ახალგაზრდა გოგონა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იღვიძებს, არაფერი ახსოვს. აქ მოხვედრამდე მას საქმრო ჰყავდა, ჰქონდა სამუშაო და ჩვეულებრივ ცხოვრებას ეწეოდა. ახლა კი მას სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ, რომელთაგანაც არცერთი არ დასტურდება...
მეოცე საუკუნის დასაწყისი, ევროპა ომმა მოიცვა, რუსეთის იმპერია უფსკრულის პირასაა. იდუმალი გრეგორი რასპუტინის მოულოდნელი გამოჩენა მეფის სასახლის კარზე იწვევს აღშფოთებას. რასპუტინი სასწაულებრივად განკურნავს ტახტის მემკვიდრეს ავადმყოფობისგან. დედოფალი დარწმუნებულია, რომ გრეგორი უბრალოდ ადამიანი კი არა ადამიანი ღმერთია რადგან ის ისეთ სასწაულებს აჩვენებს ხალხს რის გაკეთებაც უბრალო მოკვდავს არ შეუძლია...
სიმონი, ღრმად რელიგიური მამაკაცი, ცხოვრობს მეოთხე საუკუნეში. მას სურს ახლოს ყოფნა ღმერთთან, ის მიცოცავს სვეტზე. ეშმაკს სურს ჩამოვიდეს დედამიწაზე და აცდუნოს კაცი...
შონ კემბელი თავის შვილთან ერთად დისნეილდენდში მიემგზავრება, თუმცა სამსახურეობრივი დავალების გამო მას მგზავრობის გადადება უწევს. შონი, რომელიც ნიუ-იორკის ნავთობ-კომპანიის სპეციალისტია უფროსისგან დავალებას იღებს - მან ტბაში მუშების მიერ დაკარგული მოწყობილობა უნდა მოძებნოს...
ქმრის ძებნა ანჟელიკას ზღვის სანაპოიროსთან მიიყვანს, სადაც ჟოფრეი დე პეირაკის კვალი ქრება. სამეფო ხომალდის კაპიტანი მას დაარწმუნებს, რომ ბორტზე ავიდეს და მათ გაჰყვეს...
ულამაზესი, მაგრამ ღარიბი არისტოკრატი ანჟელიკა იძულებულია ცოლად ჟოფრეის გაჰყვეს, რომელიც დროთა განმავლობაში შეუყვარდება. შეყვარებულები ბედნიერად ცხოვრობენ ციხე-სიმაგრეში, ვიდრე მათთან სტუმრად მეფე არ მიბრძანდება. ქალის სილამაზით მონუსხულ ლუდოვიკო XIV–ს სურს ანჟელიკა მისი ტყვე გახდეს...
კონსტანტინ ოგოროდნიკოვი კოლონიიდან გამოდის, დროზე ადრე. ყველა განვითარებული ამბის შემდეგ: მეგობრების დაღპვის, ციხის... ის სხვა ადამიანად იქცა. მას სურს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. მაგრამ პირველ რიგში დაღუპული მეგობრის ხსოვნისთვის, რომლის სიკვდილში ის უნებლივ დამნაშავეა, უნდა იპოვოს ერთი ადამიანი... მაგრამ შეხვედრა ჩვიდმეტიწლის დაშკასთან მის გეგმებს შეცვლის... მას კვლავ უამრავი გამოცდა ელის წინ...
სასწაულით იგი სიკვდილს გადაურჩება და ბრუნდება სახლში, სადაც ის დაიბადა. ახლა ამ სახლში მისი ცხოვრების სიყვარული ცხოვრობს. მაგრამ მისი ოცნება ბედნიერებაზე ინგრევა: იგი გაიგებს, რომ მისი სიყვარული მტრის ქალიშვილია...
ყოფილი ლეგენდარული მკვლელი კენშინ ხიმურა გახდა სამურაი, რომელსაც სთავაზობენ დაეხმაროს იმათ ვინც გასაჭირშია, რათა გამოისყიდოს თავის წარსულის ქმედებები. ერთ-ერთი ოპერაციის დროს იგი წააწყდება კაორუ კამიეის. მათ შორის ურთიერთობა თანდათან ვითარდება, მაგრამ კენშინს როგორც ყოველთვის, თავისი წარსული ახსენებს თავს...
ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს ორი ჩეხოსლოვაკელი ჯარისკაცის ნამდვილ ისტორიას და ერთ-ერთ ყველაზე ბოროტ ნაცისტ დამნაშავეზე რაინჰარდ ჰაიდრიხზე, რომელსაც მეტსახელად - პრაღის ჯალათი უწოდეს...
კურტ ვონეგუტის რომანის ეკრანიზაცია. ამერიკელი ჯაშუშის ისტორია, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომის დროს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდა თავისიანებს. ომის დასრულების შემდეგ ის გაასამართლეს, როგორც ნაცისტი. გადის წლები და მამაკაცი ცდილობს თავისი უდანაშუალობა დაუმტკიცოს ყველას...
1941 წელი. ოკუპირებული საფრანგეთი, ინტერნირებულ პირთა ბანაკი.ოკუპანტმა ხელისუფლებამ დააპატიმრა კომპარტიის გამოჩენილი პირები. დაპატიმრებულთა შორისაა იდეების ერთგული მარქსისტი ტიმბო, ის ავტორიტეტია პოლიტიკურ პატიმართა შორის. აქვეა 17 წლის გი მოკე, შეყვარებული რომანტიკოსი, რომელიც მოგვიანებით თავისუფალი საფრანგეთისთვის მსხვერპლად შეწირული სიმბოლო გახდება. ნანტში შურისძიების სახელით, წინააღმდეგობის მებრძოლებმა გერმანელი ოფიცერი მოკლეს. ჰიტლერი საოკუპაციო არმიის მხედართმთავარს უბრძანებს საპასუხოდ კონტრ ზომები მიიღონ და დახვრიტონ არანაკლებ 15 ფრანგისა. სასიკვდილო ხალხს ინტერ ბანაკიდან არჩევენ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპანტების აზრით, ტერორისტთა პოლიტიკურ იდეებს იზიარებენ...
ფილმში გამოყენებულია ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის სამინისტროს კინოარქივებიდან ამოღებული მასალები, აგრეთვე ჰიტლერის პირადი ფოტოარქივები. ფილმს მიღებული აქვს ”ოქროს გლობუსი” და კინოკრიტიკოსების პრიზი, დოკუმენტური ფილმების VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე ლეიფციგში...
ანჟელიკა აღმოსავლეთში აღმოჩნდება და არაბი სულთანის მებრძოლების ტყვედ ჩავარდნილი ჰარამხანაში მოხვდება, თუმცა, ქმრის სიყვარულის ერთგული რჩება. ერთადერთი გრძნობა, რომელიც ანჟელიკას გულში ანთია - ეს საყვარელი ადამიანის ნახვის სურვილია...
მეფე ლუდოვიკო XIV ანჟელიკას დავალებას აძლევს: მოელაპარაკოს სპარსეთის ელჩს, რათა მან საფრანგეთთან გააფორმოს კონტრაქტი. მიზნის მისაღწევას ქალი მთელ თავის მომხიბვლელობას იყენებს. ელჩი თანხმდება წინანადებას, სანაცვლოდ კი ანჟელიკას ითხოვს...
გაერთიანებამდელ ჩინეთში ქინის მეფე აგზავნის მის ხარჭას მეტოქე სამეფოში, რათა მოიძიოს მკვლელი პოლიტიკური შინაარსით, მაგრამ აღმოაჩენს რა მეფის ბოროტებას, იგი ნაკლებ გაბედულად მოქმედებს...
მამაკაცს შეუყვარდება სხვა ქალი და მასთან გადაწყვიტავს საცხოვრებლად გადასვლას.კაცს არ უნდა,რომ თავისი მეუღლე განქორწინებით დააამციროს და ამიტომ გადაწყვიტავს ცოლი მოკლას...
ერთ ერთი სასტუმროს ბარში ერთმანეთს ბიზნესმენი და ქილერი შეხვდნენ.მათ ორივეს სჭირდება ერთმანეთი.ქილერს სჭირდება ადამიანი,რომელზეც ეჭვს არავინ აიღებს,ხოლო ბიზნესმენს ქილერი,რომელიც კონკურენტების გაქრობაში დაეხმარება...
ჯულია ლემბერტი - ლონდონის თეატრის პრიმადონაა. ის დიდი ხანია საყოველთაო ყურადღების ცენტრშია, მაგრამ მას სცენისგან, ქმრისგან და მაღალი წრის საზოგადოებისგან დასვენება ...
დედის გარდაცვალების შემდეგ გოგონა იტალიაში გადაწყვიტავს გამგზავრება,მას რამოდენიმე ხანი მოუწევს ოჯახის მეგობრის ვილაზე ცხოვრება.სადაც იგი შეხვდება მამაკაცს,რომელმაც პირველი კოცნა აჩუქა...
ფილმი მოგვითხრობს ერთ წარმატებულ ადამიანზე რომელსაც არგაუმართლა და მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. მას აღარ აქვს არც ფული არც რეპუტაცია მოკლედ განადგურებულია. ერთ დღეს მას მაკითხავს მისი ყოფილი შეყვარებული ბისექსუალი გოგო თავის ლეზბოსელ შეყვარებულთან ერთად და ფულის სანაცვლოდ ორივეს დაორსულებას სთხოვს...
ფილმი მოგვითხრობს მდიდარ ქალზე,რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის,რომ ბედნიერი იყოს და წარმოდგენაც კი არ ააქვს ქმრის ღალატის შესახებ....მისი საუკეთესო მეგობარი სილვია ფოულერი ჟურნალ «კაშეს» მთავარი რედაქტორი.როდესაც ქალი გაიგებს,რომ მას ქმარი ღალატობს,ყველაზე მეტად ეხლა ჭირდება თავისი საუკეთესო მეგობრის დახმარება...
მაკლი და ჯოანი იდეალურ წყვილად ითვლებიან.ისენი მხოლოდ ერთი დღით დაშორდებიან ერთამენთს რადგან მაიკლი თავის მომხიბლავ კოლეგასთან ერთად მიდის მივლინებაში.ხოლო მისი ცოლი თავის ძველ სიყვარულს შეხვდება...
ელვუდ ბლუზი ციხიდან გამოდის და აღმოაჩენს, რომ თავისუფლებაზე ყველაფერი ისე არ არის როგორც ადრე იყო. მისი პარტნიორი ჯეკი საიქიოშია, ანსამბლი დაიშალა, ობოლთა თავშესაფარი კი, სადაც მან უამრავი წელი გაატარა, დაანგრიეს. ელვუდი ახალი ჩანაფიქრით აინთება - მას თავისი ჯგუფის აღდგენა უნდა, ამჯერად სენტიმენტალური ბარმენის დახმარებით...
ემილი ზედმეტსახელად "ჯექსი" რედაქტორის ასისტენტია ბრიტანულ «Vogue» -ში. ნელ-ნელა მის ირგვლივ გროვდება მეგობრების წრე, რომელშიც ის ემას სახით გამოდის ჯეინ ოსტინის რომანიდან, რომელიც მათ პირადი ცხოვრების აწყობას ეხმარება და რჩევებს აძლევს თავის სიყვარულის ობიექტებთან დაკავშირებით. ჯეკი ბინას პიტერთან ყოფს, რომელსაც აქტიურად ეხმარება თავისი სიყვარულის პოვნაში. პიტერი - ცისფერია...
ფედერალური ბიუროს აგენტი მალკოლმ ტერნერი კვლავ სამხრეთელ ბებიად გარდაიქმნება, რომელმაც ახლა სამი მდიდარი ბავშვის ძიძად უნდა იმუშაოს,რომ ბავშვების მამას უთვალთვალოს...
ფილმის მოქმედება ვითარდება ნორმანდიაში 1894 წელს. საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი ვნებიანად გატაცებულია ავანტიურებით, თავგადასავლებით და ქურდობებით. მის სახელს უკვე მთელი საფრანგეთი იცნობს. მას არსენ ლიუპენი ჰქვია. ქურდობას არსენი ბავშვობიდანვე სწავლობდა საკუთარი მამისგან. ეხლა ის გაიზარდა და იმის მიუხედავად, რომ მსახურობს ოფიცრად საბაჟოზე, არსენ ლიუპენი - პროფესიონალი ქურდი და ყაჩაღია. ერთხელ შობის წინა ღამეს ის ძვირფასეულობას პარავს გემის მგზავრებს...
კჰამი ბავშვობიდან იზრდებოდა იმ აზრით, რომ თავისი წინაპრებივით ჯუბატის მებრძოლი გახდებოდა - სამეფო სპილოს მცველი. მის წვრთნაში მონაწილეობას იღებდა არა მარტო მოსიყვარულე მამა, არამედ სპილო სახელად პი იაი და მისი შვილი კონი...
ისტორია ვითარდება ვეტერანი მკვლელის მარკ შილდსის გარშემო, რომელიც კვალში უდგას სალაზარის კრიმინალური კარტელის მეთაურ პელონს.ფილმი გადაღებულია ტიხუანაში, მექსიკაში და იგი სავსეა ექშენითა და დრამით...
მაფიის ბოსის შვილისთვის შეცდომები და გრძნობები- წარმოუდგენელი ფუფუნებაა. მეტს ძვირი დაუჯდა ამის გაგება. "კანონიერი" სამსახურის დიდხნიანი ძებნის შემდეგ მეტი მიმართავს მამას, და ისიც აძლევს მას შანსს...
როდესაც ტიმბუქტუს ხელისუფლებაში მოდიან რელიგიური ფუნდამენტალისტები, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება იქცევა ჯოჯოხეთად, რომელშიც აკრძალულია ნებისმიერი გართობა, მუსიკა, სიცილი და ნებისმიერი აზრთა სხვაობის მცდელობა…
მშვენიერი და მხიარული კეტი გადაწყვეტს კოლეჯში ჩაბარებამდე 1 წელი თავისი ცხოვრებით იცხოვროს. ის მოგზაურობს და საკუთარ თავს შეიცნობს, თან თავგადასავლებს აქვეყნებ ბლოგზე ანონიმურად...
"ლონდონის ბულვარი" არის ისტორია ციხიდან ახალ გამოსულ მამაკაცზე, რომელსაც ახალგაზრდა კინოვარსკვლავი შეუყვარდება. მას ბოროტ ბანდებთან ბრძოლა უწევს...
მარსელ განქსტერების მეთაური ბრუნდება ქალაქში ერთადერთი მიზნით - იმისთვის რომ შური იძიოს დაღუპულ მეგობრისათვის, მაგრამ ამჯერად მას მოუწევს პოლიციის კომისართან და განქსტერულ კლანთან ბრძოლა. მეგობრისთვის შური ნაძიები იქნება, მაგრამ მკვლელობები გრძელდება, და მშობლიურ ქალაქი იქნება ცივი და უცხო...
მშობლიური მაფიოზური კლანის განადგურების შემდეგ ანიკი იამამოტო, ზედმეტსახელად უფროსი ძმა, იაპონიიდან ამერიკაში გარბის. აქ მას არანაკლებ სასტიკი სამყარო ხვდება...
კიევი, მეათე საუკუნის მიწურული. მამის სიკვდილის შემდეგ, ახალგარდა ვიკინგი ნოვგოროდის პრინცი დევნილია. მშვიდობისათვის მეტი მახვილია საჭირო, ვიდრე ომისათვის...
1997 წელი. რიო დე ჟანეიროში პაპის ვიზიტამდე, სპეციალური ბატალიონის კაპიტანი ამოწმებს რამდენად უსაფრთხოა მიმდებარე ტერიტორია. დათვალიერებისას ის აღმოაჩებს ნარკოდილერების სახიფათო დაჯგუფებას, რომლებიც განლაგებულები არიან იმ ადგილის ახლოს, სადაც პაპი უნდა გაჩერდეს...
შელახული და დაშავებული ჩარლი ქანთრიმენი ჩამოკიდულია თავდაყირა ბუქარესტის ცენტრში. კიდევ წამი — და მის გულს გახვრეტს ტყვია და ახალგაზრდა ამერიკელი ტურისტის ცხოვრება შეწყდება. თუმცა რამდენიმე კვირის წინ ის ვერც კი წამოიდგენდა მსგავს ფინალს.
საიდუმლო აგენტი მიემგზავრება ლონდონში, რათა იპოვოს იქ სტენლი კუბრიკი და დაუკვეთოს მას ფილმი ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დასხდომაზე, იმ შემთხვევისთვის, თუ რეალური მისია წარუმატებლად დასრულდება. თუმცა აგენტი გენიოსი რეჟისორის ნაცვლად აფერისტ ჯონის გაიცნობს, რომელიც სუპერ საიდუმლო ფილმის გადაღებას თავის თავზე იღებს...
1965 წლის გადატრიალების შემდეგ ინდონეზიაში სამხედრო ფორმირებებმა სადისტურად მოკლა მილიონობით ადამიანი, რომლებიც ეჭვმიტანილნი იყვნენ კომუნიზმისადმი კეთილ-განწყობით. ეს ადამიანები დღემდე დაუსჯელად ცხოვრობენ და საკმაოდ გავლენიანი პირებიც კი არიან...
ოცდაათიანი წლების ბოლოს არისტოკრატი ქალბატონი ბაი და ამერიკელი მისიონერი ექიმი ანდრე ერთმანეთს ხვდებიან. სიყვარული ბრმაა. ამჯერად მან დაოჯახებული ქალი და საეკლესიო მსახური აირჩია...
ეს დრამა მოგვითხრობს ლი ჰარვის და ჯონ ფ. კენედის ურთიერთკავშირების შესახებ, ორი კაცი რომელთა სიცოცხლე სავსე იყო აზრებით და მიზნებით. იქ სადაც მთავრდება კენედის გზა, გრძელდება ოსვალდის გზა მანამ, სანამ მასაც ტრაგიკულად არ კლავენ...
ახალგაზრდა, ჩაკეთილმა მწერალმა მეგობრებთან ერთად გაძარცვა ადგილობრივი კვების ობიექტი და გაემგზავრა მოგზაურობაში, რომელიც ნამდვილ გამოცდად იქცევა. მას მოუწევს მოიკრიბოს სიმამაცე და დაძლიოს შიში...