ორი თორმეტი წლის დაქალი მთელ თავისუფალ დროს ატარებენ კლუბში ზღვის სანაპიროზე. ერთხელაც შტორმის შემდეგ კლუბის აუზში ისინი შემთხვევით პოულობენ ქალთევზას სახელად აკვამარინი. მოკლე დროში ქალთევზას უყვარდება ახალგაზრდა ბარმენი და სთხოვს გოგონებს შეხვედრა მოუწყონ მასთან...
ახალგაზრდა სარეკლამო კომპანიის დირექტორის ცხოვრება საშინლად აირევა, მას შემდეგ რაც ბოსის მოხიბვლის მიზნით მოიტყუება რომ დანიშნულია კაცზე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა.
ლიზ გილბერტს ჰქონდა ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ქმარი, სახლი, წარმატებული კარიერა. მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად მანაც აღმოაჩინა, რომ იგი დაკარგული და დაბნეულია.ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, იგი რისკავს ყველაფერს რათა შეცვალოს თავის ცხოვრება. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას იწყებს.იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს მოულოდნელად შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას იპოვნის კუნძულ ბალიზე...
ვერმონტის შტატის პოლიციელები - ტონი, მაკი, რებოტი, ფოსტერი და ფავა უდარდელად ცხოვრობენ, მაგრამ ბიუჯეტს ამცირებენ, რაც მათ ჯიბეს საკმაოდ დაეტყობა და მეგობრები ერთიანდებიან გადარჩენისათვის ბრძოლაში. ყველაფრის კალაპოტში დასაბრუნებლად მათ მკვლელობის საქმე უნდა გახსნან და ყველა შესაძლო ნარკოტიკი მოძებნონ...
რომანტიული დრამა, რომელიც 1930 წელს ინგლისში, პარიზსა და ესპანეთში ვითარდება. ჯილდა ბესი პარიზში, ირლანდიელ სკოლის მასწავლებელთან გაი მალიონთან და ესპანეთიდან ლტოლვილ მიასთან ერთად ცხოვრობს. როდესაც ომის პერიოდი დგება მას ეს არ ანაღვლებს, იგი ფოტოგრაფის კარიერას მიყვება. გაი და მია კი ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გადაწყვეტენ, რის გამოც ეს სამი მეგობარი ერთმანეთს დაშორდება.
ფილმი "კაკუნი სამოთხის კარზე" მოგვითხრობს ისტორიას კიბოთი დაავადებული ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც საავადმყოფოში დამეგობრდებიან და გადაწყვეტენ უკანასკნელად გაერთონ. ტეკილათი დათრობის შემდეგ მანქანას იპარავენ და საავადმყოფოდან გარბიან. მოპარული მანქანა განგსტერების საკუთრებაა, მათ მანქანის საბარგული აინტერესებთ...
ცნობილი მწერალი, ვირჯინია ვულფი მორიგი რომანის, "მისის დელოუეის” წერას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს არა მარტო მწერლის, არამედ მკითხველთა ცხოვრებაშიც - ფილმის ძირითადი სიუჟეტის პარალელურად მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალყური ადევნოს ამ რომანის გავლენას 50-იანი წლებისა და თანამედროვე დროის ორ მკითხველ ქალზე...
ახალგაზრდა გოგონას ასტრიდისა და მისი დედის ინგრიდეს უდარდელი და ბედნიერი კალიფორნიული ცხოვრება მას შემდეგ აირევა, რაც ინგრიდის ცხოვრებაში იდუმალი მამაკაცი – ბარი კოლკერი გამოჩნდება. მათი რომანის დასრულება ინგრიდეს გულგატეხილს ტოვებს და შურისძიების სურვილი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს... ის თავის საყვარელს თეთრი ოლეანდრის შხამით მოწამლავს.
კეტრინ ანა უოტსონის ისტორია. ფემინისტი მასწავლებელი, რომელმაც კალიფორნიის უნივერსიტეტი დაამთავრა 1953 წელს, შეყვარებული ლოს-ანჯელესში დატოვა და მასაჩუსეტსის შტატში გაემგზავრა ქალთა კერძო ხელოვნების კოლეჯში მასწავლებლად...
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბენჟამენ ბრედოკი ქალბატონ რობინსონთან ერთად სიყვარულის მახეში გაებმება. შემთხვევით იგი მამამისის ბიზნეს-პარტნიორის ცოლი აღმოჩნდება და ბენჟამენი აღმოაჩენს, რომ ამჯერად მას ქალბატონ რობინსონის თინეიჯერი ქალიშვილი, ელაინი უყვარს.
