ფრიადოსანი და მედალოსანი ლინი სხვა სკოლაში გადადის, სადაც ოქროს ახალგაზრდობა სწავლობს და მაშინვე დაუმეგობრდება გრეისს, რომელიც სუსტია მათემატიკაში. ერთხელ ლინი საუკეთესო მეგობარს გამოცდაზე დაეხმარება და მდიდარი მოსწავლეების რიგი დადგება, რომლებიც მზად არიან გადაუხადოს გამოცდის სავარჯიშოების პასუხებისათვის. რადგანაც ლინის მამა ჩვეულებრივი მასწავლებელია და ბევრი ფული არ აქვთ, ლინი გადაწყვეტს მისი გონებით ფული იშვოს და ჭკვიანურ სქემას შეიმუშავებს პასუხების გადასაცემად...
ბოსთან ძალადობრივი შეჯახების შემდეგ, როი პოულობს პროსტიტუტს, რომლის შეშინებული თვალებიც აღმოჩნდება გადაწყვეტილების მიღების ბიძგი. მას ტან მიჰყავს გოგონა გალვესტონში, სადაც მოულოდნელობები ...
1905 წელი. ჯენიფერ რიჩარდსონი რელიგიურმა სექტამ გაიტაცა კუნძულზე გამოსასყიდის მიღების მიზნით. სექტის ლიდერმა იცის, რომ ჯენიფერს მდიდარი მამა ჰყავს. გოგონას ასევე ჰყავს ძმა - ტომასი, რომელიც ყველას გარდაცვლილი ეგონა და რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ და იპოვოს...
პასტორი ტოლერი, რომელიც ჯარისკაცი შვილის ცხედარს დასტირის, შვებას ეკლესიის თაღებს ქვეშ ეძებს. აქ ის გაიცნობს ახალგაზრდა მრევლს მერის, ბუნების დამცველის ცოლს. როდესაც ეკოლოგ-აქტივისტი ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს, ტოლერი და ქვრივი მერი სააშკარაოზე გამოიტანენ კორუფციულ შეთანხმებას, რაშიც გარეულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები და მათ შორის ღვთის მსახურებიც...
რამოდენიმე წლის წინ მუნჯ მეშახტეს ჩან ბაომინს დაპირისპირება მოუვიდა ადგილობრივებთან. მას შემდეგ იგი სახლიდან მოშორებით ცხოვრობს. მისი ცოლი ავადმყოფობს და თითქმის არ გამოდის სახლიდან, მისი ვაჟი კი ცხვრებს მწყემსავს. ერთ დღეს ბიჭი შინ არ ბრუნდება, ბამინს ქალაქში დაბრუნება და ბიჭის მოძებნა მოუწევს...
ამერიკელი კონტრაბანდისტი ლუკას ჰილი რუსეთში მიემგზავრება, რათა წარმოუდგენლად სუფთა, მაგრამ საეჭვო წარმომავლობის ძალიან მაღალი ხარისხის იშვიათი ლურჯი ბრილიანტი გაყიდოს. მოსკოვში ის თავის პარტნიორს შეხვდება, რომელიც მის ძვირფას ქვებთან ერთად გაუჩინარდება. განრისხებული ლუკასი დაკარგული ქვების დაბრუნებას გადაწყვეტს და პარტნიორის კვალს გაჰყვება...
მანქანით სეირნობიდან დაბრუნებისას თავის შეყვარებულთან ერთად, ლიტერატურის მასწავლებელი ჯონ სმიტი ავარიაში ხვდება. კატასტროფის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. ხუთი დაკარგული წელი. მაგრამ, როდესაც ის აზრზე მოვა, მას ზებუნებრივი ნიჭი უჩნდება, რომელიც მხოლოდ ექსტრასენსებს აქვთ - კატასტროფების და ადამიანების ცხოვრების წინასწარმეტყველების ნიჭი. მის უნიკალურ შესაძლებლობებით ჯერ პოლიცია ინტერესდება, მერე პოლიტიკოსებიც კი...
შეუბრალებელი დაქირავებული მკვლელი არღვევს პროფესიულ პრინციპებს და უყვარდება ახალგაზრდა, ლამაზი ქალი. ერთხელაც მას შეუკვეთენ ამ გოგონას მამის მკვლელობას...
ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას. ირლანდიური გაზეთის ერთ-ერთმა თანამშრომელმა - ვერონიკა გერინმა იცოდა, რომ სახიფათო თამაშში ებმეოდა, როდესაც მაფიას ომი გამოუცხადა...
ახლო მომოავალში, ტექნოლოგიები სიცოცხლის თითქმის ყველა ასპექტს აკონტროლებენ. თუმცა როდესაც გრეი, თვითნასწავლი ტექნოფობი, საკუთარ სამყაროს თავდაყირა დააყენებს, მისი ერთადერთი მიზანი, ექსპერიმენტულ კომპიუტერულ ჩიპის იმპალტზე, სახელად სტემ-ზე შურისძიება გახდება...
ძმები ჯასტინი და აარნონი ბავშვობაში სექტიდან გაიქცნენ. ათი წლის შემდეგ ისინი იღებენ ვიდეოგზავნილს სექტის წევრებისაგან და გადაწყვეტენ მოინახულონ მათი ძველი "ოჯახი". როდესაც ადგილზე ჩავლენ აღმოაჩენენ, რომ სექტის წევრებს მათთვის არანაირი ვიდეო არ გამოუგზავნიათ, მაგრამ რაღაც ზბუნებრივი მაინც არსებობს, რომლისაც სექტანტებს სჯერათ...
შეიკარით ღვედები! ჰავანა, ნიუ იორკი, ბერლინი დაუმარცხებელი გუნდისთვის შეუძლებელი არაფერია, როდესაც ისინი ერთად არიან, მაგრამ როდესაც მათ წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი აღუდგება, მათი გზები იყოფა...
2015 წლის ფილმის "სიკარიოს" მეორე ნაწილი, რომელიც აშშ-სა და მექსიკის საზღვრებთან ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაზე, გამომწვევ შედეგებსა და ომზეა...
ახალგაზრდა ქალი ცდილობს იპოვოს პასუხი მისი ოჯახიდან წასული მამის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების შესახებ და ამ მიზნით ყოფილ ვილაში ჩადის, სადაც ფარდას ახდის წარსულის საშინელ სიმართლეს...
დევიდ კიმის 16 წლის ქალიშვილი უგზო-უკვლოდ იკარგება. პოლიცია უძლურია. სასოწარკვეთილი მამა გოგონას კომპიუტერში ეძებს პასუხს. იგი აღმოაჩენს, რომ არაფერი იცის საკუთარი ქალიშვილის შესახებ.
როდესაც მარტოხელა დედას სხეულზე ნიშნების გამოსახვა ეწყება, გადაწყვეტს დახმარებისთვის ადგილობრივ მღვდელს და მონაზონს მიმართოს, რათა ამოიცნოს რომელ უხილავ ძალასთან აქვს შეხება...
ფილმი მოგვითხრობს ერთ სტუდენტზე რომელიც თავის სწავლის ფულს ონლაინ პოკერში წააგებს. ის აღმოაჩენს რომ მან ფული უსამართლო თამაშში წააგო. სამართლიანობის აღსადგენად ის წავა მექსიკაში მოცემული ონლაინ კაზინოს მფლობელთან შესახვედრად...
შთაგონებით დაკარგული მწერალი ჩადიუს მიყრუებულ ქალაქში, სადაც ცდილობს გამოიძიოს იდუმალობით მოცული მკვლელობების სერია. სიზმარში მას საშურველი შეუპოვრობით ევლინება დასისხლიანებული გოგონა მოჩვენება ვი, რომელიც ცდილობს შეატყობინოს მას საშინელი საიდუმლო...
ზღვის წყალქვეშა გემის პილოტი სტუმრობს წარსულ შიშებს მარიანას ღრმულში. ის შემთხვევით ათავისუფლებს დიდი თეთრი ზვიგენის წინაპარს, რომელიც უკვე გადაშენებულად ითვლება...
გინდათ იდეალურ სამყაროში ცხოვრება, სადაც არ არსებობს დანაშაული, უმუშევრობა და ომი? საფასური ასეთი ბედნიერებისთვის წელიწადში ერთი ღამე იქნება, ღამე როდესაც ყველაფერი ნებადართულია. თანახმა იქნებოდით მიგეღოთ მონაწილეობა ასეთ ექსპერიმენტში?
ერთ-ერთ ტბაში, რომელიც განადგურდა სერბეთის ომის დროს, საზღვაო გუნდი აღმოაჩენს განძს. მათ უნდა გადაწყვიტონ, საიდუმლო დაკავშირებულია თუ არა ამ წყალქვეშა აღმოჩენასთან...
"ეფ-ბი-აის" მძევალთა სამაშველო ჯგუფის ყოფილი ლიდერი და აშშ-ს ომის ვეტერანი უილ ფორდი ახლა ცათამბჯენების უსაფრთხოების დონეს აფასებს. ის ჩინეთში იმყოფება და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მაღალი და დაცული ცათამბჯენი უცაბედად ცეცხლის ალში ეხვევა, მისი ოჯახი კი ამ შენობაში იმყოფება...
სამხედრო ვეტერანი მომავალში მიდის, სადაც საკუთარ სიკვდილს განსჭვრეტს, მაგრამ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებსაც შეუძლიათ მისი და მისი საყვარელი ადამიანების გადარჩენა...
შესაძლებელია თუ არა გენატრებოდეს ადგილი, სადაც არასდროს არ ყოფილხარ, გიყვარდეს და ოცნებობდე გოგონაზე, რომელიც არასოდეს გინახავს? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მომავალში. ჩვენ უკვე ვეღარ ვეძახით დედამიწას ჩვენს სახლს, ჩვენ მოვიგეთ ომი, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ პლანეტა...
ბიოლოგიის მასწავლებლის ოჯახური იდილია ირღვევა მაშინ, როდესაც მის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან ჯაგანი და მისი ბანდა. დაელოდება დევკი კანონის აღსრულებას თუ თავად გადაწყვეტს სამართლიანობის აღდგენას?...
რა უნდა ქნა, როდესაც ყველაფერი შენს წინააღმდეგაა? როდესაც პოლიცია არ აპირებს შენი ქმრის მკვლელის პოვნას? ყველაფერი შენს ხელში უნდა აიღო და არ აქვს მნიშვნელობა, თუ შენ თვითონ აღმოჩნდები ციხის კარის მიღმა, არ აქვს მნიშვნელობა იმასაც, რომ შენი ზედამხედველი შენთვის ყველაზე ახლო ადამიანი გახდება ქვეყანაზე, მთავარია – ის უნდა გააკეთო, რასაც შენგან არავინ ელის!...
როდესაც პატარა ბიჭუნა დედამიწაზე შემთხვევით დააბრუნებს სამყაროს ყველაზე საშიშ მტაცებელს, ყოფილი ჯარისკაცები და უჟმური მეცნიერი ცდილობენ სამყაროს აღსასრულის თავიდან არიდებას...
შეუსრულებელი მისიის მე-6 ნაწილი. როდესაც IMF მისია ცუდად სრულდება, მსოფლიო საშინელი შედეგების წინაშე დგება. ითან ჰანტი საკუთარ თავზე იღებს მისიას, CIA კი მის ლოიალურობასა და მოტივებს იძიებს. IMF ჯგუფი დროის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება, მათ ებრძვიან ასასინები მანამ, სანამ ისინი მსოფლიო კატასტროფის შეჩერებას ცდილობენ...
რიგითი დავალების შესრულებისას, პროფესიონალმა მკვლელმა დაუშვა დიდი შეცდომა - არ მოიშორა თვითმხილველი. გოგონას გადარჩენაში მან სულიერი ხნნის შანსი დაინახა. თუმცა, მის ასეთ ქმედებას დიდი გართულებები მოჰყვა...
ახალგაზრდა წყვილი იტალიის ზღაპრულ, მშვიდ ადგილას მიემგზავრება, რათა დანგრევის პირას მისული ურთიერთობა გადაარჩინონ. მათ წარმოდგენაც არ აქვთ მასპინძლის ბოროტი განზრახვის შესახებ...
რთული მოზარდი კიტ გორდი ვერ ეგუება მამის გარდაცვალებას უკვე რამოდენიმე წელია. გოგონას მისი საქიელის გამო ბლექვუდის სკოლა-პანსიონში აგზავნიან. მასთან ერთად სკოლაში ოთხი გოგოც მოხვდება. სკოლის დირექტორი მადამ დიურე ცდილობს გოგონებში დაფარული ნიჭი გამოააშკარავოს. გოგონები მარტლაც გამოავლენენ ნიჭს სხვადასხვა სფეროში, მაგრამ კიტი ხვდება რომ ყველაფერი რიგზე არაა...
რიჩარდის ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა. იგი თავის ქალიშვილს მინდის ეძებს. ხვდება საშას, მოტივირებულ მსახიობს, რომელიც დახმარებას დაჰპირდება. მაგრამ სწრაფი ფულის შოვნის იმედი 24 საათი სცენაზე დგომით საბოლოოდ სისხლიანი გარცევით სრულდება...
ეს არის რევანშის ისტორია ახალგაზრდა დედაზე, რომელიც აღმოაჩენს, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს და მზადაა მტრებს გაუსწორდეს წართმეული ცხოვრების დასაბრუნებლად.
მას შემდეგ რაც ძარცვა, რომელშიც მონაწილეობდა წარუმატებლად დასრულდა, რიკიმ ძმასთან და მის უფროსთან ლატიფთან ბარში მუშაობა დაიწყო. ლატიფმა მისი დაწინაურება, ბანდაში გაწევრიანება გადაწყვიტა. ახალი სამუშაო მშვიდად და უხმაუროდ მიედინებოდა, თუმცა ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჰორიზონტზე პოლიციის ახალი ოფიცერი დიანა გამოჩნდა...
ნამდვილი ამბავი სერჟანტი ძაღლის სტუბის შესახებ, რომელმაც ტიტული, პირველ მსოფლიო ომში გამოჩენილი გმირობისთვის მოიპოვა. უსახლკარო ლეკვი ახალგაზრდა, კეთილშობილი ჯარისკაცის ხელში აღმოჩნდა და მალევე მისივე დანაყოფის წევრის სტატუსი მიიღო. ლეკვი საფრანგეთის ფრონტზე აღმოჩნდა, სადაც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას იღებდა, დაჭრილებს ეხმარებოდა და ამხელდა ჯაშუშებს...
დაჯავშნული მანქანის ძარცვა ქალაქის ყველაზე ხმაურიან ახალ ამბად იქცა. მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა - სად არის გადამალული მოპარული ფული - ერთადერთ გადარჩენილს შეუძლია, თუმცა მან მეხსიერება სრულად დაკარგა. გამოძიების პროცესი უჩვეულოდ წარიმართება, რადგან დანაშაულის კვალი ექპერიმენტალურ ნარკოტიკის საქმესთან იკვეთება.
მოსიყვარულე მამა სპეციალურად ვაჟის დაბადების დღისთვის პოულობს ჯამბაზის კოსტუმს, მაგრამ მან არ იცის, რომ ეს კოსტუმი დაწყევლილია, ის თავის მფლობელს აქცევს მკვლელად...
და-ძმის თავგადასავალი, რომლებიც დაუმეგობრდნენ ოჯახისგან განცალკევებულ დელფინს, ბერნის. ისინი ფარდას ახდიან საიდუმლოს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს სანაპირო და მათი ახალი მეგობრების სახლები. მათ აუცილებლად უნდა მოიფიქრონ ჭკვიანური გეგმა, რათა გადაარჩინონ ზღვის ცხოვრება და რაც მთავარია, თავიანთი მეგობარი ბერნი...