მოქმედება ვითარდება ჯადოსნურ ქვეყანაში ალაგეზიაში, რომელიშიც ელფები, ჯუჯები და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ცხოვრობენ. ფილმის მთავარი გმირი - 17-წლის სოფლელი ბიჭია სახელად ერაგონი, ის უკანასკნელი გვარის წარმომადგენელია, როდესღაც ძლევამოსილი დრაკონების მხედდრებიდან. ერთხელ ერაგონი იპოვის დრაკონის კვერცხს. ერაგონს ბედზე უწერია დრაკონი - საფვირას გაზრდა და მოვლა; დიდ ომში მონაწილეობის მიღება; ელფების ქალაქის ელესმერას ძიებაში უნახავ მიწებზე გავლა, რომლებიც ავსებულები არიან საფრთხით და სილამაზით; შეებრძოლება ჯადოქრებთან და ურჩხულებთან; ჩასვლა მთის შუა გულში ჯუჯების სამეფოში, იმისათვის რომ გახდეს პირველი თავისუფალი მებრძოლი, რომელიც არაა დამოკიდებული არც მხედართა მეფეზე, არც ვარდენების წინამძღოლზე...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტების წვრთნის პროგრამაში ჯეიმს ქლეითონი ერთადერთი ღირსეული კანდიდატია, ვისთანაც გამოცდილი ვეტერანი უოლტერ ბრუქი იმუშავებდა.თუმცა,სანამ ოფიცრის მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ჯეიმსმა უნდა დაამტკიცოს რომ სადაზვერვო სამმართველოში მუშაობის ღირსია და სიფრთხილე და უნდობლობა ისწავლოს...
1942 წელს გერმანიამ საზღვაო ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ათასობით წყალქვეშა ნავი ყოველდღიურად მიემართებოდა ინგლისური, ამერიკული და რუსული ხომალდების გასანადგურებლად...
მკვლელობისთვის მოხდილი სასჯელის შემდეგ, ტომ ჯოადი ციხიდან საოჯახო რანჩოში ბრუნდება, რომელიც დანგრევის პირასაა მისული. ოკლაჰომაში სამუშაოს პერსპექტივის არქონის გამო, მთელი ოჯახი "აღთქმულ მიწაზე" - კალიფორნიაში მიემგზავრება. ფილმი გადაღებულია ჯონ სტეინბეკის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით...
ილუზიონისტს ლას ვეგასიდან, რომელსაც შეუძლია მომავლის დანახვა, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დასდევენ, რომლებსაც სურთ მისი უნარი ატომური ტერორისტული აქტის თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ...
პოლიციელ ინსპექტორს გარი კალახენს თავის უფროსობასთან ცუდი რეპუტაცია აქვს დამნაშავეებთან დაუნდობელი მოქცევის გამო. ამ დაუნდობლობას თავისი ახსნა აქვს: დამნაშავეები ხშირად გაურბიან პასუხისმგებლობას. დანაშაულის ადგილას აყვანილებიც კი ადვოკატების, მოსამართლეების, პოლიციელი ჩინოვნიკების და ამნისტიების დახმარებით თავისუფლებაზე გამოდიან სიკვდილის დასათესად. კალახენი, რომელსაც მეტსახელი "ბინძური ჰარი" შეარქვეს, იმის გამო, რომ იძულებულია ყველაზე ჭუჭყიანი და სისხლიანი სამუშაო შეასრულოს, ცდილობს ისე იმოქმედოს, რომ დამნაშაეებმა სასჯელს თავი ვერ აარიდონ...
ფილმი მოგვითხრობს ღვთისმშობელი მარიამის და იოსების მძიმე მოგზაურობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი ნაზარეთიდან განდევნეს. მოგზაურობის დროს ისინი ბედმა არაერთხელ გამოსცადა. მათი გზა მთავრდება ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა...
შესანიშნავი მშობლების, ბრედ და ები კერნების ისტორია, რომლებიც მშვიდად და უდარდელად ცხოვრობდნენ თავიანთ სახლში, მანჰეტენზე. ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც მათ პატარა ლილი უჩნდებათ. გოგონას ოჯახში გამოჩენის შემდეგ უფროსი შვილის - ჯოშუას ბნელი არსი ნელ-ნელა მჟღავნდება...
დევიდ ვაგნერი – ოთხმოცდაათი წლების თაობის წარმომადგენელია. თუმცა ის გატაცებულია ტელეშოუთი "ფლეზენთვილი", სადაც მოქმედება ვითარდება 50 წლებში პატარა ქალაქში იგივე სახელწოდებით, სადაც ყველა მდიდარი, მხიარული და უმანკოა, და ცხოვრება საოცრად სასიამოვნოა. ამ უტოპიური სამყაროთი, დევიდი თავის თავს "პლეზანტვილში" წარმოიდგენს, სადაც ის ბოლოს და ბოლოს მოიშორებდა თავიდან თავის ბიჭებზე შეშლილ დას ჯენიფერს. და ერთხელ საღამოს ცხოვრება საოცრად მოტრიალდება: უცნაური ტელემასტერი დევიდს არაჩვეულებრივ დინსტანციური მართვის პულტს მისცემს, რომელიც მას დასთან ერთად პირდაპირ "პლეზანტვილში" გადააგზავნის.
ყოფილი პატიმარი ჯონი კლეი, ორი მილიონის მოპოვების იმედით, იპოდრომის ძარცვას გეგმავს. გეგმის განსახორციელებლად კი, კიდევ ოთხ ადამიანს იკრებს. მოლარე, პოლიციელი, ყოფილი ალკოჰოლიკი და ბარმენი – მისი თანამზრახველები არიან...
მხიარული კომპანია იმით ერთობა, რომ ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობენ და კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემების ტესტირებას ატარებენ გატეხვის შესაძლებლობაზე, თან ყოველთვის ამ სისტემების მეპატრონეების გაფრთხილების გარეშე...
საშინელი ავარიის შედეგად სასიკვდილო დაავადებით განწირული მათემატიკოსის, მგლოვიარე დედის და ხელახლა დაბადებული ყოფილი თაღლითის ცხოვრების გზები იკვეთება...
ესპანელი რამონ სამპედროს რეალური ისტორია, რომელიც სრულიად პარალიზებური ოცდაათი წლის განმავლობაში იბრძოდა სიცოცხლიდან კეთილი სურვილით წასვლისთვის. მას მთელი ეს წლები ორი ქალი ეხმარებოდა: ჯულია, მისი ადვოკატი და როზა, რომელიც სასოწარკვეთილად ცდილობდა სამპედროს დარწმუნება იმაში, რომ ცხოვრება ღირს იმისათვის, რომ იცხოვრო...
ლოს-ანჯელესი. ამერიკა ჩაფლულია უდიდესი დეპრესიის მორევში. მექსიკელი ლამაზმანი კამილა, სიღარიბეში ცხოვრობს და ოცნებობს ცოლად გაჰყვეს წარმატებულ ამერიკელს. ერთხელაც, ერთ იტალიელ ემიგრანტ მწერალს - არტურო ბანდინის გაიცნობს. და მის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება სიყვარული...
"ლას-ვეგასის დატოვებისას" ლამაზი, სევდიანი ფილმია რომელშიც, აღწერილია ორი მარტოხელა ადამიანის ცხოვრება. ნიკოლას ქეიჯმა ოსკარი მოიპოვა ამ ფილმში ლოთი ბენ სანდერსონის პერსონაჟის განსახიერებისთვის.
დები ფსიქიატრიულ კლინიკაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სახლში ბრუნდებიან, სადაც მამა და დედინაცვალი ელოდებიან. სიტუაცია სახლში საკმაოდ დაძაბულია. მალე უცნაური ამბები ხდება, დებს ეჩვენებათ, რომ სახლში კიდევ არის ვიღაცა...
ორ მებრძოლს, რომლებიც მოპარულ ხმალს და სახელგანთქმულ, გაქცეულ ადამიანს დაეძებენ, კვალი დიდგვაროვანის იმპულსურ, ფიზიკურად გაწვრთნილ ახალგაზრდა ქალიშვილთან მიიყვანს, რომელიც თავისი ცხოვრების გზის გასაყარზე იმყოფება...
ლეიტენანტი ჯორდან ონილი პირველი ქალია, რომელმაც სამხედრო მომზადება უნდა გაიაროს, ფლორიდაში, "კატალანოს" ცენტრში, ელიტური პროგრამით. აშშ-ს სპეცდანაყოფების საუკეთესო წარმომადგენლები ამ ცენტრში იგზავნებიან მომზადების გასავლელად, მაგრამ მათგან 60 პროცენტი ამ ჯოჯოხეთს ვერ უძლებს. ეს არის გადარჩენის და განადგურების სკოლა...
ფილმი მოგვითხრობს კრისტოფერ გარნერის, ნამდვილ ამბავზე დაფუძნებულ ისტორიას, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ეგრეთწოდებულ "ძვლის სიმყიფის გამოსაკვლევ სკანერში" ჩადო. თუმცა, მოწყობილობა კარგად ვერ გაყიდა, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებზე ოდნავ გაუმჯობესებული ვარიანტი აღმოჩნდა, თან გაცილებით ძვირი. სანამ გარნერი მოწყობილობის უკეთ გაყიდვას ცდილობს, ცოლი მიატოვებს, დაკარგავს სახლს, ბანკის ანგარიშებს და საკრედიტო ბარათებს. გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს; მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მიღებამდე ტრეინინგისთვის და საკუთარი გამოგონების გასაყიდად ექვსი თვე სჭირდება...
რობერტ პენ უორენის პულიცერის პრემიის ლაურეატი რომანის ეკრანიზაცია. ერთი ადამიანის საარჩევნო კამპანიის ისტორია, რომელიც თავის შტატში აბსოლუტური მმართველობისკენ მიისწრაფის. შავი პიარი, მოსყიდვა, შანტაჟი, კომპრომატების ომი - ყველაფერ ამას ის სასურველ შედეგამდე მიჰყავს, მაგრამ ძალაუფლების დაუცხრომელ სურვილს მრავალი ადამიანის ცხოვრების დანგრევა შეუძლია...
ახალგაზრდა ბიჭი ცდილობს ბავშვობის მოგონებები აღიდგინოს. ის მიაგნებს გზას, რომლის დახმარებითაც წარსულში გადადის და კვლავ ბავშვია. მას შეუძლია მოვლენების განვითარება შეცვალოს, მაგრამ მალე ხვდება, რომ ყველა ამ ცვლილებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვება...
ფილმის მთავარი გმირი, რომელიც კომიკოსად მუშაობს, იუმორით და ირონიით ყვება თავისი ცხოვრების და გარშემი მყოფი ადამიანების შესახებ. ის სკეპტიკურ ანალიზს უკეთებს წარუმატებელ შემთხვევებს პირად ცხოვრებაში, რომელშიც რამოდენიმე საყვარელი ქალი იყო.
ფილმის მთავარი გმირი – კოლეჯის პროფესორია, რომელიც ფედერალურ ბიუროში მუშაობს სასამართლოს ფსიქიატრად. შეტყობინების მიღების შემდეგ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის 88 წუთში მოკლული იქნება, პროფესორს მოუწევს მთელი თავისი პროფესიონალური გამოცდილების და ცოდნის გამოყენება თავისი სიცოცხლის გადასარჩენად...
ჯულია ჯეიმსის გაუხსნელი საქმე მკვლელს ბაჰამის კუნძულებზე მიიყვანს. შეძლებს თუ არა, ორი ზაფხულის წინ სისხლიან თავდასხმას გადარჩენილი რეი ბრონსონი მეგობრების დასახმარებლად კუნძულამდე დროზე ჩაღწევას?...
დეტექტივ ჰარი ენჯელს, საიდუმლოებით მოცული პიროვნება სახელად ლუის საიფერი გაუჩინარებული ადამიანის პოვნას დაავალებს. ჰარი ენჯელი საკუთარი სულის წიაღში ზებუნებრივ მოგზაურობაში მიემგზავრება... თრილერი, რომელშიც მთავარ როლებს მიკი რურკი და რობერტ დე ნირო ასრულებენ...
იმის გამო, რომ დოქტორ ალან გრანტს კვლევის ჩასატარებლად თანხა სჭირდება, იგი თანახმაა პოლ და ამანდა კირბისთან ერთად ნაკლებად ცნობილ კუნძულზე მოგზაურობის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს. თუმცა სიტუაცია მოულოდნელად იცვლება და მოგზაურები იძულებულნი გახდებიან გადარჩენისთვის იბრძოლონ, რათა დინოზავრების ლუკმა არ გახდნენ...
იზოლაცია, პანიკა... ყველა კოშმარს აქვს დასაწყისი... ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ადამიანის სასტიკი გამოგონების - კუბის ზედამხედველობა ევალება, მის ერთ-ერთ ოთახში, შემთხვევით დატყვევებულ ქალს შენიშნავს, და მიუხედავად დიდი რისკისა გადაწყვიტავს დაეხმაროს მას...
ბენი ცდილობს საკუთარ ქორწილზე ