ფილმი მოგვითხრობს ისტორიას სამ ძმასა და მათ მამაზე, რომლებიც 1900-იან წლებში ამერიკაში ცხოვრობდნენ და თუ როგორ აისახა მათ ცხოვრებაში ბუნება, ისტორია, ომი და სიყვარული...
იდა „რედ“ უოკერი შესაძლოა ვერ გადაურჩეს ტერმინალურ ავადმყოფობას შეიარაღებული ძარცვისთვის პატიმრობაში. ის შვილს, უაიატს, ბოლო სამსახურისთვის და თავისუფლების დაბრუნების შანსისთვის დახმარების თხოვნით მიმართავს.
კიდევ ერთი ისტორია მეფე არტურისა და კამელოტის ლეგენდის შესახებ. არტურმა თავის სურვილის მიუხედავად ტახტი ლანსელოტს უნდა გადასცეს, გუინევრა კი თავისი ქმრის მიმართ ერთგულების და მისი მეტოქის სიყვარულს შორის იტანჯება ...
წარმატებული გუნდის წამყვანი მოთანაშე, ბრენდონი, მძიმე ტრავმის მიღების შემდეგ თამაშს და კარიერას სამუდამოდ ემშვიდობება. ის იძულებულია შემოსავლის სხვა წყაროები ეძებოს. და აქ მას ცნობილი ბუკმეკერი უოლტერი ახსენდება, რომელიც წარსულში ბრენტონს თაღლითობებს სთავაზობდა, რომლებზეც ვარსკვლავი ყოველთვის მკაცრ უარს ამბობდა...
ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟები საყვარელ სამ შვილთან ერთად ჯადოსნურ ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ცხოვრობენ. ერთხელაც ბლუ გადაწყვეტს, რომ უკვე დროა შვილებს ასწავლოს ნამდვილი ფრინველებივით ცხოვრება, ამისათვის საჭიროა მდინარე ამაზონის მიდამოებში გადასახლება. ბლუს მეუღლეს კი ეშინია, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლების სილამაზით მონუსხული ბავშვები ტყეებში დაიკარგონ...
მშიშარა უესლი გიბსონი აღმოაჩენს, რომ მისი ახლახანს მოკლული მამა, რომელსაც იგი არასდროს იცნობდა, საიდუმლო მკვლელთა გილდიის წევრი იყო. მას შემდეგ, რაც ტყავებში გამოწყობილი, სექსუალური ქალი, უესლის ამ საზოგადოებას წარუდგენს, იგი თავის თანდაყოლილი მკვლელობის უნარს აღმოაჩენს და შურისმაძიებელი ხდება...
ყველანი დარწმუნებულიები იყვნენ, რომ რობერტ ჰანსენი - ღირსეული მეოჯახე, საცხობის მფლობელი და კარგი მონადირე იყო. არავინ არ ეჭვობდა, რომ რეალურად ის დაუნდობელი მანიაკია...
იაპონური ანიმაციური საშინელება, ვამპირის შესახებ, რომელსაც ვიეტნამის ომიდან დაბრუნებისთანავე, აშშ-ს მთავრობა უკანასკნელი ვამპირის განადგურებას ავალებს...
რეიფ მაკკოულისა და დენი უოკერის დიდი ხნის მეგობრობა სერიოზულ გამოცდას გადის, როცა ეს ორი უმაღლესი კლასის მფრინავი და საზღვაო ექთანი ეველინ ჯონსონი სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან. მაგრამ ეს დაპირისპირება მეტოქეებად ქცეულ მეგობრებს შორის უმალ წყდება, როდესაც ისინი 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორში იაპონელების დამანგრეველი შეტევის შუაგულში აღმოჩნდებიან...
ლეონი, ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი მკვლელი, უნებურად 12 წლის გოგონას, მატილდას მეურვე ხდება. მატილდას, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს, შურისძიება სურს და ცდილობს ლეონისაგან ბევრი რამ ისწავლოს...
როდესაც დედამიწას მოულოდნელი საფრთხე დაემუქრება, გლობალური უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის, S.H.I.E.L.D დირექტორი ნიკ ფური გადაწყვეტს სუპერგმირების გუნდი შეკრიბოს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა...
ფილმი დაფუძნებულია ჰიუ გლასის რეალურ ისტორიაზე. ფილმის მთავარი გმირი დაჭრილია და იბრძვის გადარჩენისთვის ველურ დასავლეთში. მისი მიზანია შური იძიოს მეგობარზე, რომელმაც შვილი მოუკლა და სასიკვდილოდ გაიმეტა - მარტო დატოვა ველური ბუნების მკაცრ პირობებში...
მოზარდი სახელად ტომასი, იღვიძებს ლიფტში და არაფერი არ ახსოვს. ის აღმოჩნდება 60-მდე მოზარდთან ერთად, რომლებმაც შეძლეს ჩაკეტილ სივრცეში გადარჩენა. თვეში ერთხელ ჯგუფს ემატება ახალი მონაწილე. ბიჭები უკვე წლებია ცდილობენ გამოაღწიონ ამ ლაბირინთიდან. ერთხელაც, ახალი ბიჭის მაგივრად, გამოჩნდება გოგონა კომაში...
ფილმის სიუჟეტის ვითარდება 1946 წელ, ჰენრი მაკკალანს მისი ოჯახი მამამისის ფერმაში ჩაჰყავს მისისიპიში. სანამ ჰენრი მიწაზე მუშაობითაა დაკავებული, მის ცოლს ლორას, უჭირს გარემოსთან შეგუება...
1960 წელს ლონდონის გარეუბანში მომხდარი ისტორია მოზარდ გოგონაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება როდესაც ქალაქში ასაკით მასზე ორჯერ დიდი ფლეიბოი ჩავიდა...
ოფიცრების შმიდტისა და ჯენკოს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, მას შემდეგ რაც კოლეჯში მუშაობდენენ ფარულ აგენტებად. მათ მეგობრობას განსხვავებული ინტერესები უქმნის საფრთხეს...
როდესაც კინგსმენის შტაბბინას თავს დაესხმებიან და ახალი ბოროტმოქმედი გამოჩნდება, ეგსი და მერლინი იძულებულები არიან, რომ ამერიკულ სააგენტო სტეიტსმენთან ერთად იმუშაონ, რომ სამყარო გადაარჩინონ...
შუახნის კრიზისის ზღვარზე მყოფი მაიკ ო'დონელი ოცნებობს ხელმეორედ გაიაროს მოზარდობის ასაკი. და აი, ერთ მშვენიერ დილას აღმოაჩენს, რომ ზუსტად ის მიიღო, რაც სურდა. იგი კვლავ 17 წლის არის. ზრდასრული ადამიანის გონებით მოზარდის სხეულში გამოკეტილ მაიკს ეძლევა შანსი, რომ ზოგიერთი მისი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება შეცვალოს. ეს გადაწყვეტილებები არც თუ ისე ცუდი ყოფილა, როგორც მას აქამდე ეგონა...
თანამედროვე განძის მაძიებლები, არქეოლოგ ბენ გეითსის ხელმძღვანელობით განძის სკივრს ეძებენ, რომელიც გადმოცემის მიხედვით ჯორჯ ვაშინგტონს, თომას ჯეფერსონსა და ბენჯამინ ფრანკლინს ჰქონდათ გადამალული დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში. განძის ადგილმდებარეობა დაშიფრულია კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობის დეკლარაციაში...
მეგობრებმა ზაფხულში მანქანით ადამიანი გაიტანეს. ისინი ჩათვლიან, რომ იგი გარდაიცვალა და ზღვაში გადააგდებენ. ერთი წლის შემდეგ წერილს მიიღებენ, ვიღაცამ მათი საიდუმლო იცის...
ბოროტმოქმედებმა იყიდეს მათთვის მოპარული უახლესი მიკროსქემა, რომელსაც მთელი სისტემის ნეიტრალიზება შეუძლია. ჩადეს ის სათამაშო მანქანაში, რათა საზღვარზე გადაეტანათ. აეროპორტში აღმოჩნდა, რომ პარკში სათამაშო არ არის, ირგვლივ კი დადიან ადამიანები ზუსტად ასეთი პარკებით. ძებნა დაიწყეს, რის შედეგადაც პაკეტისთვის ჩიკაგოში მოუწიათ გაფრენა...
მას შემდეგ, რაც ეროვნული საგანძურის ძიების პირველი მცდელობისას მათ სიმდიდრე და სიყვარული იპოვეს, ბენჟამინ ფრანკლინ გეითსსა და დოქტორ აბიგაილ ჩეისს, კვლავ უერთდებათ ენაკვიმატი პარტნიორი - რაილი პული, რათა კიდევ ერთხელ იმოგზაურონ ამერიკის ისტორიაში. ახლა, როცა მან ხელთ იგდო ჯონ უილკს ბუთის დიდი ხნის წინ დაკარგული დღიურის ფურცლების დასტა, ბენ გეითსი პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შესახებ სიმართლის დადგენას ცდილობს...
მეცნიერი ვილ როდმანი ცდილობს ალცჰეიმერის დაავადების განსაკურნი საშუალების გამოგონებას. ის მაიმუნებზე ცდის ახალ პრეპარატს, რომელსაც საოცარი გვერდითი მოვლენა აღენიშნება - პრეპარატი რამდენჯერმე ზრდის მაიმუნების ინტელექტს. მთავარი გმირი შიმპანზე ცეზარი აცნობიერებს რა თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, სხვა მაიმუნებთან ერთად აწყობს აჯანყებას ადამიანების წინააღმდეგ...
ის დაიბადა 6 საათზე მეე–6 დღეს მე–6 თვეში. წინასწარმეტყველების მიხედვით, მსოფლიოს დასასრული დადგება, უკანასკნელი შებრძოლება ბნელი და ნათელი ძალების, და მის დასაწყისი სატანას შვილის დაბადებაა...
ფილმი ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს იმის შესახებ, რაც ალპინისტ აარონ რელსტონს იუტაში, უკაცრიელ კანიონში დამტვრევის დროს თავს გადახდა. ხუთი დღის განმავლობაში რელსტონი ცდილობს გადარჩეს და საჭირო ადგილამდე მისასვლელად 65 ფუტის სიმაღლის კლდეზე, 8 მილის მანძილზე აცოცდეს. მისი თავგადასავლის განმავლობაში მას ახსენდება მეგობრები, საყვარლები, ოჯახი და ორი მთამსვლელი, რომლებსაც იგი ამ შემთხვევამდე ცოტათი ადრე ნახავს...
ფილმში ნაჩვენებია რთული ურთიერთობები, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ანასტასიას და ახალგაზრდა ბიზნესმენის კრისტიან გრეის შორის. ის არწმუნებს გოგონას დადოს მასთან კონტრაქტი, რომელიც მისცემს მას უფლებას ფაქტიურად აკონტროლოს მთელი მისი ცხოვრება...
მეორე მსოფლიო ომის მოსაგებად ამერიკელები ბრუკლინელ, ფიზიკურად სუსტ სტივ როჯერსს სუპერ-ჯარისკაც "კაპიტან ამერიკად" გადააქცევენ. როჯერმა ადოლფ ჰიტლერის იარაღების მმართველი, სასტიკი "წითელი ჩონჩხი" უნდა შეაჩეროს. იგი ორგანიზაციის ლიდერია, რომელიც უდიდეს საიდუმლო ძალას ფლობს, რისი მეშვეობითაც მსოფლიოს დაპყრობაა შესაძლებელი...
მათ დაიპყრეს ტოკიო, რიო, ლოს-ანჯელესი და ლონდონი. მაგრამ მსოფლიო აღარ თამაშობს მათი წესებით. დეკარდ შოუ ემუქრება დომინიკ ტორეტოს და მის ოჯახს. მან შური უნდა იძიოს ძმის სიკვდილისთვის...
კრიმინალების უმოწყალო ბანდის მიერ ახალგაზრდა როკ გიტარისტის ერიკ დრეივენისა და მისი საცოლის სასტიკი მკვლელობიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, დრეივენი, ჰიპნოტური ყვავის მეთვალყურეობის ქვეშ სამარიდან ბრუნდება, რათა შური იძიოს.
მამაცმა ბრიტანელმა არქეოლოგმა, ლარა კროფტმა შესაძლოა ყველაზე მნიშნველოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა გააკეთა: სფერული სხეული, რომელსაც მითიურ პანდორას ყუთთან მივყავართ. საუბედუროდ, ეს უკანასკნელი ბოროტ მეცნიერს, ჯონათან რაისს ჩაუვარდება ხელში. იგი ხელოვნური ვირუსებით მოვაჭრეა და აპირებს, ყუთის საიდუმლოება, როგორც გამანადგურებელი იარაღი ისე გაყიდოს...
ეს არის რადიოს წამყვანის, ფერელის ამბავი, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობს გახდეს საუკეთესო მამინაცვალი თავისი ცოლის ორი შვილისთვის, მაგრამ ყველაფერი მაშინ რთულება, როდესაც ბავშვების თავაშვებული მამა გამოჩნდება და ფერელს გამოიწვევს ვინ უფრო უკეთ შეძლებს ბავშვებზე შთაბეჭდილების მოხდენას...
ნამდვილი ისტორია პილოტ - ბერი სილზე. ის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბოინგ 747-ის პილოტი იყო ამერიკაში, მალე კი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. მისი ცხოვრების სტილი ისეთივე ექსტრემალური იყო, როგორც მისი ბიზნესი...
ჰოლანდია, მეჩვიდმეტე საუკუნე. მშვენიერი ყვავილების ბოლქვებს შეუძლია სიმდიდრე ან დამამცირებელი სიღარიბე მოიტანოს. ამსტერდამის მაცხვორებლებს მათთვის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ: ტყუილი, ღალატი და მკვლელობაც კი. ღარიბი მხატვრის სიყვარულმა, მდიდარი კაცის მიმზიდველი ცოლისადმი შეიძლება ბევრი პრობლება შექმნას...
თავგადასავლების მაძიებელი მეგობრები ბოლივიის გაუვალ ჯუნგლებში მიემგზავრებიან. თუმცა მას შემდე, რაც წინამძღოლი ქრება და მეგობრები ველური ბუნების პირისპირ აღმოჩნდებიან, დაუვიწყარი თავგადასავალი გადარჩენისათვის ბრძოლად გადაიქცევა...
ბელა სვონი ფორქსში გადადის საცხოვრებლად. გოგონას პრობლემა ის არის, რომ მისი ვამპირი შეყვარებული ედვარდ კალენი ქალაქიდან გაემგზავრა. იგი შვებას ჯეიკობ ბლეკთან მეგობრობაში პოულობს. მალე ის საუკუნეების მანძილზე არსებული კონფლიქტის მონაწილე აღმოჩნდება...
ბელა სვონი საცხოვრებლად მამასთან, წყნარი ოკენის ჩრდილო-დასავლეთით, პატარა ქალაქში გადადის. ედვარდ კალენი, იდუმალი პიროვნება, მისი კლასელია, რომელიც 108 წლის ვამპირი აღმოჩნდება. ედვარდის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ბელას იგი მაინც შეუყვარდება, რაც მისი მხრიდან საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდება. იგი საფრთხეში იგდებს საკუთარ სიცოცხლეს, როდესაც სისხლისმსმელების კლანი - კალენების კლანს დაუპირისპირდება...
სიეტლში საიდუმლო მკვლელობები ხდება. შურისძიების წყურვილით გაბრუებული ვამპირი აგრძელებს ბელას ძებნას, რომელიც კვლავ აღმოჩნდა სასიკვდილო ხიფათში. ამის გარდა, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულსა და ჯეიკობის მეგობრობას შორის. მან იცის, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ვამპირებსა და მაქციებს შორის..
თანამედროვე ქალაქი, დასახლებული სხვადასხვა ცხოველებით, დიდი სპილოები პატარა თაგვები. ქალაქი იყოფა რაიონებად და აქ ასევე არის ელიტარული უბანი საჰარის ტერიტორიაზე, ასევე არასტუმართმოყვარე ტუნდრათაუნი. ქალაქში არის ახალი პოლიციელი, მხიარული კურდღელი ჯუდი ჰოპსი, რომელიც სამუშაოს პირველი დღიდანვე აცნობიერებს თუ რა ძნელია იყო პატარა და ფუმფულა დიდ და ძლიერ პოლიციელებს შორის. ჯუდი ცდილობს პირველი შესაძლებლობისთანავე წარმოაჩინოს საკუთარი თავი იმის მიუხედავად, რომ მისი მეწყვილე არის მელია ნიკ უაიდლი. მათ ერთად მოუწევთ რთული საქმის გამოძიება, რის გამოაშკარავებამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს...
ბელა სვონი და ვამპირი ედვარდ ქალენი დაქორწინდნენ. თაფლობის თვის გასატარებლად ისინი რიო დე ჟანეიროში მიემგზავრებიან, სადაც ბელა მალე აღმოაჩენს რომ ფეხმძიმედაა. ბავშვის გაჩენისას სიკვდილის პირას მყოფი, ის ედვარდის დახმარებით უკვდავი ხდება. მათი გოგონას დაბადება მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს, რომელიც აიძულებს ქალენების კლანსა და მათ მომხრეებს ვამპირთა საბჭოს ლიდერებს დაუპირისპირდნენ...
ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ჰქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ...
ქოული ყურებამდეა შეყვარებული მის ძიძაზე. ლამაზ, ჭკვიან და საკუთარ თავში დარწმუნებულ გოგონაზე. ერთხელ იგი გადაწყვეტს არ დაიძინოს და მას უთვალთვალოს, მაგრამ სიტუაცია იცვლება. ძიძა ცივსისხლიანი მკვლელი აღმოჩნდება, რომელიც თვით ეშმაკს ემსახურება...
დომენიკ ტორეტო ლოს-ანჯელესის ქუჩის მრბოლელია და რამოდენიმე სერიოზული ძარცვის განხორციელებაშია ეჭვმიტანილი. როდესაც ბრაიან ოკონერი, ტორეტოს ბანდის წევრი გახდება, მას ტორეტოს და შეუყვარდება. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს ვის მხარეს აირჩევს: ბანდის, თუ ლოს-ანჯელესის პოლიციის...
ორმაგი თამაში, სადაც პოლიციის ოფიცერი ბრაიან ოკონერი და მისი მეგობარი, ყოფილი დამნაშავე რომან პირსი, ერთად "შავი" ფულის გადატანას ახორციელებენ მაიამიში მოქმედ კარტერ ვერონასთვის. რეალურად კი ისინი, ფარულ აგენტ მონიკა კლემენტესთან ერთად მუშაობენ ვერონას დასამარცხებლად...
ქალაქში გადარჩენის მიზნით, განუყრელი მეგობრები - ციყვი ელიუკი და ვირთხა ბადი, გაემართებიან მაღაზიისკენ, სადაც მათი საყვარელი საკვები კაკალი ინახება. ისინი დაგეგმავენ ყველაზე დიდ ძარცვას, ძარცვის ისტორიაში. მათი მიზანია მაღაზიიდან მოიპარონ კაკალი, მაგრამ მათ არიციან, რომ კაკლების მაღაზია ბანკის მძარცველების საფარია, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მოიპარონ ბანკიდან ფული და მიწისწქვეშა გვირაბის დახმარებით ფულის ჩანთები შეცვალონ კაკლის ჩანთებით...
ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან...
ციხის განაჩენის თავიდან ასაცილებლად, შონ ბოსუელი საცხოვრებლად მამასთან გაემგზავრება ტოკიოს ღარიბ უბანში. შონს ქუჩის მრბოლელთა არალეგალურ სამყაროში გამოიჭერენ...
მორიგი დავალებისას კლავენ მკვლელს, რომლის სინდისზეც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეა. იგი იმ ქვეყნიდან 24 საათით ბრუნდება, რათა შეძლოს მისი სულის გადარჩენა...
ჟან-დო და მარეკი პოლიციაში მუშაობენ და ერთად ებრძვიან ნარკობიზნესს. მარეკი ახალ განყოფილებაში გადაჰყავთ და ჯგუფური დანაშაულის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლის ტექნოლოგიების შემუშავებას. სულ მალე პირველი საქმე გამოჩნდება. უზარმაზარი სატვირთო მანქანები მაქსიმალური სისწრაფით სამხრეთ ესპანეთიდან ჩრდილოეთ საფრანგეთში მიექანებიან...
ყოფილი პოლიციელი ბრაინ ოკონორი ყოფილ პატიმართან დომ ტორეტოსთან ერთად კანონის საპირისპირო მხარეს არიან. მათ შემდეგ რაც ბრაიანმა და მიამ დონი დაიხსნეს, კანონისგან თავის დასაღწევად მათ მრავალი წინააღმდეგობა გადალახეს. ახლა ისინი რიო დე ჟანეიროში არიან და ბოლო საქმე უნდა განახორციელონ...
ბობ პარმა უარი თქვა თავის გმირულ წარსულზე, რათა დროს მორგებოდა როგორც სადაზღვევო ზარალის შემფასებელი და თავის ერთ დროს გმირ ცოლთან ერთად სამი შვილი აღეზარდა. საიდუმლო დავალების მიღების შემდეგ, ის კვლავ ირგებს თავის გმირულ სამოსს...
მას შემდეგ რაც დონი და ბრაიანი იყვნენ რიოში და გაძარცვეს ერთი ძლევამოსილი დამნაშავე, ისინი და მთელი მათი ჯგუფი დაიშალნენ მთელ მსოფლიოში. მათ რაღა თქმა უნდა გაინაწილეს 100 მილიონი დოლარი და ყველაფერი დაიწყეს თავიდან, ახალი სახელებით და ა.შ. მაგრამ მათ არ შეეძლოთ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება…