მოზარდობის დროს საუკეთესო მეგობრები სესილია და ემა 10 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს. ემა სესილიას წინასაქორწინო წვეულებაზე დაპატიჟებს, სადაც ის მოხვდება მოშორებით მდებარე ქოხში სკოლისდროინდელ მჩაგვრელთან და შურისძიების შანსთან ერთად.
ინესი წვალობს, თუმცა მაინც დამოუკიდებლად ცხოვრობს, ის 1990-იანი წლების ნიუ იორკში თავშესაფრიდან თავშესაფარში გადადის. მისი 6 წლის შვილი ტერი დროებით მეურვეთა ოჯახშია გაშვილებული, თუმცა ინესს არ უნდა შვილის დაკარგვა, ამიტომ მას იტაცებს, რათა ერთად ახალი ცხოვრება დაიწყონ. წლებთან ერთად ტერი იზრდება და საკმაოდ ჭკვიან მოზარდად იქცევა, თუმცა საიდუმლო, რომელმაც მათი ბედი განსაზღვრა, მათ ოჯახს განადგურებით ემუქრება.
პოლ გალიკოს ამავე სახელწოდების რომანის ახალი ადაპტაცია, რომელშიც მოვლენები 1950-იანი წლების ლონდონში ვითარდება და დაქვრივებული დამლაგებელი ქალის ადა ჰარისის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც Christian Dior-ის მაღალი მოდის კაბა სიგიჟემდე შეუყვარდება და ამ ხელოვნების ნიმუშის მიღებას გადაწყვეტს. მისი ოცნებების ასასრულებლად, თავდაუზოგავი მუშაობის, შიმშილისა და აზარტული თამაშების შემდეგ, მთავარი გმირი თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში მიდის პარიზში, რომელიც არა მხოლოდ მის საკუთარ მსოფლმხედველობას, არამედ Dior-ის სახლის მომავალსაც შეცვლის.
მას შემდეგ, რაც საჯარო დაპირისპირება პოპულარულ ვიდეობლოგერს შერცხვენილს და აუდიტორიის გარეშე დატოვებს, ის თავისი გამომწერების დაბრუნებას გადაწყვეტს და მარტო მიდის იდუმალ სახლში, სადაც მოარული ხმების თანახმად მოჩვენებები არიან. მისი მიზანია მთელი ღამის განმავლობაში ლაივ სტრიმი და მაყურებელის მაქსიმალური რაოდენობის მოგროვება. მაგრამ მთავარი გმირი არ ელოდა, რომ მისი ვიზიტი გააბრაზებდა შურისმაძიებელ სულს, რომელიც ბლოგერის ტრიუმფალურ დაბრუნებას ნამდვილ კოშმარად და გადარჩენისთვის ბრძოლად გადააქცევს რეალურ დროში, რადგან ის ხვდება სახლის ბოროტ დემონს და მის ძლევამოსილ მიმდევრებს.
ორ დამნაშავეს გაქცევა სურს, თუმცა მათი ბოსი გაქცეულებს ხოცავს. ამიტომ როცა მათ ძარცვის ოპერაციაზე უშვებენ, ისინი ფულს ბოსს უმალავენ, თავისთვის იტოვებენ და პოლიციას მონასტერში, მონაზვნების ფორმაში გადაცმულები ემალებიან...
დოკუმენტური ფილმი ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, მიხაელ შუმახერის ცხოვრების შესახებ. მილიონობით გულშემატკივარი მთელს მსოფლიოში აღფრთოვანებული იყო მისი გამბედაობით, გამარჯვების ჟინით და გმირის იმიჯით. ფილმი მრბოლელის თვისებების მეორე მხარეს ავლენს, რომელსაც ხშირად ხედავდნენ როგორც დაუნდობელ გამარჯვების მანქანას, ასევე იშვიათი ინტერვიუებით, საშინაო ვიდეოებით და აქამდე გამოუქვეყნებელი კადრებით, რომელიც ყურადღების ცენტრიდან შორს საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაუცველობის დასაძლევად მებრძოლ მამაკაცს ასახავს.
პლანეტა პანდორას მკვიდრ ნა’ვი-ს ჰუმანოიდთა რასის ავატარის სხეულში მყოფი დედამიწელი ყოფილი ჯარისკაცის ჯეიკ სალის და მისი ცხოვრების თანამგზავრის ნეიტირის ამბის გაგრძელება, რომელიც მათი სიყვარულის და მათი ახალი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთად დარჩენისთვის. თუმცა, როდესაც ადრე დაწყებულის დასასრულებლად, ძველი საფრთხე დაბრუნდება, ჯეიკი თავისი პლანეტის დასაცავად ნეიტირისთან და ნა’ვი-ს რასის არმიასთან უნდა გაერთიანდეს, სადაც ახლა ისინი იძულებულნი არიან დატოვონ სახლი და შეისწავლონ პანდორას სხვადასხვა რეგიონები...
ნამდვილი ამბავი, რომელიც რევოლუციონერი აფრო-ამერიკელი ბიზნესმენების, ბერნად გარეტის და ჯო მორისის დრამატულ ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც 1960-იან წლებში ბიზნეს სფეროში რასისტულ-რეპრესიული პრობლემების მოსაგვარებლად თამამ და სარისკო გეგმას შეიმუშავებენ. ისინი სხვა აფრო-ამერიკელებს თავიანთი ამერიკული ოცნების განხორციელებაში ეხმარებოდნენ. გარეტის მეუღლესთან ერთად გმირები მუშათა კლასიდან თეთრკანიან, მეთ შტაინერს მათი მზარდი უძრავი ქონებისა და საბანკო საქმის წარმოების იმპერიის მდიდარ და პრივილეგირებულ სახედ განასახიერებაში ავარჯიშებენ, ხოლო თავად გარეტი და მორის დამლაგებელს და მძღოლს ანსახიერებენ. მათი წარმატება საბოლოოდ ფედერალური ბიუროს ყურადღებას იპყრობს, რაც საფრთხეს შეუქმნის ყველაფერს…
ისტორია მოგვითხრობს მორისის - სულელი ქუჩის კატის ამბავს, რომელიც ფულის საშოვნელად იდეალურ სქემას ქმნის. ის პოულობს ბრიყვის გამომეტყველებიან ბავშვს, რომელიც ჩასაბერ საკრავზე უკრავს, თავისი ვირთხების ხროვა ჰყავს და უჩვეულოდ განათლებულია...
მხიარული და ამაღელვებელი ისტორია კალათბურთის ქვედა ლიგის ჯიუტი ყოფილი მწვრთნელის მარკუსის შესახებ, რომელსაც არაერთი შეცდომის შემდეგ, სასამართლო ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდა კალათბურთის მოთამაშეთა გუნდის ხელმძღვანელობას და სპეციალურ ოლიმპიადაზე მონაწილეობას დაავალებს. არასრულყოფილი, მაგრამ თავდადებული მწვრთნელი მალევე ხვდება, რომ ეჭვების მიუხედავად, ამ გუნდს შეუძლია იმაზე შორს წასვლა, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდა…
ეპიკური საგის გაგრძელება. გალაქტიკის ბრძოლა ბოროტი იმპერატორის წინააღმდეგ გრძელდება. პრინცესა ლეა იმპერიის ჯარების გამანადგურებელ შეტევას გადაურჩა. ლიუკ სქაიოუქერი ლეგენდარულ იოდას პოულობს და მისგან ჯედაის საიდუმლოებებს სწავლობს.
გალაქტიკური იმპერიის მოსახლეობა პროტესტს უცხადებს დიქტატორულ ხელისუფლებას, რომელიც მათ სამყაროზე მბრძანებლობს. აჯანყებულები იმპერატორზე თავდასხმისათვის ემზადებიან, ისინი იბრძვიან თავისუფლების მოსაპოვებლად...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე.18-ე საუკუნე, ინგლისი, დაიდო ელიზაბეტ ბელი სამეფო საზღვაო ფლოტის კაპიტანი ჯონ ლინდსის და შავკანიანი ქალის ქალიშვილია. გოგონა არისტოკრატულ გარემოში გაიზარდა, ის ბიძამ ლორდმა მენსფილდმა და მისმა მეუღლემ აღზარდეს...
