ახალგაზრდა ფიზიკოსი ბარი ალენი ლაბორატორიაში მუშაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ტოქსიკური ქიმიკატების სასიკვდილო დოზით დასხივებული სასწაულებრივად გადარჩება. მეტამორფოზები, რომლებიც წარმოიშვება მის დნმ-ში სწრაფად ცვლის მას და იგი – ფანტასტიკური სიჩქარის განვითარების სუპერ უნარს იძენს. შედეგად, სუპერგმირად ქცეულ ბარის ადვილად შეუძლია სინათლეზე სწრაფად გადაადგილება. სამყაროები ერთმანეთს ეჯახებიან, როდესაც ბარი იყენებს თავის ზეშესაძლბლობას წარსულში მოგზაურობისთვის, რათა შეცვალოს წარსულის მოვლენები. მაგრამ როდესაც მისი ოჯახის გადარჩენის მცდელობა უნებურად ცვლის მომავალს, ბარი აღმოჩნდება რეალობის ხაფანგში, სადაც გენერალი ზოდი ბრუნდება განადგურების მუქარით. ახლა ბარიმ პენსიაზე გასული ბეტმენი უნდა დაიყოლიოს და გადაარჩინოს დაპატიმრებული კრიპტონიელი. საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ გადაარჩინოს სამყარო, რომელშიც ის იმყოფება და დაბრუნდეს მისთვის ნაცნობ მომავალში, ბარის ერთადერთი იმედი საკუთარი სიცოცხლისთვის რბოლაა...
ნამდვილი ისტორია ინგლისელ ბოქსიორზე, რომელიც სასჯელს ტაილანდის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში იხდის. ის იბრძვის ტაილანდურ ტურნირებში, რათა თავისუფლება მოიპოვოს...
ყოფილი პოლიციელი იძიებს სროლის საქმეს, რომელიც ერთ-ერთი პოლიციელის დაკრძალვაზე მოხდა. საქმის კვალდაკვალ ის ხვდება მრავალ დაბრკოლებას და ყველანაირად ცდილობს მასობრივი სისხლისღვრა აიცილოს თავიდან...
წარუმატებელი პირველი პაემნის შემდეგ, თამამი გოგონა ნიკოლი და მაქსი პირობას დებენ, რომ წაშლიან ერთმანეთის ნომრებს, სანამ არ გაიგებენ, რომ მათმა ძაღლებმა სიყვარული იპოვეს, და ახლა ლეკვებს ელოდებიან. შედეგად, სასაცილოდ შეუთავსებელი ნიკოლი და მაქსი იძულებულნი არიან გახდნენ პასუხისმგებელი მშობლები, რა დროსაც საბოლოოდ სიყვარულს თავად პოულობენ...
ლუო ჰონგვუ ბრუნდება კაილიში, მშობლიურ ქალაქში, საიდანაც მრავალი წლის წინ გაიქცა. ის იწყებს იმ ქალის ძიებას, რომელიც უყვარდა და რომლის დავიწყებაც ვერ შეძლო...
წინა ურთიერთობებით განადგურებული ლორა და რაიანი, იმის იმედით, რომ ახლა მაინც გაუმართლებთ, მეორე პაემანზე მიდიან, მაგრამ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რის გაკეთებას აპირებენ...
მუშათა კლასის წარმომადგენელი ნიუ იორკელი ავტობუსის მძღოლი რალფ კრამდენი მუდამ მარტივად გამდიდრების სქემებზე მუშაობს, მისი მეგობარი ედ ნორტონი კი ყოველთვის მის გვერდითაა, რათა ის შარს გადაარჩინოს...
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობას ამოუცნობი არსებები დაეპატრონებიან, რომელთა დანახვის შემდეგაც ადამიანები თავს იკლავენ, სებასტიანი და მისი ქალიშვილი გადასარჩენად ახალ თავგადასავალს ბარსელონაში იწყებენ...
ასლი ფიქრობს, რომ ქორწინება მახეა. თუმცა, როცა მისი შეყვარებული ქერემი მოულოდნელად მას დაეთანხმება, ის მანიპულაციის ათასგვარ სახეს მიმართავს, რათა მას ხელის თხოვნა აიძულოს...
ბერტ კრაიშერს ოჯახური კრიზისი აქვს. იმ დროს, როცა მას გაუცხოებული მამა ჩამოსდის, მას ასევე ეწვევა წარსულის ალკოჰოლით გაჟღენთილი მოჩვენება: მკვლელი მაფიოზი, რომელსაც ბერტის გატაცება და მისი სამშობლოში დაბრუნება სურს, რათა მან საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს. მან და მამამისმა ერთად უნდა იპოვონ ბერტის ახალგაზრდა ვერსია იმ დროს, როცა სოციოპათ კრიმინალთა ოჯახში ომია გაჩაღებული, და როგორმე საერთო ენა გამონახონ...
სამი თვის ორსული დაფნა ელოდება თავის მეგობარ მამაკაცს რათა ერთად წავიდნენ ქალაქგარეთ დასასვენებლად. იქ დაფნა ძალიან ახლო ურთიერთობას დაამყარებს ბიძაშვილთან და მალე მათი ურთიერთობა ჭეშმარიტ სიყვარულში გადაიზრდება...
ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე. ჰოლანდიელ ხელოვან ჰან ვან მიგერენს ნაცისტების ჯაშუშობაში დაადანაშაულებენ. მიუხედავად მტკიცებულებებისა, პილერი ჰანსის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და მის გადარჩენას ცდილობს...
მაილს მორალესი ბრუნდება ოსკაროსან საგაში სპაიდერმენის შესახებ, ეპიკურ თავგადასავალში, რომელიც ბრუკლინის მეგობრულ უბანში მცხოვრებ ადამიან ობობას აიძულებს, პარალელურ სამყაროებში გადაინაცვლოს, შეუერთდეს გვენ სტეისისა და სპაიდერმენების ახალ გუნდს და შეებრძოლოს ბოროტმოქმედს, რომლის მსგავსსაც აქამდე არასდროს დაპირისპირებია...
ფილმი გვიყვება ოთხი საუკეთესო მეგობრის მოგზაურობის შესახებ - ისინი თავიანთი წიგნის კლუბით იტალიაში მიემგზავრებიან და აწყობენ გოგონების სახალისო ტურს, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონიათ...
კრისტინი, გარეუბანში მცხოვრები ტიპიური ამერიკელი დედაა კოლეჯში შესვლის სურვით შეპყრობილი ვაჟით და მოღალატე ქმრით. თუმცა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ბაბუის გარდაცვალების საშინელ ამბავს გაიგებს და მიიღებს შეთავაზებას მისი უახლოესი მრჩეველისგან, რაზეც უარის თქმა არ შეუძლია – მემკვიდრეობით მიიღოს იტალიის მაფიის იმპერიის მიერ მართვადი საოჯახო ბიზნესი. მთავარი გმირი გადაწყვეტს იტალიაში წასვლას, სადაც მალევე იგებს სიმართლეს, როცა მკვლელები ჩაშლიან მისი ბაბუის დაკრძალვას. მას შემდეგ რაც მას აცნობებენ, რომ ახლა ის ბოსია, კრისტინს შიში იპყრობს და მთელი ძალებით ცდილობს იმპერიის მართვას...
კასკადიორი ლაო ლუ ძლივს ირჩენს თავს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის საყვარელ ცხენზე, მეტსახელად “წითელი კურდღელი”. ლაო უხალისოდ სთხოვს დახმარებას თავის გაუცხოებულ ქალიშვილს და მის იურისტ მეგობარ ბიჭს, როდესაც მას აცნობებენ, რომ მისი ცხენი შეიძლება აუქციონზე გაიყვანონ ვალების დასაფარად. მაგრამ მოულოდნელად, ლაო და მისი ცხენი გახდებიან მედიის მყისიერი სენსაცია, როცა მათი რეალური ბრძოლა ვალების შემგროვებლებთან ხდება ვირუსული. შედეგად, მთავარი გმირი მეორე შანს მიიღებს...
2022 წლის რომანტიკული დრამის “ჩემი ფანჯრიდან“ გაგრძელება ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, რეკუელის და არესის შესახებ, რომელთა ვნებიან ურთიერთობას გარშემომყოფები და საკუთარი ეგო ამძიმებს...
