ჯეინ ოსტინის კლასიკური ისტორიის ბოლივუდური ვერსია რომელშიც ქალბატონ ბაკშის მისი ქალიშვილებისათვის შესაფერისი საქმროების პოვნა სურს.როდესაც მათთან სტუმრად ორი მდიდარი მამაკაცი ბალრაჯი და დარსი ჩამოდიან, ბაქშის ოჯახში დიდი იმედი გაჩნდება. თუმცა ,სხვადასხვა გარემოებები და მოსაზრებები სიყვარულს წინ ეღობება...
ჯეიკი არის სსტვ-ის ოპერატორი. ყოველ დღე ის აკვირდება სამყაროს მცირე ნაწილს, თუ როგორ ცხოვრობენ ადამიანები. ერთ დღეს მის მონიტორზე იმ კაცის სახე გამოჩნდება, რომლის ნახვის სურვილიც ჯეიკს აღარ აქვს. ახლა კი მას არჩევანი არ აქვს, მასთან პირისპირ შეხვედრა მოუწევს...
ფილმის მოქმედება იწყება მაშინ, როდესაც ცხრა უცხო ადამიანი ერთსა და იმავე ადგილას აღმოჩნდება. მათ არ იციან რისთვის მოვიდნენ აქ, არც იმ ადამიანის ვინაობა იციან ვინც აქ მოიყვანა. ისინი იწყებენ უცნობზე მსჯელობას. აღმოჩნდება, რომ უცნობს მათი ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, სანაცვლოდ კი მათ რაიმე უნდა გააკეთონ. რაც უფრო რთულად შესასრულებელია სურვილი, მით უფრო რთული დავალება ელით მათ...
ჯეიკ ჰიუარდი გემთმშენებლების ოჯახიდანაა. იგი მომაკვდავ დედას შეჰპირდა, რომ ანაპოლისის საზღვაო აკადემიაში ჩააბარებდა. მიუხედავად არასტაბილური ნიშნებისა, ჯეიკმა ისე მოაბეზრა თავი კონგრესმენს, რომ მისი წყალობით, მაინც ჩაირიცხა აკადემიაში. ჩარიცხვისთანავე, ძალიან მალე, ჯეიკმა დაბალი აკადემიური მოსწრება აჩვენა. მუდმივად რისკის ზღვარზე მყოფი ჯეიკი, ხშირად აწუხებდა მთელ ჯგუფს მისი ზღვარგადასული ქმედებებით და თითქმის უკვე მზად იყო მიატოვებინა სწავლა, რომარა მისი არაკეთილიგანწყობილი მამის გამოჩენის ფაქტორი, რამაც ჯეიკი უკან მოაბრუნა. ჯიუტი ჯეიკი, ისევე როგორც მისი მომავალი შეყვარებული, უფროსკურსელი ალი, დასაყრდენს პოულობს მეგობრებში, ხოლო ის რამაც შესაძლოა წარმატება მოუტანოს ჯეიკს - ეს არის რაზმის ღია ტურნირი კრივში ყველა რანგის სამხედრო მოსამსახურეთავთვის...
ტაჯ მაჰალ ბადალანდაბადი ტოვებს ქულინჯის კოლეჯს კემფორდის უნივერსიტეტის კედლებს მიღმა ინგლისში, სადაც ის აგრძელებს განათლებას და ასწავლის შებოჭილ მოსწავლეს როგორ უნდა გააკეთოს თავის აკადემიურ კარიერაში მაქსიმუმი.
ჯერემი აირონსი ესპანელი იეუზიტის როლში, რომელიც სამხრეთ ამერიკის ველურ მხარეში მისიაზე მიდის ინდიელების რეგიონში ცივილიზაციის შესატანად. რობერტ დე ნირო მონებზე მონადირეს თამაშობს, რომელიც აირონსს ამ მისიის შესრულებაში უერთდება. როდესაც ესპანეთი ამ კოლონიას პორტუგალიას მიჰყიდის, ისინი ყველაფერს აკეთბენ იმისთვის, რომ პორტუგალიელი აგრესორებისგან თავი დაიცვან...
მოქმედება იწყება 1936 წელს, როცა იპ მანი ჯერ კიდევ 40 წლის დარდიმანდი იყო და მშობლების მილიონებზე იჯდა. მას შემდეგ რაც იაპონია ჩინეთის ჩრდ. აღმოსავლეთ ნაწილს იპყრობს დიადი ოსტატი გონი ჩადის ფოშანში სადაც “ოქროს პავილიონში” მისი გაცილების ცერემონია უნდა ჩატარდეს. მოხუცი ოსტატი სხვადასხვე პრეტენდენტს ეჩხუბება, რომელთა შორის საუკეთესო იპ მანია. ამ დროს ჩამოდის მისი გოგო რომელიც მამის გარდა ერთადერთია ვინც ფლობს “64 ხელის” სასიკვდილო ტექნიკას. გონის და იპ მანის ორთაბრძოლა გადაიქცევა მგრძნობიარე და ელეგანტურ ცეკვად.
1959 წელს ახალგაზრდა ყმაწვილი სახელად კიტი და მისი არასრულწლოვანი მეგობარი გოგონა ჰოლი გარბიან სახლიდან გოგონას მამის მკვლელობის შემდეგ, რომელიც მათ შეხვედრებს უკრძალავდა. მონტანას უნაყოფო მიწებზე მგზავრობისას წყვილი დაუნდობელი მკვლელობების სერიას ჩაიდენს...
მას შემდეგ, რაც მუდამ მხიარულ, მოდისა და თავგადასავლების მიმდევარს, ჰარვარდის სამართლის სკოლის კურსდამთავრდებულს ელი ვუდსს ცხოველებზე უკანონო ტესტირების წინააღმდეგ წასვლის გამო სამდახურიდან გაათავისუფლებენ, იგი ბრძოლას ვაშინგტონში განაგრძობს. კონგრესმენი ვიქტორია რუდის მხარდაჭერით იგი ცდილობს ეს ტესტირება გააუქმებინოს.
ალბერტ ნობსი მეცხრამეტე საუკუნი მიწურულს ცხოვრობდა ირლანდიაში. მოქმედება ვითარდება 1898 წელს, დუბლინში, საუკეთესო სასტუმროში MORRISON’S , სადაც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ: ცოლისგან გაქცეული მოხუცებული ექიმი ჰოლორანი, ფრანგი მადამ და მისიე პიგო, მურების ხელმომჭირნე ოჯახი, ჰომოეროტიული გართობებისგან არც ისე შორს მყოფი ვიკონტი იარელი და ანალოგიური პრიორიტეტების მქონე მისი მეუღლე... მიმტანი ალბერტ ნობსი ცდილობს ყველა მათგანს მოემსახუროს...
ქეით მერსერი და მისი მეუღლე ჯეფი იძულებული არიან, თავიანთი ქორწინების 40 წლის იუბილე გადადონ, რადგანაც ჯეფის შუნტირების ოპერაციის გადატანა უწევს. საკმაოდ უცნაურ, მემარცხენე, უშვილო, პროვინციელ წყვილს ერთი კვირა დარჩა, სანამ თავიანთი ერთად ყოფნის 45 წლის იუბილეს იზეიმებენ. კაცმა რომ თქვას, ეს კვირა მხოლოდ დაგეგმვას, ტანსაცმლის შეძენას და საზოგადოებასთან ხანმოკლე ურთიერთობას დაჭირდება. მოულოდნელად ჯეფი შვეიცარიის ხელისუფლებისგან გამანადგურებელ ინფორმაციას იღებს: მისი ყოფილი შეყვარებულის, კატიას უნაკლოდ შენახული სხეული იპოვეს 50 წლის შემდეგ, რაც ის ალპების მყინვარიდან გადაიჩეხა. ამ ინფორმაციის მიღების წამიდან, ქეითი ოთახში თანდათან კატიას სუნამოს სუნს გრძნობს და ქორწინების შესახებ მისეული ხედვა სამუდამოდ იცვლება...
