ეს სურათი იმის შესახებაა, თუ როგორ იღებენ ფილმს. კონფლიქტები გადასაღებ მოედანზე, წარუმატებლობა მსახიობებთან და სხვა სტუდიურ უსიამოვნებებს მოაგვარებს და გამოასწორებს ხელოვნების პროცესის მეუფე – რეჟისორი...
მართალია, რომ ბედნიერება და უბედურება გვერდიგვერდ დადიან. გაიხსენეთ, როგორ გაუმართლა დ'არტანიანს – იგი ბრწყინვალე ქალბატონმა ბონასიემ შეიყვარა, თვით დედოფალმა დააჯილდოვა ის გამბედაობისთვის, მუშკეტერებმა მეგობრად მიიღეს. განა ეს არ არის ბედნიერება? დ'არტანიანს ყოვლისშემძლე მტერი გამოუჩნდა – თვით კარდინალი რიშელიე, მაგრამ მისთვის საფრთხეს ესეც კი არ წარმოადგენდა. ამაზე საშიში თეთრი ვეფხვი – მილედი დე ვინტერია. დარტანიანი მას გზაზე გადაეღობა, მილედიმ კი შურისძიება გადაწყვიტა...
საშინელი საზღვაო კატასტროფის შემდეგ ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მათ ახალგაზრდა გულებში ლამაზი სიყვარული აღმოცენდა...
ოუნსების ოჯახის შესახებ უცნაური ხმები დადის: თითქოსდა სახლის ქალბატონები ალქაჯები არიან და ვინც მათ შეიყვარებს ახალგაზრდა მოკვდება. ხმების მიუხედავად გოგონებს სულაც არ აქვთ ბოროტი ზრახვები, მათ მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება სურთ, როგორც ყველა ნორმალურ ქალს...
სამხრეთელი პროფესორი თანამოაზრეებთან ერთად გემზე განლაგებული კაზინოს ძარცვას გეგმავს. ამ განზრახვის შესახებ მოულოდნელად მათი ბინის პატრონმა, მოხუცმა ქალბატონმა მენსონმა შეიტყო, რომლის თავიდან მოშორებაც არც ისე იოლი აღმოჩნდა…
ქვრივი, რომელმაც ცოტა ხნის წინ დაკარგა ქმარი, დაპატიჟებს მის პრობლემურ საუკეთესო მეგობარს მასთან და მის ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად. ჯერი დაეხმარება ოჯახს დანაკლისის დაძლევაში და ნელ-ნელა თავის ცხოვრებასაც მოაწერიგებს...
მსუქანა ეველინ კაუჩი საავადმყოფოში მოდის თავისი ქმრის მამიდის მოსანუხულებლად, რომელიც მას დასანახად ვერ იტანს და გაიცნობს უსაყვარლეს მოხუც ქალს ნინის, რომელიც გაართობს მას თავისი ორი დაქალის, იჯის და რუტის ცხოვრების ამბის თხრობით.
ჯვაროსნული ლაშქრობების დასრულების შემდეგ, ბრიტანელი რაინდი ჯორჯი მიემგზავრება მეფე ედგარის სამეფოში, რათა იარაღი გვერდზე გადადოს და დაიწყოს მშვიდი ცხოვრება, მაგრამ უმშვენიერესი პრინცესა ლუმას გაუჩინარების შემდეგ, ჯორჯი კვლავ იღებს მახვილს და მიდის მის მოსაძებნად...
35 წლის კარლა ბემი ჩვეულებრივი მდივანია უძრავი ქონების სააგენტოში. მთელი მისი ცხოვრება ეს არის ყოველდღიური რუტინული სამუშაო და საღამოობით კი მარტოობა სახლში. ამასთანავე მას ძალიან ცუდად ესმის. კარლა ატარებს სმენის აპარატს და შეუძლია ტუჩების მოძრაობით ნათქვამის ამოკითხვა. ამიტომ ის სიხარულით მიიღებს წინადადებას, რომ დამხარედ მიიღოს 25 წლის სტაჟორი პოლი, რომელიც ახლახანს გამოვიდა ციხიდან.
ბროდვეის ხანში შესულ ვარსკვლავს მარგო ჩენინგს ყველაფერი ჰქონდა: წარმატება, მეგობრები, ახალგაზრდა საყვარელი. მორიდებული და მშრომელი ევა მისი დამხმარე გახდება, რომელმაც მარგოს ყველა სურვილი უნდა შეასრულოს. ყველა მალე მიხვდება იმას, რომ ევას ამოძრავებს სურვილი 'ახალი მარგო ჩენინგი' გახდეს.
მოკლე, მაგრამ დრამატული მოვლენებით აღსავსე მხატვრის - ჟან-მაიკლ ბასკიას ისტორია ნიუ-იორკის არისტოკრატიული ცხოვრების ფონზე. მისი ტილოები, ისევე, როგორც მისი ცხოვრების სტილი, უამრავი რომანები, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, - ყველაფერმა ამან თვითგანადგურებამდე მიიყვანა...
1914 წელი, აღმოსავლეთი აფრიკა. ჯინით გაჟღენთილი კაპიტანი ჩარლი თავის გემით ჩადის სოფელში, სადაც უბრწყინვალესი სემიუელის და მისი გაუთხოვარი დის, როზის ქრისტიანული მისიაა. მათ ველურ აფრიკულ ჯუნგლებში თავი ისე უჭირავთ,თითქოს ჯერ კიდევ ინგლისში არიან, მაგრამ ომი აფრიკამდეც მივა. გერმანელი ჯარისკაცები მისიაში შეიჭრებიან და სემიუელს კლავენ, როზა კი გაიქცევა ჩარლისთან ერთად. მუდმივ ურთიერბრძოლაში მყოფი ქედმაღალი მისიონერი ქალი და უდარდელი კაპიტანი სახიფათო და რომანტიკულ თავგადასავლებში გაეხვევიან...
ინტერპოლის აგენტი,ლუის სელენჯარი და იურისტი, ელეონორ ვიტმანი, ცდილობს შეებრძოლოს ყოველშემძლე ბანკირს, რომლის დახმარებით მსოფლიოს ყველაზე საშინელი კრიმინალური და ტერორისტული დაჯგუფებები ფულს ანაღდებენ. ნელნელა ისინი დაუპირისპირდებიან სამართალდამცავ ორგანოებს, რომლის ელემენტებიც თავად არიან...
ფილმში აღმოსავლური ორთაბრძოლის ამსახველი არაერთი შთამბეჭდავი სცენაა, ჰაერში საცეკვაო ილეთებითა და საბრძოლო ხელოვნების თვალისმომჭრელი ნიმუშებით დატვირთული...
მამა და შვილი ვერ პოულობენ საერთო ენას, დედის გარდაცვალების შემდეგ. მამა სთავაზობს შვილს რომ წავიდნენ ტყეში გასასეირნებლად,რომ რამენაირად გამონახონ საერთო ენა და ურთიერთობა გამოასწორონ. ტყეში ყოფნის დროს დაინახავენ მდინარეში ორ ადამიანს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ, ერთი მათგანი პოლიციელია, ერთი დაქირავებული მკვლელი,რომელიც ცდილობს გაქცევას, მაგრამ ის ბორკილებითაა დაკავებული. მამა და შვილი გადაარჩენენ მათ და ეძებენ გზას უკან დასაბრუნებლად...
ჯარის ლეიტენანტი ფრედერიკ მანაიონი დააპატიმრეს ბარის მფლობელის ბარნი ქუილის მკვლელობისთვის. ის ამტკიცებს, რომ ბარმენმა ცემა და გააუპატიურა მისი ცოლი ლაურა. და, იმის მიუხედავად, რომ ლაურა თავისი ქმრის ვერსიას ადასტურებს, სასამართლოექსპერტი ვერ აღმოაჩენს მისი გაუპატიურების დამამტკიცებელ სამხილებს...
ოფიცრების ეკიპაჟი თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, როდესაც იწყებენ, მათი კომპანიის გაძარცვას, როგორც ჩანს გეგმა არც ისე რთული აღმოჩნდება, ისინი შეასრულებენ ყველაფერს ისე, რომ ზიანს არავის მიაყენებენ, მაგრამ როცა მოულოდნელი მოწმე ერევა საქმეში, მაშინ საქმე სწრაფად იხსნება...
ყოველ წელს, ათასწლეულების მანძილზე, ანტარქტიკის ყინულოვან უდაბნოში, საკვირველი მოგზაურობა იწყება. ათასობით საიმპერატორო პინგვინი ოკეანის სიღრმეებს ტოვებს და მიემართება ერთ-ერთი ყველაზე ცივი კონტინენტის სიღრმეებისკენ. პინგვინები მიზანდასახულად მიდიან იქ, სადაც თავის შთამომავლობას სიცოცხლეს მიანიჭებენ...
ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1961 წელი ბერლინში კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, ოლიმპიური ჩემპიონი ჰარი ყალბი პასპორტით კვეთს საზღვარს და უერთდება დისიდენტთა ჯგუფს, რათა მათთან ერთად 140 მეტრიანი გვირაბი გათხაროს კედლის ქვეშ...
