1951 წელი. მარკუს მესნერი ნიუ ჯერსიდან ოჰაიოს შტატში მიემგზავრება, რათა კოლეჯში ისწავლოს. ოჰაიოში იგი გახდება სექსუალური რეპრესიისა და კორეული ომის მსხვერპლი. დაფუძნებულია ფილიპ როთის ნოველაზე იგივე სახელწოდებით...
”კუნგ ფუ პანდა 3” ისევ დიდ თავგადასავალს გვპირდება. ამჯერად პო და მისი ისევ გამოჩენილი ღვიძლი მამა ლი მიემგზავრებიან საიდუმლო პანდების ადგილსამყოფელში, სადაც ისინი ბევრ წინააღმდეგობას აწყდებიან. მათ მთავარ საშიშროებას ცბიერი და ზებუნებრივით დაჯილდოვებული კაი წარმოადგენს. პანდა პოს რთული მისია აკისრია – მან სხვა პანდებს საბრძოლო ხელოვნება უნდა ასწავლოს. არც თუ ისე მარტივი დავალება აქვთ ფუმფულა პანდებს...
დაღლილი საკუთარი პრობლემებისგან, ოთხი თვრამეტი წლის მოზარდი მეგობარი სამხრეთ ინგლისიდან გაემგზავრებიან დასასვენებლად ორკვირიან კაცების წვეულებაზე, საბერძნეთში...
ახალგაზრდა ფსიქიატრი იწყებს მუშაობას ფსიქიატრიულ ინსტიტუტში, მალე ის აღმოაჩენს ცვლილებებს, რომელთა შესახებაც არაფერი ახსოვს. ედგარ ალან პოს მოთხრობის ეკრანიზაცია...
ალექსი, მარტი, მელმანი, გლორია, მეფე ჟულიენი, მორისი, პინგვინები და შიმპანზეები დაბრუნდნენ და ისევ მადაგასკარზე დაკარგულნი უგზო-უკვლოდ დაეხეტებიან. დაბრკოლების გადასალახად, მათ საოცარი გეგმა შეადგინეს. პინგვინებმა სამხედრო სიზუსტით შეაკეთეს ძველი ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, თუ რაღაც ამდაგვარი...
უოლტერ ბლეკი, რომელიც სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის მფლობელია, დიდი ხანია ნერვიული შეტევის ზღვარზეა. მას ვერც ანტიდეპრესანტები, ვერც ექიმების კონსულტაციები, ვერც სპეციალური ლიტერატურა და ვერც ალკოჰოლი ეხმარება. ბიზნესი უვარდება, ოჯახი დანგრევის პირასაა, ხოლო რეპუტაცია ელახება. გარშემომყოფებს ცხოვრება, რომ არ აურიოს, იგი გადადის სასტუმროში საცხოვრებლად, მაგრამ მარტოობასთან გამკლავება უძნელდება. სასოწარკვეთილი გადაწყვეტს თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება, მაგრამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმისგან თავშეკავებაში მას სათამაშო ეხმარება...
ფილმის მოქმედება მიმდინარეობს პატარა დასახლებაში, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს. რომანი და ლუსი - ორი ანთებული გული, დედამიწის დასალიერისკენ გაქცეულმა ამ ორმა ადამიანმა სწორედ ამ ადგილზე იპოვა ერთმანეთი...
წყვილების ოჯახის შესახებ შოკისმომგვრელი სიმართლის გარკვევის შემდეგ ორი შეყვარებული აღმოაჩენს, რომ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. ტესა აღარაა ისეთი საყვარელი, მარტივი და კეთილი გოგონა, რომელიც ჰარდინის გაცნობისას იყო. ჰარდინი კი თავის მხრივ სასტიკი და უხასიათო ხდება...
გენეტიკური ანომალია ახალგაზრდა კაცს საშუალებას აძლევს მოახდინოს საკუთარი თავის ტელეპორტირება ნებისმიერ ადგილას. ის აღმოაჩენს, რომ ეს უნარი საუკუნეების მანძილზე არსებობს და ჩაებმება ბრძოლაში, რომელიც ათასწლეულებია მიმდინარეობს ტელეპორტირების უნარით დაჯილდოვებულთა და იმ ადამიანთა შორის, რომელთაც მათი მოკვლა სურთ.
მარტინოების ოჯახს ყოველთვის ჰქონდა სისხლში მანქანის ზეთი და ბენზინი. ისინი აწყობდნენ მანქანებს და მონაწილეობნენ რბოლებში. გარემოებების გამო ოჯახის უფროსმა მარიომ მისი ადგილი ქალიშვილს, ჯულის უნდა დაუთმოს. ჯულის უერთდება მისი ორმოცი წლის ნარკომანი მაგრამ რბილებში კარგად გარკვეული ძმა. ერთად ისინი უნდა დაბრუნდნენ რბოლაში და გაიმარჯვონ.
ფრენკი თავის ირგვლივ ანთებულ სანთლებს დადგავს და გახსნის აღმოსავლეთის ბაზარზე ნაყიდ ძველებურ ზარდახშას. ლეგენდის მიხედვით, მასში მყოფი დემონები, მეპატრონეს დაუვიწყარი და აუღწერელი სიამოვნების მონიჭება შეუძლიათ. მაგრამ ფრენკი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ზარდახშა ჯოჯოხეთის კარიბჭეს გასაღებია...
ფილმში მოთხრობილია დაიან ფოსის, ცნობილი ბიოლოგიის მეცნიერის ნამდვილი ისტორია, რომელიც აფრიკაში გაემგზავრა გადაშენების გზაზე მყოფი მთის გორილების შესასწავლად. მოგვიანებით ის მათი აქტიური დამცველი გახდა...
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ფოტოგრაფი სებასტიანო სალგადო მოგზაურობს კონტინენტებზე. ის მოწმეა უმნიშვნელოვანესი მოვლენების ჩვენი თანამედროვე ისტორიიდან: საერთაშორისო კონფლიქტების, შიმშილის, მასობრივი ტრაგედიების და ა.შ.
ფრედი და მიკი მეგობრები არიან. ფრედი ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორია, მისი უდიდებულესობის, დედოფლის თხოვნის მიუხედავად ის უარს ამბობს პრინც ფილიპის დაბადების დღეზე გამოსვლაზე. მიკი ოსკაროსანი რეჟისორია და ახალ ფილზე მუშაობს. მეგობრები ზაფხული ერთად გატარებას გადაწყვეტენ...
რიკ პენინგი ცხოვრობს ზუსტად ისე როგორც თამაშობს რაგბის: სწრაფად, მკაცრად და ინტენსიურად. როცა ცხოვრება მიიყვანს მას ციხემდე, ციხის მაყურებელი მარკუს ტეიტი სთავაზობს მას დაუბრუნდეს თამაშს, მაგრამ მისი კონკურენტების მხარეს...
პოსტაპოკალიპტური რეალობა. კანიბალებით დასახლებული ტეხასის უდაბნოში, ვითარდება სასიყვარულო ისტორია ერთ-ერთ ადგილობრივ კაციჭამიას, მეტსახელად "ადამიანი მაიამიდან” და მისთვის განკუთვნილი პოტენციური საკვები გოგონას შორის ...
ტრილერი სავაჭრო ცენტრის დაცვაზე, ვეტერანზე რთული წარსულით და მის მეწყვილეზე, რომელიც ერთადერთი წინაღობა აღმოჩნდება დაქირვებულ ბანდასა და პოლიტიკური მკვლელობის ახალგაზრდა თვითმხილველს შორის...
ერთ დღეს, წარმატებული სარეკლამო აგენტი როჯერ ტორნჰილი შეცდომით დაზვერვის აგენტი კეპლანი ეგონებათ, რომელსაც არავინ იცნობს სახეზე და ყველას მისი მოკვლა უნდა. თავზარდაცემული როჯერი გაქცევას ცდილობს...
ენერგეტიკულმა კომპანიამ "ალტერპლეკსმა" იპოვა გზა შეუზღუდავი ენერგიის მისაღებად. კომპანიის წარმომადგენლები სახიფათო დავალების შესასრულებლად ყოფილ ასტრონავტს უილს დაიქირავებენ...
ორი მეგობარი უცნობ ქალს ეხუმრა - ღამით დაურეკეს და პოლიციად წარუდგინეს თავი, შემდეგ კი ჩანაწერი ინტერნეტში გაავრცელეს. ისინი ხსირად ეხუმრებდნენ ასე მეზობლებსა და ნაცნობებს, მაგრამ მოულოდნლელად მათთანაც რეკავს უცნობი, ეუბნება რომ ყურმილი არ უნდა დაკიდონ, თორემ მათი ახლობლები დაზარალდებიან...
ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ს არმიის კაპიტან უილიარდს სახიფათო დავალება მისცეს. მისი მიზანია დაადგინოს მისტიური მწვანე ბერეტის, პოლკოვნიკ უოლტერ კურტსის ადგილსამყოფელი...