ფილმი მოგვითხრობს განსაკუთრებული ჯიშის ცხენის შესახებ, რომელიც უელსის ბარმენის, იან ვოკსის მიერ იქნა გამოყვანილი. ძალიან მცირე თანხით და არანაირი გამოცდილებით, იანი დაარწმუნებს მეზობლებს დაუჭირონ მხარი მას და ფსონი მის ცხენზე დადონ, რადგან ის დარწმუნებულია მის უნიკალურობაში და სწამს, რომ შეძლებს კონკურენცია გაუწიოს ელიტურ ჯიშებს. ჯგუფის ინვესტიცია მართლდება, როდესაც ცხენი სახელად ,,ოცნება" მართლაც მიიწევს წინ და უელსის გრანდ ნაციონალში ნამდვილ გამარჯვებას მოიპოვებს.
ასტრონავტი, ტყისმცველი, მულტიპლიკატორი. ახალგაზრდა რაკელს კიდევ უამრავი სხვა გეგმა აქვს და მათში არ შედის დედობა. ურჩევნია წვეულებებზე იაროს, დალიოს ან ნარკოტიკები მიიღოს, ნაცვლად იმისა, რომ ტუალეტში გაატაროს საათები. მაგრამ, ფაქტს ვერ უარყოფ. მისი ბრალია თუ... ბავშვის?
გამოძიება თვეების შემდეგ ტრაგედიიდან, რომელმაც 2019 წლის მარტში გლობალური პანიკა გამოიწვია, როცა 5 თვის შუალედით ორი თვითმფრინავი ჩამოვარდა და 346 ადამიანი შეიწირა.
ლეო რუსო, მის მეუღლესთან, ანჟელასთან, მათ მორცხვ, მაგრამ ნიჭიერ შვილთან და ლეოს იტალიელ-ამერიკელი ნათესავების, მეზობლებისა და მეგობრების მჭიდრო ქსელთან ერთად, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს ქუინსში. მამამისთან და უმცროს ძმასთან ერთად საოჯახო სამშენებლო ბიზნესში მომუშავე, საკმარისად ბედნიერი, ლეო ცხოვრობს მხოლოდ კოლეჯის კალათბურთის თამაშებისთვის და არასოდეს უშვებს შესაძლებლობას, გაახაროს თავისი ერთადერთი შვილი. როდესაც კოლეჯის მოსწავლე იღებს კოლეჯის კალათბურთის თამაშის გასაოცარ და ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობას, მთავარი გმირი იყენებს შანსს დაგეგმოს თავისი მომავალი ოჯახის სამშენებლო ბიზნესისგან მოშორებით. თუმცა ბედი მას მრავალ სიურპრიზს უმზადებს...
თევზით მოვაჭრე ევერეტის და მოდის წარმოუდგენელი რეალური რომანის ისტორია, რომლის ხელები ავადმყოფობამ დაამახინჯა. მარტოხელა მამაკაცი მოდის ძალით და სინათლით მოხიბლულია და მას თავისი ნიჭის გამოვლინებაში ეხმარება, რომ ცნობილი მხატვარი გახდეს...
კარლ ნარგლი, ვერმონტის ნომერი პირველი საჯარო ტელევიზიის მხატვარი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი აქვს - საკუთარი ხელწერა, პატარა ფურგონი და უამრავი თაყვანისმცემელი... მანამ, სანამ უფრო ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანი გამოჩნდება და ყველას და ყველაფერს წაართმევს, რაც კარლს უყვარს...
ფილმში ერთმანეთს ერწყმის დოკუმენტური მასალა და დამრიგებლობითი ნარატივი. ტექნიკურ ექსპერტთა ჩვენებებს ჩვენი გასაჭირი სააშკარაოზე გამოაქვს: საძიებო სისტემები, ქსელები, მყისიერი ინფორმაცია და ა.შ. ეს მხოლოდ სატყუარაა ჩვენთვის. როგორც კი ამ სატყუარაზე წამოვეგებით და ახალი პროდუქტი მოგვინდება, რეალური საქონელი რასაც ყიდიან, ეს მათი უნარია ჩვენზე გავლენის ქონისა და მანიპულირებისათვის.
