სელესტა და ჯესი ინსტიტუტში შეხვდნენ ერთმანეთს და ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ისინი ერთნაერ ხუმრობებზე იციანიან, ერთმანეთის წინადადებებს ასრულებენ. მათი მეგობრებისთვის იდიალურ წყვილს წარმოადგენენ. დრო გავიდა, სელესტა საქმიანი ქალი და მწერალი გახდა, ჯესი კი ხელოვანი და მუდამ უმუშევარია. მათი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ გაყრა გადაწყვიტეს, თუმცა უერთამნეთოთ ვერ ძლებენ.
ჰეილი და მისი საუკეთესო მეგობარი ბრი გაცნობის რეალითი შოუში მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი მოდის ხაზის რეკლამირებისთვის, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, როდესაც სიყვარული, მეგობრობა და კარიერა რისკის ქვეშ დგება.
ბრძოლა წესების გარეშე ოქტაგონი ლას ვეგასში და დარტმაუთის ანთროპოლოგიური ლაბორატორია ბერლინის სპორტდარბაზთან და ზიმბაბვეს ბუჩქნართან ერთად - სპეციალური მომზადების ჯარისკაცები, მისტიკოსი მეცნიერები, კულტურული კუმირები და გმირები ყოველდღიურ ცხოვრებაში - თითოეული მათგანი ეცდება, ჩვენი კვებისა და ცხოვრების წესი რადიკალურად შეცვალოს.
ოკეანის ცხოვრებით შეპყრობილი რეჟისორი გადაწყვეტს, ფირზე აღბეჭდოს, თუ რამდენად დიდ ზიანს ვაყენებთ ზღვის საზეობებს და შემაშფოთებელ გლობალურ შეთქმულებას გამოააშკარავებს.
ფრედ ბარტელი პარიზის ცნობილი საკომუნიკაციო სააგენტოს „ჰეფი ფიუს“ ქარიზმატული უფროსია. დაძაბული საგადასახადო აუდიტის შემდეგ ის იძულებული ხდება, კომპანია ერთ ღამეში ლა კურნევში გადაიტანოს. ფრედი და მისი გუნდი გაიცნობენ სემის, ახალგაზრდა გარეუბნელს, რომელიც მათ ახალ გარემოზე მოსარგებად წესებისა და გამოცდილების გაზიარებას შესთავაზებს.
სულისშემძვრელი და ემოციურად დატვირთული ისტორია ჰოლოკოსტგამოვლილი ბავშვებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დიდ ბრიტანეთში გადიყვანეს რეაბილიტაციისთვის. ახალ მიწაზე ყველაფერი შიშითა და გაურკვევლობით დაიწყო, თუმცა თანდათან იმედის, კეთილი ნების, დიდი მეგობრობისა და ბედნიერების ტრიუმფად იქცა, რასაც ისინი ასე აფასებენ და უფრთხილდებიან...
სტივის, ადელი-პინგვინის ისტორია, რომელიც ცხოვრების მეგზურს ეძებს და შთამომავლობაზე ფიქრობს. სტივი ვუზოს, საიმპერატორო პინგვინს შეხვდება და ისინი დამეგობრდებიან, თუმცა ამ ყინულოვან ანტარქტიკაში ადვილად არაფერი მიიღწევა...
პიტერი ჩვეულებრივი ბავშვია ჩვეულებრივი ჩვევებითა და მისწრაფებებით. მას უყვარს კომპიუტერული თამაშები და მეგობრებთან ერთად გართობა, მაგრამ როდესაც მისი განქორწინებული ბაბუა ედი საცხოვრებლად მის ოთახში გადადის, პიტერი გეგმებს აწყობს თუ როგორ აიძულოს ედს სახლიდან წასვლა. უბრძოლველად დანებებას არც ედი აპირებს...
ჯესიკამ ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებაში და რომელ გზას უნდა დაადგეს, თუმცა ამ დროს ის დენის გაიცნობს. დენის ჩახლართული წარსული აქვს და შეუძლია, მთელი მისი გეგმები თავდაყირა დააყენოს. ჯესიკამ არჩევანი უნდა გააკეთოს...
ფილმის სიუჟეტი ლონდონელი ჟურნალისტის გარშემო ვითარდება, რომელიც არქივში საიდუმლოებით მოცულ წერილებს აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი.
