პორტერ ვრენი არის მანქეტენის ტაბლოიდის მწერალი, რომელსაც სკანდალი იზიდავს.იგი გულანთებული იკვლევს მკვლელობას, ტრაგედიასა და ნებისმიერ ფაქტს, რათა სიმართლე გამოააშკარავოს.სახლში ის ერთგული მეუღლე და მამაა, მაგრამ როდესაც კაროლინი, მაცდური უცნობი სთხოვს მას გამოიძიოს მის კინორეჟისორი მეუღლის, საიმონის გაუხსნელი მკვლელობა, ის იძირება ძალიან შემზარავ საქმეში, სადაც ფიგურირებს სექსუალური აკვიატება და შანტაჟი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სამსახურს, ქორწინებასა და სიცოცხლეს...
მეგის ყველაფერი გათვალისწინებული აქვს იდეალური შვებულებისთვის - რომის მზე და ტოსკანიის ზღვა., მაგრამ მისი 16 წლის გოგო სამერი ოცნებობს სახლში (შტატებში) დაბრუნებაზე, თავის მეგობარ ბიჭთან შესახვედრად...
ბილიარდის მოთამაშე ედი ფელსონს, მეტსახელად "ფასტის" ბევრი ნიჭი აქვს. მას თამაშის თავისი წესები აქვს. თავდაპირველად მოწინააღმდეგეს მოგების შანსს აძლევს, შემდეგ ფსონს ზრდის და მას ბოლომდე აკოტრებს. ნიუ–იორკში ლეგენდარული დუელი იმართება: "ფასტი" სათამაშოდ "მინესოტელ მსუქანას" იწვევს, რომელიც ბილიარდის მოთამაშეებში ცნობილი ავტორიტეტია...
ორი წლის შემდეგ ისინი ისევ ჩვენთან არიან: “ნაძვების” გმირები ისევ ერთად არიან საახალწლო თავგადასავლებში. ბორია და ჟენია, მათი შვილები. მეთხილამურე და სნოუბორდისტი და ასევე ბევრი სხვა სახალისო პერსონაჟი...
მთავარი პერსონაჟი, ყოფილი დამნაშავეა, რომელიც სრულიად მოულოდნელად ხდება 15 წლის გერი ჯონსის მეურვე, რომელიც უსახლკარო ოჯახის უფროსი შვილია, ჯო და გერი ერთად ცდილობენ იპოვონ გზა უკეთესი ცხოვრებისკენ პატარა ღვთისგან დავიწყებულ ქალაქში, მისისიპის შტატში.
ორი 14 წლის ბიჭუნა მორიგი გასეირნებისას გადააწყდება კაცს, რომელიც იმალება მისისიპიში კუნძულზე. კაცს მადი ჰქვია, ჩამტვრეული აქვს კბილები და პისტოლეტს მალავს. მალე ბიჭები მადს ნავის შეკეთებაში ეხმარებიან, რათა მან გაქცევა შეძლოს.
ფილმს საფუძვლად უდევს მწერალი ლუნ უნის შემზარავი ისტორია. ამბავი იწყება, როდესაც მწერალი ხუთი წლის იყო და იგი მოხვდება ბანაკში, სადაც მას მეომარ ბავშვად ზრდიან...
ისტორიაში ბევრი გამარჯვებაა ცნობილი, რომელმაც მილიონობით ადამიანზე მოახდინა გავლენა. ასეთ ტრიუმფს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის გამარჯვება კალათბურთში დრამატულ ოლიმპიადაზე 1972. დაახლოებით 4 ათწლეულის მანძილზე ამერიკის გუნდი დაუმარცხებლად ითვლებოდა. ყველა გუნდი შეგუებული იყო იმ აზრს, რომ პირველები ამერიკელები იყვნენ, ამიტომ მეორე ადგილისთვის საბრძოლველად მიდიოდნენ ჩემპიონატებზე. საბჭოთა კავშირის გუნდმა კი შეძლო მათი დამარცხება...
ფილმი მოგვითხრობს 17 წლის ქეითზე, რომელიც საშინელი დაავადების მატარებელია, იგი ბავშბობიდან მთელ დროს სახლში ატარებს, რადგან მისთვის მზის ერთი სხივიც კი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. მას ცხოვრება საჩუქარს უმზადებს, როდესაც ზაფხულში გაიცნობს ჩარლის და მათ შორის სასიყვარულო რომანი იწყება.
ქალთევზა სახელად შანი გაემართება მისიის შესასრულებლად - მან უნდა აცდუნოს და შემდეგ მოკლას მეწარმე, რომელიც აბინძურებს ოკეანეს და კლავს ოკეანეში მცხოვრებ ცოცხალ არსებებს...
სნოუბორდისტი ტრევის რაისი და მისი მეგობრები გადაწყვეტენ მისიაზე წასვლას. რაისი და მისი გუნდი გამოცდიან ყველა სიმაღლეს და დაიპყრობენ მსოფლიოს ყველაზე თვალწარმტაც ხედებს...
პატიოსანი სტუდენტი გოგონა გაიცნობს გავლენიან ბიზნესმენს, რომლის სექსუალური ფანტაზია აშავებს მათ ურთიერთობას. ფილმი წარმოადგენს ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაციის პაროდიას.
პატიოსანი პოლიციელის დისშვილი უსიამოვნო სიტუაციიდან ხვდება კრიმინალური სინდიკატის ხელში. ამ დაჯგუფების სათავეში დგას ადამიანი რომელსაც პოლიციელი 10 წელია დასდევს. მას მოუწევს დაიჭიროს ამერიკელი მოთამაშე, რომლის დახმარებითაც დაიხსნის გოგონას...
"ფეხბურთის ქარხანა" ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ ინგლისელების ფეხბურთით გატაცების ჩვენება, ეს არის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს მამაკაცების სურვილზე შეურთდნენ ჯარს,იბრძოლონ ომებში...ეს არის ანგლო-საქსური მამრობითი სქესის წარმომადგენლების მივიწყებული კულტურა, რომელთაც მობეზრდათ იმის მოსმენა, რომ საკმარისად კარგები არ არიან და ამიტომ ისინი თავიანთ მუშტებს იყენებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მუშტი უფრო ძლიერია, ვიდრე სექსი და ნარკოტიკი ერთად აღებული...
ბობი ცნობილი ამერიკელი მბრბოლელია, ერთხელაც შეჯიბრისას მისი მეგობარი იღუპება, რის შემდეგაც ის უარს ამბობს საჭესთან დაჯდომაზე. სანატორიუმში ბობი სასიკვდილო სენით შეპყრობილ გოგონას გაიცნობს, რომელიც მასში ხელახლა აღვიძებს სიცოცხლის ჟინს...
ბოროტი უცხოპლანეტელები აპირებენ დედამიწის განადგურებას, მაგრამ სანამ ამ გეგმას მოიყვანენ სისრულეში ისინი ადამიანებს აძლევენ ბოლო შანს. უცხოპლანეტელები უბრალო მასწავლებელს მაგიურ ძალას ანიჭებენ, რის შემდეგაც მას თავს გადახდება ბევრი უცნაურობა...
სტივ რასელი პატარა ქალაქის პოლიციელია, თაღლითობისათვის ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება, სადაც ქარიზმატულ ფილიპ მორისს შეხვდება. რასელი მთელ მის ცხოვრებას მორისს მიუძღვნის იმ შედეგების მიუხედავად,რაც ამ ყველაფერს მოჰყვება.
რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე,რათა შენი ბიზნესის დაფინანსება მიიღო? დონალდ ჩენდლერი რესტორნის მფლობელია. იგი მოულოდნელად ბიზნესისა და სამსახურის გარეშე დარჩება, მას ცოლი მიატოვებს. თავიდან დაწყების მიზნით დონალდი იწყებს მუშაობას მიგელ სანჩესთან, რომელიც მასთან მუშაობდა, ლატარეაში გამარჯვებამდე...
მოტაცებული ბავშვი და მისი გამტაცებელი დამეგობრდებიან. გაქცეული დამნაშავე სამართალს გაურბის, მისი დაჭერა კი პატიოსანი ამერიკელი მარშალის ვალდებულებაა...
1942 წელი, დასავლეთის ფრონტი. გერმანიის არმიის ოკუპაციაში მყოფი სოფლების მოსახლეობა სასოწარკვეთილია, მამაკაცი იძულებულია ყველანაირ დათმობაზე წავიდეს რათა სიცოცხლე შეინარჩუნოს...
რას შეუძლია გააფუჭოს ძალიან მხიარული გოგონების წვეულება მაიმიში? ალბათ მხოლოდ სტრიპტიზიორის მოულოდნელ სიკვდილს. ახლა მეგობრებს მოუწევთ კვალის გაქრობა, სანამ ამ საქმეში პოლიცია ჩაერთვება...
1951 წელი. კერი პიტერი ჰოლივუდის სცენარისტია, რომელიც შემთხვევით მოხვდება პატარა ქალაქში ლოუსონში კალიფორნიაში: საავტომობილო ავარიის შემდეგ ის მთლიანად კარგავს მეხსიერებას. მას მიიღებენ მორე მსოფლიო ომის დროს უგზო უკვლოდ დაკარგულ გმირად.
ადრე ივანს მხოლოდ ციფრები და ჰაკერული პროგრამები აინტერესებდა, მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც იგი ფრანგ გოგონას ანიას გაიცნობს, რომელიც მზარეულია და რუსული ფესვები აქვს. ორივენი სოჩაში მიფრინავენ, რათა კულინარიულ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. ივანი რუსეთის სახელით მონაწილოებს, ანია კი საფრანგეთის. ივანს ასევე ურთიერთობის დალაგება უწევს მის ახლადგაცნობილ მამასთან, ასევე ტელეწამყვანი დიმიტრი ნაგიევს უნდა დაეხმაროს აფხაზეთის მთიანი სიფლიდან გაქცევაში, სადაც მას დაქორწინებას აიძულებენ...
გამოცდილი დრონის პილოტი ნილი კერძო ხელშეკრულებით მუშაობს, რომლის ყოველდღიურობაც საიდუმლო საომარი ფრენების შესრულებაა. მაგრამ ერთ დღეს მის საიდუმლოს ფარდა აეხდება. პაკისტანელი ბიზნესმენი, რომელიც ნილს მისი მეუღლისა და შვილის გარდაცვლებაში ადანაშაულებს მასზე შურისძიებას გადაწყვეტს...
სატვირთო მანქანის მძღოლი გიორგი სახლში ტოვებს მოღალატე ცოლს და მიემგზავრება დიდხნიან მარშუტზე. მისი სატვირთო მიზანს უახლოვდება, თვითონ კი იძირება შიშსა და ღალატში...
მტკივნეული განშორების შემდეგ ნეფელი გადაწყვეტს აღარავინ შეიყვაროს. იგი მის ძველ გამოცდილ მეგობართან, ნეფელისთან ერთად გადავა საცხოვრებლად. ნეფელი მხიარული ქერათმიანი გოგონაა. მათი სახლის მთავარი წესია ურთიერთობა ერთ ღამეზე დიდხანს არ გაგრძელდეს. მაგრამ ვინსენტი ჯულის გაიცნობს და წესს დაარღვევს...
ბუჩი და სანდენსი ჰოლინვოლის ბანდის ორი ლიდერია. ბუჩი იდეების, სანდენსი კი მოქმედების კაცია. დასავლეთი უფრო და უფრო ცივილიზებული ხდება და მას შემდეგ რაც ბუჩი და სანდენსი მატარებელს გაძარცვავენ, პოლიციის სპეციალური რაზმი მათ ყველგან დასდევს. როდესაც ბედის წყალობით გაქცევას მოახერხებენ, ბუჩს ახალი იდეა მოუვა: ბოლივიაში წასვლა...
მას შემდეგ რაც ბენს ტრაგედია შეემთხვევა, ის ხდება მომვლელი რათა ფული გამოიმუშაოს. მისი პირველი კლიენტი ტრევორი 18 წლის ბიჭია რომელსაც განუვითარებელი კუნთები აქვს. ერთი პარალიზებულია ემოციურად, მეორე კი ფიზიკურად. ისინი გადაწყვეტენ სამოგზაუროდ დასავლეთით წასვლას...
ფილმი მოგვითხრობს ერთ საკუთარ თავში ჩაკეტილ ბიჭზე რომლის მშბლებიც გაცილებულები არიან, დედას კი ახალი მეგობარი კაცი ჰყავს. მას არ უყვარს ბევრი საუბარი და აშკარად უჭირს ხალხთან ურთიერთობა. ყველაფერი შიეცვლება, როდესაც ის ერთ საინტერესო მეგობარს შეიძენს და დაიწყებს აკვაპარკში მუშაობას...
ქორწინებამდე ერთი თვით ადრე ანდონიო აღმოაჩენს ფოტოს, რომელშიც მისი საცოლე კარმენი მამაკაცს ეხვევა.ანტინიო იწყებს გამოძიებას.კარმენი ეუბნება მას, რომ ეს კაცი მისთვის არაფერს წარმოადგენდა, ფოტო კი მათ გაცნობამდეა გადაღებული.ანტონიო ნელ ნელა ამ კაცის შესახებ ინფორმაციას იღებს, ასევე გებულობს კარმენის წარსულის შესახებ. გაანადგურებს ეჭვიანობა წყვილის ურთიერთობას, თუ ისინი მოახერხებენ და გადალახავენ ამ დაბრკოლებას?...
ჯოვანი ბოკაჩოს გულახდილი ნოველები მეთოთხმეტე საუკუნის სექსუალური თავგადასავლების შესახებ. თქვენს წინაშეა 9 ნოველა, რომელიც დიდმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინიმ გააცოცხლა...
ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლაბაკის კანის ფესტივალის და სხვა მრავალი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული ფილმი, რომელშიც ძალიან საინტერესოდაა გადმოცემული ომის თემა...
ახალგაზრდა პროვინციელმა გამყიდველმა გოგონამ როზალიმ სატელევიზიო კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც ქვია "მოიგე შეხვედრა ტედთან". ტედი - ჰოლივუდის ვარსკვლავია და მასთან შეხვედრა ყველას სურს...
მეგობრების მცირე ჯგუფი კოლეჯის დამთავრების შემდეგ ცდილობს შეეწინააღმდეგოს რეალურ ცხოვრებას, იპოვოს სიყვარული და სამსახური. "თაობა იქსი"-ს ოთხეული აღმოაჩენს, რომ რეალობა მათ გარშემო სულაც არ არის მარტივი.
მზის დაბნელება ააქტიურებს მაგიურ დროის პორტალს და ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვიქტორი, ოცდამეერთე საუკუნიდან ათასი წლის უკან ხვდება. ვიქტორი უჩვეულო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება , ჩაებმევა ბრძოლაში მითიურ არსებებთან და ნამდვილ სიმამაცეს შეიძენს...
ბრიტანული იმპერიის ყვავილები, ეგზოტიკური ინდოეთის ფერები, ინგლისური ფანტაზიები. ბეკი შარფი – მხატვრისა და მომღერლის დაობლებული ქალიშვილი ტოვებს საკუთარ სახლს, რათა გოგონების აღმზრდელი გახდეს. ის არის სიმამაცით სავსე, ძლიერ მახვილგონიერი, კარგი გარეგნობის, ფრანგულად თავისუფლად მოსაუბრე და თვალი სოციალურ პროგრესისკენ აქვს. საზოგადოება ცდილობს ყველაფერს, რათა აარიდოს იგი წარმატებას. მოთხრობა მიჰყვება მის კვალს 20 წლის განმავლობაში, სადაც არის ქორწინება, ომი, ბავშვი, ერთგულება სკოლის მეგობრის მიმართ, იმ ოჯახის ცვალებადობები, რომლის ქალიშვილებსაც ის ზრდიდა და ყურადღება მოწყენილი მარკიზისაგან, რომელიც მისი მამის ნახატებს აგროვებდა. პატიოსნება აბალანსებს მის გეგმებს, ის არ არის არისტოკრატი და არც ბურჟუა, არამედ უბრალოდ გაბედული, გონიერი და დაუოკებელი ქალია...
თავისუფლების მოსაპოვებლად ანჟელო ტეტრიჩინი მამას გაურბის სახლიდან. ათი წლის შემდეგ ბუენოს-აირესში მას ახალგაზრდა და გულუბრყვილო ძმა - ბენინი ხვდება. ანჟელო მწერალი გახდა. ტეტრო მისი ფსევდონიმია. ის ავტობიოგრაფიული პიესის გამოქვეყნებას აპირებს. უმცროს ძმას ჰგონია, რომ მასში წერია არასასიამოვნო სიმართლე მათი ოჯახის შესახებ. ძმასთან ჩხუბის შემდეგ ბენინი პიესას საკუთარ ფინალსაც კი ამატებს. მაგრამ როდესაც პიესას დადგამენ, ფინალი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგანაც სიმართლე ყოველთვის გაცილებით რთული, ღრმა და საშინელია...
ჩარლი ახალგაზრდა და მორიდებული კოლეჯის სტუდენტია, რომელსაც არასდროს არავინ ჰყვარებია. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ რაც ის დაეხმარება ახალგაზრდა ჯორდანს რთული, სულიერი მდგომარეობიდან გამოსვლაში...
ალექსის დედა კომატოზურ მდგომარეობაში იყო ბერლინის კედლის დაცემამდე. როდესაც ბოლოს და ბოლოს აზრზე მოვიდა, აღარ იყო უკვე არც გდრ და აღარც 'გამარჯვებული სოციალიზმის' ქვეყნები. დედიკოს ჯამრთელობაზე ნერვიულობის გამო, ალექსმა გადაწყვიტა არ შეატყობინოს სიახლეები და ცვლილებები: რა შეიძლება იყოს კომუნისტისთვის უფრო საშინელი, ვიდრე კაპიტალიზმის გამარჯვება? შვილს მოუწია ტყუილზე წასვლა და ბინის წარსულის კუნძულად გადაქცევა...
დრამის სიუჟეტი აგებულია ჯონის და ეილინ კოულის ოჯახის ირგვლივ. წყვილი მკურნალს ეძებს, რომელიც შეძლებს მათი ორი გენეტიკურად არასწორი შვილის განკურნებას...
სასჯელმოხდილი ყოფილი კორპორატიული რეიდერი გორდონ გეკო, ციხიდან გამოდის და საერთოდ ახალ სამყაროში ხვდება, რომელიც ფინანსური კრიზისის პირასაა. ის დინოზავრივითაა, რომლის მეთოდებიც დიდი ხნის მოძველებულია, რეპუტაცია კი უარყოფითად მოქმედებს. მაგრამ ზუსტად მას ირჩევს პარტნიორად ახალგაზრდა ჯეიკობ მური, რომელიც გეკოს გარიგებას სთავაზობს: ის მამასა და ქალიშვილს შორის ურთიერთობას აგვარებს, რომელიც გორდონს ძმის მკვლელობაში ადანაშაულებს. თავის მხრივ გეკო ჯეიკობს ფინანსურ მწვერვალზე ასვლაში ეხმარება...
ლიზა, ჟულიენი და მათი პატარა შვილი ოსკარი - ბედნიერი ოჯახია. მაგრამ ერთ დილას ლიზას პოლიცია აკითხავს. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ყველა სამხილი მის წინააღმდეგაა. ჟულიენი მზადაა ყველაფერი გააკეთოს ცოლის გადასარჩენად...
ოლი ტრინკე ახლგაზრდა, თავაზიანი, მუსიკის პუბლიცისტია, რომელსაც ახალმოყვანილ ცოლთან და შვილთან ერთად თითქოს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში. მაგრამ განგება მას საშინელ გამოცდას უწყობს, როდესაც იგი მარტოხელა მამა ხდება, კარიერა დასამარდა და იგი იძულებულია საცხოვრებლად მამასთან გადავიდეს. ნორმაში ჩასადგომად ახალი სიყვარული და სიმხნვე სჭირდება, რომელსაც ოლი ტრინკეს მისი ქალიშვილი აძლევს...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ერთ ულამაზეს ოჯახზე.მათი ცხოვრება იყო სავსე სიყვარულით და ალერსით.მაგრამ მათ ცხოვრებაში გამოჩნდა ყოპილი დაქალი და ყველაფერი დავდაყირა დადგა...