როდესაც ყელაზე გაყიდვადი ბიოგრაფი ავტორი, ლი იზრაელი ვეღარ აქვეყნებს თავის შემოქმედებას, რადგან აღარ შეესაბამება თანამედროვე გემოვნებას, ის გადაწყვეტს, რომ თავისი ნიჭი სხვა გვარად გამოიყენოს, რაც საბოლოოდ მის წინააღმდეგ შემოტრიალდება...
სამი სხვადასხვა კუთხით დანახული ერთი ისტორია კალიფორნიელების შესახებ, რომლებიც ფულის შოვნას გეგმავენ და ამისათვის ნარკოტიკებს მოიხმარენ და ყიდიან, ლას-ვეგასში ფულზე და სექსზე თამაშობენ და გიჟური ცხოვრების გამოცდილებას იღებენ...
ფილმი მოგვითხრობს ამბავს მეფეზე, რომელიც ცდილობს უხელმძღვანელოს სამშობლოდან გამოძევებულ საკუთარ ხალხს და მათ შესახებ, ვინც თამაშობს გარკვეულ როლს მის მისტიურ გეგმებში...
კეილ ფიშერის ცხოვრებაში სანატრელი წამი დგება - როგორც იქნა მომხიბვლელ ლორაზე ქორწინდება. ქორწილამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. მანამდე კი კეილი მეგობრებთან ერთად ლას-ვეგასში დაუვიწყარ წვეულებას აწყობს...
ობოლი და-ძმის ისტორია რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება, თუ როგორია ტოკიოს დაბომბვის შედეგად იაპონიის სოფელში ბავშვების ბრძოლა შიმშილთან, სიძნელეებთან, სიამაყესთან და საკუთარ თავთან...
ოცი წლის უოლესმა და შანტრიმ გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე და მაშინვე, მათ შორის ნაპერწკალმა გაირბინა. ახალგაზრდები დაიწყებენ ურთიერთობას და აღმოჩნდება, რომ ისინი - სულით თანამოაზრეები არიან, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ...
მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული უფროსკლასელი კოისო კენჯი, თანატოლი გოგონასგან მოწვევას იღებს და მასთან ერთად მიემგზავრება. ბიჭი ვერც კი წარმოიდგენს თუ რა თავგადასავლები ელის წინ...
წმინდა ვალენტინის დღეს განვითარებული საშინელი ამბებიდან 10 წლის შემდეგ, ტომი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მის ჩამოსვლას თან რამოდენიმე მკვლელობა მოჰყვა და ეჭვიც მასზეა. ახლა მან სარასთან ერთად ნამდვილი მკვლელი უნდა მოძებნოს, რომ გაჩენილი ეჭვები გააქარწყლოს...
მარსზე მისიის დროს მომხდარი შტორმის შემდეგ, მარკ უოტნი ჩამორჩა ეკიპაჟის წევრებს. ყველას ჰგონია რომ ის მოკვდა, მაგრამ უოტნი გადარჩა და მთელს პლანეტაზე მარტო აღმოჩნდა. ის ცდილობს გადარჩეს და დედამიწაზე დაბრუნდეს. ენდი უირის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.
1978 წლის ზაფხულში, ფილმის გადაღების დროს მეგობრების ჯგუფი მატარებლის საშინელ ავარიას შეესწრება. სულ მალე მათ ეჭვი უჩნდებათ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. ქალაქში უცნაური გაუჩინარებებისა და აუხსნელი მოვლენების ჯაჭვი იწყება. ადგილობრივი შერიფი ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, რომელიც ბევრად უფრო შემაძრწუნებელი აღმოჩნდება ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.
ათეულობით ლოს-ანჯელესელი ვალენტინის დღეს სისხამ დილას ხვდება და შუაღამემდე აღნიშნავს. აქედან სამი წყვილი ერთად გაიღვიძებს, მაგრამ თითოეული ურთიერთობა მალე საპნის ბუშტივით გაქრება. ღირს კი რომელიმე გადასარჩენად? დაწყებითი სკოლის მოსწავლე ბიჭს თავისი პირველი, ნამდვილი სიყვარულისათვის ყვავილები სჭირდება. ორი უფროსკლასელი ბიჭი პირველი სექსის ღამეს გეგმავს; სპორტული გადაცემის რეპორტიორი დავალებას იღებს ლოს-ანჯელესში რომანტიკული თავგადასავალი იპოვნოს. ცნობილი ფეხბურთელი თავის მომავალზე ოცნებობს. ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს თვითმფრინავში ხვდება. ბებია და ბაბუა უკვე წლებია ერთად არიან და მათ ახლა კრიზისი აქვთ. ხოლო ვახშამი, სახელწოდებით "მე ვერ ვიტან ვალენტინის დღეს" მარტოსულებს და მოტყუებულებს ელოდება. მოასწრებს თუ არა, თავის საქმეს კუპიდონი შუაღამემდე?...