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ცხოვრება ზუსტად ისე არ მიდის როგორც დაგეგმილი აქვს ბილის და ჯილიანს, რომლებიც დაიკარგებიან უცნაურ სამსახურებში. მაგრამ ოჯახის, მეგობრების და თანამშრომლებიც დახმარებით მალე ისინი ძალიან მნიშვნელოვან თავგადასავლებში მოხვდებიან...
ტაკერი მუდმივად უიღბლობით გამოირჩევა.ვიეტნამის ომის ვეტერანი სასჯელს იმ მკვლელობისთვის იხდის, რომელიც არ ჩაუდენია. ერთ დღესაც მას კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი ესტუმრება.იგი მას თავისუფლებას პირდება, თუ ციხეში კონკრეტულ პირს მოკლავს...
ახალგაზრდა კაცმა დღისით-მზისით მოიტაცა გოგონა პირდაპირ შუა ქუჩიდან. საკუთარ სახლში მას მოწყობილი აქვს ხმისგან იზოლირებული ოთახი ზომით 10X10, სადაც თავისი მძევალი მოათავსა. მაგრამ მძევალი დანებებას არ აპირებს...
არი სანბორნი, მუსიკალური ინდუსტრიის უკვე ასაკოვანი ხელმძღვანელია, რომელსაც ახალგაზრდა ქალები იზიდავს და მისი ბოლო მსხვერპლი მარინია. ყველაფერი მაშინ რთულდება, როდესაც მარინის დედის, ერიკას სახლში ჰარის გულის შეტევა მოუვა. ის ერიკას და ექიმის გარემოცვაში რჩება და ნელნელა, სასიყვარულო სამკუთხედიც იკვეთება...
საყვარელი მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ ჰოლი დეპრესიაში ვარდება. ყოველ თვეს ჰოლის მოსდის უცნობი ადამიანისგან წერილები, რისი დახმარებითაც იგი ნელ-ნელა გამოდის დეპრესიიდან...
ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია. მისი ძმა, შეყვარებული, მეგობრები ყველანი ფრონტზე არიან. ახლა ვერავინ იქნება ისეთი ლაღი როგორც ადრე.
აკაპულკოელი პლეიბოის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც მას კარებთან ჩვილ ბავშვს მოუყვანენ და ეუბნებიან, რომ ეს მისი ქალიშვილია და ახლა მან უნდა მიხედოს...
"ბერლინი ეს ქალაქი არაა, ეს რიტმია. თუ კი ბერლინის რიტმს ვერ ჰყვები, მაშინ დაკარგული ხარ." სწორედ ამ დევიზით ცხოვრებდა ახალგაზრდა სტუდენტი სონია. ის ცავიდა ბერლინის დასაპყრობად მაგრამ უფრო ბერლინმა დაიპყრო იგი , ვიდრე პირიქით. მისი მიზანი ბერლინის უნისვერსიტეტში სწავლაა, მიზნის მისაღწევი გზა კი საროკიპე "ოაზისი"...
თვრამეტი წლის ჯეინი ტროპიკულ კურორტზე მუშაობს. მოულოდნელად ის იგებს, რომ კუნძულზე მისი საყვარელი როკ-მომღერალი ჯეისონ მასტერსი ჩამოდის. ჯეინი უბედნიერესი ადამიანია, რადგან მას ოცნება უხდება და ფავორიტთან შეხვედრის შანსი ეძლევა...
ჯეი დიკშტასა პოლიციელია, რომელსაც ერთი წუთის სიცოცხლეც ვერ წარმოუდგენია სამსახურის გარეშე, ყოველი დილა მისთვის დანაშაულთან ბრძოლით იწყება. და აი, ჯეი ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებას იღებს – მან ბაიკერი ქურდები უნდა დააკავოს...
ჰავაიზე მცხოვრებ ჯეკს თითქოს ყველაფერი აქვს რაც სჭირდება. თუმცა მისი ცხოვრება იცვლება, როდესაც მაცდურ ქალბატონს ხვდება, რომელიც სთავაზობს რამდენიმე წუთით უცხო სახლში შევიდეს და იქიდან მდიდარი გამოვიდეს.