2017 წლის ფილმის “The Outlaws” სიქველი, რომელშიც მოქმედება სეულის ერთ-ერთ რაიონში ჩატარებული მაშტაბური რეიდის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ ვითარდება. დეტექტივი მა სეოკ-დუ, კაპიტან ჩონ ილ-მანთან და მის გუნდთან ერთად, გაქცეული ეჭვმიტანილის ექსტრადაციის მიზნით მიემგზავრება ვიეტნამში, მაგრამ ჩამოსვლიდან მალევე აღმოაჩენს მკვლელობის დამატებით შემთხვევებს და სასტიკი მკლელის კან ჰე-სანის შესახებ შეიტყობს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ჩადის დანაშაულს ტურისტების წინააღმდეგ. ახლა კანის დასაჭერად, დეტექტივმა მამ და მისმა გუნდმა ძალ-ღონეს არ უნდა დაიშურონ...
დართ ვეიდერი მეორე "სიკვდილის ვარსკვლავს" ქმნის. ის ყველა ძალას იკრებს, რათა ამ სასიკვდილო იარაღით უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს აჯანყებულებს და მათ მოკავშირეებს.
სეთ მაკფერლეინი მის ორიგინალურ იუმორს ამჯერად დიდ ეკრანზე გვაწვდის, როგორც სცენარის ავტორი, რეჟისორი და გამხმოვანებელი. ჯონ ბენეტის ბავშვობის სათამაშო დათუნია გაცოცხლდება, რომელსაც მარტო დარჩენა არ სურს...
სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება და ახალგაზრდა ასტრონავტის - მილსის შესახებ მოგვითხრობს, რომლის კოსმოსური ხომალდი მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, იდუმალ პლანეტაზე ჩამოვარდება, სადაც მთავარი გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ის რეალურად დედამიწაზე ჩამოვარდა… 65 მილიონი წლით უკან. ახლა გადარჩენის მხოლოდ ერთი შანსით, მილსმა და ერთადერთმა გადარჩენილმა გოგონამ, კოამ, უნდა გაიარონ უცნობი რელიეფი, რომელიც სავსეა საშიში პრეისტორიული არსებებით და გადარჩენენ ეპიკურ ბრძოლაში...
ანიმაციური სათავგადასავლო-კომედია შემსრულებელი ბადის შესახებ, რომელიც მუსიკალურ კონკურსზე გამოდის, მოულოდნელად აღიარებს, რომ არასოდეს არ სმენია ანგუს სკატერგუდის შესახებ. შედეგად, მთავარი გმირი იძულებულია შეუერთდეს შოუს, რათა ნებისმიერ ფასად დაიუბრუნოს როკ ლეგენდის წარსული დიდება და აღიდგინოს დაკარგული სახელი…
რეჟისორ ფლორიან ზელერის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე დაფუძნებული დრამატული ამბავი, რომელიც ოჯახური ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. მის ახალ პარტნიორთან, ემასთან და მათ შვილთან ერთად, ახალგაზრდა მამის პიტერის დატვირთული ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც მისი ყოფილი ცოლი კეიტი თავის მატყუარა, გაუცხოებულ და გაბორეტებულ თინეიჯერ ვაჟთან, ნიკოლასთან ერთად გამოჩნდება, რომელიც თვეებია სკოლას აცდენს. შედეგად, პიტერი მთელი ძალებით ცდილობს იყოს უკეთესი მამა და დაეხმაროს ვაჟიშვილს ოჯახური ბედნიერების ამ ინტიმურ და ინსტინქტურ მომენტებში. მაგრამ ნიკოლასის მძიმე მდგომარეობა ოჯახს საშიშ გზაზე აყენებს...
ედი დოდსონი ავეჯის მაღაზიის მფლობელია ლოს-ანჯელესში. ის იცნობდა ბევრ ცნობილ ადამიანს, მთელი ცხოვრება ერთობოდა, აწყობდა დაუვიწყარ მიღებებს. ერთხელაც ედის შეუყვარდა და იმისათვის, რომ ყურადღება მიექცია გადაწყვიტა გაეძარცვა ბანკი...
