ღმერთი აძლევს ყველას რაღაცას, რომ უკეთესნი გახდნენ. ახალგაზრდა გოგონა ბესის, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთის განცალკავებული თემიდანაა, შეუყვარდება ბიჭი - იანი. ის მუშაობს საქაჩ დანადგარზე ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები წინაამღდეგნი არიან, ბესი და იანი დაქორწინდებიან. ბესი ღმერთს სთხოვს, რომ მისი რჩეული სულ მასთან იყოს. იანი დაბრუნდება ბესთან დასახიჩრებული და დაინვალიდებული, უბედური შემთხვევის გამო, რომელიც სამსახურში შეემთხვა...
პატარა ბიჭი მთელ თავის დროს უთმობს შევარდენის გაწრთვნას და მოვლას. მან ბევრი დამცირება, ფიზიკური ძალადობა და უსიამოვნება გადაიტანა. მისი გული გაბზარულია, მაგრამ ნებისყოფა ძლიერი...
შრი-ლანკიდან გამოქცეული მეომარი ცდილობს თავი დაიმკვიდროს პარიზის გარეუბანში. სამშობლოდან ის ბავშვიან ქალთან ერთად გამოიქცა, რომელსაც თავის ოჯახად ასაღებს...
იანუში გამომძიებელია და მისი გაკვირვება არც ისე ადვილია. არ არსებობს სამსახურში სიტუაცია, რომელსაც იგი ვერ უმკლავდება. მაგრამ საკუთარი ანორექსიული ქალიშვილის წინაშე, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის დედის გარდაცვალებას, თავს უძლურად გრძნობს...
გიომს ისე უყვარს თავისი დედა, რომ ყველანაირად ბაძავს მას მანერებით და ქცევებით. უცნაური ინტერესები, აუხსნელი ქმედებები აიძულებს სხვებს იფიქრონ, რომ ყველაფერი არც ისე მარტივია, ახალგაზრდა ადამიანის ცხოვრებაში...
ისტორია სამხრეთ აფრიკის მოსახლეობის მიმართ უსამართლობისა და ტვირთის შესახებ. ნელსონ მანდელას გაპრეზიდენტების შემდეგ შეიქმნა კომისია, რომლის მთავარი მიზანია გამოავლინოს არის თუ არა ღირსი ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა პოლიტიკური დანაშაული, შეეხოს ამინისტია...
ფილმის მთავარი გმირი ლიამი გიტარისტია, რომელიც უარს ამბობს მობილური კავშირის გამოყენებაზე, არ რეგისტრირდება სოციალურ ქსელებში და დარწმუნებულია, რომ მისი პოზიცია სწორია. იგი ათწლეულის მანძილზე ხვდებოდა ნატალის, რომელთანაც უთანხმოება აქვს. დაშორებისას ისინი მუსიკალური კოლექციის გაყოფასა გადაწყვეტენ, რომელსაც ამ დროის მანძილზე ერთად აგროვებდნენ. შეძლებს კი ერთ-ერთი კომპოზიცია მათი ურთიერთობის გადარჩენას...
ნარკოტიკის მკურნალობის კურსის შემდეგ ცნობილი კინომსახიობი იძულებულია იცხოვროს თავის ალკოჰოლიკ დედასთან, რომელიც აგრძელებს დამოკიდებულებას თავის ქალიშვილებთან, როგორც ადრე, როცა ისინი პატარები იყვნენ. სიტუაციას ამძიმებს მისი პირადი ცხოვრება, მაგრამ ფილმის გმირი თავის თავში პოულობს ძალებს...
პროდიუსერი ჯეიმს ბალარდი და მისი ცოლი ქეთრინი ეროტიული თავგადასავლების მაძიებლები არიან. ამასთან ორივეს სხვა გატაცებაც აქვთ - ეს ავტომობილებია. ერთხელ ჯეიმსი საშინელ ...