მეგი გეგმავს ბავშვის გაჩენას, რაც საფრთხეს უქმნის, როცა დაქორწინებული კაცი ჯონი უყვარდება. არამყარი ქორწინების ნგრევა დიდებული და შეუძლებელია ჯორჯიტისთვის....
აკის ძალიან უყვარს ფეხბურთი და სურს წარმატებას მიაღწიოს გოგონათა ფეხბურთის გუნდში. ერთხელ მას ცხვირიდან სისხლი წამოუვა, გამოკვლევის შედეგად გაირკვევა, რომ მას ლეიკემია აქვს...
მარკოსი გენერლის ოჯახის მძღოლია, მისმა მეუღლემ თავის დროზე მოიტაცა ბავშვი ფულის გამოძალვის მიზნით, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. მარკოსი ცდილობს სინდისის დამშვიდებას და ამ ამბავს გენერლის ქალიშვილს უყვება, რომელიც ფარულად ბორდელში მუშაობს.
ჰოლი პარკერი ცხოვრობს მზიან კალიფორნიაში ყველაზე შესანიშნავ მამასთან ერთად მთელ ქვეყანაზე, მისი თანატოლი ენი ჯეიმსი კი – ლონდონში მშვენიერ მოსიყვარულე დედასთან. პირველი ოცნებობს დედაზე, რომლის გარეშეც მას ძალიან უჭირს, მეორე კი ოცნებობს მამა ყავდეს. როდესაც გოგონები შემთხვევით შეხვდებიან საზაფხულო ბანაკში, მათ აქვთ, რა გაუზიარონ ერთმანეთს...
ფილმის მთავარ გმირს პოლ ტომპსონს სურს გადაცუროს მდინარე ჰუდსონი რომელიც 150 მილია. ეს მისი ბოლო შანსია, ამიტომაც იგი ეპატიჟება თავის ბავშვობის მეგობრებს - ჯეფს და ლიზის. მათ წინ სამ კვირიანი თავგადასავალი ელოდებათ.
ფილმის მთავარი გმირები სუ და ჩოუ ორ ოთახს ქირაობენ, რომლებიც გვერდი-გვერდ არიან განლაგებულნი. მათი მეუღლეები არასოდეს არიან სახლში. სახლის მეპატრონის და მეზობლების კეთილგანწყობის მიუხედავად ისინი მაინც მარტოხელად გრძნობენ თავს. სულ მალე მათ შორის მეგობრული ურთიერთობები ყალიბდება. ისინი ერთმანეთს უზიარებენ ეჭვებს მეუღლეების ერთგულების შესახებ.
ცხრა წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სტუდენტმა, ჯესიმ მატარებელში მომხიბლავი ფრანგი გოგონა, სელინი გაიცნო და მასთან ერთად ერთი დაუვიწყარი დღე გაატარა ვენაში. ამ ხნის მანძილზე ორივე ბევრი რამ შეიცვალა და აი, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს...
ჯეკ ფოული ყაჩაღია. მის სახელზე ორასამდე ბანკის დაყაჩაღებაა. ერთხელაც ციხიდან გამოქცეული ჯეკი მიხვდება, რომ ფულზე და ქონებაზე უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. ეს მნიშვნელოვანი კი კარენ სისკოს გულის მონადირებაა... ის ჭკვიანი და მომხიბვლელი ქალია, მაგრამ სამწუხაროდ პოლიციის ოფიცერია...
ჯასთინი და მაიკლი ჯასთინის დის სახლში თავიანთ ქორწინებას აღნიშნავენ. ჯასთინის დიდი მონდომების მიუხედავად წვეულება ფიასკოთი სრულდება. ნათესავებს შორის დაძაბულობა მატულობს. ამდროს კი პლანეტა „ „მელანქოლია“ პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება...
ორი აფრიკელი ბიჭი, თეთრი რინო და შავკანიანი ზულუ მეგობრები არიან. 25წლიანი განშორების შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმაეთს. იხსენებენ ბავშვობას, გაიტაცებენ ნახევარ მილიონ დოლარს და ცდილობენ დაემალონ პოლიციას...
ჩარლი ჩაპლინის პირველი მუნჯი ფილმი, მას შემდეგ რაც მან ხმოვან კინოში თავი დაიმკვიდრა. ისტორია ღატაკ მამაკაცზე, რომელსაც ყვავილების გამყიდველი ქალი შეუყვარდება. ფილმს დიდი წარმატება მოჰყვა და დღესდღეობით საკულტო კლასიკად არის მიჩნეული...