დინი მუშაობს ოფიციანტად ერთ დიდ რესტორანში უკვე ოთხი წელია. მას არასოდეს დაუსვამს კითხვა საკუთარი თავისთვის, რამდენად კარგად მოეწყო, სანამ არ გაიგო, რომ მისი ძველი მეგობარი, მთელი ამ წლების მანძილზე, თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებდა დიდ კოორპორაციაში. ამიტომაც, როდესაც სტაჟიორი მიტჩი გამოჩნდა, დინი იწყებს მის სწავლებას...
წარმატებული და მშვენიერი აღმასრულებელი მგელი კოსმეტიკის ინდუსტრიის ტომას ფუენტესია, მას ჰყავს სამი სექსუალური ლათინი მეგობარი გოგონა: მაიამიში მიმტანი სისი; ჩიკაგოში, ინტელექტუალი ადვოკატი ლორენა და ნიუ-იორკში,"მამიკოს" გოგო პატრისია. როცა სამი ქალი გადაწყვეტს ესტუმროს ტომასს ლოს ანჯელესში. ტომასს დიდი პრობლემა უჩნდება.
ოლეგი ნიჭიერი ექიმია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადაში მუშაობს. მისთვის მნიშვნელოვანია დროულად მივიდეს გამოძახებაზე და გადაარჩინოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი. ამ დროს კი ოჯახი, კარიერა და საკუთარი ცხოვრება უყურადღებოდ რჩება: ცოლს განქორწინება სურს, საავადმყოფოში ახალი ხელმძღვანელი მოვიდა... რა უფრო ადვილია გადაარჩინო სხვა თუ საკუთარი თავი?
ქალი ხვდება ხვდება კაცს. თავიდან ეს კაცი ამ ქალს მოეჩვენება იდეალურ მამაკაცად, მაგრამ ხანმოკლე, სექსით გაჯერებული რომანის შემდეგ მისთვის ნათელი გახდება იმ მამაკაცის სასტიკი ხასიათი და ქალი ყველანაირ კავშირს გაწყვეტს მასთან, მაგრამ ამ კაცის მოშორება არ არის ადვილი...
მილიარდერი ჟან-მარკ კლემენტი თანახმაა ბროდვეის სპექტაკლში საკუთარი თავი განასახიეროს, რათა დაუახლოვდეს მომხიბვლელ მსახიობ ქალს, რომელმაც მისი გული დაიპყრო...
ევან ევანსი, საბალეტო დასის რეპეტიციას გადის მისი შემდეგი შოუსთვის მონაკოში, ემზადება მსოფლიო ტურისთვის. როცა დასის ერთი წევრი ტოვებს ქორწინების გამო დასს. ევანსი დაადგენს მკაცრ დისციპლინარულ რეჟიმს მის დარჩენილ მოცეკვავებთან. მოგვიანებით იწყება მათი შურისძიება ევანსის ძმისწულის ფილიპის გამოჩენით, რომელიც ერთადერთი მამაკაცი წევრია ჯგუფში, ბავშთან ერთად, რომელიც აღნიშნავს რომ ის არის მამა...
1982 წლის ივნისი, ლიბანის პირველი ომი. ერთადერთი ტანკი და დესანტი მიემართება მტრის ბანაკისკენ. ეს იყო მარტივი მისია, რომელიც კოშმარად გადაიქცა. ჯგუფი, რომელიც ტანკს მართავს გამოუვალ სიტუაციაში ვარდება. სასოწარკვეთილებს გადარჩენის ინსტინქტი ერთვებათ და ცდილობენ რამენაირად თავი დააღწიონ ომის ქაოსს.
სამხრეთ ამერიკელი პოლიციის დეტექტივი ცდილობს დაიჭიროს მიწისქვეშა მარქსისტული დაჯგუფების ლიდერი ევეკილა. დეტექტივი უკვე 12 წელია ცდილობს კვალზე გასვლას, ერთხელაც ის გაიცნობს ცეკვის მასწავლებელს იოლანდას, რომელიც მთელს მის ცხოვრებას ცვლის...
მას შემდეგ რაც ბეგობარმა ბიჭმა უღალატა, მან საგაზეთო სტატია დაწერა სექსისტურ თემაზე სადაც მამაკაცები მატყუარებად გამოიყვანა, რამაც მას ეროვნული აღარება მოუტანა...
ამბავი თანამედროვე კონკიას შესახებ, ბროლის ფეხსაცმლის მაგივრად კი საცეკვაო ფეხის სამოსია. ჯოუი თავისი ოცნების ქალს ეძებს. შეიძლება თუ არა ის მერი იყოს? მშვენიერი მუსიკა და ცეკვები, რომანტიკული ისტორია და სიურპრიზები...
ბრიტანეთის დაზვერვის საიდუმლო აგენტი პანამის არხის გარშემო წარმოქმნილი პოლიტიკური ინტრიგის ცენტრში აღმოჩნდა. მისი მოკავშირეა ადგილობრივი ელიტარული მკერავი, რომლის კლიენტებიც ფასდაუდებელი ინფორმაციის მფლობელები არიან...
ჯენი ფარელის კონსერვატიული ოჯახი არა ერთგვაროვნად შეხვდება იმ ფაქტს, რომ მათი ქალიშვილი აპირებს გათხოვებას გოგოზე, რომელიც უბრალოდ მისი მეზობელი და მეგობარი ეგონათ. ჯენის მრავალი სირთულის გადალახვა მოუწევს, რათა გააკეთოს ის რაც სურს...
დასავლელი იპოვის თავშესაფარს ეკლესიაში სადაც გოგონები იმყოფებიან, 1937 წელს, როდესაც იაპონია ნანკინში შეიჭრა. მამაკაცი ჯარისკაცებთან თავს მღვდლად გაასაღებს რათა ქალები დაიცვას.
კარისთვის და კორმასისთვის ინგრიდიენტების ყიდვის დროს, სან–ფრანცისკოს გარეუბანში მდებარე სუნელების მაღაზიის კლიენტები შეიძენენ რაღაცას ბევრად უფრო ფასეულს – სანუკვარი სურვილების ასრულებაში დახმარებას. ინდიელი ლამაზმანი ტილო, მაღაზიის მეპატრონე, მაგიური ნიჭითაა დაჯილდოვებული, მას ადამიანების წარსულის და მომავლის დანახვა შეუძლია და მათ ბედისწერის შეცვლა, განსაკუთრებული სუნელების შერჩევით. მაგიური ნიჭის შესანარჩუნებლად, ტილო სამ მკაცრ წესს იცავს: არასოდეს ტოვებს მაღაზიას, არ ეკარება ადამიანებს და მხოლოდ ბალახებს ემსახურება. ანუ მას არანაირი პირადი ცხოვრება არააქვს. მაგრამ ერთხელაც მომხიბვლელი არქიტექტორი მისი მაღაზიის კარებთან ავარიაში მოყვება. ამ დღიდან მისი ცხოვრება სამუდამოდ იცვლება. ის ვერ ეწინააღმდეგება გრძნობებს და ყველა წესს დაარღვევს.
1937 წელს, ქალაქ ნანკინში იაპონელი დამპყრობლები შევიდნენ. ბევრმა ჯარისკაცმა დატოვა ქალაქი, მაგრამ ვისაც დანებება არ სურდა, დარჩა და მტერს წინააღმდეგობა გაუწია. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ნანკინი კი სიკვდილის ქალაქად გადაიქცა. მხოლოდ ერთი უსაფრთხო ზონაა ქალაქში. ეს არის ქალთა სკოლა ცზინლინი, სადაც ჩინელმა ქალებმა მამაკაცები შეიფარეს...
გენიალური ვენ უაილდერი კოლეჯში უკვე მეშვიდე წელია სწავლობს და არც აპირებს მის დამთავრებას. აქ ხომ ის ძალზედ პოპულარულია. მის გართობას კი თითქოს ბოლო არ უჩანს.