პოსტაპოკალიფტური ინგლისის მოშორებულ მხარეში, რომელიც უცხოპლანეტელების მიერაა მიტაცებული, მოზარდი გოგო საკუთარი მშობლების ფერმას იცავს დამნაშავეებისაგან...
ახალგაზრდა გოგონა სახელად ელენა მთელი თავისი ცხოვრება საპასუხისმგებლო მისიისთვის ემზადება, რომლის შედეგზეც მთელი კაცობრობის ბედია დამოკიდებული. მას გულწრფელად სჯერა, რომ იგი ზუსტად ამ მიზნისთვის დაიბადა. მაგრამ მთავარმა გმირმა არ იცის, რომ იგი დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტის მხოლოდ პატარა ნაწილია. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ელენა, ალექსის გაიცნობს, რომელიც გადაწყვეტს გოგონას დაუმტკიცოს, რომ მისი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული არ არის…
ტიერმა დატოვა შვეიცარია დიდი ხნის წინ, ახლა კი ბრუნდება იქ თავის მეგობარ სოფისთან ერთად, რომ დაესწროს ბებიის დაკრძალვას. შვეიცარიაში ის გაიგებს, რომ უზარმაზარი ქონება ერგო მემკვიდრეობით, მაგრამ სანამ ის ამ ქონებას მიიღებს, უნდა დაამტკიცოს, რომ იცის თუ როგორ დახარჯოს იგი ჭკვიანურად...
ცოლ-ქმარი ჩქარობს ნავსადგურში ბოლო გემზე, რომელიც მათ საკუთარ კუნძულზე გადის. გზაში გოგონა ბიჭს დაინახავს, რომელიც პირდაპირ გზის ნაპირზე აგდია დაჭრილი. ეს ფაქტი შეიძლებოდა დავიწყებას მიცემოდა, რომ არა ერთი გარემოება. ისინი კვლავ ხვდებიან ბიჭს და ეხმარებიან მას. სწორედ აქ იწყება თრილერი:ვნება, რისკი და გრძნობების თამაში...
ფილმი გადაღებულია ოლივერ სთოუნის სცენარის მიხედვით. ამერიკელი ოფიცერის მეუღლე და შვილი, პარიზის კაფეში, ისლამისტი ტერორისტების დადებული ბომბის აფეთქების დროს იღუპებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, 1993 წელს, ის ყოფილ იუგოსლავიაში იბრძვის, სადაც ხანძრის დროს, ფეხმძიმე სერბ ქალს გადაარჩენს. ეს სასტიკი და სულისშემძვრელი დრამა საშინელ ომს გმობს, რომლის შეჩერებაც ვერაფრით ხერხდება...
ლერაბის ოჯახში მნიშვნელოვანი ამბავი უნდა მოხდეს – უმცროსი ძმის ქოწილი. პატარძლის მზითვი მისცემს ძმებს საშუალებას მონოპოლისტები გახდნენ კომუნიკაციის ბაზარზე, მაგრამ ყველა გეგმა იშლება, როდესაც პარიზიდან ლამაზმანი საბრინა ბრუნდება...
მარინა და ნილი მონ-სენტ-მიშელიდან ოკლაჰომაში ბრუნდებიან, სადაც პრობლემები იწყება. ნილი რომანს აჩაღებს ჯეინთან, მარინა კი ქმარს ჩარლისთან ღალატობს. ორივე მათგანი დასხმარებლად მიმართავს მოძღვარ ქუანთინს, რომელიც პირადი ცხოვრების არქონის გამო იტანჯება და მთლიანად ჩაფლულია თავისი მრევლის ცხოვრებაში...
ისტორია ძაღლზე, რომელიც დაეხმარა ჯარისკაცებს დაბრუნებულიყვნენ ავღანეთიდან ა.შ.შ.-ში. იმის შემდეგ რაც ძაღლმა მიიღო ტრავმა, მწვრთნელმა გადაწყვიტა ის წაეყვანა სახლში...