სწორედ მაშინ, როცა ჯორჯ ბენკსი როგორც იქნა შეეგუება საკუთარი ქალიშვილის ქორწილს, ახალ ამბავს გაიგებს - რომ მალე ბაბუა გახდება... და რომ მისი ცოლი ნინაც ბავშვს ელოდება. ერთდროულად შვილიშვილის და შვილის მოლოდინი, ჯორჯს აიძულებს შეცვალოს გეგმები...
"ერთხელ დასავლეთში" - სერჯო ლეონეს ფილმების ტრილოგიის პირველი ნაწილია. ეს კლასიკური ვესტერნი მოგვითხრობს ქვრივი ქალის ისტორიას, რომელსაც თავისი სიცოცხლისა და მიწის დაცვა უწევს, რაშიც მას უცნობი მამაკაცი ეხმარება...
მერი ფიორეს, სან ფრანცისკოს საქორწინო ცერემონიების წამყვან ორგანიზატორს, შემთხვევით მისი ოცნების მამაკაცი, პედიატრი სტივ ედისონი გადაარჩენს, მაგრამ მალევე გაირკვევა, რომ იგი მისი კლიენტის, მდიდარი ფრენ დონოლის საქმროა. სანამ მერი აგრძელებს საქორწინო ცერემონიის მზადებას, ის და სტივი იძულებულნი ხდებიან აღიარონ, რომ ერთმანეთი ძალიან მოსწონთ...
აფროდიტა, სიყვარულის და სილამაზის ქალღმერთი, ტულა პორტოკალოსის მიმართ არ არის კეთილგანწყობილი. ის უკვე 30 წელს გადასცდა და ჯერ კიდევ გაუთხოვარია. სათვალეებში და მოუვლელი თმით, ის კლიენტებს ემსახურება თავისი მრავალრიცხოვანი ნათესავების საოჯახო რესტორანში და გაქცევას ნატრობს ყველა ამ დეიდებისგან, ბიძიებისგან და ბებიებისგან.
როდესაც იგი იგებს, რომ მისი დიდი ხნის პლატონური მეგობარი, მაიკლ ონილი ცოლად კიმბერლი უოლასს, მაღალი წრის ქალს ირთავს, კვების მიმომხილველი კრიტიკოსი, ჯულიან პოტერი მიხვდება, რომ მაიკლის მიმართ წრფელი გრძნობები ამოძრავებს და წყვილის ქორწილის ჩაშლას გადაწყვეტს.
ელი ვუდსს ყველაფერი ჰქონდა. მისი სკოლის ქალური ორგანიზაციის პრეზიდენტობა, ჰავაის ტროპიკული გოგონას სახელი კამპუსის კალენდარში და ამ ყველაფრის გარდა ბუნებრივი ქერა იყო. ასევე კამპუსში საუკეთსო ბიჭთან დადიოდა და მიზნად ჰქონდა დასახული მისის უორნერ ჰანტინგტონ მესამე გამხდარიყო, მაგრამ უორნერს ერთი რამ აფერხებდა: ელი ზედმეტად ქერა იყო მისთვის...
ქმარი ორ ადამიანს ქირაობს, რომლებმაც მისი ცოლი უნდა გაიტაცონ და შემდეგ მამამისს გამოსასყიდი მოსთხოვონ. ეს ფაქტი სისხლიანი მოვლენების მთელ ჯაჭვს იწვევს, დამკვეთის, შემსრულებლის და გატაცებულის მამის სულელობის, სიხარბის და უიღბლობის გამო.
ბრიტანული დინამიური კომედია ოთხი მეგობრის შესახებ, რომლებსაც დიდი ფული სჭირდებათ, მას შემდეგ რაც პოკერის საეჭვო პარტია წააგეს. ბრიტანული იუმორი, თავისებური გმირები და დაუჯერებელი სცენები - ამ ყველაფერმა რეჟისორ გაი რიჩის სახელი გაუთქვა.
სამანტა კინგსტონი გოგონაა, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში უმართლებს, მაგრამ იმ დღეს პარასკევს, 12 თებერვალს ყველაფერი არასწორად განვითარდა, შემდეგ ავარია გზაზე და ... გოგონა მოჯადოვებულ წრეში აღმოჩნდება. ამ წრიდან გასასვლელად სამანტამ უნდა იპოვოს ის არასწორი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ამ ხაფანგში აღმოჩნდა...
ისტორია მაიკლ ბერგზე, გერმანელ ადვოკატზე, რომელსაც 50-იან წლებში, მასზე უფროს ქალთან, ჰანასთან ჰქონდა ურთიერთობა. ჰანა წლების განმავლობაში გამქრალი იყო და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ, ომის კრიმინალური დანაშაულების სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სახით გამოჩნდა, როგორც საკონცენტრაციო ბანაკის მცველი. მხოლოდ მაიკლი ხვდება, რომ ჰანას კითხვა არ შეუძლია და შესაძლოა მალავდეს ამას, საკუთარი თავისუფლების ფასად.
კომედია ქალაქელ ინტროვერტ ლარსზე. მას ახალი შეყვარებული გოგონა ყავს, რომელიც თავისიანებსაც გააცნო და მშვენივრადაც უგებს. მხოლოდ ერთი პრობლემაა - გოგონა არ არის ნამდვილი...
იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკელ მძევალს ათავისუფლებენ თანამესაკნის დახმარებით. გათავისუფლებული ჯარისკაცი იწყებს პატივისცემის მოხვეჭას და უბრუნებს ვალს კრიმინალურ სამყაროს...
ფილმში დეტალურადაა აღწერილი მთავარი გმირის, კეინის ამბავი და მისი ზაფხული იმ წელს, როდესაც მან სკოლა დაამთავრა. ეს ისტორია დაწვრილებით აღწერს ქალაქში ცხოვრების დღევანდელ უხეშ რეალობას...
დაფუძნებულია იაპონურ ისტორიაზე. კორეელი ცნობილი პოპ მომღერალი რომელსაც სინამდვილეში სიმღერა არ შეუძლია. მას შემდეგ რაც მის საიდუმლოს გაიგებენ ჰან ნა ცდილობს მისი ადგილი დაიკავოს.
11 წლის ვეიდა სალტენფასი მამასთან და ბებიასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობს. მის მამას დამკრძალავი ბიურო აქვს, რომლის ოფისიც მათ სახლშია განთავსებული. დაკრძალვის ატმოსფერო, რომელიც სახლში მეფობს დამთრგუნველად მოქმედებს გოგონაზე.
ფილმი მოგვითხრობს ინგლისელი ბიჭის ისტორიას, რომელიც მშობლებთან ერთად შანხაიში ცხოვრობს. პერლ ჰარბორზე იერიშის შემდეგ, იაპონელებმა შანხაიში მცხოვრები უცხოელების დასახლება დაიკავეს და ჯიმი ამ არეულობაში მშობლებს დაკარგავს...
ნიუ-იორკელი ინტელექტუალი მწერალი ბარტონ ფინკი ჩადის ჰოლივუდში სცენარისტად სამუშაოდ. მას მალე უფორმებენ ხელშეკრულებას, მაგრამ დაკვეთით მუშაობა არ გამოსდის.
დეიმონ ბისლისა და იეინ მორისის ახალი ნამუშევარი ისევ და ისევ ჯეის, ნეილის, საიმონისა და უილის თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს. ამჯერად, თავქარიანი მეგობრები ავსტრალიაში მიდიან...
მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, ბელასი ერთიანდება უკანასკნელი სასიმღერო შეჯიბრისთვის საზღვარგარეთულ ტურზე, მაგრამ მათი კონკურენტი ჯგუფი ინსტრუმენტებსა და ხმებს ერთად იყენებს...
ევან ბაქსტერი, რომელსაც ყოველშემძლე ბრიუსმა ყველანაირი სისულელეების ლაპარაკი აიძულა ახალი ამბების პირდაპირ ეთერში, მიდის ტელევიზიიდან. თუმცა მისი ცხოვრება მხოლოდ წინ წავიდა: ის კონგრესმენი გახდა და აქ კვლავ გაჩნდა უფალი, რომელმაც ევანის წინ მომავლის საშინელებები გაამხილა და თხოვა სასწრაფოთ შემდგარიყო კიდობანის აშენებისთვის, ნოეს მაგალითზე.
ჩუნ შიკი მუშაობდა ტატუსოში, ბაბუის ფერმაში, სანამ კორეა იყო იაპონიის კოლონია. მისი ოცნება იყო, რომ მონაწილეობა მიეღო ტოკიოს სირბილის მარათონში. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
37 წლის მომხიბვლელ მამაკაცს ალექსს თავი მოზარდივით უჭირავს და ის არც აპირებს გაზრდას. ის გაშორდება თავის "მუდმივ საცოლეს" ელენას. მალევე ალექსი 17 წლის ნიკის გაიცნობს. მათ შორის ნამდვილი მეგობრობა დაიწყება, რომელიც ცოტა ხანში სიყვარულში გადაიზრდება, რომლითაც არც ნათესავები და არც მეგობრები არ არიან აღფრთოვანებულები...
წყნარი და მორიდებული მამაკაცი მონსტრ ქალზეა დანიშნული. მოულოდნელად ის თავის ნამდვილ სიყვარულს იპოვნის და ყველანაირად ცდილობს გამონახოს გზა, რომ მასთან ერთად იყოს.
თავის ტრავმის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირება აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რათა მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.