ჯორჯ ბეილი პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში, ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება...
XIV საუკუნის შუა პერიოდი. გმირი ანტონიუს ბლოკი და მისი მეჭურჭლეთუხუცესი 10 წლის შემდეგ ჯვაროსნული ლაშქრობებიდან ბრუნდებიან. ანტონიუსი დაღალა ცხოვრებამ და საიმედოს ვერაფერს ხედავს, რისი გულისთვისაც სიცოცხლის გაგრძელება ღირს. იგი გადაწყვეტს გაარკვიოს, არსებობს თუ არა ღმერთი.
ჯაკარტას შუაგულში ელიტარული დანაყოფის პოლიციელებმა უნდა შეაღწიონ მრავალსართულიან შენობაში და შეიპყრონ მაფიის ბარონი, რომელიც შენობის ერთ-ერთ სართულზეა გამაგრებული.
ზებუნებრივი ამბავი გათამაშებული სიკვდილმისჯილთა კამერაში, სამხრეთის ციხეში, სადაც თავაზიანი გიგანტი - ჯონ კოფი ადამიანთა განკურნების იდუმალ ძალას ფლობს. როდესაც ციხის კორპუსის დაცვის უფროსი - პოლ ეჯკომბი კოფის გასაოცარ ნიჭს შეიცნობს, ის თავგამოდებით ცდილობს მსჯავრდებულის გადარჩენას სიკვდილით დასჯისაგან...
ატომური ომებისგან განადგურებულ სამყაროში, უდაბნოდ ქცეულ მიწაზე, საკუთარი მოტოციკლით მოძრაობს და ცდილობს გადაურჩეს სიკვდილს - ბიჭი სახელად ტურბო კიდი...
ლეგენდარული შერიფი უაიტ ერპი უკვე ცხოვრებაგამოვლილი, დაქანცული მსროლელია, რომელიც უერთდება მის ორ ძმას მორგანს და ვირჯილს, რათა ბედი მაღაროელთა აყვავებულ ქალაქ თომბსთოუნში ეძიონ, მაგრამ როდესაც მოულოდნელად თავს ყაჩაღთა დაჯგუფება დაატყდებათ, რომელიც ქალაქს ატერორებს, ერპი იძულებული ხდება კვლავ ძველი ფორმა ჩაიცვას და დახმარება მის სახელგანთქმულ მეგობარს, დოქ ჰოლიდეის სთხოვოს...
ახალგაზრდა აგენტი ელიოტ ნესი ჩიკაგოში ჩამოდის და ალ კაპონეს გამოჭერა აქვს გადაწყვეტილი. ეს ადვილი არ არის, კაპონე პოლიციასთანაა შეკრული. ნესი ჯიმი მელოუნს შეხვდება და დახმარებას სთხოვს. ჯიმი აფრთხილებს, რომ კაპონეს დაჭერა ომის გამოცხადებას ნიშნავს.
თხუთმეტი წლის ადელს არასოდეს უკითხავს საკუთარი თავისთვის, მოსწონს თუ არა ბიჭები - ეს თითქოს თავისთავად იგულისხმებოდა. მაგრამ იმ ღამეს, როცა ადელი ლურჯთმიან გოგონას, ემას ხვდება, მისი ცხოვრება თავდაყირა დგება...
სამი ტურისტი ევროპიდან მოგზაურობს ავსტრალიის კონტინენტზე ცნობილი ღირსშესანიშნაობების სანახავად. თავგადასავლების ძიებაში, ისინი მივლენ უძველესი ჩამქრალი ვულკანის კრატერთან, რომელიც ცნობილია როგორც მგლის ორმო...
მოქმედება ვითარდება DC MINI მოწყობილობის გარშემო, რომელიც თერაპევტებს აძლევს საშუალებას შეაღწიონ პაციენტების სიზმრებში და ჩაწერონ მათი "შინაარსი". სამი მოწყობილობა მოიპარეს, რომელთა მფლობელს საშუალება მიეცათ არა მხოლოდ შეაღწიონ ადამიანების ფანტაზიებში, არამედ გონებაში და შემდეგ გაუხსნან გზა საკუთარ ფანტაზიებს...
28 წლის მილონერთა ქონების მმართველი, ვარცხნილობის შესაცვლელად მანჰეტენისკენ ლიმუზინით მიემართება. ერთი დღის განმავლობაში ის სხვადასხვა პერსონაჟებს ხვდება, რომლებიც მის სამყაროს სამუდამოდ შეცვლიან...
პროკურორის თანაშემწეს არასასიამოვნო თამაშში ითრევს პიროვნება, რომელიც ეჭვმიტანილი იყო საკუთარი ცოლის მკვლელობაში, მაგრამ ბიუროკრატიული შეცდომის გამო სასჯელი თავიდან აიცილა...
პირველკურსელი სმიტი მთელ დროს უსაქმურობაში ატარებს თავის არტისტულ და სარკასტულ მეგობარ სტელასთან ერთად. ბისექსუალური სმიტის ფიქრები მეამბოხე სულის ლამაზმანი ლონდონით და მეზობელი სერფერი ტორით არის დაკავებული..
ჯეიმს ბონდმა ამჯერად ერთერთი საიდუმლო აგენტის მკვლელობა უნდა გამოიძიოს. ის საერთაშორისო სკანდალს ახდის ფარდას,რომელშიც რუს გენერალს ახალი მსოფლიო ომის წამოწყება სურს. RNბონდიანის მე-13 ფილმი, როჯერ მურის მონაწილეობით...
ათწლიანი დუმილის შემდეგ გენიალური ჰანიბალ ლექტერი წერილს დაუწერს გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტს კლარისა სტარლინგს, რომელშიც შეწყვეტილი ინტელექტუალური დუელის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს. მილიონერს მეისონ ვერჯერის დახმარებით, რომელიც, დაუნდობელი ექიმის მორიგ მსახვერპლად იქცა და ოცნებობს ახლა ლაკტერი გაუმაძღქრ ტახებს შეაჭამოს, კლარისა გამოდის მამნიაკის კვალზე და მალე გაიგებს, რომ მასზე უკვე ნადორობს ვენეციის პოლიციის ინსპექტორი რინალდო პაცი...
ბოსტონში ცხოვრობდა ორი ირლანდიელი ძმა: კონორი და მერფი. ერთ მშვენიერ დღეს ისინი "მიხვდნენ" რომ ღმერთმა გამოაგზავნა დედამიწაზე, რათა განწმინდონ სამყარო ბოროტებისაგან...
საიდუმლო აგენტი ლეგენდარული სამხედრო რეინჯერის და მასთან ერთად მყოფი რამოდენიმე თანმხლების გაუჩინარების საქმეს იძიებს. ისინი სასწავლო წვრთნაზე წასულები გაუჩინარდნენ...
დაუნდობელ უდაბნოში დიად სამარხში ფარაონის ქალიშვილი განისვენებს. აი დადგა დღე და ის ბრუნდება, რათა დაიბრუნოს ის რაც მას ეკუთვნის. სამყაროს ღმერთები და მონსტრები მართავენ.
ფილმი გადაღებულია მიკი რეპკინის წიგნის მიხედვით - “იმღერე იდეალურად”, რომელშიც მოთხრობილია სტუდენტზე, რომელმაც უეცრად აღმოაჩინა, რომ თურმე იდეალური ხმა აქვს…
მეცამეტე ათასწლეული. ატომური ჰოლოკოსტის შემდეგ რამოდენიმე ათასი წელია გასული. ღამის წყვდიადში კვლავ ვამპირები მეფობენ, მაგრამ მათი დღეები დათვლილია, რაოდენობაც იკლებს. ვამპირი მაიერ ლინგომი, ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის ქალიშვილს იტაცებს. მის მოსაძებნად, ვამპირებზე მონადირე ნახევარსისხლა ვამპირი - დი მიდის. გატაცებული გოგონას კვალს, ძმები მარკუსებიც მიჰყვებიან...
ავადმყოფი გოგონა ჯუ-რანი გადადის ახალ დახურულ სკოლაში, რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა. მაგრამ იგი შეამჩნევს, რომ სტუდენტები ქრებიან და მისი სხეული ცვლილებებს განიცდის. იგი გადაწყვეტს გამოიძიოს რა ხდება სკოლაში...
ახალგაზრდა დედოფალს რომელსაც შეურაცხადი მეუღლე ჰყავს, მისი მკურნალი ექიმი შეუყვარდება. ერთად ისინი რევოლუციას წამოიწყებენ, რომელიც მთელი ნაციის ცხოვრებას შეცვლის. ეს არის ისტორია მამაცი იდეალისტების შესახებ, რომლებიც ყველაფერზე მიდიან ადამიანებისთვის თავისუფლების მოსატანად და ყველაზე მეტად ეს არის ამბავი ვნებიანი და აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელმაც მთელი ერის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა...
ლეგენდარული ამერიკელი პილოტის ამელია ერჰარტის ცხოვრება, რომელიც 1937 წელს მსოფლიოს გარშემო ფრენის მცდელობისას წყნარ ოკეანეზე გადაფრენისას გაუჩინარდა...
ობოლი ბიჭის ისტორია, რომელიც მაგიურ ნევერლენდში მოხვდა. ფილმში მოთხრობილია ცნობილი პიტერ პენის შესახებ, მანამდე სანამ ის სწორედ ის ბიჭი გახდებოდა, რომელსაც ჩვენ ზღაპრიდან ვიცნობთ...
არსებობს ბევრი რეკომენდაცია და რჩევა , როგორ უნდა მივუდგეთ ბავშვს, მაგრამ რა უნდა ვქნათ თუ პატარას ცუდი ხელმძღვანელის ყველა თვისება აქვს და მის გარშემო იგი მხოლოდ ზარმაც და უნიჭო ადამიანებს ხედავს?
ფილმი ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრშია ორი და - პატარა რამონა და მისი უფროსი და ბეატრისი ზედმეტსახელად ბიზუსი. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც მათი მამა, რობერტი შემცირებაში ყვება. ნათესავებს შორის ურთიერთობები იძაბება...
როდესაც ადვოკატი ვამპირის სახლის ზღურბლზე გამოჩნდება , იგი მისი შარმით მოიხიბლება და ახალი სისხლის ძიების პროცესში შეუერთდება.ექიმი ვან ჰელსინგი შეიძლება ერთადერთი იყოს, რომელიც გაიმარჯვებს...
ისინი ოთხნი არიან, ძმები, მაგრამ საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. ბავშვობაში ისინი ერთმა ქალმა აიყვანა და გაზარდა. ახლა ეს ქალი მკვდარია, ძმები კი, მის მკვლელს ეძებენ სამაგიეროს გადასახდელად.
ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.
ბიძაშილები ბო და ლიუკ დუკები სამხრეთელები არიან. ბო და ლიუკი მათ ბიძა ჯესის და მიმზიდველ ბიძაშვილ დეიზის ეხმარებიან ბიზნესის წარმართვაში, შერიფ როსკო კოლტრეინთან კი მუდამ პრობლემები ექმნებათ, რადგან სტაფილოსფერ მანქანას "ორენჯ ლის" აქეთ-იქით გიჟებივით დააქროლებენ...
მთავრობის ყოფილი აგენტის ცხოვრება ინგრევა, როდესაც მას ბრალი ედება მკვლელობში, რომელიც მას არ ჩაუდენია. პოლიციის ინსპექტორის მეშვეობით ფილმის მთავარი გმირი ცდილობს თვალყური ადევნოს ნამდვილ მკვლელს...
ტყუპები რეიჩელი და ედვარდი უძველესი სახლის ერთადერთი მემკვიდრეები არიან, რომელზეც ხმები დადის თითქოს იქ რაღაც დასახლდა, რომელიც ადამიანებს ბოროტ ზრახვებს უნერგავს. უძველესი წყევლისაგან თავის დაღწევა გიჟური იდეაა, მაგრამ პირველი სიყვარული და ლტოლვა ახალგაზრდა ჯარისკაცისადმი რეიჩელს მამაცი ნაბიჯისაკენ უბიძგებს...
მთავარი გმირი არის ავიაციის მარშალი, რომელიც მიიღებს საიდუმლო შეტყობინებას. მასში წერია, რომ ყოველ 20 წუთში თვითმფრინავის ერთი მგზავრი მოკვდება. ეს ასეც ხდება და გმირმა უნდა შეაჩეროს ეს მკვლელობების სერია, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.
ფილმი მოგვითხრობს მსოფლიოს უდიდესი ილუზიონისტებისა და FBI-ს სპეციალური აგენტების კატა-თაგვობანას თამაშის ისტორიას, რომლებმაც პირდაპირ შოუს დროს გაძარცვეს ამერიკის ყველაზე კარგად დაცული ბანკი.
ბერლინი 1940 წელი. მუშათა კლასის ოჯახი გაიგებს, რომ მათი ერთადერთი შვილი ბრძოლის ველზე დაეცა და გადაწყვეტენ თავად შეწინააღმდეგონ ნაცისტურ რეჟიმს. მალე გესტაფო იწყებს ამ "საფრთხეზე" ნადირობას...
ამ საშინელებათა სერიების მესამე ნაწილში პოლიციელებისგან თავის დაღწევის შემდეგ,ფსიქოპათი მკვლელი "ხერხი" ქალაქის განაპირა მიტოვებულ საწყობს საზარელი წამების ოთახად გადააქცევს. მისი ახალი შეგირდი ამანდა გაიტაცებს ექიმს, რომელსაც აიძულებს გადაარჩინოს თავისი ბოროტი მასწავლებელი. გადარჩენილი "ხერხი" იწყებს თავისი საზარელი გეგმის განხორციელებას ექიმისა და კიდევ ერთი უმწეო მსხვერპლის მიმართ...
მე-20 საუკუნის 80-იანი წლები. ნიუ-იორკი დანაშაულების ტალღამ დაფარა. ნარკომაფიის ბოსები სიას შეადგენენ ადგილობრივი პოლიციელთა დეპარტამენის თანამშრომლების, რომლებიც სასიკვდილოთ უნდა გაწირონ. რობერტ გრინი – წარმატებული პოპულარული ღამის კლუბის მმართველია . მისი მეპატრონე საკმაოდ ახლოსაა დაკავშირებულია განგსტერებთან, ამიტომაც რობერი იძულებულია დამალოს, რომ მისი ნათესავები პოლიციაში მსახურობენ. შემთხვევით ის გაიგებს, რომ პირველ ნომრებად, განადგურების სიაში მისი მამის და ძმის სახელები ფიგურირებს.
ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი ერაყში დაბანაკდა. სპარსეთის ყურის ომი მთავრდება და ისინი პოულობენ რუკას, რომელიც მათ სჯერათ, რომ ქუვეითის მოპარული ოქროს საცავთან მიიყვანთ. ისინი საიდუმლო მისიაზე გაემართებიან, რაც მათ ბედს შეცვლის.
ავტობიოგრაფიული ისტორია ცნობილი ფრანგი მეცნიერის და მკვლევარის ჟაკ ივე კუსტოს შესახებ. თითქმის მთელი თავისი ცხოვრება მან მიუძღვნა მსოფლიო ოკეანეების შესწავლას, გახსნა წყალქვეშა სამყაროს უმრავი საიდუმლო და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო მეცნიერებაში...
ნიუ-იორკში მკვლელობათა სერიას ერთობლივად იძიებენ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების აგენტი, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს და მკვლელი, რომელსაც სურს შური იძიოს მისი დის სიკვდილისათვის. დუეტს - პოლიცია, მაფია და დაუნდობელი ორგანიზაცია დასდევს.
ფრენკ მილერის რომანის ეკრანიზაცია "300" ეხება ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს მომხდარ თერმოპილის ბრძოლას, სადაც სპარტის მეფე თავის ჯარს შემოჭრილ სპარსელთა წინააღმდეგ მიუძღვება.
"შიმშილის თამაშები" სამუდამოდ დასრულდა, რადგან კაპიტოლიუმს მთელი პანემი აუჯანყდა. აჯანყების მოთავე მე-13 რაიონი და მისი პრეზიდენტი კოინია, აჯანყების სიმბოლო კი – ქეთნისი, კაჭკაჭჯაფარა, რომელიც თანახმაა, აჯანყებულებს დაეხმაროს და ამით შური იძიოს ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე. თუმცა, ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ჩანს ასე მარტივი...
ადოლფ ჰიტლერი იღვიძებს ბერლინში და არაფერი იცის თუ რა მოხდა 1945 წლის შემდეგ. უსახლკარო და დაბნეული. გარდა ამისა ყველა ცნობს მას, მაგრამ არავის სჯერა რომ ის ჰიტლერია. ისინი ფიქრობენ რომ ის უბრალოდ მსახიობია...
როდესაც ბლეიდის დედა ვამპირმა სასიკვდილოდ სცემა მან არ იცოდა, რომ მისი შვილი განსხვავებული ნიჭით იქნებოდა დაჯილდოვებული და რომ მას ვამპირისა და ადამიანის ყველა თვისება ერთად ექნებოდა.
1800-იანი წლების ბოლოს, არიზონაში, გაიძვერა კრიმინალი ბენ უეიდი და მისი ბანდის წევრები, სამხრეთ რკინიგზას თავს ესხმიან. სამოქალაქო ომის ვეტერანი დენ ევანსი, რომელიც რანჩოში გვალვისგან იტანჯება, ბენ უეიდს დაიჭერს და თვითნებურად გადაწყვეტს სამართალდამცავებისთვის გადასაცემად 3:10-ზე იუმასკენ მიმავალ მატარებელს გააყოლოს...