნაპირზე ქვიშის ფერიას გაიცნობენ, რომელსაც სურვილების ასრულება შეუძლია. თუმცა შესრულებული სურვილი მხოლოდ დღის ბოლომდე გრძელდება...
ფილმის მთავარი გმირი პოლი ავღანეთში იბრძვის. ბრძოლაში ერთ-ერთი შეჯახებისას იგი გონს კარგავს და გმირს ვიწრო და ბნელ ადგილას ეღვიძება. იგი ანთებს სანთებელას და აღმოაჩენს, რომ კუბოში წევს. მას ბევრი ტანჯვის გადატანა მოუწევს თავისუფლების მოსაპოვებლად და გადასარჩენად.
ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ...
პატარა ბიჭი ალფრედი კვდება, თუმცა საავადმყოფოს ექსცენტრიული დარაჯის მიერ მოთხრობილი ფანტასტიური სამყაროს შესახებ, იგი ახერხებს სიხარულისა და ბედნიერების შეგრძნებას და პოულობს უსაფრთხო სამოთხეს ყოველდღიურობისაგან მოშორებით...
ფილმის მოქმედება 1939 წლის ზაფხულში იწყება ვოლინის ტერიტორიაზე. პოლონელ გოგონას ზოსიასა და უკრაინელ ბიჭს პეტროს შორის სიყვარული იფეთქებს, მაგრამ მშობლები ზოსიას ძალდატანებით მდიდარ ქვრივს გააყოლებენ ცოლად. მალე მეორე მსოფლიო ომი იწყება და ზოსიას ქმარი ომში მიდის, მას კი ბავშვებთან ერთად სახლში ტოვებს...
ნარკოტიკებთან ბრძოლის ოფიცერი მოკლულია, საქმის გამოძიება კი წინ ვერ მიდის და ამიტომ დეტროიტის პოლიცია ნიკ თელისს აბრუნებს, რომელიც 18 თვის წინ სამსახურიდან დაითხოვა. თელისი ჰენრი ოაქსს,აგრესიულ პოლიციელს შეუერთდება და ერთად ისინი ამ ჩახლართულ საქმეს იძიებენ...
შავი კომედია მატარებლით მოსაწყენ მგზავრობაზე, სადაც ასაკოვანი კაცი, რომლის ცოლიც დილით გარდაიცვალა, გადაეყრება უცნაურ და სავარაუდოდ ფსიქოპატ ახალგაზრდას...
მაკნამარკო კომპანია "კოკა-კოლას" განყოფილების უფროსია გერმანიაში. ის ნამდვილი კარიერისტია. ერთხელ მას მოუწევს ყურადღება მიაქციოს დიდი ამერიკელი ხელმძღვანელის ქალიშვილ სკარლეტს. იგი ფიქრობს, რომ ეს მას კარიერულ ზრდაში დაეხმარება, მაგრამ ყველაფერი რთულდება, როდესაც გოგონა თხოვდება.
ახალგაზრდა ცოლქმარი ბაგამებზე დასასვენებლად მიემგზავრება. სიუზანი და დენიელი კატერზე წავლენ სასეირნოდ, რომელიც გათვალისწინებულია ყვინთვის მოყვარულთათვის, მაგრამ მშვენიერი ჩაყვინთვა კოშმარით სრულდება როდესაც მთავარი გმირები აღმოაჩენენ, რომ მათი კატერი მათ გარეშე წავიდა და ისინი ღია ზღვაში დატოვა, სანაპიროდან 15 კილომეტრის მოშორებით...
ირლანდია, მე-18 საუკუნის 80-იანი წლები. ცნობილი და მდიდარი ირლანდიური ოჯახების ტიტული და მდგომარეობა ტრადიციულად გადადის უფროს შვილზე, ხოლო უმცროს შვილებს საფრთხე ემუქრებათ მთელი ცხოვრების სიღარიბეში გატარების ან, რაც უფრო ცუდია, მონასტერში. მათი ერთადერთი შანსია - "გამტაცებელთა კლუბი". კლუბის წესები მარტივია: აირჩიო "მდიდარი საპატარძლო", გაიტაცო გოგონა და დაითანხმო, რომ გათენებამდე შენი ცოლი იყოს...
შესაძლებელია თუ არა თამაშმა შეცვალოს ქალის ცხოვრება? კორსიკის სასტუმროს თავმდაბალი მოახლე ელენი, ვერ წარმოიდგენდა, თუ სადამდე მიიყვანდა შემთხვევითი გატაცება ცნობილი სამაგიდო თამაშით...
მასწავლებელთან პირდაპირ სკოლაში ინტიმური კავშირის შედეგად თინეიჯერი მამა ხდება, ხოლო "მისი ქალი" კი ხვდება ციხეში მცირეწლოვანის შეცდენის გამო. ახლა ახალაგაზრდა, მარტოხელა მამა იძულებულია მიხედოს შვილს მის სრულწლოვანებამდე, შემდეგ კი ის წარმატებით გაუჩინარდება. და აი მრავალი წლის შემდეგ, ექსცენტრიული მამიკო კვლავ შემოიჭრება ვაჟის ცხოვრებაში და ყველაფერს თავდაყირა დააყენებს...
ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევაზე, ერთ ევროპულ ოჯახზე. ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო დღესასწაულის ტაილანდის თბილ ადგილებში გატარება, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
ბიძაშვილები კრეიგი და დეი-დეი მშობლებისაგან ცალკე, ერთ ბინაში ცხოვრობენ, სადაც მუდამ მხიარულობაა. შობას, როცა მათთან სადღესასწაულო განწყობა სუფევს, მათთან მოდის სანტა-კლაუსი, რომელიც მოიპარავს არ მარტო ყველა საშობაო საჩუქარს, არამედ ბინის ქირის ფულსაც...
ფილმი მოგვითხრობს ოჯახის დესპოტ მამაზე, რომელიც თავის შვილებს ზრდის იზოლაციაში და უნერგავს მათ საზოგადოების სიძულვილს. ამბავი გადმოცემულია 11 წლის ბიჭის მიერ, რომელიც განსჯის მამამისის რადიკალურ შეხედულებებს ცხოვრებაზე...
უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ოლდმენი სამსახურს მიატოვებს. მისი კოლეგები განცვიფრებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და ახსნა-განმარტებებისათვის პროფესორს სახლში მიაკითხავენ. მიზეზი, რომელსაც ოლდმენი მოიშველიებს კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდება. მისი მტკიცებით ის უკვდავია და იმისათვის,რომ მისი საიდუმლო არ გამოაშკარავდეს, ერთ ადგილას 10 წელზე დიდ ხანს არასოდეს ჩერდება...
ორი ძმა უჩვეულო მოვლენების მოწმე გახდება, ამერიკის მიდამოებში მოგზაურობისას. ერთი შეხედვით უდარდელი მოგზაურობა ჩახლართულ და ბნელ სიმართლეს ახდის ფარდას...
ფილმი მოგვითხრობს ადამიანის აფექტურ მდგომარეობაზე, როდესაც ის პასუხს არ აგებს თავის ქმედებებზე. ამ ფილმში კი ეჭვიანობის საფუძველზე ვარდება მთავარი გმირი აფექტის მდგომარეობაში, რომელის საერთაშორისო სახელწოდებაა - ამოკი. .
ალექსი უკრაინელი იმიგრანტია, რომელიც ტორონტოში გადავიდა საცხოვრებლად, რათა უკეთესი შესაძლებლობები ჰქონოდა. იგი მის მშობლებს ინტერნეტ მაქინაციებით ინახავს...
ვიქტორიანული ინგლისი. ქეთრინი, ლამაზი და ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც მზითვების გარეშე ათხოვებენ მდიდარ და უკვე საკმაოდ ასაკოვან მიწათმფლობელზე. ამ ყველაფრის შედეგი მძიმე იქნება, რადგან ახალგაზრდა პატარძალი – მომავალში ნამდვილი ლედი მაკბეტი გახდება, რომელმაც უსიყვარულო ქორწინებაში ყოფნისას გაუძლო ყველა დამცირებას და წყენას, იგი იწყებს სასტიკი და უმოწყალო მეთოდებით გზის გაკვალვას, საკუთარი ქალური ბედნიერებითვის…
დაუსახლებელი კუნძულის სანაპიროზე თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, აშშ-ს საფეხბურთო ნაკრების გადარჩენილი წევრები, ერთდროულად ველურ ბუნებასა და ირგვლივ მყოფთა ფსიქიკის განადგურებას ეჯახებიან.
საყვარელი და ცინიკური ფილმი მწერალ ფელტონ დილეინზე, რომელიც ბრუნდება თავის მშობლიურ ქალაქში და გაუფრთხილებლად ეწვევა ყველას, ვინც ოდესღაც მიატოვა: მშობლები, და და ყოფილი შეყვარებული…
ტემნიკოვი მოცეკვავეა, რომელმაც ოცი წლის წინ ტრამვა მიიღო. ამ ტრამვის შედეგად იგი მალე სიარულს ვეღარ შეძლებს. მას არავის გვერდში დგომა და დახმარება არ სურს.
სამი სხვდასხვაგვარი მამაკაცი, სამი სხვადასხვა მსოფლიო, სამი სხვადასხვა ომი - ყველანი კვეთს თანამედროვე ომს - აირის მორალის ბნელი მსოფლიო... ყველაფერი ისე არაა როგორც ჩანს...
ფილმი მოგვითხრობს თანამედროვე მოსკოვში მაცხოვრებელ ოჯახზე, რომელიც მტკივნეულ განქორწინებას განიცდის. მთავარი გმირები ჯერ კიდევ დაქორწინებულები არიან, მაგრამ ორივემ დაიწყო ახალი ცხოვრება და სურთ მალე მოაგვარონ ფორმალობები. მათი კონფლიქტები გავლენას ახდენს მათ 12 წლის შვილზე. მორიგი კონფლიქტის შემდეგ ბავშვი ქრება...
სიყვარულის ნაპერწკალი იფეთქებს არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლის და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის, როდესაც ისინი სამი ნაცრისფერი ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ, რომლებიც ყინულის ქვეშ ხაფანგში მოჰყვნენ...
ყოფილ პოლიციელს სთხოვენ, მისი ძველი მეგობრის ცოლით დაინტერესდეს, რომელსაც მოჩვენებები აწუხებს. ჰიჩკოკის კლასიკა, სიმაღლის შიშით შეპყრობილი მამაკაცისა და იმ ქალის შესახებ, რომელსაც მამაკაცი საუბედუროდ სიმაღლისკენ უნდა გაჰყვეს...
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება, რომ მკვლელობის მოწმე გახდა. თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
პატარა მაწანწალას არ სურს უბრალო უმნიშვნელო ნაწილი იყოს წარმოების უზარმაზარ მეგა-მანქანაში, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ადამიანთა საზოგადოებას. ჩარლი ებრძვის სულელ მდიდრებს, ყოვლისშემძლე პოლიციელებს, წარმოების უსულო უფროსებს...
ფინლანდიიდან გაქცევის შემდეგ იუსი კეტოლა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ახალმა რეჟიმმა იგი არჩევანის წინაშე დააყენა - მთავრობასთან თანამშრომლობა თუ ახალი სახელით მშვიდი ცხოვრება. იუსი ბევრი სირთულის გამოვლის შემდეგ მოახერხებს ახალ ადგილზე დამკვიდრებას, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა მოულოდნელად იცვლება...
ადამიანების გულახდილი საუბრები დედამიწაზე ცხოვრების ერთ დღეზე. ცალკეული ადამიანების მონაყოლი,თავიანთ პირად ცხოვრებაზე, აერთიანებს და გვაჩვენებს მსოფლიო საზოგადოების ყოფას. სასაცილო და სევდიან, ტრაგიკულ და ოპტიმისტურ მონათხრობებს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობის ბევრი საერთო აქვს, მიუხედავად უზარმაზარი გეოგრაფიული დაშორებებისა. კადრები აწყობილია მოქმედი გმირების პასუხებით იმ კითხვებზე, რომელთაც მათ უსვამენ: რა გაქვთ ჯიბეში? რისი გეშინიათ? რა გიყვართ და ა.შ.
"ველურებად დაბადებულნი" გვიყვება ჯუნგლების სხვადასხვა დაობლებულ ცხოველთა ქცევითი ურთიერთობების შესახებ არაორდინალურ ადმიანებთან, რომლებიც პატრონობენ მათ და მიყავთ ისინი ზრდასრულობამდე. ფილმის სიუჟეტი იშლება ორ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში. ნაწილი მოქმედებისა მიმდინარეობს ბორნეოს ტროპიკულ ტყეებში, სადაც ცნობილი პრიმატოლოგი დოქტორი ბირუტ გალდიკასი ახალშობილ ორანგუტანგებს ეხმარება; მოქმედების მეორე ნაწილი ხდება კენიის გვალვიან სავანეებში, სადაც ზოოლოგი დეიმ დაფნა შელდრიკი სპლიყვებთან მუშაობს...
ისტორია ალან მარშის და მის ძაღლის სახელად "უცნაური"-ის შესახებ. ალანმა დაარწმუნა ადგილობრივი მმართველები, რომ მისი ძაღლი დაიცავს პატარა პინგვინების კოლონიას გარეული კატებისგან და ძაღლებისგან...