ქსანდერ კეიჯი - ექსტრემალი სპორტსმენია. ეს ადამიანი არა მარტო ასრულებს სასიკვდილო ტრიუკებს, არამედ იღებს ვიდეოზე და შემდეგ ჩანაწერებს ანთავსებს ერთ-ერთ საიტზე. თავისი უშიშარი ხასიათის გამო ის მიიპყრობს ეროვნული უსაფრთხოების აგენტების ყურადღებას და აგენტი გიბსონი ცდილობს მის გადაბირებას. მას მოუწევს პრაღაში მოქმედი რუსული მაფიის დაჯგუფებაში შეღწევა და დაკისრებული მისიის შესრულება...
ქსანდერ კეიჯი და მისი მეგობარი გოგონა ყველას მკვდარი ეგონა, მაგრამ ეს მხოლოდ შენიღბვა იყო. რვა წლის შემდეგ იგი ბრუნდება და მზადაა ახალი სუპერსაიდუმლო დავალების შესასრულებლად...
საბრძოლო ოპერაციისას, როდესაც იაპონელ ტყვეებს ათავისუფლებდა სამხრეთკორეელების ტყვეთა ბანაკიდან, მაიკლი თვითონ ჩავარდა ტყვედ. მოწოდებით მებრძოლს წამება არ აშინებს. იგი უშიშრად უყურებს სიკვდილს თვალებში. სამი წლის შემდეგ მას ათავისუფლებენ, მაგრამ ეს მხოლოდ გეგმის ნაწილია.
ფილმი მოგვითხრობს ბიჭის სახელად კემის ისტორიას. ის ველოკურიერია, რომელსაც დანაშაულებრივი ბანდის ვალი აქვს. ერთ დღეს ის ველოსიპედით სექსუალურ უცნობ გოგონას გაიტანს. ახალგაზრდა ქალი მას მოხიბლავს და პარკურის სამყაროში ჩაითრევს.
ნიკა პირსმა ოთხი წელი სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. მას არწმუნებენ, რომ ოჯახის დაღუპვა მისი ბრალია და არა თოჯინა ჩაკის. როდესაც მკურნალი ექიმი ნიკას მკურალობის ახალ მეთოდს შესთავაზებს კეთილსახიანი თოჯინით, საავადმყოფოში ხალხი იხოცება. ნიკა ფიქრობს, რომ მისი კოშმარები რეალურია. ენდი ბარკლაი გაიზარდა და დასახმარებლად მოიჩქარის, მაგრამ მას ხელს უშლის ტიფანი, ჩაკის საცოლე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შეყვარებულის დასახმარებლად...
წარმატებული ბანკირის ახალგაზრდა ცოლი პარიზში გაუჩინარდება. იმავე დღეს გამტაცებელი რეკავს და გამოსასყიდს ითხოვს, მაგრამ გამოსასყიდის გადახდის მაგივრად ბანკირი პოლიციაში მიდის. რაც მეტს იძიებს პოლიცია ამ საქმეს, უფრო მეტად ხდება ჩახლართული იგი...
ახალგაზრდა კაცი, თავის ძლიერი ტრამვით, ზღვის ნაპირზე ხვდება. იგი ცოცხალია მაგრამ არაფერი ახსოვს. ახალგაზრდა ექიმი ეხმარება მას, მაგრამ წარსული დიდხანს არ ალოდინებს და ახსენებს თავს...
სარას და ფილს უბედურება დაატყდებათ თავს, მათი ვაჟი უკვალოდ ქრება. მაშინ როცა ფილი ცდილობს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაუმკლავდეს, სარა თავის თავზე იღებს ვაჟის ძიებას...
მთავარი გმირები დები კეიტი და ლიზა არიან, რომლებიც დასასვენებლად ჩავიდნენ მექსიკაში. მძაფრი შგრძნებების მიღებისათვის კეიტი არწმუნებს ლიზას ჩავიდნენ გალიით წყალქვეშ და ნახონ თეთრი ზვიგენები ახლოდან. თოკი წყდება და ისინი აღმოჩნდებია 47 მეტრ სიღრმეზე საათზე ნაკლები დროისათვის სამყოფი ჟანგბადით. ორი საათის გზით დაშორებულები ნაპირიდან და საშიში ზვიგენებით გარშემორტყმულნი...
ბიძია ბუნმი მძიმედ ავად არის და გადაწყვიტავს ცხოვრების უკანასკნელი დღეები ნათესავებთან, სოფელში გაატაროს. აქ მას გარდაცვლილი ცოლის და დაკარგული შვილის სულები მოევლინებიან. ოჯახთან ერთად, ბიძია ბუნმი, ჯუნგლების გავლით მიდის იმ ადგილთან, სადაც დაიბადა...
ფილმი გადაღებულია ირლანდიელი ინვალიდის, კრის ბრაუნის მიღწევების შესახებ. ბრაუნი ცერებრალური დამბლის მსხვერპლი გახდა და გარშემო ყველას განუვითარებელ ადამიანად მიაჩნდა. რომ არა დედის და ოჯახის სიყვარული, აგრეთვე საკუთარი გმირობა და მიზანდასახულობა, ის არ ისწავლიდა ფეხის თითებით ხატვას და წერას. დეი-ლუისმა ნამდვილად დამსახურებულად მიიღო ოსკარი ბრაუნის როლის შესრულებისთვის. აგრეთვე ოსკარი მიიღო ფრიკერმაც - დედის როლის შესრულებისთვის.
ახალგაზრდა პრინცი აშიტაკა, ურჩხულის მოკვლით, სასიკვდილოდ დაიწყევლა. მკითხავმა უმკითხავა, რომ მხოლოდ თავად მას შეუძლია საკუთარი ბედის შეცვლა. მამაცი მეომარი გაემგზავრა სახიფათო მოგზაურობაში. ის აღმოჩნდება იდუმალ ქვეყანაში, სადაც ადამიანები ბოროტი ქალბატონის სათავეში ტყის ბინადართ ეომებიან: სულებს, ეშმაკებს და გიგანტურ არსებებს, რომელთა მსგავსნი აშიტაკას არასოდეს უნახავს...
თერაპევტი გადის ახალ პროცედურას, რომ შეიმციროს სიმაღლე ოთხი ინჩით, რათა მან და მისმა ცოლმა გადაარჩინონ პლანეტა და ჰქონდეთ ლამაზი ცხოვრება ერთდროულად...
სტივენ ფორდი – კერძო დეტექტივი ლოს-ანჯელესიდან, რომლის პროფესიული და პირადი ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც ცნობილი ქუჩის ბანდა მის საყვარელ ძაღლს ბადის გაიტაცებს. იმისათვის, რომ მთელი და უვნებელი დაიბრუნოს მისი უკვალოდ დაკარგული ძაღლი, მთავრი გმირი თანახმაა კრიმინალების მითითებები შეასრულოს. მაგრამ სანამ ის მისი ოთხფეხა მეგობრის დაბრუნებითაა დაკავებული, მტრები მას კვალდაკვალ მიჰყვებიან, მათ შორის ორი კუნთმაგარი მამაკაცი, რომლებისგანაც მან ძალიან დიდი თანხა ისესხა. თუმცა, ეს სტივს ვერ შეაჩერებს, რადგან იგი ნამდვილად მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა დაიბრუნოს მისი საყვარელი ძაღლი…
ჩვენი სამყარო ერთადერთი არ არის. მოსისხლე მტრები რონალდ დისკეინი და უოლტერ ოდიმი მუდმივი ბრძოლის რეჟიმში არიან. სასწორზე ბნელი კოშკია, რომელიც სამყაროს უკანასკნელი იმედია. მის გარეშე სამყაროში ქაოსი დაისადგურებს. სიკეთისა და ბოროტების ძალებს გადამწყვეტ ბრძოლაში მოუწევთ დაპირისპირება, რონალდ დისკეინი ერთადერთია, რომელსაც უოლტერ ოდიმის შეჩერება შეუძლია, რათა მან ბნელი კოშკი არ დააგრიოს...
ნორმან ლებრეხტის რომანის მოტივებზე დაფუძნებული ემოციური ამბავი ორი ბიჭის დრამატული ბედის შესახებ. მარტინ სიმონდსის მთელი თავისი ცხოვრება მისი “ძმის” და უჩვეულოდ საუკეთესო მეგობრის, პოლონელი ებრაელის და ვირტუოზი მევიოლინეს, დოვიდლ რაპაპორტის იდუმალი გაუჩინარება მოსვენებას არ აძლევს, რომელიც 1951 წელს ლონდონში მისი სადებიუტო კონცერტის დაწყებამდე გაქრა, რამაც მათ ოჯახს სირცხვილს და განადგურებას მოუტანს. ოცდათხუთმეტი წლის შემდეგ, მარტინი აღმოაჩენს, რომ დოვიდლი შესაძლოა ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს, და საკონტინენტთაშორისო ძიებაში მიდის, რათა იპოვოს და გაარკვიოს მისი გაუჩინარების საიდუმლო…
მეცნიერების მიერ შექმნილი პირველი ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი, იწყებს გრძნობების გამოვლინებას. მას არ მოსწონს, როცა მის შემქმნელს ურთიერთობა აქვს რეპორტიორთან...