ლას–ვეგასში უამრავი ავტომობილი მიქრის დიდი სიჩქარით. პირველში მიდისბიზნესმენი ცოლთან და სიდედრთან ერთად. მეორეში – დანტისტი მეუღლესთან ერთადე. მესამეში რამოდენიმე განგსტერი. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და ძალიან პატარა შესაძლებლობაა რომ ისინი სხვაგან გაიცნობდნენ ერთმანეთს. მაგრამ! როგორც ეს ხშირად ხდება, დიდ სიჩქარეზე მანქანები შეეჯახებიან ერთმანეთს. ყველა შოკშია, – ყველა– თვითმხილველია. და ერტად–ერთი დაზარებული სიკვდილის წინ საიდუმლოს გაამხელს: რომ დიდი W ქვეშ მას განძი აქვს დამალული...
ფილმის მთავარი სიუჟეტი სამხედრო დამნაშავისა და მისი მოსამსახურის ურთიერთობის შესახებაა. მოსამსახურე ერთადერთი ადამიანია, რომელთანაც დამნაშვეს კავშირი აქვს...
რაყის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის ჩატარების დროს, სპეცრაზმის ერთ-ერთი წევრი მაქს ფორესტერი მძვინვარდება, როცა მისი დამხმარე და საცოლე საშა უგზო-უკვლოდ იკარგება. ორი წლის შემდეგ, მაქსი იღებს მისი რაზმის ექს–მეთაურისგან შეტყობინებას, რომ საშა შემჩნეულია ცოცხალიი და უვნებელი ერთ ადგილას რომელსაც სამოთხის კუნძულს უწოდებენ...
12 წლის კაილი და მისი თანაკლასელები ვერც კი წარმოიდგენდნენ რა მოჰყვებოდა ახალი ბიბლიოთეკის გახსნას , რომელიც ცნობილმა კომპიუტერული და სამაგიდო თამაშების გამომგონებელმა ლუიჯი ლიმონჩელომ ააშენა. მეგობრებს უჩვეულო თავგადასავალი ელით წინ, ისინი უმარავ დავალებას უნდა გაუმკლავდნენ , რათა ბიბლიოთეკიდან გააღწიონ, ამისათვის კი მხოლოდ რამოდენიმე საათი აქვთ...
ეს ფილმი, რომელიც მოგვითხრობს ცნობილი მოდელისა და მსახიობის ანა ნიკოლ სმიტის ტრაგიკული ცხოვრების ამბავს. ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა თვალი ვადევნოთ ქერათმიანი ლამაზმანის ცხოვრების თვითოეულ ეტაპს, ახალგაზრდა მომხიბვლელი მოდელის კარიერიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. ჩვენ წინ წარმოსდგება ცხოვრების ყველა საჩუქარი...
ახალგაზრდა და-ძმა, ლოს-ანჟელესის გზაზე, ორ უცნაურ მგზავრს ჩაისვავს მანქანაში. დილას, ოტელში, ძმა აღმოაჩენს დის გაუჩინარებას. მის მაგივრედ მობილური ტელეფონი და ფულით სავსე ჩანთაა... მალე ის გაიგებს, რომ ის მგზავრები სინამდვილეში ბანდიტები არიან, რომლებმაც ლასვეგასის ერთერთი კაზინო გაძარცვეს და ახლა ამ ფულს მთელ რაიონში ეძებს პოლიცია! მან კი თავისი დის სანაცვლოდ ის დანიშნულების ადგილზე უმდა მიიტანოს...
2070 წელი. მოსკოვი. სამყარო ნანგრევებსია ჩაფლული ატომური ომის შემდეგ. ენერგია მხოლოდ სასტიკი ცეკვის შეჯიბრის შედეგად გამომუშავდება. ახალგაზრდა ბიჭს გოგონა შეუყვარდება, რომელის გადარჩენასაც იგი დაისახავს მიზნად. ეს კი სისტემას მწყობრიდან გამოიყვანს...
კრისტინ პენმარკი ქალიშვილს იდეალურ გოგონად თვლიდა, მორიდებულს, თავაზიანსა და მზრუნველს. მაგრამ მას შემდეგ რაც როდამ სკოლის კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულს მკვდარს იპოვიან, კრისტინი ამჩნევს, რომ მისი ქალიშვილი შეიცვალა. ნუთუ გენეტიკაშია საქმე?...
ამერიკულ სოფელს უცხოპლანეტელები სტუმრობენ, შედეგად კი მისი ერთ-ერთი მცხოვრები დაფეხმძიმდება.ცხრა თვის შემდეგ, ბავშვი იბადება,რომელიც ნორმალური ჩანს, მაგრამ მალე ნათელი გახდება მისი რეალური სახე...
ტრეისი მარტოხელა სტუდენტია ნიუ-იორკიდან, მაგრამ მალე მისი მოსაწყენი ცხოვრება იცვლება ბრუკის, მისი ნახევარდის, გადარეული და სახალისო გეგმების წყალობით...
ნახევრად ლაიკა, ნახევრად მგელი, ბალტომ თვითონაც არ იცის ვინაა სინამდვილეში. ყველას მიერ განდევნილი მაწანწალა ალიასკას ყინულის უდაბნოში. მხოლოდ მისი მეგობრები რუსული პოლარული ბატი ბორისი, დათვის ბელები მაკი და ლაკი და ლამაზმანი-ლაიკა ჯენა დარწმუნებულები არიან, რომ იმის მიუხედავად, რომ ის ყველასაგან განირჩევა, მის გულში კეთილი გული ძგერს. ერთხელაც უბედურება დატრიალდება. დიფტერიის ეპიდემიამ იფეთქა პატარა დასახლებაში ბავშების შორის, თოვლის ქარიშხალმა კი შეუძლებელი გახადა გზებზე გადაადგილება. მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ წამლკის მოტანა და მათი გადარჩენა. მაგრამ ძაღლები დაიკარგნენ გაყინულ სივრცეში. ახლა მხოლოდ ბალტოს შეუძლია დაკარგულენბის პოვნა და ბავშვეების გადარჩენა, თან გმირი და ნამდვილი ლეგენდა გახდეს...
გაფრთხილების გარეშე, მამა ჩადის მის ქალიშვილთან საზღვარგარეთ. მას ჰგონია რომ მან იუმორის გრნობა დაკარგა და გადაწყვეტს მას სიურპრიზი გაუკეთოს ხუმრობებით...
ოპილი 8 წლის ბიჭია, მას აქვს სასოწარკვეთილი მტაცებლობის მცდელობები, მას დედა ემსახურება სპეციალური კერძით, და ეტყვის რომ სურვილი ჩაუთქვას თევზს, მას არ სჯერა რომ შესრულდება სურვილი, ფილმის ნახვა შეგიძლიატ მისტერ. ჯე–ზე, მაგრამ მაინც ჩაიფიქრებს, მეორე დღეს კი მისი სურვილი მართლაც სრულდება…
მილიონერი არტურ ბეჩი არჩევანის წინაშეა.მან არჩევანი უნდა გააკეთოს:ან გარიგებით უნდა დაქორწინდეს რომელიც მის ქონებას კიდევ უფრო გაზრდის,ან მისი ცხოვრების სიყვარულთან ნაომისთან უნდა დარჩეს...
გაიცანით ჰოვარდ ლენგსტონი: იგი მატრასების კომპანიაში გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მის შვილს იგი იმედს გაუცრუებს, როდესაც მის კარატეს წარმოდგენას გააცდენს. ამჯერად იგი შეპირებულია, რომ საშობაოდ საყვარელი სუპერ-გმირის, ტურბო-მენის სათამაშოს აჩუქებს. საუბედუროდ შობის წინა დღეს ჰოვარდი აღმოაჩენს, რომ ყველა ეს სათამაშო უკვე გაყიდულია, რის გამოც იგი იძულებული ხდება მთელ ქალაქში რამენაირად მოძებნოს შვილისთვის დაპირებული საჩუქარი...
ერთ-ერთ სასტუმროს ოთახში სათამაშოების ორი სამყაროა დასახლებული. მარჯვნივ ცხოვრობს სანტა კლაუსი თავის ელფებთან ერთად, ხოლო მეორე მხარეს - მაგები და სხვა შობის სათამაშოები ...
ცოლ-ქმარი შვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ გასამხნევებლად მიემგზავრება იახტით ზღვაზე. ისინი აიყვანენ ბორტზე უცნობ ადამიანს ,რომელმაც თავისი იახტა უცნობი მიზეზის გამო მიატოვა. ცობისმოყვარე ქმარი მიდის ნავით იმ მიტოვებული იახტისაკენ და იქ მოულოდნელ რაღაცას აღმოაჩენს...
იაპონია, გასული საუკუნის 50-იანი წლები. ორი პატარა და - საცუკი და მეი სოფელში გადადიან საცხოვრებლად. გოგონები ტყეში საოცარ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც არაჩვეულებრივი ფუმფულა არსებებით - ტოტოროებითაა დასახლებული. ისინი მათ მალევე დაუმეგობრდებიან. ზოგი მათგანი ვებერთელაა, ზოგიც მინიატურული, მაგრამ ყველას აქვს კეთილი გული და მაგიური ძალა...
ორი უსირცხვილო აფროამერიკელი ფედერალური აგენტი ქევინ და მარკუს ქოუფლენდების დავალებაა ბრიტანი და ტიფანი უილსონების დაიცვან, რადგან ცნობილია რომ მათ გატაცებაა დაგეგმილი...
წიგნის მაღაზიის ქსელის მაგნატს ჯო ფოქსს და დამოუკიდებელი წიგნის მაღაზიის მფლობელ ქეთლინ კელის ინტერნეტით ანონიმურად ერთმანეთი შეუყვარდებათ.ამავე დროს, ჯო, ქეთლინის წიგნების მაღაზიის ბიზნესის დახურვას ცდილობს...
მას შემდეგ, რაც ანა და უოლტერი იძულებულები არიან, ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე ბინა დაცალონ, გადაწყვეტენ საკუთარი სახლი იყოდონ. ერთ-ერთი ნაცნობი მათ მოძველებულ სახლს კარგ ფასად შესთავაზებს და წყვილი იქ გადადის საცხოვრებლად. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, თუ როგორი კატასტროფული სახლი იყიდეს და წინ რა საშინელი სიურპრიზები ელით. ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ინგრევა და იწვება. წვიმა პირდაპირ სახლში ჩამოდის...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ის მოგვითხრობს ისტორიას ექიმზე, რომელიც ევთანაზიის იდეას მხარს უჭერს. თან, მხარს უჭერდა განა მარტო სიტყვებით, არამედ თავის განუკურნავ პაციენტებს ეხმარებოდა სიკვდილში. როდესაც სიმართლე გაირკვა, მას ჩამოათვეს საექიმო ლიცენზია და გაასამართლეს. ორი წლის შემდეგ "ექიმი სიკვდილი" გამოდის ციხიდან კარგი ყოფაქცევისთვის...
ფბრ-ის აგენტი გრეის ჰარტი თავისი გმირობების შემდეგ, რომლებმაც ის ტელევიზიის და პრესის ვარსკვლავად აქციეს, უფრო და უფრო ცოტა დროს უთმობს ოპერატიულ სამსახურს. გრეისი წიგნის დაწერით და სხვადასხვა ტელეშოუებში მონაწილეობითაა დაკავებული. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მის მეგობრებს – კონკურსის გამარჯვებულს შერილს და იმპრესარიოს სტენს გაიტაცებენ ლას–ვეგასში...
ფილმის მთავარი გმირია ახალგაზრდა ჟურნალისტი ქალი ლეინი, რომელმაც ჟურნალ კოსმოპოლიტენში სტატია გააგზავნა - სიყვარულზე, ბიზნესზე და საქმიან კაცებთან შეხვედრებზე. ეს ნაბიჯი მთელ მის ცხოვრებას სცვლის. ლეინს სამუშაოს სთავაზობენ. ის პირველივე სამუშაო დღეს ამჩნევს, რომ გარშემო მხოლოდ მამაკაცები არიან...
ფილმი ახალგაზრდა რემის ისტორიას მოგვითხრობს. მას არ ჰყავს მეგობრები მობერებული ფსიქოანალიტიკოსის გარდა. სკოლაში დასცინიან, ოჯახი კი ვერ იტანს. როდესაც მოთმინების ფიალა ივსება, რემი და მისი მეგობარი, უკანასკნელი ფულით სპორტულ მანქანას და კარგ კოსტიუმებს ყიდულობენ და ირლანდიაში მიემგზავრებიან. მაგრამ ის, რაც იწყება იდეალების ძებნით, სულ მალე დაუოკებელ სიშმაგესა და თვითგანადგურებაში გადაიზრდება...
ერთხელ ღამით, 18 წლის ლენას უკბენს ლუიზა, რომელიც ქალ-ვამპირთა ტრიოს ლიდერია. ლენა ტკბება ახალი ცხოვრებით, მაგრამ ერთხელაც მას ახალგაზრდა ტომი შეუყვარდება, რომელიც პოლიციელია. ლენამ უნდა გააკეთოს არჩევანი, უკვდავ სიყვარულსა და უკვდავად ყოფნას შორის...
სამი ნიღბიანი კრიმინალი მადრიდის გარეუბანში, შეიჭრება ერთ-ერთ ოჯახში და მძევლად აიყვანს იქ მაცხოვრებელ ოჯახს. ისინი აიძულებენ ოჯახის მამას მისცეს მათ ფული, მაგრამ მათთვის მოულოდნელად ოჯახი წინააღმდეგობას გაუწევს...
ეს მოხდა ჩინეთში არეულობის დროს, როცა მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ერთმანეთს პირველობისთვის ებრძოდნენ. ლიანისა და ვეის სათავადოების ჯარები ერთმანეთს ეკვეთნენ და ბრძოლა მთელი დღე გრძელდებოდა. დასასრულს მხოლოდ ორი მოწინააღმდეგე დარჩა - ახალგაზრდა დიდებული მხედართმთავარი, რომელიც საგმირო საქმეებსა და დიდებას ეძიებდა, და უბრალო მეომარი - საზრიანი და გონებამახვილი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად ბრძოლა სურდა...
ბრეტ ჩერჩი გონს მოდის უცნობ გარემოში. გარშემო ყველაფერი სისხლით არის მოსვრილი, თავად კი, ყინულებით სავსე ვანაში წევს. ახსოვს ფეხმძიმედ იყო, მაგრამ ხვდება, რომ ბავშვი მოაშორეს...
მეშვიდე მომაკვდინებელი მტრისგან სამყაროს დასაცავად არჩეულია კაცი. ახალგაზრდა ბილი ბეტსონი თავის ბედს ცდის. სუპერმენის მხარეზე იწყებს ბრძოლას ბლექ ადამის წინააღმდეგ...
როდესაც ჰალკი დედამიწისთვის ძალიან საშიში ხდება, მას კოსმოსში აგზავნიან ისეთ პლანეტაზე, სადაც სიმშვიდეში იცხოვრებს.ჰალკი ცდილობს გაქცევას, იგი მოხვდება საჰარაში, სადაც მონად გაჰყიდიან და წვრთნიან გლადიატორად...
ფილმი დაფუძნებულია 1898 წელს აფრიკაში მომხდარ ნამდვილ ისტორიაზე ორი ლომის შესახებ, რომლებბმაც 130 კაცი დახოცეს 9 თვის განმავლობაში, სანამ ხიდების მშენებელი ინჟინერი და გამოცდილი მონადირე მათ შეჩერებას არ შეეცადნენ...
შურისმაძიებელი ნიუ-იორკელი ტრანზიტის პოლიციელი გადაწყვეტს მოიპაროს მგზავრებით დატვირთული მატარებელი. მისი დედინაცვლის შვილი, ჭაბუკი პოლიციელი ცდილობს მის დაცვას...
ბნელი და სახიფათო კრიმინალური მიწისქვეშეთის ამ ოინთა სერიაში, ჰან სოლო ხვდება მის ძლევამოსილ მეორე პილოტს, ჩუბაკას და ამარცხებს ცნობილ მოთამაშეს ლენდო კელრისიანს...
ჯეკასი 3D არის 3D ტექნოლოგიის და ჯეკასის სერიის მესამე ფილმი. ამ ნაწილსაც იგივე წინაპირობა აქვს რაც წინა ორ ფილმს, როგორც სატელევიზიო სერიებს. ესაა სხვადასხვა ხუმრობათა კრებული. ფილმი ეძღვნება ფრანშიზას მეათე წლისთავს, რომელიც დაიწყო 2000 წელს...
როდესაც ბოროტი კრედი სანტას სათამაშოების ჩანთას იპარავს, იგი ამსხვრევს შობის სულს და მსოფლიოს ბავშვები შობის შესახებ ივიწყებენ. ახლა კი დიდთვალა ობოლსა და მის ჯგუფს უწევს პოლარულ თავგადასავალში გახვევა, რათა შეაჩეროს კრედი ერთხელ და სამუდამოდ...
მაუგლი ტოვებს ახალ ოჯახს და ბრუნდება ჯუნგლებში, რათა მოინახულოს მისი საუკეთესო მეგობარი ბალუ, თუმცა მან არ იცის, რომ ბოროტი ვეფხვი შერ ჰანი აპირებს მასზე შურიძიებას...
ქოლინ მაკლაუდი ნადირობს კაცზე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მისი საყვარელი ქალის სიკვდილის გამო. იგი წლების განმავლობაში დევნიდა უკვდავ ოკტავიუს და ემუქრებოდა რომ მოკლავდა მას. ამ ძიებაში ის ხვდება ქალს, რომელიც გაახსენებს მას მის მკვდარ სიყვარულს. საბოლოდ, იგი გამართავს ბრძოლას მარკუსთან, რომელიც შეცვლის არა მარტო მის ბედს, არამედ მთელი სამყაროს ბედსაც...
როზანა მაკნალტი იმდენი ხანია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცხოვრობს, რომ ექიმმა აღარც იცის რითია იგი დაავადებული. როზანა გადაწყვეტს დაწეროს წიგნი, რომლის მთავარი გმირები პაციენტი და მისი ექიმი არიან...
ეს არის ამბავი კაცზე, მონანიების გზაზე. მას სიბნელე უნათებს გზას. საიქიოსთან დაკავშირებული უქსბალი, ტრაგიკული გმირია. იგი ორი შვილის მამაა და სიკვდილის საფრთხეს გრძნობს. უქსბალი ებრძვის ბინძურ რეალობას და ბედისწერას, რომელიც მის წინააღმდეგაა, რათა მიუტევოს, უყვარდეს, სამუდამოდ...
მისია, რომელიც დაქირავებულმა მკვლელმა ჯეკმა შვედეთში უნდა განახორციელოს კრახით დამთავრდება,ამიტომ ის თავის დამქირავებელს-ლარის შეატყობინებს, რომ შემდეგი დავალება მისთვის ბოლო იქნება და იტალიის ერთერთ სოფელს შეაფარებს თავს. უკანასკნელი დავალების მოლოდინში ის ადგილობრივ მღვდელს დაუმეგობრდება და კლარასთან რომანს წამოიწყებს, მაგრამ სამალავიდან გამოსვლა შესაძლოა მისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს...
ოთხი ისტორია, რომელიც ჰელოუინის დროს ერთდროულად ვითარდება: უფროსკლასელი მოსწავლის ჩვეულებრივი ცხოვრების მიღმა სერიული მკვლელის საიდუმლო ცხოვრებაა; კოლეჯის მოსწავლე შესაძლოა სწორედ ეხლა შეხვდა შესაფერის ბიჭს; მოზარდების ჯგუფი ბოროტ ხუმრობას გეგმავს; ქალი რომელსაც ეს ღამე ეზიზღება მის დღესასწაულების მოყვარულ ქმარს ებრძვის...
ხუანი - პოლიციელი, ციხეს ესტუმრა ზედამხედველად მუშაობის დაწყების სურვილით. ახალ სამუშაო ადგილთან გაცნობა საბედისწერო აღმოჩნდა. მამაკაცი გაუგებრობაში აღმოჩნდა, რის გამოც მას მოუწია პატიმრად თავის გასაღება, სიცოცხლის გადასარჩენად. ამ ნაბიჯმა ის თვითგადარჩენის სახიფათო ზღვარზე დააყენა...
ნათანიელი მალე შვიდი წლის გახდება , მაგრამ მან ჯერ კითხვა არ იცის. ამიტომ , როდესაც მისი დეიდა მას ბიბლიოთეკას გადასცემს, რომელშიც ასობით წიგნია, იგი ძალიან დამწუხდება. არადა თითოეული ზღაპარი საიდუმლოს ინახავს, როდესაც ღამდება ზღაპრის გმირები წიგნებიდან ამოდიან. მათ უნდა გააფრთხილონ ნათანიელი , რომ დიდი საფრთხის წინაშე დგანან - ისინი შეიძლება სამუდამოდ გაქრნენ. ნათანიელი ფერიის დახმარებით დაპატარავდება და თამამად გაემგზავრება პატარა მეგობრების დასახმარებლად...
ლეიკ პლესიდი, წყნარი ტბა ანერიკის ტყეებში თავისი ძველებური სილამაზით თვალსჭრის. მაგრამ ამ აუღელვებელ წყლებშ საშინელი საიდუმლო იმალება, რომელიც სიკვდილით ემუქრება ნებისმიერს ვინც ეცდება მის ამოხსნას. სიღრმეში ჩასაფრდა გიგანტური ურჩხუი, რომელის ადგილი არც ამ ტბაში და არც ამ დროშია. უბედურს რომელიც დაარღვევს უხილავ საზღვარს სიკვდილი ელის.
მოქმედება ვითარდება ვესპერიის დიდი ომის დასრულების შემდეგ, უკანასკნელი იმპერატორი გარდაიცვალა და მისი ადგილი თავისუფალია. პლანეტა ტერკა ლუმირეიზე არსებული ჟანგბადის გაფილტვრის შედეგად მიიღება აპათიად წოდებული აირი, რომელსაც არსებობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოსნტრებისაგან თავდასხმის შესაჩერებლად და აპათიას შესანარჩუნებლად საჭირო ხდება ქალაქს ირგვლივ ბარიერების შექმნა...
ფილმი მოგვითხრობს ოცი წლის ბიჭზე , რომელიც გადაწყვეტს შური იძიოს ადამიანებზე, რომლებმაც მისი შეყვარებული უმოწყალოდ სცემეს. ამისათვის ის ციხეში ჩაჯდება, რადგან დამნაშავენიც იქ არიან...
3 საუკეთესო მეგობრები ძარცვით შოულობენ ფულს.ერთ დღეს ისენი მოილაპარაკებენ,რომ როგორც კი ბოლო საქმეს დაამთავრებენ შეეშვან ძარცვას და პატიოსანი ცხოვრებით გააგრძელონ ცხოვრება...
ფილმში მოთხრობილია ცნობილი ავსტრიელი მხატვრის გუსტავ კლიმტის და ლია დე კასტროს ვნებიანი სიყვარულის ისტორია, მისი ბრძოლა ხელოვნების დამოუკიდებლობის, მისი ახლო მეგობრობა ცნობილ მხატვართან ეგონ შილესთან და მხატვარის პლატონიური ურთიერთობა ემილი ფლეგესთან...
1985 წელს ბრუკლინში, ბავშვობის მეგობრებმა ქუჩური დაჯგუფება შექმნეს. ერთ-ერთი მათგანი მაფიის ხიბლში ვარდება, მაგრამ დანარჩენებს არ სურთ ცხოვრება კრიმინალს დაუკავშირონ...