ინდოეთი, მე-19 საიკუნე: ერთი ღარიბი სოფლის ტუმბადას განაპირას ცხოვრობს ამ სოფლის ბატონის თავნება უკანონო შვილი ვინაიაკი, რომელსაც აკვიატებად ექცა წინაპართა მითიური საგანძურის ხელში ჩაგდება. ეჭვი აქვს, რომ ამის შესახებ ყველაფერი მისმა გრძნეულმა დიდმა ბებიამ იცის. ბებიასთან დაპირისპირება საბოლოოდ საგანძურის მცველამდეც - ბოროტ სულამდე მიიყვანს. ყველაფერი რამოდენიმე ოქროს მონეტით იწყება, მაგრამ ვინაიაკის სიხარბეს ზღვარი არ აქვს. საბოლოოდ, განკითხვის დღეც დგება...
ახალგაზრდა ბიჭი ლუკი და მისი ბებია საკუთარ სასტუმროში დიდ შეკრებას ელოდებიან, ალქაჯების საერთაშორისო შეკრებას, რომელზეც მთავარი ალქაჯიც უნდა ჩამოვიდეს, ის გეგმავს ყველა ბავშვი თაგვად აქციოს...
ჰანსელი და გრეტელი გერმანელ მწერლებს ძმებ გრიმებს ეკუთვნის, რომელიც პირველად 1812 წელს გამოქვეყნდა. ზღაპარი მოგვითხრობს პატარა და-ძმა ჰანსელზე და გრეტელზე, რომლებიც დაიკარგნენ უღრან ტყეში. მათ ბოროტი კუდიანი კანიბალი დასდევს მოსაკლავად, თუმცა და-ძმა მას ჭკუაში აჯობებენ და ცოცხლები გადარჩებიან...
„ „სუპერმენის სიკვდილის“ შემდეგ , მსოფლიო „ „ფოლადის კაცის“ დაკარგვას ჯერ კიდევ გლოვობს, რაც ურჩხულთან მის ფატალურ ბრძოლას მოჰყვა. თუმცა, როგორც კი მისი სხეული მიწას მიებარა, სუპერმენის ფარის ოთხი ახალი მატარებელი გამოჩნდა, რომელმაც მისი ადგილი უნდა დაიკავოს. კრიპტონის უმცროსი შვილი, სუპერბიჭი, სტილი და კიბორგ სუპერმენი - ყველა მათგანი ცდილობს შეავსოს ვაკუუმი, რაც მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ამასთანავე, სუპერმენის სიკვდილმა სამყაროს ამცნო, რომ დედამიწა დაუცველია. შესძლებენ ეს ახალი სუპერმენები და სხვა დარჩენილი გმირები საწინააღმდეგო დაამტკიცონ?...
ქალი ბრუნდება მის ორთოდოქსულ ებრაულ ოჯახში მამამისის, რავინის გარდაცვალების შემდეგ. საზოგადოების აღშფოთებას იწვევს მისი ინტერესი, რომელიც ბავშვობის მეგობრისადმი გაუჩნდება...
ერთ ოჯახში შობა დღეს, „ „საიდუმლო სანტას“ გათამაშებისას, უცნობი თავდამსხმელი ალკოჰოლის მაგივრად დიდი რაოდენობით ნატრიუმის პენტოტალს ჩაასხამს. ოჯახის წევრებმა უნდა მოახერხონ და როგორმე უდანაკარგოდ გადაიტანონ ეს ღამე.
ტბის პირა სახლში დასასვენებლად წასული დედა 2 პატარა ქალიშვილთან ერთად, ვერც კი წარმოიდგენს რამხელა გასაჭირი ელის წინ. ისინი ნიღბიანი ფსიქოპატის დაგებულ მახეს უნდა გადაურჩნენ...
მდიდარი მხატვრები და კოლექციონერები ნებისმიერ თანხას გადაიხდიან როდესაც ხელოვნება მომგებიან ინვესტიციას წარმოადგენს. ისინი მზად არიან დანაშაულიც კი ჩაიდინონ, რადგან ადამიანის სიხარბესა და მომხვეჭელობას საზღვარი არ აქვს. როდესაც ასპარეზზე ახალი ნიჭიერი ხელოვანი გამოდის ყოველი ადამიანი, ვინც პირადი სარგებლობისკენ მიისწრაფვის, მისტიური და ჯოჯოხეთური ძალის სამიზნე ხდება...
მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი მედესანტეები მტრის ხაზის მიღმა აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა გერმანიის რადიო კოშკის განადგირების მისიის დროს პატარ ქალაქში, ნორმანდიის გარეთ. სამიზნემდე მიღწევის შემდეგ მედესანტეები გააცნობიერებენ, რომ ნაცისტებთან ბრძოლის გარდა, მათ ასევე უნდა იბრძოლონ საშინელი, სისხლიანი და ულმობელი არსებების წინააღმდეგ, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტის შედეგია.
პლასტიკური ქირურგიის გენიოსმა, ექიმმა ლედგარდმა, გენეტიკური ექსპერიმენტების გზით, შექმნა ხელოვნური ადამიანის კანი. ის აწარმოებს ნადირობას იმ ნაძირალაზე, რომელმაც დიდი ხნის წინ მისი ქალიშვილი გააუპატიურა. მის სისასტიკეს და შურისძიების სურვილს საზღვარი არ აქვს...
ფილმი სრულიად მოულოდნელ პასუხს გასცემს მუდმივ კითხვას : ვინ "იყო ან არ იყო" შექსპირი. სინამდვილეში ვინ იმალება ამ უდიდესი ადამიანის სახელის უკან?...
მოქმედება თანამედროვე ჩიკაგოში, არეულობის პერიოდში ხდება, ოთხი ქალისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, გარდა თავიანთი გარდაცვლილი მეუღლეების კრიმინალური წარსულისა, ბედისწერის სადავეებს ხელში იღებს და შეთქმულებას აწყობს.
ახალგაზრდა ქალი უკვალოდ გაქრა ქორწილის მეხუთე წლისთავის აღსანიშნავ დღეს. საეჭვო ქცევის და ტყუილების გამო ყველას ეჭვმიტანილად მისი მეუღლე ნიკი მიაჩნია...
ჰელოუინის ღამეს საშინელებათა პარკში, კოსტიუმირებული მკვლელი რიგრიგობით სასტიკად კლავს უდანაშაულო სტუმრებს, რომელთაც ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხიარულობების შემადგენელი ნაწილია...
წარმოსახვით სამყაროში, სადაც მანქანები არიან მოქალაქეები, ერთი გასაცოდავებული ტაქსის მძღოლი გადაწყვეტს გზების მეფე გახდეს თავის მშობლიურ ქალაქში. მალე მიხვდება, რომ იყო შენს თავთან მართალი უფრო მნიშვნელოვანი მიზანია ცხოვრებაში, ვიდრე პირადი დიდება. შესაძლებელი კია, რომ ერთი შავ-ყვითელი „ „არარაობა“, რომელსაც ელიტის წარმომადგენლები და „ „განგსტერი“ სატვირთოები ემუქრებიან, გამოწვევებს შეეჭიდოს და „ „საყოველთაო გმირი“ გახდეს?...
ტყეში მიტოვებულ ქოხში ნაპოვნი იქნა ორი გოგონა. იდუმალი გზით ისინი ცხოვრობდნენ ცარიელ სახლში 5 წელი. ისინი მიჰყავთ ერთადერთ ნათესავებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს. მაგრამ გოგოები მარტონი არ არიან, მათ ყავთ დედა და ის გამოდის წყვდიადიდან...
ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტს უწევს მნიშვნელოვანი მემკვიდრის დაცვა. შემზარავი გატაცების შემდეგ ორივეს სიცოცხლე საფრთხეშია, ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოახერხონ გაქცევა...
მთელი მხიარულება მაშინ იწყება, როდესაც მარტოხელა ქვრივი - ობოლ მელიის შვილს სახელად ტოდს აიყვანს. იგი მალე საყვარელ ლეკვ კუპერს შეხვდება. ისინი ერთად იზრდებიან ტყეში და განუყრელი მეგობრები ხდებიან. მაგრამ მალე მოვა ის დღე, როდესაც მათი მეგობრობა სასწორზე დაიდება...
ავგუსტი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც უყვარს ვიდეო თამაშები, მის ძაღლთან ერთად სეირნობა, "ვარსკვლავური ომების" ყურება, დაიკოსთან ჩხუბი და შერიგება, მაგრამ ამავე დროს იგი ჩვეულებრივი ბიჭი არაა: მას არასოდეს უვლია სკოლაში. იგი გენეტიკური დეფორმაციით დაიბადა - მას სახე არ აქვს. მან 30 ოპერაცია გადაიტანა და მიუხედავად ამისა, მაინც არ გავს სხვა ბავშვებს, ერთ დღეს კი მას სკოლაში წასვლა მოუწევს. მისი თანატოლები ცუდად ექცევიან, მაგრამ მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაამტკიცოს, რომ გარეგნობას მნიშვნელობა არ აქვს...