როცა პატარა სამხედრო დანაყოფს მოულოდნელად დაესხმებიან თავს, შეერთებული შტატების არმიამ ბრძოლა მიწისქვეშ უნდა გააგრძელოს. ეს არის გადამწყვეტი მისია, ბრძოლა - რომელიც მათ აქამდე არასდროს გამოუცდიათ...
1950-იანი წლების ლონდონი, საჯარო სამსახურის უხასიათო მოხელე გადაწყვეტს შვებულება აიღოს, რათა საზარელი დიაგნოზის დასმის შემდეგ ნამდვილი ცხოვრება გამოსცადოს...
ჯუნის დედა კოლუმბიაში მოგზაურობისას მის ახალ შეყვარებულთან ერთად გაუჩინარდება. ჯუნის მიერ პასუხების ძიებას საერთაშორისო ბიუროკრატია აფერხებს. ათასობით მილის მოშორებით ლოს ანჯელესში ჯუნი ყოველგვარ უახლეს ტექნოლოგიას იყენებს, რათა დედა დროულად იპოვოს. თუმცა რაც უფრო ღრმად იწყებს ძიებას, უფრო მეტი უპასუხო კითხვა უჩნდება. როცა ჯუნი დედის საიდუმლოებებს ფარდას ახდის, მიხვდება, რომ თურმე მას საერთოდ არ იცნობდა.
დენი, არნოლტების ოჯახის თინეიჯერი ვაჟიშვილი უჩინარდება. საქმე ყველაზე გამორჩეულ დეტექტივს ფრანსუა ვისკონტის ეწერება. ცოლთან გაშორების გამო, მას უწევს რთულ საგამოძიებო პროცესს პრობლემური 16 წლის შვილის მარტო აღზრდა შეუთავსოს. როდესაც გაუჩინარებული ბიჭის ფრანგულის მასწავლებელი მომხდარის შესახებ იგებს, გამოძიებას საკუთარ თავს დამხმარედ სთავაზობს...
სამეცნიერო ფანტასტიკა, ჩინური წარმოშობის ამერიკელი მისის ვანის შესახებ, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც გადასახადების გადახდისას მოულოდნელად მბრუნავი საოფისე სკამიდან პირდაპირ მულტისამყაროში მოხვდება. მთავარი გმირი ალტერნატიულ სამყაროდან თავის ქმარს ხვდება, რომელიც მას ეუბნება, რომ მან უნდა შეაჩეროს “დიდი ბოროტება”, რომელიც თითოეულ პარალელურ სამყაროში ვრცელდება და ახლა ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს სამყარო გარდაუვალი სიკვდილისგან...
ისტორია იწყება დაახლოებით 2000 წლის წინ, როდესაც ნაზა დრაკონების მეფემ ფენგშენ იანუიმ დაიპყრო. ახალგაზრდა დეტექტივი ლი იუნქსიანგი თანამედროვე სამყაროში ცხოვრობს და თავისუფალ დროს მოტო-რბოლებით ერთობა . თუმცა როცა ქედმღალი და მდიდარი უფროსის ვაჟი მას დაამარცხებს, საყვარელ ძრავს წაართმევს და მის ობოლ დას დაჭრის, მრისხანება ნამდვილ ცეცხლში გადაიზრდება. ნაზას ნამდვილი იდენტობა გამოაშკარავდება - ის აჯანყებული ღმერთია, ძალადობის მოყვარული ეგოცენტრული არსება. ის იუნქსიანგს ძალებს შემატებს და ძალაუფლებისკენ მიდრეკილს გახდის. დროა იუნქსიანგმა გადაწყვეტილება მიიღოს, ან დაემორჩილოს ნაზას ან ნამდვილი გმირი გახდეს...
კრიმინალური თრილერი, ნოვატორი-რეპორტიორების შესახებ, რომლებმაც გაამხილეს 1960-იანი წლების ავადსახსენებილი “ბოსტონელი მგუდავის” მკვლელობების ამბავი. ფილმი მოგვითხრობს Record-American-ის ახალგაზრდა რეპორტიორის - ლორეტა მაკლაფლინის შესახებ, ვინც ხდება პირველი ჟურნალისტი, რომელიც მკვლელობებს ბოსტონელ მგუდავთან აკავშირებს. იმ დროს, როდესაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხდება იდუმალი მკვლელის მსხვერპლი, ლორეტა მთელი ძალებით ცდილობს გააგრძელოს გამოძიება თავის კოლეგასთან და ნდობით აღჭურვილ ჯინი კოულისთან ერთად, მაგრამ გმირები აღმოჩნდებიან ჩიხში იმ ეპოქაში გავრცელებული სექსიზმის გამო. თუმცა, მაკლაფლინი და კოული თამამად აგრძელებენ გამოძიებას, რითაც საკუთარ თავს დიდ საფრთხეში აგდებენ და რისკავენ სიცოცხლეს სიმართლის გასარკვევად...
1985 წელს მომხდარი ნამდვილი ამბავი ნარკობარონის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის, დაკარგული 70 ფუნტი კოკაინისა და შავი დათვის შესახებ. პოლიციელების, კრიმინალების, ტურისტებისა და თინეიჯერების უცნაური ჯგუფი იკრიბება ჯორჯიის ტყეში, სადაც უდანაშაულო 175 ფუნტიანმა შავმა დათვმა კოკაინით სავსე სპორტული ჩანთა გადაყლაპა, რომლის ღირებულება 15 მილიონი დოლარი იყო, რაც დათვის განრისხებას გამოიწვევს. სინამდვილეში, შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ მკვდარი დათვის გვერდით 40 ცარიელი ნარკოტიკის პაკეტი იპოვა, რომლის სიკვდილის მიზეზი უდავოდ დოზის გადაჭარბება გახდა.
როცა საუკეთესო მეგობრები და სრულიად საპირისპირო ადამიანები დები და პიტერი ერთი კვირით სახლებს გაცვლიან და ერთმანეთის ცხოვრებას გაეცნობიან, შესაძლოა, მათ სიყვარულიც იპოვონ...
ორი ძველი მეგობარი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება და მოუწევთ, ურთიერთობა დაუყოვნებლივ გაწყვიტონ, რასაც ორივესთვის შემაშფოთებელი შედეგები მოჰყვება...
ტუ შიაოი, იაო ზიშენი და ქი ჯინგშიანი სკოლის მოსწავლეები არიან პატარა ქალაქში ლანშიში, სამხრეთ ჩინეთში. ეს არის ისტორია ოცნებების, მეგობრობის, ოჯახისა და ახალგაზრდული პირველი სიყვარულის შესახებ.
ანიმაციური ფილმის “ჩექმებიანი კატა”-ს სიქველი, რომელშიც მოქმედება პირველი ფილმის მოვლენებიდან ორი თვის შემდეგ ვითარდება, როდესაც ჩექმებიანი კატა აღმოაჩენს, რომ თავგადასავლებისადმი მისმა გატაცებამ თავისი შედეგი მოიტანა: მას ახლა ცხრა სიცოცხლედან მხოლოდ ერთი დარჩა. შედეგად, მთავარი გმირი იწყებს ეპიკურ მოგზაურობას, რათა იპოვოს მისტიკური “უკანასკნელი სურვილი” და აღადგინოს თავისი ცხრა სიცოცხლე…
დრამატული ამბავი ახლაგაზრდა აფრო-ამერიკელი გეის, ელის ფრენჩის შესახებ, რომელიც დედისგან უარყოფილი და მომავლის იმედის გარეშე, გადაწყვეტს შეუერთდეს საზღვაო ქვეითთა კორპუსს, სადაც აკეთებს ყველაფერს, რათა წარმატებას მიაღწიოს სისტემაში, რომელიც მას განზე წევს. მაგრამ მაშინაც კი, როცა ის ებრძვის ღრმა ცრურწმენებს და საბაზისო ვარჯიშის დამქანცველ რუტინას, ახლაგაზრდა გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს ამხანაგობის სულს, ძალას და მხარდაჭერას ამ ახალ საზოგადოებაში, რაც ძნელად მიღებულ გრძნობას კუთვნილებას სძენს, რომელიც ელის პიროვნებას ჩამოაყალიბებს და სამუდამოდ შეცვლის მის ცხოვრებას...
ყოფილი ამერიკის ელჩი გაბონში ადანაშაულებს აშშ-ს პრეზიდენტს ერაყის ომის დაწყების მიზეზების ფალსიფიკაციაში. მთავრობა ცდილობს თავიდან მოიშოროს მათთვის საშიში მოწინააღმდეგე და გაზეთ "SUNDAY TIMES"-ში ბეჭდავენ სტატიას, სადაც ჯოზეფ უილსონის ცოლი ვალერი პლეიმი გამოცხადებულია ცრუ-ს აგენტად. გმირის ცხოვრება საფრთხეშია...
ელვის პრესლის ცხოვრებისა და მუსიკის ისტორია მის მენეჯერთან, პოლკოვნიკ ტომ პარკერთან რთული ურთიერთობის პრიზმაში. ისინი ერთად მუშაობდნენ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში: ელვისის კარიერის დასაწყისიდან მის უპრეცედენტო დიდებამდე...
მირიამ ტეივზის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია იზოლირებული მენონიტების თემიდან ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც იკრიბებიან სათივეში, სადაც ისინი მთელი ძალებით ცდილობენ თავიანთი რწმენის შეჯერებას მამრობითი სქესის მრევლის მხრიდან სექსუალურ ძალადობის სერიასთან. მამაკაცების არყოფნაში, გულგატეხილი ქალები განიხილავენ სამ ვარიანტს: ან არაფერი გააკეთონ, ან დარჩნენ და შეებრძოლონ დანაშაულს, ან დატოვონ კოლონია. ზოგიერთი ქალი შიშობს, რომ წინააღმდეგობის ნებისმიერმა მოქმედებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათ სამოთხეში მოხვედრას. სხვები კი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ქმრებისა და ვაჟების გარეშე ვერ გადარჩებიან. თუმცა, ზოგიერთი ქალი მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა თავი დააღწიოს ცოლ-ქმრული ცხოვრების საშინელებას. ისინი ამტკიცებენ, რომ “სიმართლე უფრო ძლიერია”, ვიდრე საზოგადოების მიერ დაწესებული წესები.
ფილმი ჩვენი დროის გამორჩეული კორესპონდენტის - მერი ქოლვინის შესახებაა, რომელიც ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფება და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელი წერტილიდან საომარ ვითარებას აშუქებს...
ფრანსის ვებერის 1976 წლის საკულტო კლასიკის “სათამაშო”-ს რიმეიქი. სამი, ბედნიერად ცხოვრობს სისტემის გარეთ, მრავალბინიან კორპუსში, ბავშვობის მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც პირველ შვილს ელოდება. შედეგად, მომავალი ოჯახის მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად, სამი ძალიან უხალისოდ იწყებს მუშაოაბას ღამის დარაჯად მაღაზიაში. ფილიპი – საფრანგეთის უმდიდრესი ადამიანია. ის ცივი და უგრძნობი ადამიანი გახდა, მას შემდეგ რაც მისი მეუღლე გარდაიცვალა. ალექსანდრე – მისი ერთადერთი ვაჟი და ფილიპის მთელი სიმდიდრის მემკვიდრეა – თავშესაფარს ეძებს განებივრებული ბავშვის მარტოსულ სამყაროში. დაბადების დღეზე ფილიპი ხსნის სათამაშოების განყოფილებას მაღაზიაში, სადაც მთავარი გმირი მუშაობს და ეუბნება ალექსანდრეს, რომ შეუძლია მიიღოს ის, რაც უნდა. ალექსანდრე ირჩევს სამის...
სიუჟეტი ყოფილ მსახიობზე მოგვითხრობს, რომელმაც წარსულში პოპულარული სუპერგმირის როლი შეასრულა და ახლა გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ბროდვეის სპექტაკლში, იმისათვის რომ დაიბრუნოს ძველი პოპულარობა და დიდება...
თრილერი რეალურ დროში, რომელშიც მოვლენები ბელფასტის შუაღამის ქუჩებში ვითარდება და ახალგაზრდა წვრილმანი დილერი მძღოლის ბეიჯის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის საშიში მევახშისგან ნასესხები ნაღდი ფულით ცდილობს ბოლო გარიგება დადოს. მაგრამ როცა ტრანსფერი კატასტროფულად არასწორედ წარიმართება, ახალგაზრდა გმირი დროის წინააღმდეგ რბოლაში აღმოჩნდება, რომ იპოვოს დაკარგული პროდუქტი და ახალი მყიდველი, სანამ მას საშიში მევახშე გაანაგურებს.
ჰეიზელ კინგს, მარტოხელა დედას, მყარად აქვს გადაწყვეტილი დაიცვას საკუთარი ქალიშვილი ისეთი ცხოვრებისგან, როგორიც მას ერთდროს ჰქონდა, როდესაც იცავდა ადამინებს, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლოთ...
რეჟისორის და სცენარისტის მ. ნაიტ შიამალანის ახალი საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა დაქორწინებული წყვილის, ენდრიუს და ერიკის და მათი ნაშვილები ქალიშვილის ვენის შესახებ, რომლებიც ნიუ-ჰემფშირში მდებარე შორეულ ქოხში დასვენებას გადაწყვეტენ. მაგრამ გმირების დასვენება კოშმარად გადაიქცევა, როდესაც მოულოდნელად მათ სახლში უცნობები შეიჭრებიან, სადაც ისინი ოჯახს ატყვევებენ და ეუბნებიან, რომ მოსალოდნელი აპოკალიფსის თავიდან ასაცილებლად, ერთი მათგანი მათი ხელით უნდა მოკვდეს...
კევინ ჰარტი ცდილობს ბლოკბასტერების ვარსკვლავად იქცეს და ცოდნის მისაღებად რონ უილკოქსის სკოლაში იწყებს სიარულს. ის თვლის, რომ სწორედ ამ გზით შეძლებს კინოინდუსტრიის ყველაზე მოთხოვნად კადრად იქცეს...
მას შემდეგ, რაც კევინი იპოვის მოჩვენებას სახელად ერნესტს, რომელიც მის ახალ სახლში ბინადრობს, ის სოციალური მედიის სენსაციად იქცევა. თუმცა როცა კევინი და ერნესტი გარდაცვლილის წარსულის გამოძიებას იწყებენ, ისინი დაზვერვის სააგენტოს სამიზნეები ხდებიან...
ეპიკური ნამდვილი ამბავი გმირობის, მეგობრობისა და თავდადების შესახებ, რომელშიც მოვლენები კორეის ომის დროს ვითარდება და აშშ-ს საჰაერო ძალების 32-ე გამანადგურებელი ესკადრილიის ორი მფრინავის, აფროამერიკელი ჯესი ბრაუნისა და თეთრკანიანი ტომ ჰადნერის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მათი განსხვავებული წარმოშობის მიუხედავად, ომის შუაგულში მყოფები თავიანთი ქვეყნის სასიკეთოდ ერთად ბრძოლას სწავლობენ. საერთო დივერსიული ოპერაციის შესრულებისას გმირები საუკეთესო მეგობრები გახდებიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრაუნის თვითმფრინავი მტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდება, მათ მეგობრობას მკაცრი გამოცდის გავალა მოუწევს...
ტომასი და ბეა დაქორწინდნენ, ახლა პიტერთან და მის კურდღლების ოჯახთან ერთად ცხოვრობენ. ბაღში ცხოვრებით თავმობეზრებული პიტერი დიდ ქალაქში წავა, გაიცნობს საეჭვო პერსონაჟებს და მთელ ოჯახს ქაოსსა და აურზაურში გაჰხვევს...
ლუის ბაიარდის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კრიმინალური ჰორორი, რომელშიც მოვლენები 1830 წელს ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში ვითარდება, რომლის მკაცრ რეჟიმს და დისციპლინას საშინელი ამბები ანადგურებს, როდესაც იპოვნიან იუნკერის ცხედარს, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო საპარადო მოედანზე, ხოლო ღამით ვიღაც მიცვალებულს გულს ამოაჭრის. აკადემიას, არ სურს ამ ინციდენტების გასაჯაროება და ვეტერან კერძო დეტექტივს, ავგუსტუს ლენდორს ქირაობს. მტკიცებულებების შეგროვებისა და მოწმეების დაკითხვის პროცესში, იგი ხვდება ადგილობრივ კადეტს – თავშეკავებულ ინტროვერტს, სახელად ედგარ ალან პოს.
ფილმი მოგვითხრობს ერთი ტურისტი გოგონას და მისი მეგობრის ისტორიაზე, რომელიც არასწორ დროს, არასწორ ადგილას აღმოჩნდება და ეს გამოიწვევს მათ მონაწილეობას ორი მაფიოზური კლანის დაპირისპირებაში. რის შემდეგაც დაიწყება სასიკვდილო რბოლა გერმანიის მაგისტრალებზე...
სათამაშოების კომპანიის გენიოსი თანამშრომელი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნას მეგანი - ადამიანის მსგავსი თოჯინა, რომელიც მის ახლადდაობლებულ დისშვილს ემოციურად უნდა დაუახლოვდეს. თუმცა თოჯინის პროგრამას ხარვეზი აღმოაჩნდება და ახალი მეგობრის მიმართ ზედმეტ მზრუნველობას გამოიჩენს, რასაც სახიფათო შედეგები მოჰყვება...
რომანტიკული კომედია, რომელიც ახალგაზრდა ახლადშექმნილი წყვილისა და მათი ოჯახის წევრების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც კულტურებს შორის შეჯახების, გაუმართლებელი სოციალური მოლოდინების და თაობათა განსხვავებების ფონზე, თანამედროვე სამყაროში სიყვარულს, ოჯახურ დინამიკასა და ურთიერთობებს იკვლევს…
ბეიკონ ჰილსში სავსე მთვარე ამოდის და მასთან ერთად შემაძრწუნებელი ბოროტება იღვიძებს. მგლები ისევ იწყებენ ყმუილს და იხმობენ ბანშებს, ადამიან კოიოტებს, დემონ ძაღლებს, კიცუნეებს და სხვა ღამის ურჩხულებს. მაქცია სკოტ მაკქოლი თინეიჯერი აღარაა, თუმცა მაინც ლიდერად რჩება და მხოლოდ მას შეუძლია, ახალი მოკავშირეები და სანდო მეგობრები შეკრიბოს და ყველაზე ძლიერ და მომაკვდინებელ მტერს შეერკინოს...
ელისი, შეწუხებული ადამიანია, და არავინ იცის რატომ. როდესაც მას მიიწვევენ აგარაკზე მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად, ის გრძნობს, რომ უნდა მოატყუოს თავისი მომხიბვლელი და წარმატებული მეგობარი ბიჭი საიმონი, და უთხრას, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი მოგზაურობაა. მის დიდი ხნის მეგობრებს სურთ, რომ ელისი დატკბეს მათი ერთობლივი გართობით. მაგრამ როდესაც საიმონი მუდმივად უგზავნის მას მესიჯებს, ცხადი ხდება, რომ ის გოგონას მჭიდროდ ადევნებს თვალს, ხოლო მისი ტელეფონი გადაიქცევა ემოციური ძალადობის არხად. როგორც კი ხვდებიან რა ხდება, ელისის მეგობრები ცდილობენ დაარწმუნონ ის, რომ მისი ურთიერთობა არ არის ნორმალური, რადგან საიმონი გამუდმებით აკონტროლებს მას. მთავარი გმირი ვერ შორდება საიმონს, მიუხედავად იმისა, რომ იცის უბედურია. ახლა არა მხოლოდ მათი მეგობრობა აღმოჩნდება სასწორზე, არამედ ეილისის უსაფრთხოებაც...
ფილმი გადაღებულია ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. იგი მოგვითხრობს 1970-იანი წლების ნეაპოლში მოღვაწე დაქირავებული მკვლელის შესახებ, რომელიც თავის საქმიანობას უბრუნდება მას შემდეგ, რაც ვაჟიშვილს მოუკლავენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა თითოეულ გმირს ასევე დააფიქრებს ზოგადად ცხოვრებაზე და კონკრეტულად, მოცემულ საზოგადოებაზე...
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, მარგო და ტაილერი შორეულ კუნძულზე მდებარე ექსკლუზიური და უნიკალური რესტორნის მოსანახულებლად მიემგზავრებიან, რომელსაც ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს, სადაც ამ დაწესებულების შეფ-მზარეული სლოვიკი, ახლგაზრდა გმირებს სთავაზობს მდიდრულ მენიუს შოკისმომგვრელ სიურპრიზებთან ერთად…