მას შემდეგ, რაც ენდრიუ კალაჰანს ამბების შეულამაზებლად გადმოცემასა და შავ იუმორში დასდებენ ბრალს, ის თავის უჩვეულო სტილს იატაკქვეშეთის აღსაწერად იყენებს, რაც 6 იანვრის კაპიტოლიუმში შეჭრას გამოიწვევს. როგორც ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და შრომისმოყვარე ჟურნალისტი მის თაობაში, 25 წლის ენდრიუ ფურგონით ამერიკაში მოგზაურობას იწყებს, რათა გაყოფილი საზოგადოების პულსაცია შეიგრძნოს.
მოვლენები 1968 წელს ჩიკაგოში ვითარდება, სადაც სანამ ქალაქი და ქვეყანა ძალადობრივი პოლიტიკური აჯანყების ზღვარზეა, ქალაქგარეთ მცხოვრები დიასახლისი ჯოი თავის ქმართან და ქალიშვილთან ერთად ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. ჯოი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება – ის დაორსულდა, თუმცა ამას მის ჯანმრთელობაზე სავალალო გავლენა აქვს. შედეგად, ის სამედიცინო დახმარების მიღებას ცდილობს, მაგრამ სახელმწიფო საავადმყოფოები მას უარს ეუბნებიან, რადგან ქვეყანაში აბორტი უკანონოა. ამ სიტუაციიდან გამოსავლის ძიებაში მთავარი გმირი არალეგალურ ფემინისტურ ორგანიზაციას აღმოაჩენს, რომელიც ფარულად ეხმარება ქალებს უსაფრთხო აბორტების ხელმისაწვდომობით და ამ პროცესში გმირის ცხოვრებას ცვლიან.
ხელოვნური ადამიანი მერედიტი მგლოვიარე ქვრივის უილიამის კომპანიონი ხდება, ის შექმნილია იმისთვის, რომ მისი გარდაცვლილი ცოლივით მოიქცეს. თუმცა ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ბრძოლაში ორგანიზაცია მისი პროგრამის შეცვლას გადაწყვეტს...
2019 წლის ფილმის “დაუნტონის სააბატო“ გაგრძელება ინგლისელი არისტოკრატების კროულების და მათი მსახურების შესახებ, რომლებიც მე-20 საუკუნის ბოლოს დაუნტონის მდიდრულ საოჯახო მამულში ცხოვრობენ. ოჯახში ინგლისის მეფისა და დედოფალის სამეფო ვიზიტის შემდეგ, კროულების ოჯახი და დაუნტონის პერსონალი ახალ ქორწინებას აღნიშნავს. მართლაც, ტომ ბრენსონი კვლავ ლედი მოდ ბეგშოუს ქალიშვილზე, ლუსიზე ქორწინდება. მაგრამ ახალი მოულოდნელი მოვლენა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, რომლის მომზადებაც სიურპრიზების, შეტაკებებისა და პატარა საიდუმლოებების გარეშე არ ჩაივლის.
ნამდვილი ამბავი ახალგაზრდა სირიელი დების, იუსრა და სარა მარდინების შესახებ, რომლებიც ბავშვობიდან მამასთან ერთად ცურვაში ვარჯიშობდნენ, მაგრამ როდესაც 2015 წელს სირიის სამოქალაქო ომი გამწვავდება, მათი ოცნებები ოლიმპიურ ოქროზე თითქოს დაიმსხვრევა. თუმცა, ახალგაზრდა გმირები გარისკვას და სახიფათო მოგზაურობაში წასვლას გადაწყვეტავენ, ევროპაში. შედეგად, ბიძაშვილთან ერთად ისინი ჯერ ლიბანში, შემდეგ თურქეთში გარბიან და პატარა ნავში ჯდებიან, რათა ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთონ და ჩავიდნენ ევროპაში. უამრავი დაბრკოლების გადალახვას და უსაფრთხო საცხოვრებელ ადგილამდე მისვლას ახერხებენ. საბოლოოდ, მათი შემზარავი გამოცდილებიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, იუსრამ 2016 წლის რიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის შემადგენლობაში.
უშიშარი ნეპალელი მთამსვლელი ნიმსდაი პურჯა ერთი შეხედვით შეუძლებელ ამოცანას შეეჭიდება - შვიდ თვეში მსოფლიოს 14-ვე 8000 მეტრიანი მწვერვალი უნდა დაიპყროს.
ფილმი გვიყვება ოფორთიუნითის - მარსის საკვლევი როვერის შესახებ, რომელსაც მისი შემქმნელები და ნასას მეცნიერები სიყვარულით ოპის უწოდებენ. ოპის თავდაპირველად მხოლოდ 90 დღეს უნდა ემუშავა, თუმცა ის მარსს 15 წლის განმავლობაში იკვლევდა.
სკოტ ლენგი და ჰოუპ ვან დაინი ჰენკ პაიმთან და ჯენეტ ვან დაინთან ერთად კვანტურ სამყაროს იკვლევენ. ისინი ხვდებიან უცნაურ არსებებს და მოგზაურობენ თავგადასავალში, რომელიც მათ მიერ წარმოდგენილ საზღვრებს სცდება....
ახალგაზრდა დედის საიდუმლოებით მოცული სიკვდილი და მისი შვილის გატაცება ათწლეულების წინანდელ საიდუმლოს ახდის ფარდას - ირკვევა ქალის ნამდვილი ვინაობა და ისტორიის ეპიცენტრში ექცევა ფედერალური ბიუროს მკვლელი თანამშრომელი.
ფილ სტაცი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ფსიქიატრია. 40 წლის განმავლობაში ის დაეხმარა უამრავ პაციენტს, მათ შორის მსოფლიო დონის ხელოვანებს და ბიზნეს ლიდერებს, რომელთაგან ბევრი სკეპტიკოსია თერაპიის მიმართ. ფილმი გადაღებულია მისი მეგობარის და პაციენტის, ჯონა ჰილის მიერ, რომელიც იკვლევს სტაცის ცხოვრებას და აცნობს მაყურებელს “ინსტრუმენტების” ვიზუალიზაციის მის საფირმო ვარჯიშს. როდესაც ჰილი ჯდება სტაცთან არაორდინალურ სესიაზე, რომელიც ცვლის ექიმსა და პაციენტს შორის მათ ტიპურ დინამიკას, ის გულწრფელად განიხილავს ჰილის ფსიქიკურ ჯანმრთელობას და შფოთვით შეტევებს, რომელიც თანდათან უარესდებოდა.
დოკუმენტური ფილმი ერიკ კლეპტონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ის არის პირველი თეთრკანიანი მუსიკოსი, რომელმაც დაიწყო ბლუზის დაკვრა და ბევრი რამ გააკეთა მისი პოპულარიზაციისათვის მთელს მსოფლიოში.
ინტერნეტში სიყვარულის პოვნა მარტივი არ არის. ასე, რომ როცა სესილი სიმპათიურ მილიარდერ ფლეიბოის იპოვის , უჭირს დაიჯეროს , რომ ის მართლა მისი ოცნების მამაკაცია , თუმცა ოცნება რეალობა არც აღმოჩნდება. დროთა განმავლობაში ის გაარკვევს , რომ ბიჭი სინამდვილეში საერთაშორისო ბიზნესმენი არ არის , მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. სწორედ აქ მთავრდება ზღაპარი და იწყება შურისძიება.
რომანტიკული კომედია, პენსიაზე გასული 55 წლის ქვრივი მასწავლებელის ნენსი სტოუკსის შესახებ, რომელსაც ქმრის გარდაცვალების და მასთან არადამაკმაყოფილებელი ქორწინების შემდეგ ,თავგადასავლები თბილი ადამიანური ურთიერთობები და ცოტა, მაგრამ კარგი სექსი სწყურია. შედეგად, მთავარი გმირი სიამოვნების და საკუთარი თავის აღმოჩენის მიზნით ახალგაზრდა და სიმპათიურ სექსმუშაკს ლეო გრანდეს ქირაობს, რომელიც მზადაა ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის.
ერთადერთი უნარი, რომელიც 22 წლის ენდრიუმ კოლეჯში რამდენიმე წლის განმავლობაში შეიძინა, გართობა და დალევაა. ცხოვრების გზაჯვარედინზე აღმოჩენილი და თავისი დანიშნულების ადგილის მკაფიო წარმოდგენის გარეშე, მთავარი გმირი ნიუ-ჯერსიში მდებარე მისი ოჯახის სახლში ჩარჩა. მაგრამ სტუდენტური უნარების წყალობით, ახალგაზრდა ენდრიუ წვეულებებზე მუშაობს, რომელიც ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე დომინოს და მის აუტისტ ქალიშვილს, ლოლას დაუმეგობრდება. საბოლოოდ, ეს შეხვედრა გმირის გაზრდის სტიმული ხდება.
1970-იანი წლების კრიმინალურ დრამაში ქალი იძულებულია გაიქცეს მას შემდეგ, რაც ქმარი ღალატობს პარტნიორებს და მას შვილთან ერთად სახიფათო მოგზაურობაში აგზავნის...
1970-იან წლებში უმიზნო მოზარდი გრეგ ლორი სიკეთეს არასწორ ადგილებში ეძებს მანამ, სანამ ის ქარიზმატულ ჰიპისა და ქუჩის მოძღვარს ლონი ფრისბის გაიცნობს. ადგილობრივ პასტორთან ჩაკ სმიტთან ერთად ისინი მივიწყებულ ეკლესიას მოულოდნელ სიცოცხლეს შთაბერავენ.
ათასობით სხვა ბავშვთან ერთად , რომლებიც კოლეჯში მაქსიმალური წარმატების მიღწევას ცდილობენ , ალექსი თავს მარტოდ გრძნობს და დეპრესიაში ვარდება. სახლი 1500 მილშია , თუმცა ის მაინც ცდილობს იპოვოს მიზეზი , რის გამოც უკან არ დაბრუნდება. მეგი ალექსის თანაკურსელია . მან მოულოდნელი მარცხი განიცადა ნეხვის სახლის წვეულებაზე, ასე რომ მას კომპანიონი სჭირდება . ის მიმართავს ალექსს. ორი ახალგაზრდა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ცდილობენ , რომ ერთმანეთს შეეგუონ.
მას შემდეგ, რაც ნიცაში საიდუმლო ვითარებაში მოკლეს პოლიციის კომისარი, შემთხვევის ადგილზე პარიზიდან ინსპექტორი ჩამოდის. მისი მიზანია ადგილობრივი პოლიციის კორუფციას გაუმკლავდეს. თუმცა, მისი მუშაობის მეთოდები ცოტა არ იყოს გაოცებულებს დაგვტოვებთ...
ცოლის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ბრუნო, უიმედოდ არის მიბმული იმ ზღვისპირა აგარაკზე, რომელიც მათ ერთად ააგეს. მაგრამ როდესაც მას აგარაკიდან გამოასახლებენ, მთავარი გმირი სახლის ნებისმიერ ფასად დაბრუნებას გადაწყვეტს და ამისთვის სარისკო გეგმას მოიფიქრებს, რაც მის ცხოვრებას და განზრახვას თავდაყირა დააყენებს…
1973 წელს ფრენკ ბლედსო და მისი 18 წლის ძმისშვილი ბეტი მანჰეტენიდან კრელვილში, სამხრეთ კაროლინაში გაემგზავრებიან, მათ კი უეცრად ფრენკის საყვარელი ვალიდიც შეუერთდება...
ერთი ფეხბურთელის ოცნება ითამაშოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, იმსხვრევა, როდესაც მას არასწორად შუფარდებენ მსჯავრს და პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ, იგი ცდილობს შელახული სახელი და რეპუტაცია აღიდგინოს, ებრძვის რა უსამართლო სისტემას...
ფრედერიკ ბაკმანის ცნობილი რომანის “კაცი, სახელად უვე” ადაპტაცია, კაპრიზული, გაღიზიანებული და სასტიკად მკაცრი ქვრივი ოტოს შესახებ, რომელიც მთელ მის სამეზობლოს ქორივით თვალს ადევნებს და მათ თავისი ურყევი წესების შესაბამისად აცხოვრებს. და ზუსტად მაშინ, როდესაც იზოლირებული და გულით მარტოსული მთავარი გმირი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს ცოლის დაკარგვას და თითქმის მთლიანად დაკარგა სიცოცხლის ნაპერწკალი, სიკვდილს გადაწყვეტს, მოულოდნელად წარმოუდგენელ მეგობრობას ქმნის თავის ახალ მეზობლებთან. შედეგად, ოტო ნელ-ნელა ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ ცვლილების გზა ადვილი არ არის, როდესაც ძველი ჩვევები ძნელად კვდება...
ნამდვილი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაიტაცეს კარა რობინსონი, თავს დაესხნენ და 18 საათის განმავლობაში დაატყვევეს, 15 წლის კარა რობინსონი გეგმავს გაბედულ გაქცევას სერიული მკვლელის ბინიდან...
სრულ განაკვეთზე მომუშავე დეტექტივები ნიკი და ოდრი იბრძვიან, რომ საკუთარი კერძო სააგეენტო აამუშაონ. მალე ისინი საერთაშორისო დანაშაულის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, როცა მათ მეგობარს მაჰარაჯას საკუთარი ქორწილიდან გაიტაცებენ...
An actor owes big bucks to the Vegas mob. He's all set to pay them off; he's conned a rich widow into marrying him. But the mobsters blow his cover because they need him for a different scam. The lost heiress to a Vegas casino fortune has been found; she's a truckstop waitress in France. The mobsters' proposition: romance the broad, and get hitched. Or else. Then the crooks can bump her off and keep the casino for themselves...
კოსმოსურ სადგურზე მომუშავე მამამ მხოლოდ სატელიტური ტელეფონებისა და კამერების გამოყენებით უნდა გადაარჩინოს თავისი 15 წლის ქალიშვილი მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მეტეორიტების წვიმა დაიწყება...
2010-2019 წლების ამავე სახელწოდების კრიმინალური სერიალის სრულმეტრაჟიანი ეპიკური გაგრძელება უფროსი დეტექტივი-ინსპექტორის, ჯონ ლუთერის შესახებ. საშინელი სერიული მკვლელი ატერორებს ლონდონს, იმ დროს, როდესაც ბრწყინვალე, მაგრამ შერცხვენილი დეტექტივი ჯონ ლუთერი გისოსებს მიღმა ზის. მთავარი გმირი გადაწყვეტს გაიქცეს ციხიდან და დაასრულოს საქმე ყველა საჭირო საშუალებით.
ორი ესპამენლი ქალის ჯენისის და ანას დრამატული ამბავი, რომლებიც ერთი და იგივე საავადმყოფოს პალატაში მოხვდებიან, სადაც ისინი მშობიარობას აპირებენ. ორივე მარტოხელაა და შემთხვევით დაორსულდნენ. შუახნის ჯენისი არ ნანაონს ამას და ბედნიერია. მოზარდი ანა შეშინებულია და წუხს. ჯენისი ცდილობს გაამხიარულოს ანა, როდესაც ისინი, როგორც მთვარეულები, საავადმყოფოს დერეფნებში დადიან. რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გმირები ამ დროს გაცვლიან, ძალიან მჭიდრო კავშირს შექმნის მათ შორის. ურთიერთობა შემთხვევით განვითარდება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის...
მიშელი და ალენი ურთიერთობის იმ ეტაპზე არიან, როცა მათგან შემდგომ ნაბიჯებს ელიან. ისინი გადაწყვეტენ, მათი მშობლები საბოლოოდ გააცნონ ერთმანეთს და გაარკვიონ, როგორია ოჯახური ცხოვრება. თუმცა აღმოჩნდება, რომ მშობლები ერთმანეთს უკვე იცნობენ, რაც ქორწინების შესახებ გაურკვეველ მოსაზრებებს აჩენს...
მაიკ ლეინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება მას შემდეგ, რაც მისმა ბიზნესგარიგებამ არ გაამართლა, გაკოტრდა და ფლორიდაში ბარმენად დაიწყო მუშაობა. იმ იმედით, რომ უკანასკნელ შოუს მოაწყობს, მაიკი ლონდონში მიემგზავრება მდიდარ პროტეჟესთან ერთად, რომლის წინადადებაზეც ის უარს ვერ ამბობს. მაიკი მალევე აღმოაჩენს, თუ რა აქვს მას სინამდვილეში ჩაფიქრებული: მიაღწევენ თუ არა წარმატებას ის და მის მიერ გამოწვრთნილი ახალი სექსუალური მოცეკვავეები?
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს...