ფეირვოტერი - პატარა, წყნარი ქალაქია. მოულოდნელად მას უცნაურმა და გაურკვეველმა სიკვდილის ტალღამ გადაუარა. იხოცებოდნენ ახალგაზრდები, თითქოსდა გულის შეტევით, მაგრამ გაკვეთის შედეგად ირკვეოდა, რომ მათი გულები სასწაული ძალით იყო შეკუმშული. არანაირი რაციონალური ახსნა ამას არ ჰქონდა...
ფლინ კარსენი ნიუ-იორკის ბიბლიოთეკის ჩვეულებრივი მუშაკია, მაგრამ მას თავგადასავლები მუდამ იზიდავდა. მოულოდნელად მას თვალში მოხვდება ნაშრომი სოლომონ მეფის ლეგენდარული საგანძურის შესახებ - ფლინი გადაწყვეტს ის მოძებნოს..
ეპიკური გმირი სახელად ბაჰუბალი იყო ტაკსაშილის სამეფოს, მეფე რიშაბჰადევის, ერთერთი ვაჟიშვილი. ბევრი ბრძოლის და დაპყრობითი ომების შემდეგ ის წავიდა მონასტერში და აღიკვეცა ბერად...
მანამ, სანამ ტარზანი ჯუნგლების მეფე გახდებოდა, მოუხერხებელი პატარა ბიჭუნა იყო, რომელიც სცდილობდა გარესამყაროსთან შეგუებას. მაგრამ ერთხელაც ის შეცდომას დაუშვებს და ოჯახს რისკის ქვეშ დააყენებს. ამ მომენტიდან ტარზანი გადაწყვეტს, რომ ისინი მის გარეშე უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, და მიდის მათგან, ვინც უზომოდ უყვარს. სახიფათო მოგზაურობის დროს ტარზანი გაიცნობს იდუმალ ზუგოროს - იმ ადგილების ყველაზე ძლიერ წარმომადგენელს. ერთად ყოფნისას, ტარზანი და ზუგორი ხვდებიან, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულობა არც ისეთი ცუდია, მეგობრები და ოჯახი კი - ორი ყველაზე მთავარი რამაა ცხოვრებაში...
მოხუცი კატაპა უამბობს შივას, თუ რატომ მოკლა მისი მამა ამარენდრუ. მას შემდეგ, რაც იგი იშვილა დედოფალმა შივაგამამ, უფროსი ნახევარ ძმა ბხალალადევა ყოველთვის შურდა მისი…
ორი ყოფილი გასამხედროებული თანამშრომელი, ჯონი და დეტექტივი პიტერი აწარმოებენ გამოძიებას ბანკოკში, იმის დასადგენად თუ ვინ მოკლა ჯონის ულამაზესი ქალიშვილი ანჟელი...
არცისე შორეულ მომავალში, დაფარული, მილიტარიზებული სამყარო გლობალურ ქსელშია ჩართული, რომელიც ადამიანის გონებას აკონტროლებს. ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები ერთიანდებიან, რათა ტექნოლოგიური ბარიერი გადალახონ, საშინელი რეჟიმი დაამხონ და მომავლი შეცვალონ...
ფილმი გაგრძელებაა სატელევიზიო სერიალისა, რომელიც 2004-2006 წლებში გადიოდა. სამხრეთ დაკოტა 10 წლის დამოუკიდებლობას ზეიმობს დედვუდთან ერთად. ყოფილი მეტოქეობა კვლავ გაღვივდება, ალიანსები კიდევ ერთხელ გამოიცდება, ხოლო ძველი ჭრილობები ისევ გაიხსნება. ყველას მოუწევს იმ გარდაუვალი ცვლილებებისთვის თვალის გასწორება, რაც დრომ მოიტანა...
კერძო დეტექტივი ჯოზეფ ფლენდერი მის დაუნდობელ ბანდასთან ერთად მდიდარ და ცნობილ ხალხს ძარცვავს, შემდეგი მსხვერპლი კი ფოტოგრაფი ვინსენტ მანდელია. მისი ცოლი ჰელენი ევროპაში ყველაზე მდიდარი კაცის შვილია, მაგრამ ეს ქორწინება ბეწვზე ჰკიდია და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ვის დარჩება მათი ორი შვილის აღზრდის უფლება...
ახალგაზრდა ლამაზი მოდელი ჯენიფერ ლენსბერი და მისი სულელი მეგობარი მერილინ რიჩი გადადიან მდიდრულ სახლში მას შემდეგ რაც წინა მქირავებელი სასტიკად იქნა მოკლული. ძალიან მალე ჯენიფერი აედევნება მისტიურ მკვლელს...
