ფილმის მოქმედება რუსეთ-ფინეთის ომის დროს ხდება. ფინეთი ტერიტორიებს კარგავს. ისტორიის ცენტრში რამოდენიმე ჯარისკაცია, რომელიც ომში სხვადასხვა მიზეზით მოხვდა. ერთ-ერთი მათგანი როკა, ფერმერი, ომში მოსაკლავად და არა სასიკვდილოდ წავიდა...
'Ben' and 'Amber' have highly sensitive and very much sought after information in their possession. Information that has had them running for their lives.
მეფე-მორიელი შეეკვრება მეომარ ქალს სახელად ტალა, რომელიც ნუბიელთა მეფის დაა. ისინი ერთად ეძებენ ლეგენდარულ რელიქვიას - სულთა წიგნს, რომელიც მათ დაეხმარება დაამარცხონ ბოროტი მთავარსარდალი...
ისტორიის მთავარი გმირი – ალექსეი, ნიჭიერი პროგრამისტია ნოვოსიბირსკიდან, ჩადის მოსკოვში და ხდება ნახევრადლეგალური დახურული ელიტური კლუბის წევრი სახელად "სპირალი". როგორც ახალბედას მას ძალიან გაუმართლა, და ის იგებს კლუბის ერთ ექსტრემალურ თამაშს ერთი მეორეზე, და ამაში იღებს დიდ ჰონორარს. ის შეუყვარდება ისეთ გოგონას, რომელზეც ის ვერც იოცნებებდა...
მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის...
მეგობრობა აკავშირებთ ახალგაზრდა უპატიოსნესს გლეხ ლაზაროს და არისტოკრატების ოჯახის წარმომადგენელ, აზნაურ ტანკრედს. მათ იზოლირებულ, პასტოლარულ სოფელში უფროსობს საშინელი ალფონსინა დე ლუნა, სიგარეტების დედოფალი. მეგობრობა საფრთხის წინაშე დგება, როდესაც ტანკრედი, ლაზაროს, მისთვის მიუღებელი სამუშაოს გაწევას თხოვს...
55 Steps is based a the inspiring true story of Eleanor Riese, a mental illness patient herself, who brings a class action suit to give competent mental patients the right to have a say in their medication while they’re in a hospital, and Colette Hughes, the lawyer appointed to her case.
ფილმის ცენტრშია ჯინა, ახალგაზრდა დედა, ვისი მცდელობაც იყოს მოსიყვარულე დედა და ცოლი მისი გაუარესებული ფსიქიკური მდგომარეობის გამო, წარუმატებლად მთავრდება. სიტუაცია უარესდება, როცა იგი ადგილობრივი მეტეოროლოგით გახდება შეპყრობილი, რაც საბოლოოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფომდე მიიყვანს. წლების შემდეგ, მისი ქალიშვილი ალისი ცდილობს დედასთან, რომელიც სულ წამლების ზემოქმედების ქვეშაა, ურთიერთობა აღადგინოს, მაგრამ უშედეგოდ - ოჯახი საბოლოოდ ინგრევა...
ენი დიდი ხნის ურთიერთობაშია დუნკანთან, რომელიც როკერი ტუკერ ქროუის აკვიატებული ფანია. როდესაც ტუკერის 25 წლის წინ შექმნილი ჰიტი, კვლავ პოპულარული გახდება, დუნკანი შეხვდება როკერს და სწორედ მასთან შეხვედრის შემდგომ, რადიკალურად, შეიცვლება მისი ცხოვრება...
სამი წლის ემილის მიეცემა უნიკალური შესაძლებლობა, მას შეუძლია დაამყაროს კონტაქტი ნათესავთან მომავლიდან. მართალია არაფერი არ ესმის, მაგრამ მას ყურში ჩაესმის ამბავი იმის შესახებ, თუ რა სიმაღლეებს მიაღწია ტექნოლოგიამ 227 წლის განმავლობაში, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია, მთავარი ისაა, რომ 60 დღის შემდეგ დედამიწა ნადგურდება, მას ეჯახება მეტეორიტი...
Chitti Babu is a partially deaf, happy-go-lucky man who doesn’t let his disability deter him. His brother Kumar Babu returns from Dubai only to see that nothing in the village has changed. What happens when he decides to go up against the dreaded President Garu
ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე...
1970 წლის 25 ნოემბერი.ცნობილი იაპონელი მწერალი დილით ადრე ადგა და გაემართა ბაზაზე ჯარისკაცებისთვის ამბოხის მოსაწოდებლად. მისიის დროს იგი იხსენებს მის ცხოვრებას და იმას, თუ როგორ მოახდინა ამან გავლენა საკუთარ ნაწარმოებებზე...
მამა და მისი 12 წლის ვაჟიშვილი ერთად მიემგზავრებიან ვერმონტში, რათა აღადგინონ ძველი სახლი. ისინი შეეჯახებიან პარანორმალურ სირთულეს, სახლის ყოფილი მეპატრონის ავ სულს. რემონტის წინსვლასთან ერთად მოჩვენებაც უფრო და უფრო ძლიერდება.
1960 წელს ვატიკანი ორ მოძღვარს გაგზავნის ირლანდიაში, ეგრედ წოდებულ ზნედაცემული ქალების სახლში. ღვთის მსახურებს უნდა შეესწავლათ უცნაური მოვლენები, რომლებიც ხმების თანახმად იქ ხდება, მაგრამ ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მოხდება...
ფილმი ოსკარ ვაილდის უკანასკნელი დღეების შესახებ მოგვითხრობს. ერთ დროს ინგლისის ყველაზე პოპულარული მწერალი, სასიკვდილო სარეცელზე მოგონებებში იძირება და წარსულს იხსენებს...
მედლინი ხდება პრესტიჟული თეატრის განუყოფელი ნაწილი. როდესაც ამბიციური დირექტორი თინეიჯერს აიძულებს, პრობლემებით სავსე, შინაგანი სამყარო ხელოვნების ენით გამოხატოს, გამყოფი ხაზი რეალობასა და პერფორმანსს შორის იშლება...
A still closeted young woman brings her girlfriend home for Thanksgiving, only to have her coming out efforts thwarted by the unexpected arrival of her male roommate.
ცოლი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ არჩევანს, ქმართან ერთად, სტოქჰოლმში მოგზაურობისას, სადაც ეს უკანასკნელი, ნობელის პრემიის ლაურეატია, ლიტერატურის დარგში...
ვიდრე მამა სახლიდან შორს, სამხედრო სამსახურშია, სედი ყველაფერს აკეთებს, რომ სახლში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, დედა კი სხვა მამაკაცითაა დაინტერესებული...
When Sarah accidentally proposes to her girlfriend in Provincetown, she finds herself at odds with her partner's expectations of their future. The mixup sends both women on different journeys of marital exploration.
ბიჭს მარტო ზრდის მამა, რომელიც ძალიან მკაცრია და უდაბურ ტყეში ცხოვრობს შვილთან ერთად. ერთხელაც ბიჭი გაექცევა მამას, რომელიც არსად არ უშვებს და აღმოაჩენს ბევრ თავისნაერს, შეხვდება პირველ სიყვარულს...
საბჭოთა კავშირი. მწერალს და პუბლიცისტს ევგენი პეტროვს უჩვეულო ჰობი აქვს. ის აგროვებს თავისივე წერილების კონვერტების კოლექციას, რომლებსაც აგზავნის სხვადასხვა ქვეყნებში. ის იგონებს ყველაფერს გარდა სახელმწიფოსი: ქალაქს, ქუჩას, ადრესატის სახელს. ამიტომ კონვერტები დამშვენებული უცხური მარკებითა და წარწერით "ადრესატი არასწორია" უბრუნდება მას უკან. ერთხელაც ახალ ზელანდიაში გაგზავნილი წერილზე ის მიიღებს პასუხს და მაშინვე სახელმწიფო უშიშროების ყურადღების ქვეშ ექცევა...
ცნობილი სენატორის ქალიშვილი მოტაცებულია სკოლიდან. გამტაცებელი არანაირ მოთხოვნებს არ არ აყენებს და სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც მის გზაზე გადადგომა უნდება. ერთდერთი ადამიანი, ვისაც მანიაკმა ეგრევე გატაცების მერე დაურეკა, იყო ალექს კროსი. გამოცდილი გამომძიებელი ხვდება, რომ მკვლელმა გადაწყვიტა გამოსასყიდელს საშინელი თამაში ეთამაშა, რომლის ფსონზე პატარა გოგონას სიცოცხლე დევს. კროსს და თავდაცვის სამსახურის თანამშრომელს ჯიზი ფლენინგენს რჩება ძალიან ცოტა დრო ბავშვის გადასარჩენად...
პოლიციელი ტერენს მაკდონაგი, რომელიც თვითონაც გასვრილია ნარკოტიკებით ვაჭრობაში, აზარტულ თამაშებში და ქურდობაში, მკვლელობას იძიებს. პარალელურად ის ქარიშხალ კატრინას დროს გადაარჩენს პატიმარს და შემდეგ ცდილობს მას ნორმალური ცხოვრება მოუწყოს...
ჩიკაგოში პოპულარული ამინდის პროგნოზის ტელეწამყვანი, დეივ შპრიცი, ნაციონალური ტელევიზიიდან მიწვევას იღებს, დილის პოპულარულ ტელეშოუში სამუშაოდ. მაშინ როდესაც დეივი კარიერის საფეხურებზე წინ მიიწევს, პირადი ცხოვრება არც ისე სახარბიელოდ აქვს: ცოლთან გაშორება, მამის ავადმყოფობა, დაძაბული ურთიერთობა შვილებთან - ყველაფერი ეს, მას სულიერ წონასწორობას ურღვევს. და საბოლოოდ რწმუნდება, რომ ცხოვრებაც ისეთივე არაპროგნოზირებადია როგორიც ამინდი...
ზღაპრულად წარმატებული ადვოკატი ლოს-ანჟელესიდან, რომელის სპეციალიზაცია - განქორწინებაა, ის შეხვდება თვალიმომჭრელ ქალბატონს, რომელიც მამაკაცებს პირველი დანახვისთანავე აჯადოებს. მისთვის ახალი მამაკაცი ახალ ქორწინებასთან და კაპიტალის დაგროვებასთან ასოცირდება. მდიდარი და მოტყუებული ქმრების ინტერესებს კი პროფესიონალი ადვოკატი იცავს.მაცდური ქალბატონი მოწინააღმდეგეების მალე გადაიბირებს და ადვოკატის ცოლი გახდება...
DCP Shivansh has been tasked to catch Vir, the man behind police killings in the city. Both are eventually against the same enemy but divided by a fine line, the law.
Barcelona, Spain, 1921. A tough cop from Madrid arrives in the city to locate, under the suspicious scrutiny of corrupt local police officers, a significant amount of military weaponry stolen from a train, allegedly by revolutionary anarchists.
დედამიწა. სამყარო კაშკაშა სამკაულივით ტივტივებს სივრცის სიბნელეში... რობოტისთვის, სახელად ბრაინიკისთვის,რომელმაც უკანასკნელი ნაფლეთი მიიტაცა მისი პლანეტების კოლექციისთვის...
Red Forrest is a movie starring Ryan Barboza, Gentry Brys, and Aaron Cravens. -An urban legend becomes a night to remember. Father Genova visits the lands of Red Clay for his demon master. A group of friends and family make a trip...
16 წლის ნიშა, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. სახლში ის სამაგალითო პაკისტანელია, გარეთ კი ტიპური ნორვეგიელი თინეიჯერი. მისი მოჩვენებითობა სახლში, კოლაფსს განიცდის, როდესაც, მამა საწოლში მეგობარ ბიჭთან ერთად შეუსწრებს. მშობლები ჭკუის სასწავნებლად ნიშას პაკისტანში, ნათესავებთან გზავნიან. ქალაქში სადაც აქამდე არასდოს ყოფილა, გოგონას უწევს მშობლების კულტურის რეალურად მიღება...
არაფხიზელ მდგომარეობაშო მანქანის მართვის გამო დაპატიმრებული მერი, სასჯელის მოხდის შემდეგ, თავის მშობლიურ ქალაქში - ნიაგარა ფოლზში- ბრუნდება. იქ გაიგებს, რომ მამამისი, რომელმაც ოჯახი მიატოვა და სხვა ოჯახი შექმნა კიბოთი კვდება და სურს თავისმა ქალიშვილმა მისი თინეიჯერი ნახევარდა, რომელიც არასდროს უნახავს, გაიცნოს...
თინეიჯერი პანკები, რომლებიც პოლიციას გაექცნენ და ტყეში იმალებიან, ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენელს - ფსიქიკურად აშლილ პარკის რეინჯერს - გადაეყრებიან...
ჯეკ კარტერი და კიდევ ერთი ყოფილი მეზღვაური, ლუკ ტრეპერი კვლავ საზღვაო ძალებში ერთიანდებიან, რათა საერთაშორისო კრიმინალური ბანდის მიერ გატაცებული გოგონა დაიხსნან...
ნარკოდილერი შექმნის ფიქტიურ ოჯახს, დაიქირავებს ცოლსა და ორ ბავშვს, იმისთვის რომ მექსიკიდან-ამერიკაში სატვირთო მანქანით გადაიტანოს ათასი ფუნტი ნარკოტიკი...
ბევრს უნატრია მომავლის შეცვლა და სასურველი მიმართულებით წარმართვა, მაგრამ ის, რაც ადამიანთა ბედისწერაში ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს, ბევრად უარესია, ვიდრე ის, რისი შეცვლაც სურთ...
ეს არის თანამედროვე რომანტიკული კომედია, რომელიც დაფუძნებულია გლობალურ ბესტსელერზე. ნიუ–იორკში მცხოვრები რეიჩელ ჩუ სინგაპურში მიდის შყვარებულის ოჯახის გასაცნობად.
ფილმის მოქმედება ვითარდება იმ მომენტში, როდესაც მთელი კაცობრიობა აცნობიერებს, რომ მოახლოებულია ქვეყნიერების დასასრული: დედამიწას უახლოვდება გიგანტური ასტეროიდი და ძალიან მალე ყველაფერი დამთავრდება...
Contemporary Moscow. A talented gambler gathers a team of people with supernatural powers to win big at a casino. But they find a much stronger mystical rival.
ნინძა – საიდუმლო და შემაშინებელი ბნელეთის მეომარია,რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს და არაფრის ეშინია.ასეთივე ეგულებოდა მას მისი ვაჟიშვილი,რომელიც მან ტყეში იპოვა და საკუთარი შვილივით გაზარდა.იმის მიუხედავად,რომ შვილი მოუქნელად ჩამოყალიბდა,მას მაინც ნინძის მისია– ჰოლივუდელი ლამაზმანის გადარჩენა აკისრია...
უცნაური წყვილის ერთობლივი ცხოვრების პირველი დღეები: ერთი ამერიკელია, მეორე ლათინოამერიკელი. ერთმა იცის მხოლოდ ინგლისური, მეორემ კი მხოლოდ ესპანური. როგორ მოხვდნენ ისინი ერთად? ყველაფერი საკმაოდ ტრივიალურია - ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. და ამ შემთხვევაში სიტყვები სრულიად ზედმეტია...
ჯო ბაკი, სიცოცხლით სავსე და გულუბრყვილო ახალგაზრდა ბიჭი ტეხასის პატარა ქალაქიდან, ნიუ–იორკში გაემგზავრება იმისათვის, რომ თავისი სექსუალური მონაცემები გამოყენოს მდიდარი ქალბატონების დასაკმაყოფილებლად გარკვეული თანხის სანაცვლოდ. მაგრამ საქმეები მას არც ისე კარგად წაუვა და მალევე ქუჩის მაწანწალა რიცო ჯოს დაარწმუნებს, რომ მას მენეჯერი ესაჭროება. იმის მიუხედავად, რომ ჯო არ არის თავისი ახალი სამსახურით აღფრთოვანებული – ჰომოსექსუალების მომსახურება საპირფარეშოში, ის და რიცო საუკეთესო მეგობრები ხდებიან. ისინი ოცნებობენ დიდი ფულის შოვნაზე და ფლორიდაში გამგზავრებაზე, მაგრამ იცნების ასრულების გზაზე მათ უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოელით... 'დედამიწის სამოთხეში' მხოლოდ ერთი მოახერხებს ჩასვლას...
ოსკაროსანი ფილმი შეუდარებელი ვარსკვლავების მონაწილეობით, რომელიც ორი დის – მგრძნობიარე ელინორისა და ვნებიანი მარიანას სიყვარულისა და ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს...
ლილიპუტების ზღპრული სოფელის მაცხოვრებებლი ვილოუ აფგუდი ოცნენობს კეთილი ჯადოსანი გახდეს და დაიკავოს თავისი მასწავლებლის–დიდი მაგის და ჯადოსანის ადგილი. თავგადასავლები მაშინ იწყება, როდესაც ვილოუ თავის ბავშვებთან ერთად აღმოაჩენს ჩვილს "დაიკინის" – "დიდი ადამიანების" – კალათაში, რომელიც მდინარემ მოიტანა ნაპირთან მათი სახლის ახლოს. ცოტა ხანში ვილოუ ბავშვს მთელი გულით შეეჩვევა. ის ცდილობს დაუბრუნოს ბავშვი ჩვეულებრივ ადამიანებს და აღმოჩნდება ჩათრეული ბოროტი დედოფალის–ჯადოქარი ბავმორდას წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძლაში...
ველურ დასავლეთზე თავისებურათ ერთობოდნენ! პოკერის პარტია გემზე გამარჯვებულს პირდება ნახევარ მილიონ დოლარს და ბრეტი აპირებს ეს ადამიანი გახდეს. მაგრამ თავიდან მან უნდა გაარკვიოს საქმე ჯალათთან, რომელმაც მისი ჩამოხრჩობა გადაწყვიტა, ცხენებთან, რომლებმაც წაიღეს, მავნე ინდოელების ბელადთან, ბანდიტებთან, უსახელოებთან და ბევრ სხვასთან...
მარია თავის მეგობარ გოგონასთან - ბლანკასთან ერთად მუშაობს ყვავილების პლანტაციაში, მაგრამ მას აგდებენ სამსახურიდან, და საჭიროა მან იპოვოს ახალი შემოსავლის წყარო. მას სთავაზობენ გახდეს ცოცხალი კონტეინერი, ნარკოტიკების გადასატანად. მალე მარიას ბლანკაც შეუერთდება და მათ ერთად მოუწევთ ამ საქმის გაკეთება. მეგობრები ჯდებიან თვითმფრინავში, რომელიც ამერიკაში მიფრინავს, მარიას კი მუცელში 62 ჰეროინის პაკეტი აქვს...
აშშ–ს მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეშა! ქალაქის მერმა ახალი კანონი მიიღო – ახლა ნებისმიერს შეუძია პოლიციაში მუშაობა. წონა, სქესი, სიმაღლე და ჭკუანაკლებობა ახლა არაფერს ნიშნავს, პოლიციის აკადემიაში ნებისმიერს შეუძია ჩაბარება. აკადემიის ლექტორები შოკში არიან და გადაწყვეტილი აქვთ ნებისმიერი გზით მოიცილონ სტუდენტების ეს ნაკრები. მაგრამ გამოცდები, ფიზმომზადება და გეი–ბარები არანაირად არ შეაშინებენ ახალბედებს!...
მტკივნეული განშორების გადატანის შემდეგ ბენს უძილობა ტანჯავს. რვა თავისუფალი საათის გადასატანად ის სუპერმარკეტში ღამის მორიგედ იწყებს მუშაობას, სადაც მთავარი ამოცანა მომსახურე პერსონალის არის დროსთან ბრძოლა. მოულოდნელად ის თავის თავში აღმოაჩენს არაჩვეულებრივ ნიჭს, რომლითაც მას დროის შეჩერება შეუძლია...
სიუჟეტი მოგვითხრობს გრეისების ოჯახის სამ ბავშვზე, რომელიც საცხოვრებლად ძველებურ მამულში გადადის, სადაც ობობების და ჩრჩილის გარდა ცხოვრობს ჯადოსნური არსება სახელად ბრაუნი, რომელიც გააცნობს მთავარ გმირებს გობლინების, ფერიების და სხვა ჯადოსნური სამყაროს წარმომადგენლებს...
ერთი წყვილი მეორეს დაიყოლიებს ქორწინების გადასარჩენად ერთად სპეციალურ კუნძულზე წავიდნენ, რომელიც სპეციალურად პრობლემატური წყვილებისთვის არის შექმნილი. ამ "სავალდებულო თერაპიას" ყველასთვის მხოლოდ პრობლემები მოაქვს...