ფრანკო ძეფირელის გენიალური ფილმი, გადაღებული უილიამ შექსპირის შედევრის მიხედვით. დიდებული იტალიელი რეჟისორი, უილიამ შექსპირის პიესათა ეკრანიზაციის ყველაზე საუკეთესო ოსტატად ითვლება. ოსკარის ორი ნომინაციის მფლობელი ფრანკო ძეფირელი, წარმოგიდგენთ უკვდავი "ჰამლეტის" საკუთარ ვერსიას...
ლერი და მარკი მიემგზავრებიან უიქენდზე და დაუტოვებენ თავიანთ შვილს უბრალოდ “კარგ კაცს” ფრენკს. მეორე დღის დილას წყვილს ურეკავენ პოლიციიდან და ეუბნებიან, რომ მათი სახლი გადატრიალებულია და შვილი არსად არ ჩანს. ადგილზე პოლიცია ასევე ნახავს ვიდეოკამერას, სადაც ჩაწერილია წინა ღამის მოვლენები. მხოლოდ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ მშობლები გაიგებენ სად გაქრა მათი შვილი და რა მოხდა იმ ღამეს… როცა ფრენკი ზეიმობდა 30-ე დაბადების დღეს!...
ფლეი სახლში აპირებს წვეულების გამართვას და პატიჟებს მთელს უბანს. მისი მეგობრები აპირებენ რეპი იმღერონ. მათთან ერთად მოდის რამდენიმე პოლიციელი რათა ყურადღება მიაქციოს წვეულებას. აგრეთვე მეზობელი მეუღლესთან ერთად და სამი ადგილობრივი ბანდიტი...
როდესაც გოგონა როზას მოსამსახურედ აიყვანენ არავის ეგონა, რომ მათი ცხოვრება კარდიანლურად შეიცვლებოდა. როზას მათ მოწყენილ ყოველდღიურობაში ახალი სექსუალურ ენერგია და თავგადასავლები შეაქვს...
ახალგაზრდა კაცი იღვიძებს ოთხ წლიანი კომის შემდეგ და იგებს რომ მისი სკოლის შეყვარებული მსოფლიოს ერთ ერთი ცნობილი მამაკაცთა ჟურნალის ფურცლებზე ხვდება.ის და მისი გიჟი მეგობარი გადაწყვეტენ მთელი ქვეყნის გადაკვეთას, რათა შეიჭრან ჟურნალის წვეულებაზე და დაიბრუნონ გოგონა...
ემა ბოვარის ისტორია, რომელსაც კონფლიქტი აქვს თავის შექმნილ ”წიგნის” სამყაროსთან და მკაცრ რეალობასთან. გმირი ვერ ეგუება თავის მოსაწყენ და მძიმე ცხოვრებას. იგი საკმაოდ სარისკო ნაბიჯებს დგამს, რომელთაც ემა ტრაგიკული ფინალისკენ მიჰყავთ. (გუსტავ ფლობერის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია)...
ვუდის გმირი სთავაზობს თავის მეგობარს სუტენიორობის მომსახურეობას პატარა ბიზნესში - სასიყვარულო თამაშები მდიდარ ქალებთან. ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ერთი-ორი სულელური და კომიკური ამბაის შემდეგ, მეგობრები მიხვდებიან, რომ ისინი მიცურავენ სიყვარულის და ფულის დინების წინააღმდეგ...
კელის ბანდას, რომელიც მისი ძმის და კიდევ რამდენიმე კაცისგან შედგება, დაშინებული ყავდა მთელი ვიქტორიის შტატი. ბანკის ძარცვა და სამი პოლიციელის მკვლელობა ეს ნაწილია იმ კრიმინალური დანაშაულებებისა რაც ჩაუდენია ამ ბანდას. თითქოს ამ ბიჭებს იღბალი არასდროს არ მოშორებიათ. ერთხელ ნედმა ერთ სახლში მხიარული წვეულება მოაწყო, ბანდა ელოდებოდა მატარებელს დასაყაჩაღებლად, მაგრამ არავის წარმოედგინა რომ მათი ჩანაფიქრი სასიკვდილო ბრძოლად გადაიქცეოდა.