ვენ უალილდერი კოლეჯში უკვე ექვსი წელია სწავლობს, და ვერაფრით ვერ ღებულობს დიპლომს. მაგრამ განა იმიტომ, რომ ყველზე სულელი მოსწავლეა ჯგუფში, არამედ იმის გამო, რომ გიჟდება სტუდენტურ ცხოვრებაზე. ის შეიტყობს, რომ მამა მეტს არ გადაუხდის მას სწავლის საფასურს, და ახლა მას მხოლოდ ორი ვარიანტი გააჩნია: ან თვითონ გადაიხადოს მხიარულების მეშვიდე წლისთვის, ან კიდე... ბოლოს და ბოლოს დაამთავროს სასწავლებელი და დიპლომი აიღოს.
ყოფილი საზღვაო ქვეითი ბობ ლი სვაგერი, პროფესიონალი სნაიპერია, რომელიც უკვე სამი წელია რაც გადამდგარია. თავისი ნების წინააღმდეგ ის ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზებაში აღმოჩნდა ჩათრეული. ახლა ის უნდა გაიქცეს, რათა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ნამდვილი მკვლელი იპოვოს და გაარკვიოს ვინ დგას ამ საქმის უკან.
ფილმში აღწერილია ფრენკის ისტორია.ბინძური ბიზნესიდან გამოსვლის შენდეგ, ფრენკი პოლიციას აბარებს თავის ბიზნეს პარტნიორებს. მას ფედერალურ პროგრამის ფარგლებში იცავენ...
რეისზე ლოს-ანჯელესიდან ნიუ-იორკამდე, ოლივერი და ემილი მათი შეხვედრით მხოლოდ იმას ამტკიცებენ, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობიან. შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში ისინი ერთმანეთს შიგადაშიგ შემთხვევით ხვდებიან, ნაცნობობიდან მეგობრობაში გადადიან, მეგობრობიდან კი ... სიყვარულში?..
მეხუთე კლასელის ჯესსა აირონის იმედები გახდეს ყველაზე სწრაფი მორბენალი დაიმსხვრა იმის მერე, რაც ახალმა მოსწავლემ ლესლი ბერკმა გაიმარჯვა შეჯიბრებებზე. მიზეზები იმისთვის, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განეწონ არ გამოილევა, და ყველაფრის მიუხედავათ ისინი დამეგობრებას ახერხებენ. როგორ არ უნდა დამეგობრდნენ, თუ ტყეში ნაპოვნ ჯადოსნურ სამეფოში მეფე-დედოფლად უწევთ ყოფნა...
ლი და ბესი დები არიან. ისინი ერთმანეთს საერთოდ არ გვანან. ბესიმ თავი მიუძღვნა სხვებს. ლიმ კი თავისი ფეთქებადი ხასიათის გამო ჩვიდმეტი წლის შვილთანაც კი დაკარგა საერთო ენა.
სრულმეტრაჟიანი, თეატრალური დოკუმენტური ფილმი პოლ გასკონის სიცოცხლის შესახებ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, ვინც კი არსებულა. მოცემულია ღრმა ანალიზი მისი სულის, დაუცველობის, შიშების და ტრიუმფის...
მამაკაცი, რომელიც 9/11-ის ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოჯახს კარგავს, კოლეჯის ძველ მეგობარს შეხვდება და ეს განახლებული მეგობრობა მისცემს ძალას, ახლობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გადაიტანოს.
შუა თვითმფრინავში ტრაილერი იწვის. შეყვარებული წყვილის გვამებია ნაპოვნი. ამ შემზარავ მოვლენამდე და მის შემდეგ ნაჩვენები ოჯახური სცენები და უცნაური კავშირი მათ შორის. რა არის მათი საიდუმლო?
მთავარი გმირის დედა ავადაა, მამა ციხეში ზის. ამ მდგომარეობაში რის და მის უმცროს და-ძმას ძლივს გააქვთ თავი. მალევე რი იგებს, რომ მამა გაათავისუფლეს ციხიდან, მაგრამ იგი სადღაც გაქრა. ადგილობრივი შერიფი მოდის გოგონასთან და ეუბნება, რომ მამას ფული აქვს შესატანი სასამართლოში და თუ ამ ფულს არ გადაიხდის მათ სახლს წაართმევენ. რი მამის მოსაძებნად მიდის.