გარი მისი ოცნების ქალზე, სამანტაზე ქორწინდება. სამანტაც იდეალურ ქმრად და ხუთი წლის ლუკასის პოტენციურ მამად თვლის. თავად ბიჭი კი ასე არ მიიჩნევს. იგი არ ესაუბრება მამინაცვალს, საერთოდ უცნაურად იქცევა, არ ეკონტაქტება სხვა ბავშვებს, მის გარეშემო ყოველთვის უბედური შემთხვევები ხდება. გარი სპეციალურ თერაპიაზეც კი დადის, სადაც მამინაცვალები მათი შვილების უსაქციელობის შესახებ ჰყვებიან...
სიუჟეტის ცენტრშია პატარა ჩიტი – სახელად პლოი, რომელმაც ფრენა ვერ ისწავლა. ზამთარი ახლოვდება, და პლოიმ ფრენის სწავლა უნდა იჩქაროს, რადგან ძალიან მალე მთელი მისი იჯახი თბილ ქვეყნებში გაფრინდებიან. მოკლედ პლოის ტყეში დარჩენა მოუწევს, სადაც ბევრი სირთულე და საფრთხე არსებობს. თუმცა, ტყეში პლოის მეგობრებიც ჰყავს, რომლებიც მას ბევრ რამეში დაეხმარებიან. ეს სერიოზული გამოცდა იქნება პლოისთვის, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა და მეგობრების დახმარების იმედი მას, ყველაფერთან გამკლავებას შეაძლებინებს, როგორც ამბობენ – მთავარია არ დანებდე ...
მღვდელი და მისი ახალბედა მოსწავლე ვატიკანმა რუმინეთში გააგზავნა, რათა გამოიძიონ ახალგაზრდა მონაზვნის მკვლელობა და წინ აღუდგნენ ბოროტ, დემონურ ძალას მონაზვნის სხეულში...
ორმოცს გადაცილებულ კალ ვივერს მისი ოცნების სამსახური, ლამაზი სახლი და მშვენიერი შვილები ჰყავს, ცოლი კი ჯერ კიდევ კოლეჯის ასაკიდან შეუყვარდა. მაგრამ კალი იგებს რომ ემილიმ, მისმა ცოლმა უღალატა და ამიტომ განქორწინება სურს, მისი "იდეალური" ცხოვრება კი ნელნელა ინგრევა...
ამ ჩახლართულ სასიყვარულო ისტორიაში, კაცი ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაკვლევს უცნობს, რომელსაც შეუძლია წარსულის მრავალი სატანჯველიდან განწმენდაში დაეხმაროს. თუმცა მისი გეგმები ჩაიშლება, შეხვდება რა ქალს, რომელსაც სულ სხვა გეგმები აქვს...
ახალბედა პოლიციელი ამელია დონაჰი უერთდება ლინკოლნ რაიმს, ყოფილ დეტექტივს, რომელიც პარალიზირებულია ხერხემლის დაზიანების გამო. მათ "ძვლების შემგროვებლის" სახელით ცნობილი საშინელი სერიული მკვლელი უნდა დაიჭირონ. მკვლელს თავისებური ხელწერა აქვს, იგი დანაშაულის ადგილას ორაზროვან მინიშნებებს ტოვებს...
ყოფილი გემის კაპიტანი, ბარონ ფონ ტრაპი, ამჯერად ქვრივი თავის შვიდ შვილთან ერთად ზალცბურგის მახლობლად ცხოვრობს. სახლში დისციპლინა და წესრიგი სუფევს, მაგრამ ის მაინც გადაწყვიტავს ბავშვებს აღმზრდელი დაუქირაოს. ყველაფერი იცვლება, როდესაც სახლში მარია გამოჩნდება...
"60 წუთიანი ომიდან" მრავალი წლის შემდეგ დედამიწას გიგანტური რგოლები ანადგურებენ. ისინი შთანთქავენ პატარა ქალაქებს, რათა აღიდგინონ რესურსები...
16 წლის ლინა ვიკასის ამბავი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ბალტიისპირეთიდან ციმბირში გადაასახლეს. გულანთებული ხელოვანი სულისშემძვრელ გზას თავის ნახატებთან ერთად გადის...
ახალგაზრდა მოცეკვავე ნომი ცდილობს ლას–ვეგასში წარმატების მიღწევას, ბრწყინვალე სამყაროში მოხვედრა და ყველაზე წარმატებულ შოუში მონაწილეობა მისი ოცნებაა. პირველი ნაბიჯების გადასადგმელად ის დათანხმდება ერთადერთ იმ მომენტისთვის რეალურ სამუშაოზე – სტრიპტიზ ბარში, შემდეგ კი ის გაიცნობს ლას–ვეგასის სცენის დედოფალს კრისტალს. თავისი გავლენის გამოყენებით, კრისტალი მოაწყობს ნომის თავის შოუში და შეიყვანს მას ნამდვილ ლას–ვეგასის შოუ–ბიზნესის სამყაროში – ღალატის და ინტრიგების სამყაროში, რომელშიც სექსი ძალაუფლების დონეზეა.
დრაივერმა 10 წელი ციხეში გაატარა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მის ძმის მკვლელზე შურისძიებას გეგმავდა. ახლა როცა ის თავისუფალია, მისი გეგმის განხორციელებას ორი ადამიანი ეღობება წინ:პოლიციელი და და დაქირავებული მკვლელი. ამასობაში საიდუმლო, რომლითაც დრაივერის ძმის მკვლელობაა მოცული სულ უფრო და უფრო ღრმავდება.
ქალაქში ყველამ იცის ამბავი მოხუც დეიდა ეზელზე, რომელიც ტკბილეულს და გოგრის ღვეზელს ჰელოუინისთვის ბავშვებისგან ამზადებს. მეზობელმა თინეიჯერებმა გადაწყვიტეს ჰელოუინის დღესასწაულზე მას მიუკაკუნონ და გაარკვიონ სიმართლე...
ზომბების აპოკალიფსი ემუქრება პატარა სამოთხის მძინარე ქალაქს. შობას სარა და მისი მეგობრები აღმოჩნდებიან დიდი განსაცდელის წინაშე. მათ მრავალი რამის გაკეთება მოუწევთ, რომთავიანთ საყვარელ ადამიანებამდე მიაღწიონ. ისინი მალე აღმოაჩენენ, რომ გარშემო არავის ნდობა არ შეუძლიათ გარდა ერთმანეთისა...
1980-იანი წლების პატარა ქალაქი მონტანა .14 წლის ჯო ჯენეტისა და ჯერის (დიასახლისისა და გოლფის პროფესიონალი მოთამაშის) ერთადერთი შვილია. მათთან ახლოს, კანადის საზღვართან ტყეში უმართავი ხანძარი მძვინვარებს. ჯერი, რომელიც სამსახურს კარგავს, და მასთან ერთად, ცხოვრების მიზანსაც, გადაწყვეტს ხანძართან მებრძოლთა არმიას შეუერთდეს, ცოლს და შვილს კი თავიანთი თავის ანაბარად ტოვებს.
ლოს-ანჯელესი 1949 წელი, ბრუკლინში დაბადებული განგსტერთა მეფე მიკი კოენი ქალაქს განაგებს. ყველაფერი მის კონტროლს ექვემდებარება. პატარა საიდუმლო დანაყოფი, რომელიც რამდენიმე პოლიციელისგან შედგება ცდილობს განსხვავებული გზებით ებრძოლოს დანაშაულებრივ დაჯგუფებას.
ამ ფილმში ყოფილი დეტექტივი შეეცდება უკაცრიელ კუნძულს მიაღწიოს, სადაც ციხეა საშიში დამნაშავეებითვის. მის მიზანს კი ოჯახის მკვლელობისთვის შურისძიება წარმოადგენს...
დაუდგენელმა ადამიანმა სოციალური მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს კადრებს, თუ როგორ მოიტაცა ორი უცნობი და როგორ განიზრახა ერთ-ერთის მოკვლა დღის ბოლომდე. მისი განზრახვაა, რომ კაპიტალური "სასამართლო" ჩაატაროს. ხელისუფლებისთვის აშკარა გახდა, რომ ონლაინ საზოგადოებამ მოსამართლისა და ჟიურის როლი უნდა შეითავსოს...
ლიზა კონროი არის გენერალური მენეჯერი გზატკეცილზე მდებარე სპორტული ბარისა, სახელად Double Whammies. ის ზრუნავს და იცავს თავის თანამშრომლებს ყველაფრის ფასად - მაგრამ ერთ დღეს, მისი ოპტიმიზმი ყველა მიმართულებით შეილახა ... Double Whammies ყიდის დიდ, უცნაურ ამერიკულ ფანტაზიას, მაგრამ რა მოხდება მაშინ, როდესაც რეალობა სააშკარაოზე გამოვა?...