ვერავინ დაარღვევს წელიწადის დროების ცვლილებას: როდესაც ჯერ ყველაფერი იბადება, შემდეგ იზრდება, მერე კი ნელ-ნელა ქრება. ცხოვრების სვლის შეცვლა ორ ბერსაც არ შეუძლია, რომლებიც მოტივტივე კერაში ცხოვრობენ მთებში მდებარე ტბაზე – მკურნალ მოხუცს და მის პატარა მოწაფეს. წელიწადის დროის დადგომისას მათი სულები ენერგიით ივსება, რასაც როგორც სულის სიძლიერე, ასევე ტრაგედია მოაქვს. რაც მთავარია, მათ არ შეუძლიათ ცხოვრების, სურვილების, დარდის და ვნების წრიდან გაღწევა...
კინოფილმის გადაღების დროს რომელიც არის ჰიროსიმაზე, ერთ-ერთ ფრანგ ქალს შეუყვარდება იაპონელი მამაკაცი. ეს მამაკაცი მას აგონებს პირველ სიყვარულს, რომელსაც სამწუხაროდ ცუდი დასასრული ჰქონდა...
1940-ანი წლების დასასრულის ჯორჯიას შტატის პატარა სამხედრო დასახლების ბინადრები, ერთდროულად სასიკვდილოდ საშიშ მხეცებსაც და მიყუჟულ ნადავლს გვანან. მათი ბედი კვე დიდი ხნის წინ გადაწყდა, ხოლო უკანასკნელი ძალებით ძლივს შენარჩუნებული დღის განრიგის მიღმა განდევნილი ზნე და მანიები იმალება. მაიორი პენდერსტონი, რომელსაც მარლონ ბრანდო ასახიერებს, ჯერ კიდევ ცდილობს მაჩო წარმოადგინოს, მოშვებული კუნთებით, მაგრამ სინამდვილეში ეშინია თავისი ლატენტური ჰომოსექსუალიზმის და ცოლიც (ელისაბედ თეილორი) არაფრად აგდებს. თავის მხრივ ცოლი ღალატობს პოდპოლკოვნიკთან, რომელსაც ურჩევნია არ მიაქციოს ყურადღბა, თუ როგორ შლის ნელნელა ჭკუაზე საკუთარი სათნო, კლასიკური მუსიკის მოყვარული ისტერიული ცოლი. თვით ფილიპინელ მსახურსაც კი, რომელიც ერთადერთი მახლობელი ადამიანია მისთვის, არ ძალუძს გადაარჩინოს საკუთარ თავზე სასტიკ მაზოხისტური გასწორებისგან. ამ ყველაფერს კი აკვირდება უცნაური ჯარისკაცი - ვუაიერი, თითქოს ანგელოზი, რომელსაც შეუძლია ვინმე მაინც გადაარჩინოს, თუ დემონი, რომელიც დაუნანებლად ღუპავს ყველას...
დუბლინელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი დღისით მამამისის მაღაზიაში მუშაობდა და თავს მტვერსასრუტების შეკეთებით ირჩენდა, ღამე კი დუბლინის ქუჩებში მღეროდა და უკრავდა. ჩეხი გოგო პიანინოზე უკრავდა და დღისით სხვადასხვა სამსახურებს იცვლიდა, ღამით კი დედას და ქალიშვილს უვლიდა...
თუ სიცოცხლე გსურთ, გირჩევნიათ ცხვირი არ შეყოთ ლოს-ანჯელესის ამ კვარტალში. ეს ძალიან საშიში ადგილია, სადაც ისეთი ბიჭები ცხოვრობენ, როგორიცაა - ტრე, რიკი და დაგბოი. ისინი იხარშებიან ამ ყოველდღიურ ჯოჯოხეთურ სამზარეულოში, რომელიც სავსეა ძალადობით, უზნეობით და ბოროტებით. ეს არის მკვლელების და ნარკომანების სამოთხე...
პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში, ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო...
ბიჭუნა ნელ-ნელა კვდება იშვიათი, უკურნებელი დაავადებით. ამას ამტკიცებს მედიცინა და ყველა მისი გამოჩენილი წარმომადგენელი, რომლებთანაც პატარა ლორენცოს მშობლები მივიდნენ. მაგრამ მშობლის სიყვარულს არ შეუძლია ამას შეეგუოს და შეუძლებელს ახდენს...
ჟან-პოლი (ალენ დელონი) და მარიანა (რომი შნაიდერი) შვებულებას სანაპიროზე, მეგობრების ვილაში, იდეალურ ატმოსფეროში ატარებენ. თუმცა საზაფხულო იდილიას მარიანას ყოფილი საყვარელი არღვევს, რომელიც მათ ესტუმრება. საბოლოოდ აუზის ფსკერზე სტუმრის გვამს აღმოაჩენენ...
საფრანგეთი, 1944 წელი. ადგილობრივი საავადმყოფოს ქირურგი, რომელიც წინააღმდეგობას ეხმარება, ცოლს და შვილს სოფელში გზავნის, მაგრამ როდესაც მათ სანახავად ჩადის, საზარელ სურათს ხედავს: ირგვლივ დახოცილი ადამიანების ცხედრებია, მათ შორის მისი ქალიშვილიც. ცოლი სულ მთლიანად არის დამწვარი. ფაშისტები კი, გამარჯვებას ზეიმობენ. გაბოროტებული ქირურგი ხელში იღებს თავის ძველ თოფს და შურისძიება იწყება...
ლუსია, ახალგაზრდა ოფიციანტი მადრიდის რესტორანიდან, მიდის წყნარ და მშვიდ კუნძულზე ხმელთაშუა ზღვაზე მას შემდეგ, რაც გაიგებს თავისი შეყვარებულის გაუჩინარებაზე, რომელთანაც ექვსი წელი იცხოვრა...
კარენ მაკკოი მრავალწლიანი პატიმრობიდან გაანთავისუფლეს, მას მხოლოდ ის გააჩნია, რაც აცვია. ადრე იგი ბანკის მძარცველი იყო, მაგრა ახლა გადაწყვეტილება მიიღო, რომ აღარ მიუბრუნდეს თავის კრიმინალურ წარსულს და დარჩენილი სიცოცხლე შვილს მიუძღვნას...
ამ დრამატულ კომედიაში, ბარი ლევინსონი რადიო-რეპორტიორის, ადრიან კრონაუერის ყოველდღიურ ცხოვრებას წარმოგვიდგენს. საიგონში, ვიეტნამის ომის დროს, ადრიანი, რომლის როლსაც რობინ უილიამსი დამაჯერებლად ასრულებს, შეიარაღებული ძალების რადიო-სადგურის წამყვანია. თავისი სასაცილო პროვოკაციების გამო, მალე მას უფროსი აითვალწუნებს... დილა მშვიდობისა, ვიეტნამო!...
მეცხრამეტე საუკუნის შუაწლები. ადა 6 წლის ასაკიდან არ ლაპარაკობს. მამამ ის მეორედ გაათხოვა, მამაკაცზე, რომელიც არასოდეს არ უნახავს. თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ის მშობლიური შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში მიემგზავრება, სადაც მომავალი ქმარი ელოდება. ის უარს ამბობს ადას პიანინოს სახლში გადატანაზე. ამ ძლიერი ქალისთვის დუმილი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. მაგრამ ადა ქმარს ვერ არწმუნებს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ეს ნივთი. პიანინოს სანაპიროზე ტოვებენ...
ეს ფილმი ნორმან მაკლინის ნამდვილი ისტორიაა, რომელიც ნორმანისა და მისი ძმის, პოლის ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს მიჰყვება და გვიჩვენებს, როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს მონტანის დასავლეთით მე-20 საუკუნის 20-იან წლებში...
ეს სამედიცინო ტერმინი ნიშნავს ადამიანის მიერ შექმნილ საკუთარ ენას, რომელიც მხოლოდ მას ესმის. ჩრდილოეთ კაროლინას ტყეებში კვდება მოხუცი ქალი. მას რჩება ქალიშვილი სახელად ნელი. გოგონა არავის იცნობდა დედის გარდა. ლაპარაკი ადამიანებივით მას არ შეეძლო და ამიტომაც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა თავის ენაზე. ექიმი, რომელმაც ნელი აღოაჩინა, სთავაზობს გოგონასთვის თავის დანებებას, მაგრამ ფსიქოლოგს ამასთან დაკავშირებით თავისი აზრი გააჩნია. ბოლოს და ბოლოს გოგონა დაბრუნდება თავის მშობლიურ სახლში...
თითქოსდა შემთხვევით დაღუპული ვეშაპის დაზღვევის მისაღებად, ოკეანარიუმის მფლობელები გადაწყვიტავენ მოკლან სამტონიანი კასატკა, სახელად ვილი. მაგრამ მათ გეგმას განხორციელება არ უწერია, რადგანაც ვილის 12 წლის მეგობარი ჯესი ჰყავს...
ჯეინის ქმარი გაურკვეველ ვითარებაში კვდება. უიმედოდ დარჩენილი, თავის 11 წლის გოგონასთან ერთად, ის იძულებულია თავის მამამთილთან გადავიდეს საცხოვრებლად, რომელიც შვილის სიკვდილში დამნაშავედ ჯეინს თვლის...
ჯონ კლუტის მეგობარი გაუჩინარდა. ჯონი გადაწყვეტს დაუკავშირდეს მისი მეგობრის შეყვარებულს, ბრიი დანიელს და სთხოვოს მას დაეხმაროს მეგობრის მოძებნაში. სანამ კლუტი მეგობრის ძებნითაა დაკავებული, ბრიის ვიღაცა უთვალთვალებს...
ენი 23 წლისაა და მას ორი ქალიშვილი ყავს, უმუშევარი ქმარი, დედა, რომელსაც ყველა სძულს და მამა, რომელიც ბოლო ათი წელი ციხეში გაატარა. ის მუშაობს ღამის დარაჯად უნივერსიტეტში, რომლის კარებში ის დღისიდაც ვერ გაბედავდა შესვლას. მის მონოტონური ცხოვრება იცვლება, როდესაც ექიმები მას განუკურნებელ ავამდყოფობაზე აცნობებენ, და რომ მას მხოლოდ ორი-სამი თვის სიცოცხლე დარჩა. ენი გადაწყვეტს რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება...
პირველი ფილმი ტრილოგიიდან კომისარ ჟიუვის დაუჯერებელ თავგადასავლებზე, რომელიც ფანტომასს დასდევს დასაჭერად. ჟან მარემ შეასრულა ასევე ჟურნალისტ ფანდორის როლი...
ვირიდიანას ბიძას, რომელმაც იზრუნა თავისი ძმიშვილის განათლებაზე, ძალიან უნდა ნახოს ის მონაზვნად აღკვეცამდე. სინამდვილეში ის დიდი ხანია შეყვარებულია თავის ძმისშვილზე. ეს ვნება იმდენად ააღელვებს ვირიდიანას, რომ ის გადაწყვეტს აღარ დაბრუნდეს მონასტერში...
ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი ოცნებობს იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე. ბუზღუნა მამიკო და მზრუნველი დედიკო, რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგეები არიან, რადგან ეშინიათ, რომ მათი ბიჭუნა დაიზიანებს თავს! და მაშინ რალფი გადაწყვეტს სანტა კლაუსს მიმართოს თხოვნით...
ერთადერთი, რაც სურდა წარმატებულ სარეკლამო აგენტ ნილ პეიჯს, ეს იყო სახლში მადლიერების დღეს დაბრუნება. ეს ხომ ადვილია: შეიძინო თვითმფრინავით სამგზავრო ბილეთი, შეასრულო კომფორტული ფრენა მშობლიურ ჩიკაგომდე და საღამოს უკვე ოჯახთან ერთად მიუჯდე სუფრას. მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს რთული ამოცანა აღმოჩნდა შესასრულებლად. გზა შინისაკენ ნილისთვის მთელი ცხოვრების დაუვიწყარი თავგადასავალი გახდება!...
"ნოტორიუსი" არის ფილმი კრისტოფერ უოლასის შესახებ. წარმოუდგენელი ნიჭით დაჯილდოებული და დიდი მონდომების შედეგად უოლასი ბრუკლინელი ნარკოტიკის რეალიზატორიდან,(ერთდროს იგი კრეკს ფეხმძიმე ქალებზეც ყიდდა) ის ყველა დროის ერთერთ უდიდეს რეპერად "ნოტორიუს ბი–აი–ჯიდ" ჩამოყალიბდა. მისი ელვისებური აღმავლობის, წარმატებისა და სახელის მოხვეჭის ისტორია, თავდაუზოგავი ბრძოლა იმედებისთვის და "ამერიკული ოცნების" ახლებური ხედვა...
ჯერ კიდევ გუშინ იური - ამბიციური ავიაკონსტრუქტორი და ქალების მუსუსი - თავის ტრიუმფთან აშორებდა ერთი ნაბიჯი. მაგრამ დღეს მას არავინ ხედავს და არც ესმით.
სამი ახალგაზრდა გადაწყვეტს ყალბი გატაცების ორგანიზებას.თუმცა ყველაფერი არასწორად წარიმართება, რადგან ნამდვილი ბანკის ძარცვა უკვე დაგეგმილი იყო ორი ტიპის მიერ...