დინამ დედისგან არაბუნებრივი ძალა მიიღო მემკვიდრეობით. მას შეუძლია ხალხის სულში ჩაიხედოს და აიძულოს ისინი შერცხვეთ საკუთარი ქმედების გამო. როდესაც ტახტის ერთადერთ მემკვიდრეს მკვლელობაში სდებენ ბრალს, დინას უწევს სიმართლის გარკვევა...
ახალგაზრდა წყვილი დეივი და ემა გადადიან ახალ სახლში, რომელშიც აღმოაჩენენ დამალულ ნარკოტიკებს. მათ ვერც კი წარმოედგენათ, რომ ეს უეცარი აღმოჩენა გახდება საშინელი მოვლენების დასაწყისი - კრიმინალების სისიხლიანი გარჩევები, ნარკოტიკებზე ნადირობა და ყოველ წამს გარდაუვალი სიკვდილის მოლოდინი ...
ფილმი მოგვითხრობს ამბავზე, რომლის მიხედვითაც 2008 წელს სასტუმრო ტაჯ მაჰალ პალასში, შეიჭრებიან პაკისტანელი ექსტრემისტები, რომლებიც ტყვედ აიყვანენ შენობაში მყოფ უამრავ ადამიანს...
ტერორისტი, რომელმაც რამოდენიმე წელი სამხრეთ ამერიკაში გაატარა, გულგატეხილი ბრუნდება იტალიაში. აქ მას რესპექტაბელური ცხოვრების დაწყების იმედი აქვს. მიზნის მისაღწევად ის მზადაა ძველ მეგობრებს უღალატოს და ახალი დანაშაულებები ჩაიდინოს. მიზნის მისაღწევად ყველაფერზე წავა...
ახალგაზრდა მაღალი კლასის ოჯახის ცხოვრება მოულოდნელად ინგრევა, როდესაც მათ ერთადერთ შვილს იტაცებენ და კლავენ. შურისძიებით შეპყრობილი მშობლები ყველაფერზე წავლენ, რათა მკვლელს გაუსწორდნენ...
არტურ პოპინგტონი - ჩვეულებრივი ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც გადაწყვეტს, რომ სუპერგმირია. ის ყოველ ღამით სუპერგმირის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალაქის ქუჩებში თავისი მთავარი მტრის, კაპიტან ინდასტრის – ნარკოდილერის საპოვნელად დადის, რომელსაც არტური დედამისის სიკვდილში შეცდომით ადანაშაულებს...
გოდეფროი მონთმირალი და მისი ერთგული მსახური ჯაქუილე გეგმავენ სხვადასხვა პოლიტიკურ ძვრებს როგორიცაა: საფრანგეთის რევოლუცია... განსაკუთრებით ტერორი, დიდი ძვრების ხანა, იმ დროის განმავლობაში როდესაც გოდეფროის წინაპრებს ჰქონდათ საკუთარი სასახლე და ქონება, რომელიც ჩამორთმეული იქნა ამპარტავანი არისტოკრატების მიერ...
სამუელ პირეტი გადაარჩენს ბიჭს, რომლისგანაც ბევრი შორს იჭერს თავს. გადარჩენილი ავტორიტეტის მდევრები სამუელის ფეხმძიმე ცოლს იყვანენ მძევლად, რათა აიძულონ იგი დაიხსნას მათი ბოსი საავადმყოფოდან...
მომხიბლავი ისტორია მე-20 საუკუნეში ფაშიზმის წარმოშობის შესახებ. ფილმი მოგვითხრობს პატარა ამერიკელი ბიჭის ბედზე, რომელიც ცხოვრობდა საფრანგეთში 1918 წელს. ბიჭის მშობლები მონაწილეობას ღებულობენ ვერსალის სამშვიდობო შეთანხმების შექმნაში. პატარა გმირი მოწმე ხდება მრავალი მოვლენის, რომლებიც გავლენას ახდენს მისი მსოფლმხედველობაზე, მაყურებელი იხილავს გენიალური, მაგრამ საშინელი პიროვნების დაბადებას...
რაიმუნდ გრეგორიუსი, შვეიცარიის ანტიკური ენების პროფესორი, გადაარჩენს პორტუგალიელ ქალბატონს თვითმკვლელობისგან და აღმოაჩენს მასთან წიგნს, რომლის ავტორია პორტუგალიელი ავტორი ამადეუ დი პრადუსი, ანტონიო დი ოლივეირა სალაზარის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგობის შესახებ. წიგნით შეპყრობილი მთავარი გმირი უთმობს თავისი ცხოვრებას პორტუგალიის ისტორიას.
პრობლემური მუსიკოსი შარლოტი (ელისონ ვილიამსი) ცდილობს აღმოაჩინოს და გზა გაუკვალოს ახალგაზრდა ვარსკვლავს, სახელად ელისაბედი (ლოგან ბრაუნინგი). თუმცა, ყველაფერი ასე მარტივადაც არ არის. ეს კი ცხადი მაშინ გახდება, როდესაც ისინი ფათერაკებით აღსავსე გზას დაადგებიან...
ეს არისს ისტორია ახალგაზრდაზე, რომელიც უზომოდაა შეყვარებული თავის თანაკლასელზე, რომელიც პანკრეასის კიბოთი არის დაავადებული. ბიჭი ყველანაირად ცდილობს, თავის საყვარელ ადამიანს სიცოცხლით და ბედნიერებით აღსავსე უკანასკნელი წუთები აჩუქოს...
ლოს-ანჯელესელი სცენარისტი ცოლის მშობლიურ ქალაქში გადადის, სადაც მათი ქორწინება ფორმალურ კატასტროფად იქცევა, ამას ემატება იქაური მოსახლეობის დამოკიდებულება მათ მიმართ...
დემონოლოგისტებმა ედ და ლორენ ვორენებმა გადაწყვიტეს, რომ ცნობილი თოჯინა, სახელად "ანაბელი" თავიანთ არტეფაქტებთან ერთად დახურულ ოთახში მოეთავსებინათ. მას შემდეგ, რაც ანაბელი შუშის ვიტრინაში მოათავსეს და მოძღვარსაც აკურთხებინეს, ოთახი საიმედოდ დალუქეს. თუმცა, ერთ საშინელ ღამეს, როდესაც სახლში მხოლოდ მათი 10 წლის გოგონა და მისი ორი მეგობარი იმყოფებოდა, ანაბელმა გაიღვიძა...
მას ნორმალური ცხოვრება ჰქონდა მანამ, სანამ ყველაფერი არ მოუწყეს, რის გამოც ციხეში აღმოჩნდა. ციხეში ყოფნისას ყოველდღიურად უწევდა გადარჩენისთვის ბრძოლა. თუმცა, ახლა მისი დროც დადგა და შურისძიება გადაწყვიტა მათზე, ვინც ყველაფერი თავდაყირა დაუყენა...
პარიზში ავტობუსში შემთხვევითმა შეხვედრამ, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დილას ოსკარის და მიმის მთელი დარჩენილი ცხოვრება შეცვალა. მათ არ აინტერესებდათ რომანტიულობა და ამაღლებული სიყვარული - მათ თავისი ვნების გამოკვლევა სურდათ და შეყვარებულებმა ერთმანეთი თვითგანადგურებამდე მიიყვანეს...
15 წლის ემა ევანსი ჩვეულებრივი თინეიჯერი გოგონაა. ის ფიქრობს რომ მის მშობლებს არ ესმით მისი. იgi ცდილობს მოიპოვოს თავისუფლება და იცხოვროს თავისუფლად და მზად არის ყველაფერი გააკეთოს ამის მისაღწევად. მაგრამ ერთ დღესაც თავის საქციელებზე პასუხი უნდა აგოს. ყველაფერი ნორმალურად მიდის მანამ, სანამ ემას ცხოვრებაში ცვლილებები დაიწყება. მისი მშობლები ფიქრობენ რომ ეს სამედიცინო ან ფსიქოლოგიური პრობლემაა მაგრამ მალე ოჯახი იძულებული გახდება სხვა დახმარებას მიმართოს. სიმართლე ის არის, რომ მასში რაღაც ძლიერი და ბნელი ძალაა...
სოციალური მუშაკი და მისი მცირეწლოვანი ბავშვები საშიში ზებუნებრივი მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებიან მას შემდეგ, რაც ის დაიწყებს მშობლის საქმის გამოძიებას, რომელიც ბავშვზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი...
დიდი თანამდებობის პირი - სერვეტ-ბეი, ტყის გზაზე ადამიანს გაიტანს. რადგანაც დამნაშავე არავის უნახავს, ის თავის პირად მძღოლს სთხოვს, რომ მან დანაშაული საკუთარ თავზე აიღოს. ციხიდან გამოსულ აიუპს, შვილი ძვირადღირებული მანქანით ხვდება, რომლის ფასიც ბევრად აღემატება მის ჰონორარს. უსიამოვნო სიურპრიზები სახლში შესვლისთანავეც ხვდება. ოჯახის წევრები გართულებების თავიდან ასაცილებლად ამჯობინებენ იგნორირება გაუკეთონ სიმართლეს, არ დაინახონ და არ ილაპარაკონ მასზე. მაგრამ შეძლებენ კი ისინი, უარყონ საკუთარი არსებობის ჭეშმარიტება...
ომის შემდგომი ზაფხულის ერთ ცხელ დღეს ვორვირკშირში, განმარტოებით მდგომ „ „ჰანდრედს ჰოლში“ ავადმყოფთან ექიმს გამოიძახებენ. ეს სახლი აირისების ოჯახის საცხოვრებელია ორ საუკუნეზე მეტი ხანია. ახლა სახლი დანგრევის პირასაა. რამე უფრო ავისმომასწავებელი ხომ არ ემუქრებათ აირისებს, ვიდრე ეს გაუბედურებული ცხოვრება?...
2005 წელს 5 მოძღვარს მონაზონის მკვლელობაში ედება ბრალი, რომელზეც ეგზორცისტულ რიტუალს ატარებდნენ. ჟურნალისტი ნიკოლი საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებს. რაც უფრო მეტად ეცნობა დეტალებს, მეტად რწმუნდება, რომ რიტუალი ეშმაკის იარაღი გახდა და მოძღვრებს მონაზონის სიკვდილში წვლილი არ მიუძღვით...
მსოფლიოში უმსხვილესი რობოტოტექნიკის კომპანიის გენერალური დირექტორი და მეცნიერი ელიას ვან დორნი, 2020 წელს შექმნის სუპერკომპიუტერს სახელწოდებით ქრონოსი, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ პლანეტაზე ყველა ომი შეეჩერებინა. მაგრამ, როდესაც ქრონოსი ინტერნეტზე წვდომის უფლებას მიიღებს, ის მიხვდება, რომ ყველა ომის წყარო – ადამიანია, ამიტომ ქრონოსი ამ “დაავადების” განადგურების პროგრამას გააქტიურებს…
ალადინი - განძის მაძიებელია. ერთ დღეს ის და მისი მეგობარი ლუკა საფლავში პოულობენ უძველეს წიგნს, რომელშიც მოიხსენიება საიდუმლო საგანძური. წიგნის ხელმძღვანელობით, ალადინი აღმოაჩენს ლამპას და გამოუშვებს ჯინს, რომელიც ჩქარობს გახსნას პორტალი რათა შემოუშვას ჩვენს სამყაროში თავისი ათასი სისხლისმსმელი ძმა...
ახლო მომავალში სამყაროს წესრიგი შეიცვლება. ათი მილიონი უმუშევრის გამო საფრანგეთი ღარიბი ქვეყანა გახდა. ხალხი რევოლუციის მოწყობს აპირებს, მთავრობა კი ამ ზიზღის არიდების მიზნით ტელევიზიით ბრძოლებს წესების გარეშე გადასცემენ, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს და გულშემატკივრობს...
საშუალო სკოლის მოსწავლეები ცეკვის საღამოს მოწყობას გეგმავენ, რომელიც ბოლოს ზომბების საღამოდ გადაიქცევა. საღამოდ, რომლის მთავარი გმირებიც გარდაცვლილთა სულები არიან...
სკოლის მოსწალეს - ბირდ ფიტჩერს წარმოდგენა არა აქვს, რა ბნელი საიდუმლოებები უკავშირდება პოლაროიდის ვინტაჟურ ფოტოაპარატს, რომელსაც შემთხევით გადააწყდება, თუმცა დიდი დრო არ დასჭირდება იმის გაგებას, რომ ვინც კი ფოტო გადაიღო, ტრაგიკულად დაამთავრა ცხოვრება. ჩქარობენ რა ამოხსნან ეს საიდუმლოება, ბირდი და მისი მეგობრები, როგორმე კიდევ ერთ ღამეს უნდა გადაურჩნენ, სანამ ეს საშინელი პოლაროიდი ყველას დახოცავს...
სიკვდილის შემდეგ გარდაცვლილის სულისათვის მოდის სიკვდილის ანგელოზი და სთავაზობს შვიდ გამოცდას, რომელიც 49 დღეში უნდა გაიაროს. კან-რიმი სიკვდილის ანგელოზების ლიდერია და მას ადამიანები მოსწონს. მასთან ხვდება ჩა-ჰონი, რომელიც თანხმდება გაიაროს გამოცდები...
გვიცავს თუ არა ჩვენ მთავრობის მიერ დაყენებული კამერები, თუ ეს მთავრობის გეგმის ნაწილია ოპოზიციის დასამარცხებლად? იქნებ ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში ჩვენი უსაფრთხოების სისტემა და ახლა მას ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ? დიდი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ამერიკის მთავრობა ინტენსიურ სათვალთვალო პროგრამას შეიმუშავებს, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ყველა კამერა ერთი ოპტიკური დაცვის სადაზვერვო ქსელშია გაერთიანებული და მილიონობით სათვალთვალო კამერას შეიცავს, რომელსაც "აიბორგებს" უწოდებენ...
ამერიკელი ბაიკერი სახელად ვულფი, არ ელის კანონდამცველებისგან სამართლიანობას, თავად აწყობს სასამართლოს და სჯის დამნაშავეებს, რომლებმაც მოკლეს მისი დედა. შემდეგ ვულფი ხვდება FBI-ს ქსელში, ისინი იწყებენ რეალურ დევნას. მასაც სხვა გზა არ დარჩენია, უნდა გაიქცეს...
განსაკუთრებული სიყვარული, რომელიც დაშენებული იყო ორ მშობელზე, ინგრევა მას შემდეგ, რაც მათი ვაჟი დაიღუპება. მამაკაცი ახლა წარმატებული ადვოკატია, ხოლო ქალი გათხოვილი და წიგნის ავტორი. მათ ათი წლის შემდეგ ეძლევათ შანსი აღადგინონ ურთიერთობა...
ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს ძაღლზე, სახელად რექსი. ის ბრიტანელი მონარქის საყვარელი არსებაა, რომელიც დაიკარგება და შეუერთდება ძაღლების კლანს, რომლებიც მუდმივად ჩხუბობენ. ამ გასაოცარ მოგზაურობაში რექსი იპოვის სიყვარულს და საკუთარი თავის რეალურ სახეს...
რიჩარდს, ცხოვრებისგან გადაღლილ უნივერსიტეტის პროფესორს, ძალიან სერიოზულ დიაგნოზს დაუსვამენ. გადაწყვეტს, რეალობას თვალი გაუსწოროს და გმირულად შეხვდეს, და იცხოვროს მაქსიმალურად მხნედ და თავისუფლად, სიმწარენარევი იუმორით, უდარდელად და ოდნავ გიჟურადაც კი.
თრილერის მოქმედება 1800იანი წლების მიწურულს, ამერიკის დასავლეთი შტატების საზღვართან ვითარდება. კეთლინ ჟერარდი თამაშობს ქალს, რომელიც სიგიჟემდე მიდის ხელუხლებელი და გადაკარგული მიწების გადამკიდე...
ფილმში მოქმედება 1930-იანი წლების კორეაში და შანხაიში ვითარდება, როცა ისინი იაპონიის მიერ იყო ოკუპირებული. მთავრობა ქმნის საიდუმლო დაქირავებული მკვლელების ჯგუფს, რათა გადაჭრას პრობლემები...
როგორც კი შურისმაძიებლებმა და მათმა მოკავშირეებმა გააგრძელეს სამყაროს დაცვა საფრთხეებისგან, რომლებიც ნებისმიერი გმირისთვის უზარმაზარია, კოსმიური ჩრდილებიდან ახალი საშიშროება გამოჩნდა: ტანოსი. დესპოტი ინტერგალაქტიკური მდაბიოობიდან, მისი მიზანია შეაგროვოს უსასრულობის ექვსი ქვა, წარმოუდგენელი ძალაუფლების ნიმუშები და ზიანი მიაყენოს ყველა რეალობას. ყველაფერი, რის გამოც შურისმაძიებლები იბრძოდნენ, ხელმძღვანელობს ამ მომენტს - დედამიწის ბედი და არსებობა ასეთი არასაიმედო არასდროს ყოფილა...
ბალერინა დომინიკა ეგოროვა გაწვეულია რუსული ინტელიგენციის სერვისში "ბეღურების სკოლა", სადაც მის სხეულს იარაღად გამოიყენებენ. მისი პირველი მისია "CIA-ს აგენტი" საფრთხეს უქმნის ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას.