ალექს ჰიტჩენსი, მეტსახელად ჰიტჩი, მამაკაცებს ქალთა გულების დაპყრობაში ეხმარება. მისი ბოლო კლიენტი, ალბერტ ბრენმანი, მოსაწყენი კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში, ცნობილ ალეგრა კოულშია შეყვარებული. სანამ ჰიტჩი ალბერტს ასწავლის როგორ მოიქცეს, თავად სარა მელასი შეუყვარდება. მას შემდეგ, რაც სარას საუკეთესო მეგობარს პრობლემები შეექმნება შეყვარებულთან, სარა ჰიტჩს დაუმსახურებლად შეულახავს რეპუტაციას. ჰიტჩი დაამტკიცებს თავის სიყვარულს და რთულ გზას გადის მის მოსაპოვებლად...
მესამე ნაწილის მოქმედება ვითარდება 2006 წელს გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, სადაც ამომავალი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი სანტიაგო მუნეზი იცავს მექსიკის ნაკრებს...
ფილმი გმირზეა, რომელიც გრძნობს უბედური შემთხვევის მოახლოვებას. ამით იგი ეხმარება თავის მეგობრებს და ახლობლებს, თავიდან აიცილონ კატასტროფები. მაგრამ გადარჩენილები მალევე მაინც იღუპებიან...
ახალგაზრდა ბიჭმა წინასწარ იცის, რომ სასიკვდილო ავარია უნდა მოხდეს და რამოდენიმე მისი თანატოლის სიცოცხლის გადარჩენას შეძლებს, რის შემდეგაც მათ სიკვდილი ყველგან დასდევთ...
ჯადოქარი ცოლად ჩვეულებრივ მამაკაცს გაყვა და ვერაფრით ვერ იკავებს თავს, თავისი ზებუნებრივი ჩვევები რომ არ გამოიყენოს ოჯახში საქმიანობის დროს. პოპულარულმა მსახიობმა ჯეკ უაიტმა გადაწყვიტა, რომ მის შემდეგ ტელესერიალში, მასთან უბრალო გოგონამ უნდა ითამაშოს და არა სუპერვარსკვლავმა. და თავის ტელე-ცოლის როლზე ამოარჩია იზაბელი. მაგრამ არავინ იფიქრებდა, რომ იზაბელი სინამდვილეში აღმოჩნდება ალქაჯი...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1976 წელს ეშმაკის განდევნის სეანსი, ახალგაზრდა გოგონას სიკვდილით დამთავრდა. მღვდელს, რომელმაც ჩაატარა რიტუალი, მკვლელობაში დასდეს ბრალი...
ქარს გამხმარი ფოთლები მიაქვს მიყრუებული ქალაქის ცარიელ ქუჩებში, და ამ ქუჩებიდან ერთერთზე გამოჩნდება განმარტოვებული მწირი - სამურაი სახელად სანზიურო. ის საერთოდ არ ჰგავს მომხიბვლავ ამერიკული ვესტერნის გმირებს, რომლებიც მუდამ სწორ მხარეს იჭერენ. სანზიურო - დაქირავებული მკვლელია, რომელიც მზადაა ყველაფერზე, მას არ აქვს არანაირი პასუხისმგებლობის გრძნობა, არც მორალი გააჩნია. დაუფიქრებლათ იმათ მხარეზე გადადის ვინც უფრო მეტს გადაუხდის. მისი მოწინააღმდეგეები ადგილობრივი "მაგარი ბიჭები" არიან, იმდენად ბოროტები, რომ სასაცილოებიც კი ხდებიან, ყველანაირი შეცოდების გარეშე...
ელისი თავის გზას აგრძელებს სამყაროში, რომელიც ვირუსით არის ინფიცირებული. ის გადარჩენილ ადამიანებს ეძებს, რათა უსაფრთხო ადგილას წაიყვანოს. ელისის სასიკვდილო ბრძოლა კორპორაცია ამბრელასთან ახალ ეტაპზე გადადის...