1940-იანი წლების მიწურულს, მართა ბეკი და რაიმონდ ფერნანდესი სკანდალურად სახელგანთქმულნი იყვნენ როგორც "მარტოხელა გულების მკვლელები". მათი ფატალური თაღლითობის სქემა მარტივი იყო. ისინი მოატყუებდნენ და შემდეგ უმოწყალოდ გამოასალმებდნენ სიცოცხლეს ყველა იმ მარტოხელა ქვრივს, რომელიც გამოეხმაურებოდა მათ პირად განცხადებას გამოქვეყნებულს გაცნობის მიზნით, სადაც რეი, თავისთავს მიმზიდველ ლათინოს საყვარლად აღწერდა. ფილმი აგებულია ნამდვილ ისტორიაზე...
მოლი მარტოხელა მომუშავე დედაა, ის აღმოაჩენს მშვენიერ მამას თავისი ბავშვისთვის, ბავშვს მაიკს ურჩევნია ჯეიმსი ტაქსისტი ძიძა, რომელსაც აქვს ის რასაც შეუძლია მათი გაბედნიერება. მოლი არც კი განიხილავს მას... ბავშვი ეშმაკობებით ცდილობს იმოქმედოს სანამ გვიან არ არის...
ჯეფების საოჯახო წყვილმა გადაწყვიტა დეტექტივები გამხდარიყვნენ პირადი ემოციური პრობლემების მოგვარების სფეროში. მათი პირველი კლიენტი – ალბერტ მარკოვსკია, რომელსაც ცნობილ საბითუმო ქსელში მომავალი კარიერის შიშები სტანჯავენ. გამოძიების პროცესში ჯეფები ეცნობიან ალბერტის ახლობლებს და ხვდებიან, რომ მათ ყველას მათი დახმარება ესაჭიროებათ...
ახალგაზრდა გოგონას ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც მისი დედა უჩინარდება. მისი ცხოვრება ხანგრძლივი ემოციური შეკავებაა სახლში. გოგონა ბედავს დაარეგისტრიროს დედა არარსებულად...
ჯიან ჰემილტონი - ახალგაზრდა მარტოხელა დედა, რომელიც ორი ქალიშვილს ზრდის და ცდილობს მათვის იდეალური დედა და დაქალი იყოს. შექმნილ იდილიას აფუჭებს მისი გაუთავებელი მცდელობები პირადი ცხოვრების ასაწყობად - მორიგი ბოიფრენდთან დაშორების მერე, ჯიანი აგროვებს ტანსაცმელს და მიემგზავრება სხვა ქალაქში ბედნიერების საპოვნელად. ჰოლი მისი უფროსი ქალიშვილია, რომელიც უკვე საკმაოდ დაიღალა ასეთი ცხოვრებისგან, გადაწყვეტილებას მიიღებს თავისი გეგმა შეამუშავოს, რომლის თანახმად მან დედისთვის იდეალური მამაკაცი უნდა იპოვოს...
დიზაინერული კომპანიის თანამშრომლები შვებულებაში გაემგზავრებიან ტროპიკულ კუნძულზე. დასვენება დამთავრდა და დაიწყო ქაოსი მას შემდეგ, როდესაც მათ წინაშე წარმოიშვა პირველი სერიოზული სირთულე...
1789 წელს, როდესაც რევოლუცია მიდიოდა ბანდიტი, სახელად "შავი ტიტა", სოფელ როუსილონის შემოგარენს შიშში ამყოფებდა.ღარიბი ხალხი მას პატივს სცემდა, როგორც რობინ ჰუდს, რომელიც თავს რევოლუციონერად აცხადებდა...
კილერი, რომელიც თავის აგენტთან ერთად სამი წელი მუშაობდა, ერთ დღესაც გადაწყვეტს და ტოვებს პროფესიას. ღამის ჰოგკონგში ის უცნაურ ადამიანებს ხვდება, გოგონას, რომელიც უცნაურად გაუჩინარებულ შეყვარებულს ეძებს, მუნჯ გამყიდველს, რომელიც უცანური მეთოდებით ცდილობს მყიდველთა მიზიდვას...
კელვინი, ედი, ტერი, ჯიმი, აიზეკი, რიკი და დინკა ჯერ კიდევ მუშაობენ თავის საყვარელ სალონში. ჯინა, სტილისტი მეზობელი სალონიდან, სცდილობს ყველანაირად ჩაერიოს მათ ბიზნესში. კელვინი კვლავ იბრძვის თავისი მამის საპარიხმახეროს შესანარჩუნებლად. ამ ჯერად ხელისუფლების ძალების წინააღმდეგ რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ შეცვალონ ყველა მცირე საოჯახო დაწესებულებები მსხვილ თანამედროვე ფირმებზე. მაგრამ ჩვენმა მეგობრებმა ზუსტად იციან, რომ ნამდვილი მეგობრობა და სიყვარული არასოდეს გავა მოდიდან...
კელვინი, ედი, ტერი, ჯიმი, აიზეკი, რიკი და დინკა გადაწყვეტენ სადალაქოს გახსნას. ჯინა სტილისტია მეზობელი სილამაზის სალონიდან და ყოველნაირად ცდილობს ხელი შეუშალოს მათ საქმიანობას. კელვინი იბრძვის თავისი მამის საქმის შესანარჩუნებლად და იწყება მათ შორის ბრძოლა...
ფრენკ და ჯეკ ბეიკერები მუსიკოსი ძმები არიან, ისინი მცირე ზომის კლუბებში უკრავენ. დროთა განმავლობაში მათი მუსიკის მიმართ ინტერესი იკლებს, მაშინ ისინი გადაწყვეტენ მომხიბლავი ვოკალისტი ქალის მიწვევას...
ფილმი მოგვითხრობს მარტოხელა თაღლითი ჯონის შესახებ, რომელიც თანამზრახველად ახლახანს დაობლებულ თინეიჯერ ბიჭს, ლუისს გაიხდის. ისინი საგზაო თავგადასავლების ძიებას დაიწყებენ, თუმცა მალე ეს თავგადასავლები ძარცვებსა და თაღლითობაში გადაიზრდება...
მუსიკალური ნაკრები აკრძალვის ერაში ამერიკის სამხრეთში, სადაც "ბრმა ღორის" შემსრულებელი და კლუბის მენეჯერი რუსტერი ებრძვიან განგსტერებს, რომლებსაც თვალი უჭირავთ ამ კლუბზე, ამასობაში პიანისტმა და მისმა პარტნიორმა პერსივალმა უნდა გააკეთონ არჩევანი მის სიყვარულ ანჯელსა და მამის ობლიგაციებს შორის...
ფილმს მიენიჭა 2006 წლის ოსკარი კატეგორიაში - "საუკეთესო უცხოური ფილმი". სოუეტო - ღარიბი დასახლებაა იოჰანესბურგის მახლობლად. აქ მცხოვრებთა ერთადერთი მიზანია - გადარჩნენ ნებისმიერ ფასად! ცოცი - ქუჩური ბანდის ახალგაზრდა და დაუნდობელი მეთაურია. ერთხელაც, როდესაც მანქანას გაიტაცებს, აღმოაჩენს, რომ მარტოა პირისპირ, ჩვილ ბავშვთან, რომელიც შემთხვევით მანქანის უკანა სკამზე აღმოჩნდა. ამ დღიდან მასში იწყება შინაგანი ბრძოლა, სისასტიკესა და სიყვარულს შორის...
უხსოვარ დროს როდესაც დედამიწაზე დადიოდნენ გნომები და გიგანტები ხოლო დრაკონები იტაცებდნენ მზეთუნახავებს, უშიშარი ჯადოქრები იცავდნენ ადამიანებს ურჩხულებისგან, ერთერთი მათგანი იყო დრუიდების აღზრდილი გარალტი რივიიდან ...
ლენა - საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილო 19 წლის გოგონა, რომელსაც უწევს კამათი არა მხოლოდ საკუთარ დედასთან, არატრადიციული მედიცინის თერაპევტთან, არამედ მისი მეგობარ ბიჭთან, რომელსაც სურს იმაზე მეტი, ვიდრე მას უნდა. ლენა დედის ნაჩუქარი ბილეთით გაემგზავრება ტაილანდში, სამწუხაროდ ოცნებები მზეზე, პლაჟზე და გარუჯვაზე მას გადაექცევა ნამდვილ კოშმარად, რადგან მოყვება ავიაკატასტროფაში...
სიუჟეტი ექვსი ადამიანის გარშემო ტრიალებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთი სეზონით წიგნების კლუბში გაერთიანდნენ, მწერალ ჯეინ ოსტინის რომანების განსახილველად...
გამოიცანით, რა უნდა მოხდეს წარმატებული სარეკლამო მენეჯერის ცხოვრებაში, რომელსაც მშვენიერი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავს, უფროსად კი სიმპატიურ შვილის ასაკის ყალთაბანდს დაუნიშნავენ...
ჩარლზ დიკენსის რომანის ეკრანიზაცია, გათანამედროვებული ვერსია. როდესაც ახალგაზრდა ფინმა ესტელა პირველად ნახა, მისი გულისცემა აჩქარდა. მიუხედავად წინასწარმეტყველების, რომელიც ამბობს, რომ ვნება ესტელას მიმართ მას არაფერ კარგს არ მოუტანს, ფინი ცდილობს მომხიბვლელი გოგონას გულის დაბყრობას. წლების შემდეგ, სადუმლო კეთილისმსურველის დახმარებით, ახალგაზრდა ფინი ნიუ–იორკში აღმოჩნდება, სადაც კვლავ შეხვდება თავის სიყვარულს.
ამ ცეკვას არ ასწავლიან საბალეტო სკოლაში,მისი მოძრაობები გამოცდილ ქორეოგრაფებს არ მოუგონიათ, იგი იბადება მეგაპოლისის ქუჩებში. მუშათა კლასის ახალგაზრდები მონაწილეობას იღებენ ქუჩის შეჯიბრებში. ადგილის დასამკვირებლად საჭიროა აჯობონ საუკეთესოს საუკეთესოთა შორის...
აიდან ბლუმის ისტორია - მსახიობი, მეუღლე და მამა, რომელიც 35 წლის ასაკში კვლავ ცდილობს იპოვოს, მისი ცხოვრების მიზანი. მისი ორი შვილის ცხოვრების სწავლებით, აიდანი თანდათან ავლენს საკუთარი თავის ზოგიერთ თვისებას, რომელიც მას ადრე არ შეუნიშნავს...
ფილმი მეგობრების თავგადასავალს მოგვითხრობს, რომლებიც ტრადიციისამებრ საზაფხულო არდადეგებზე ბორდოს ახლობლად მდებარე კონცხზე მიემგზავრებიან. როდესაც ისინი ერთმანეთს თავიანთ ცოდვებს უმხელენ, ატმოსფერო ძალიან იძაბება...
ვიქტორია ესპანელი გოგოა, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. ერთხელ კლუბიდან გამოსვლისას ის გაიცნობს ოთხ ადგილობრივ ბიჭს, რომელიც პირდება ნამდვილი ბერლინის ჩვენებას. თუმცა, მხოლოდ ღამის ქალაქში გასეირნებით არ შემოიფარგლება საქმე: თურმე ბიჭებს ძველი ვალი აქვთ დასაბრუნებელი და რადგან ისინი ნასვამები არიან ვიქტორიას სთხოვენ საჭესთან დაჯდომას...
თავის მეგობრებში ოლივია ერთადერთი გაუთხოვარია. აქ შურის საბაბიც არის - სანამ ის ცდილობს პირად მარტოობას დააღწიოს თავი, მეგობრებმა მთელი თავიანთი ცხოვრება უზრუნველყვეს. პარალელურად მათაც შურთ ოლივიას დამოუკიდებლობის...