ანა მეთის, 40 წლის მარტოხელა მამაკაცის სუროგატია. როდესაც ეს ორი, აქამდე ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, მათში რაღაც იცვლება...
სადაზღვეო აგენტი, მაქსი მისი საუკეთესი მეგობრის თვითმკვლელობის შემდეგ სიმართლის დადგენას ცდილობს. მას ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოუწევს, რისაც მანამ ეჯერა...
ფილმის სიუჟეტი სამხედრო ფოტოჟურნალისტ უილიამ იუჯინ სმიტზე მოგვითხრობს, რომელიც იაპონიაში ბრუნდება დოკუმენტური მტკიცებულებების შესაგროვებლად სანაპირო ზოლის მოსახლეობის ვერცხლის წყლით მოწამვლის დამღუპველი შედეგების შესახებ.
ფრედერიკ ფიტცელი "ცხოვრებით ტკბება", მაგრამ ერთ დღეს მას მოჩვნებებები ეწყება: ფრედი წარსულში მოგზაურებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
მეგი და ჯეკი დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი ყველას ატყუებენ, თითქოს ერთად არიან. ამის ყველას ჯერა: როგორც მათ რადიო მსმენელებს, ისე ოჯახის წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა...
ფილმის ეპიცენტრში ორი 9 წლის გოგონაა, ერთნაირი გარეგნობითა და ძალიან განსხვავებული წარსულით: ერთი მდიდარ ოჯახში გაიზარდა, ხოლო მეორე - მიუსაფარ ბავშვთა სახლში. ერთხელაც გოგონები საზაფხულო ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ.
ფილმში მოქმედება 1961 წელს ვითარდება. მთავარი გმირი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რათა შეირიგოს ფრანგი გოგონა, რომელიც უყვარს და რომელსაც ბერლინის კედლის აღმართვამ დააშორა.
ფილმი 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ სკოლაში არსებულ სექსიზმს დღის შუქზე გამოიტანს: მას აღარ სურს სკოლის დერეფანში სექსისტური ხუმრობებისა და შევიწროების ატანა.
წყვილი ქორწინებას გეგმავს და მის ორგანიზებასაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ ვინაიდან ისინი ვერაფერზე თანხმდებიან, ამ საქმეს საბოლოოდ ორი ორგანიზატორი გადაიბარებს. ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა აღმოჩნდება რომ მათ ასევე განსხვავებული შეხედულება აქვთ ყველაფერზე.
კომედია, რომელშიც მთელი სიუჟეტი თვითმფრინავში ვითარდება! მეხიკოსკენ მიფრინავს თვითმფრინავი, რომლის მგზავრებსაც საფრთხე ემუქრებათ, ეკიპაჟის ფუნქცია კი ახლა მათი დამშვიდებაა...
1990-იანი წლების საკულტო ამერიკული სატელევიზიო სიტკომის “მეგობრები”-ს სპეციალური ეპიზოდი, სადაც ჩვენი საყვარელი პერსონაჟები კვლავ გადასაღებ მოედანზე ბრუნდებიან. ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი, დევიდ შვიმერი და სპეციალური სტუმრები ერთიანდებიან, რათა განიხილონ ყველაფერი, ქასთინგით დაწყებული, გადაღებების პროცესით დამთავრებული. ეპიზოდი სცენარის გარეშე მაყურებელს რამდენიმე სიურპრიზს უმზადებს და კულისებს მიღმა განვითარებულ მოვლენებს აზიარებს...
1942 წლის ნაცისტების მიერ ოკუპირებული ევროპა. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა ბელგიელის გარშემო ვითარდება, რომელიც თავს სპარსად ასაღებს, რათა ებრაული წარმოშობა დამალოს. ყველაფერი მაშინ ირევა, როდესაც მას ერთ-ერთი ნაცისტისთვის სპარსულის სწავლებას დაავალებენ.
ფილმის სიუჟეტი 1966 წელს, ტეხასში ვითარდება, სადაც თეთრკანიანი მწვრთნელი დონ ჰესკინსი კოლეჯის კალათბურთის გუნდს ამზადებს, რომლის ყველა წევრი შავკარიანია...
ფილმი მოგვითხრობს ფსიქიკურად ავადმყოფი მამის, რომელიც შეცდომით დააადანაშაულეს მკვლელობაში, და მისი ექვის წლის საყვარელი ქალიშვილის ამბავს. ამიერიდან ციხე მათი სახლი იქნება. სიუჟეტი დაფუძნებულია კორეულ ფილმზე, სახელწოდებით - "სასწაული მე-7 საკანში".
ვუ ჯინს, რომელიც პატარა ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, ენატრება გარადცვლილი ცოლი სუუ. იგი დაპირდა მეუღლეს, რომ მომავალ წელს, წვიმების სეზონზე დაბრუნდებოდა. სასწაული მართლაც მოხდა და იგი შეპირებულ დროს დაბრუნდა, თუმცა დროს უკვალოდ არ ჩაუვლია, იგი ვერ ცნობს საყვარელ ქმარს და შვილს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა...
კოლეჯში გაბატონებულს მამაკაცთა მმართველობას წინ აღუდგება 3 გოგონა, რომლებიც ცდილობენ თანაკურსელები დეპრესიისგან გადაარჩინონ, დაურღვიონ არსებული სტანდარტები და ჩვევები...
შობა სანტას თითქმის კარს მოადგა, მოულოდნელად კი მისი 92,000 დამხმარე ელფი შეუძლოდ ხდება... დღესასწაული დაღუპვის პირასაა. წამლისათვის სანტას საფრანგეთში უწევს წასვლა.
ამერიკაში საკუთარ დასთან და ოჯახთან ჩასვლა საირას ოცნებაა. ის მამასთან ერთად გეგმავს მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას, თუმცა ყველაფერი ირევა, როდესაც საირა მეგზურად მექსიკელ განგსტერს ირჩევს, რომელიც მატარებელს თავს დაესხა...
სტამბულის ქუჩებში ჩაკარგული ახალგაზრდის, მეჰმედის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც მის ცხოვრებაში პატარა ბიჭი ჩნდება, რომელსაც გადასარჩენად ვინმეს დახმარება სჭირდება!
ფილმის სიუჟეტი 25 წლის მამაკაცის, გასპარის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც უკვე დიდი ხანია რაც მის ოჯახთან არანაირი კავშირი აღარ აქვს. ახლა მამამისი მეორედ ქორწინდება, ის კი იძულებულია მათთან საერთო ენა გამონახოს...
ფილმი ახალგაზრდა დედის, სემ ბლუმის შესახებ ნამდვილ ამბავს მოგვითხრობს. უბედური შემთხვევის შემდეგ მისი სამყარო თავდაყირა დგება, რაც საბოლოოდ სემის პარალიზებით სრულდება...
მილო ბარმენად მუშაობს ბერლინში. დღეს ღამე მოსდევს, ღამე წვეულება, ის კი ყოველ დღე უცხო ქალთან ერთად იღვიძებს, მაშინ როდესაც სხვები ნორმალური ცხოვრებით ცხოვობენ. ერთ ღამესაც თავის ოცნების ქალს, სანის, შეხვდება. სანის ყველაფერზე მეტად მუსიკა უყვარს და თავისი ბოსი ატლანტაში მუსიკალურ კომპანიაში მუშაობას შესთავაზებს. მეორე დღეს ამერიკაში უნდა გაემგზავრონ...
სამასი მილიონი იენის საქმე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გაუხსნელი დანაშაულია იაპონიაში. შემთხვევა მოხდა 1968 წლის 10 დეკემბერს, დილით, როდესაც პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ყაჩაღმა მოიპარა მანქანა, რომელშიც 300 მილიონი იენი იყო. და მიუხედავად 100-ზე მეტი თვითმხილველისა, 170 000 პოლიციელი 110 000 ეჭვმიტანილის წინააღმდეგ და თითქმის მილიარდი იენი დაიხარჯა გამოძიებებზე, ვეარავინ დააკავეს და მოპარული ფულიც არ უპოვნიათ. გამოძიება ოფიციალურად დაიხურა 1975 წელს...
ფილმში მოქმედება თანამედროვე ლონდონში საერთაშორისო ხელოვნების სცენაზე ვითარდება. კომედია მოვაჭრეების, შემგროვებლების, ხელოვანების, მიმბაძველების შესახებ...