ერთი შეხედვით პარკერების ნორმალურ და მეგობრულ ოჯახს, რომელიც მუდამ სახლშია, ქალაქის დანარჩენი მოსახლეობის ყურადღებას არ უნდა მიექცია. თუმცა ასე არ მოხდა. დახურულ კარს მიღმა, ფიცხი ხასიათის ოჯახის უფროსი ფრენკი მართავს ოჯახს და ინახავს ოჯახის საიდუმლოებებს უცხო თვალისგან. საიდუმლოებები, რომლებიც შემზავარი გახდება ყველასთვის, ვინც შეეხება მათ...
უმაღლესი სკოლის მოსწავლე ედ ვოლისი დაუმეგობრდება მეზობელ ეშბის, რომელიც CIA-ს ყოფილი დაქირავებული მკვლელია და მხოლოდ რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი...
რა უნდა აჩუქო სამი შვილის დედას? პამპერსების დიდი შეკვრა თუ დამამშვიდებლები? მარლოს ძმა გადაწყვეტს მას ძიძა აჩუქოს. თუ მარლო მოახერხებს აიტანოს ნაჩუქარი ძიძის თავისებურებები, მიხვდება რომ ძალიან გაუმართლათ მას და მის შვილებს...
ლამაზი ახალგაზრდა გოგონა სარა უოკერი ოცნებობს გახდეს კინოვარსკვლავი, მაგრამ ყველა მცდელობაუშედეგო აღმოჩნდება და გახმაურებული კრახით დასრულდება. ახლა იგი დაკავებულია საძულველი საქმით, რომელიც დაავალა მას ბოსმა...
პინექლ რეკორდსს იდეალური გეგმა აქვს დასახული, იმისათვის რომ მათი ჩაძირული კომპანია გადაარჩინონ: ალდო სნოუს, მოძველებული როკ -ვარსვლავის, დიდი დაბრუნებისათვის განკუთვნილი კონცერტი. ჩამწერი სტუდიის პრაქტიკანტი აარონ გრინის დავალებაა უკონტროლო როკ- ვარსვლავი ალდო სნოუ ლოს–ანჯელესში შოუსთვის დაბრუნებაზე დაითანხმოს...
მისი ნაბიჯებისგან მიწა იძვრის. მისი გარეგნობა ნებისმიერს ააკანკალებს. მისი სიძიერის შეშურდება ნებისმიერ ძლეოსანს. მის შეჩერება არაფერს შეუძია... ჯო იანგს არ სურს ომი, თუმცა მას შეუძლია საკუთარი თავის და მეგობრების დაცვა ნებისმიერისგან, ვინც კი დადგება მის გზაზე...
ახალგაზრდა კაცს, რომელიც გზაზე აყვანილი უცნობი თანამგზავრი-მკვლელის კლანჭებს გაექცა ამავე მკვლელის დანაშაულები ედება ბრალად, რის შედეგადაც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა...
პარიზი, 1968 წლის მაისი. ათასობით ახალგაზრდა როტესტისთვის ქუჩებში გამოდის. მთავრი გმირს ფრანსუას ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 20 წელი და როგორც მისი თაობის დიდ ნაწილს, მასაც არაფერი აქვს დასაკარგი. აჯანყების დროს ფრანსუა ხვდება ლილის და მათ შორის ვნება ჩნდება...
მანამ სანამ ჩარლზ ქსავიე და ერიკ ლენშერი, პროფესორი იქსი და მაგნეტო გახდებოდნენ, ისინი უბრალოდ ორი ახალგაზრდა იყვნენ, რომლებმაც თავიანთი სუპერ ძალა პირველად აღმოაჩინეს. სანამ ისინი ერთმანეთს გადაემტერებოდნენ, უახლოესი მეგობრები იყვნენ და ერთად, სხვა მუტანტების დახმარებით ცდილობდნენ შეეჩერებინათ უდიდესი საფრთხე, რომელიც მსოფლიოს ოდესმე ემუქრებოდა...
ბოსნიაში რიგითი მისიის დროს პილოტი კრის ბარეტი შემთხვევით ფოტოზე იმას აღბეჭდავს, რაც მას არ უნდა დაენახა და როდესაც მისი თვითმფრინავი მტრის ზურგში ჩამოვარდება , ის იძულებულია სერბების სასტიკ გენერალს გაექცეს და თავი გადაირჩინოს, რაშიც მისი მეთაური, საკუთარი კარიერის ფასად ეხმარება...
ბენი და ზაკი სკოლის მეგობრები არიან. ისინი განსხვავებულ გზას ირჩევენ: ერთი იურისტი ხდება, მეორე კი ყველას ეხმარება და ცდილობს მისი მეგობარი კაბინეტიდან ამოიყვანოს. ერთხელ მოხუცი ქალი, რომელსაც იგი მოხუცთა თავშესაფარში უვლის მას შვილიშვილის მოძებნას სთხოვს, რომელიც ექსპედიციაში წავიდა და აღარ დაბრუნებულა. ჰიზერის დაბრუნება კი არც ისე ადვილია...
ფილმი მოგვითხრობს ამერიკელ წყვილზე, რომლებსაც 1920-იან წლებში სერიოზული პრობლემები ექმნებათ და ცდილობენ, ჩრდილოეთ კაროლინაში საკუთარი ბიზნესი გადაარჩინონ...
ადამი, ჯესის და პოლის რვა წლის შვილი, თავის დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაიღუპა. ექიმი რიჩარდი, სპეციალისტი გენეტიკაში, შესთავაზებს თავის ყოფილ სტუდენტს, ჯესის, შვილის კლონირებას. სამყაროს ჯანმრთელი და ბედნიერი ადამი მოევლინა. მაგრამ მას მერე, როცა ადამს რვა წელი შეუსრულდება სხვისი შიშები და მოგონებები აწუხებს!...
მე14ე საუკუნე ჯვაროსანი ბრუნდება მშობლიურ მხარეში სადაც შავი ჭირი მძვინვარებს. ეკლესიის ბრძანებით რაინდებს ევალებათ ალქაჯის სააბატოში ტრანსპორტირება, სადაც სპეციალური რიტუალი უნდა ჩატარდეს...
პოპ მუსიკის სენსაცია - ელვინი, საიმონი და თეოდორი დეივ სევილის 20 წელს გადაცილებული ძმის შვილის, ტობის ხელში ჩავარდებიან. მათ ცოტა ხნით მუსიკის გვერდით გადადება უწევთ რადგან სკოლაში უნდა დაბრუნდნენ, სადაც სკოლის მუსიკალური პროგრამა უნდა გადაარჩინონ და სხვა ბენდებთან შეჯიბრში 25000 დოლარი მოიგონ...
ტიმი და ნიკი მეგობრობენ, მეზობლები და კოლეგებიც არიან. მათი მეგობრობა იმდენად ღრმაა, რომ ერთმანეთს ბაძავენ და ცდილობენ ერთმანეთს დაემსგავსონ ყველაფერში, ოჯახები და მანქანაც კი მსგავსი ჰყავთ. მოულოდნელად მათი იდილია ირღვევა...
ნიუ-იორკის ექსცენტრული ბინადარი ბორისი გულუბრყვილო და მშვენიერ მელოდის გაიცნობს, რომელიც ნიუ-იორკის დასაპყრობად პროვინციიდან ჩამოვიდა. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ჩვენი გმირები არარეალურ რომანტიულ თავგადასავლებში ეფლობიან...
დრამა ტეხასელი კონგრესმენის ჩარლი უილსონის ავღანეთთან ფარული გარიგებების შესხებ, სადაც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში ავღანელი აჯანყებულების დახმარებას გაუთვალისწინებელი და გრძელვადიანი შედეგი მოჰყვა...
მასკა ბრუნდება.ათწლეულების შემდეგ ლეგენდარული მასკა ლოკი მოხდება კარიკატურისტის ტიმ ევერის ხელში, ვისი ახალშობილ ვაჟიც ზებუნბრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული. პატარა ძაღლტან ერთად მასკის ფანტასტიურ შესაძლებლობებს გამოცდის და ყველაფერს ტავდაყირა ატრიალებს. ნამდვილი პრობლემები ჩნდება, როდესაც თვითონ ლოკი, ეშმაკობის ღმერთი, მიემართება მაგიური მასკის საძებნელად, და რომელიც მზადაა ყველაფერზე წავიდეს მის დასაბრუნებლდ...
გოგონა ფრტენმა იცის, რომ უილბური - სრულიად განსხვავებული არსებაა - მან იცის ბევრად მეტი ვიდრე უბრალო გოჭმა. ახალ ფერმაზე გადასვლის მერე უილბური პოულობს თავისთვის კიდევ ერთ მეგებარს - ობობას სახელად შარლოტა...
მეზობლის მიერ დაჩაგრული 10 წლის ლუკას ნიკელი დაღონებული მისი ეზოს წინ ჭიანჭველების გორაკისკენ გაემართება. მწერები მას ჯადოსნური ელექსირით ზომაში დააპატარავებენ და ხოჭოს ხელას გახდიან. მას "კოლონიის" წინაშე დამნაშავედ აღიარებენ და ახლა მისი თავისუფლების დაბრუნების ერთადერთი გზა ისაა, რომ იცხოვროს ჭიანჭველებთან და ისწავლოს მათი ცხოვრების წესები...
ათი წლის ანას და ექვსი წლის ბენის ცხოვრებაში იზაბელი გაჩნდა, მათი განქორწინებული მამის საცოლე. ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ბავშვების სიყვარული დაიმსახუროს, მაგრამ ჯეკი, მათი ნამდვილი დედა, იყენებს თავის ავტორიტეტს და გავლენას, იმისათვის, რომ ეს არ დაუშვას...
ჯაშუშთა წყვილი (კლაივ ოუენი და ჯულია რობერტსი) ერთმანეთს შეეკვრებიან იმისათვის, რომ სამედიცინო ინოვაციების ბაზრის მონოპოლისტები გახდენ, რაც სავარაუდოდ დიდ მოგებას მოიტანს და მათი თანაცხოვრებაც უზრუნველყოფილი იქნება...
ბლერი და მისი ბოიფრენდი მიჩი ერთმანეთს სკაიპში ესაუბრებიან. მათ პირად ვიდეოჩატს უერთდებიან მეგობრები და კიდევ უცნობი ვიღაც. უცნობს აქვს “ნიკი” თუმცა ხმას არ იღებს და მისი ჩატიდან გათიშვაც შეუძლებელა. მეგობრები ჩათვლიან რომ ეს მხოლოდ სისტემის ხარვეზია და გართობას იწყებენ. სულ მალე უცნობი ხმას იღებს და ირკვევა, რომ მისი ჩატში ვიზიტი ერთი წლის წინ ლორა ბარნსის თვითმკვლელობას უკავშირდება.
ადელი - ეფექტური ქალია, რომელსაც ფლირტი იზიდავს. მისი ქალიშვილი ენი კი – მშვიდი და მორიდებული გოგონაა, რომელიც რეალურ სამყაროში ცხოვრობს. ერთი შეხედვით ისინი ძალიან განსხვევდებიან ერთმანეთისგან, სინამდვილეში კი საოცრად გვანან ერთმანეთს...
ფილმის მთავარი გმირი, ნოვალი ნეიშნი - ტიპიური კონკიაა. ის ჩვიდმეტი წლისაა და უკვე რვა თვის ფეხმძიმედაა და მას ცხოვრებისეული სიბრძნე და დიდი გამოცდილება აქვს. როდესაც მისი უხეში ბოიფრენდი ჩასვავს ნოვალის ნახევრად დანგრეულ მანქანაში კალიფორნიაში წასასვლელად, ის მას პირველივე გზისპირა მაღაზიაში დატოვებს...
უზარმაზარი ვირტუალური სამყაროს, აქსის მწვერვალზე, სადღაც ღრუბლების მიღმა კაენას სოფელია. არცერთი მის მცხოვრებიი არ გადასულა სოფლის ფარგლებს იქით. გოგონას მიაჩნია, რომ ის ყველასგან განსხვავებულია. მეამბოხე სულს კაენა ამოუცნობში მიჰყავს, ის მოგზაურობაში მიემართება და უცნაურ სამყაროში ხვდება...
ეს ამბავი სამ არსებაზეა, რომლებიც ყველაზე ნაკლებად გვანან მთავარ გმირებს – თაგვი, რომელსაც ურჩევნია წიგნების კითხვა მათ ჭამას; ვირთხა, რომელიც ინტრიგებს ხლართავს იმის გამო, რომ სურს სამუდამოდ დატოვოს ნესტიანი საბყრობელო; და დიდი ყურებიანი გოგონა – ვისი ცხოვრების გზები შეხვდებიან პრინცესას ამოუცნობ გზებს...
მაკქუინის და მისი მეგობარი მეიტერის შეჯიბრი უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა შედგეს, მაგრამ ჩემპიონატამდე მისასვლელი გზა რთულდება,რადგან მეიტერს საერთაშორისო ჯაშუშობას აბრალებენ...
საიმპერატორო პინგვინების მუსიკალურ სამყაროში, რომლებიც წყვილებს სიმღერით პოულობენ, დაიბადა პინგვინი სახელად მამბლი, რომელსაც არანაირი ნოტის გამოთქმა არ შეუძლია. სამაგიეროდ ის არაჩვეულებრივად ცეკვავს...
გოჭის მეგობრები გაეშურნენ ასაკრიან ტყეში თაფლის მოსაგროვებლად, ის კი დატოვეს სახლში. ეს კი ახსნეს იმით, რომ ის ჯერ ძალიან პატარაა. როდესაც პუჰი დაბრუნდა აღმოჩნდა, რომ გოჭუნა გაქრა. მეგობრები ცდილობენ იპოვონ გოჭი მისი მოგონებების ალბომის გამოყენებით...
მაქს როკატანსკი, მარტოხელა მძღოლი, ავსტრალიაში მოგზაურობს. კაცობრიობას საშინელი კატასტროფა დაატყდა თავს. მსოფლიოში საშინელი ენერგეტიკული კრიზისია. საწვავისთვის იბრძვიან ყველანაირი ხერხით, იმიტომ რომ სადაც ბენზინია – იქ სიცოცხლეა...
აშშ-ს და ვიეტნამის ომის პირველი ფაზის ჯარისკაცების ისტორია. ფილმს საფუძვლად დაედო ვიეტნამის ომში მომხდარი რეალური ამბავი. 400 ახალგაზრდა ამერიკელი ჯარისკაცი, 2000 ვიეტნამელის ალყაში - ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა შეერთებული შტატების ისტორიაში...
ქალაქ ბატერთაუნს სასტიკი მბრძანებელი ენტიტი მართავს. თავისი გავლენის გასამყარებლად ის ცდილობს მაქსი გამოიყენოს, მაგრამ ამჟამად ავტომობილების შერკინებებს, ხელჩართული მებრძოლები ცვლის. მაგრამ არენის წესები უაღრესად სასტიკია: შედის ორი, გამოდის მხოლოდ ერთი...
მკვლელობაზე სპეციალიზებულმა დეტექტივმა ტომას ქრეივენმა კაცობრიობის ყველაზე საზარელი სახე დაინახა. მან ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე სახიფათო გამოძიება უნდა ჩაატაროს: მისი ერთადერთი ქალიშვილის, ემას მკვლელი უნდა იპოვნოს...
ნიუ-იუორკის ტაქსის მძღოლი ჯერი ფლეჩერი ფარულად ასევე შეთქმულებების თეორიების გამოძიებაზეც მუშაობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როდესაც სახელმწიფოს ოფიციალური პირები მის გაჩუმებას გადაწყვეტენ. მოსამართლე ალის სატონს მისი დახმარება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, მოსამართლემ ჯერ საიდუმლოებით მოცული მკვლელობა უნდა გახსნას, რომელიც შესაძლოა ფლეჩერის თეორიასთან კავშირშია...
ციხეები იმისთვისაა შექმნილი, რომ ზოგიერთი ობიექტი სამყაროსგან გამოყო. თუმცა, პატიმრებს შორის ყოველთვის არსებულან მამაცები, რომლებიც მზად იყვნენ გაქცევისთვის. საზოგადოება ყოველთვის ოცნებობდა სრულყოფილი ციხის აშენებაზე, რომლიდანაც შეუძლებელია გაქცევა. ასეთი დაწესებულება აშენენდა კუნძულზე სან–ფრანცისკოსთან ახლოს. ციხის სახელწოდება იყო "ალკატრასი". ოცდაცხრა წლის განმავლობაშ ციხე ითვლებოდა ყველაზე სანდობიან აშშ–ს ციხედ. მასში იჯდნენ ცნობილი ქურდები, თაღლითები და თვით ალ კაპონეც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ამ საშნელი ციხის კარში შევიდა ბანკების მძარცველი ფრენკ მორისი. მან არ მოისურვა მისჯილი პატიმრობის მოხდა და კრიმინალისტიკის ისტორიაში ერთერთი უდიდესი გაქცევა მოაწყო...
ვირუსის აფეთქების შემდეგ, რის შედეგაც ადამიანები ზომბებად იქცეოდნენ ექიმებმა იპოვეს ანტივირუსული წამალი. წამლის მოქმედება მოსახლეობის 75 პროცენტზე შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ მათ მეხსიერებაში ყველა მოგონება დარჩა. მთავრობას სურს მათი საზოგადოებაში დაბრუნება, მაგრამ მოსახლეობა წინააღმდეგია...
პროფესორი კოულმან სილკი, რომელიც ახალი ინგლისის ერთ-ერთი პატარა ქალაქის უნივერსიტეტში ლექტორად მუშაობს, მომსახურესთან ფანეი ფერლისთან რომანს გააბავს. როდესაც მათი კავშირი გამოაშკარავდება, ეს სკანდალი მის თანამშრომელს და მწერალს ნეიტან ცუკერმანს დააინტერესებს, რომელიც მის წარსულში ქექვას იწყებს მასზე ბიოგრაფიული წიგნის დაწერის მიზნით. მაგრამ ცუკერმანი ღრმად შენახულ პროფესორის საიდუმლოებს წააწყდება, რომლებსაც ის უკვე ნახევარი საუკუნეა ინახავს, და თუ ისინი გამოაშკარავდება, საზოგადოებაში მის რეპუტაცია შეილახება...
ბარნი, კრისტმასი და ჯგუფის სხვა წევრები პირისპირ შეხვდებიან კონრად სტოუნბენკს, რომელმაც დიდი ხნის წინ ბარნისთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "შეუჩერებელნი". თანდათან სტოუნ ბენკსი იარაღის ულმობელი ვაჭარი გახდა და იმ ადამიანად გადაიქცა, რომლის მოკვლაც ბარნის დაავალეს…
ფილმი დიდებული ჩაპლინის ლონდონურ ცხოვრებას ადრეული ბავშვობიდან აღწერს. მუშაობა, კომუნისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით მისი შვეიცარიაში იძულებითი გამგზავრება, ჰოლივუდში ტრიუმფალური დაბრუნება და დიდებული "ოსკარი" – ფილმში ქრონოლოგიურად ენაცვლება ერთმანეთს ჩარლი ჩაპლინის ცხოვრების ამსახველი კადრები...
ბენი და საორსი დედის გაუჩინარების შემდეგ, ბებიასთან საცხოვრებლად გადადიან ქალაქში. როდესაც ისინი უკან სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ.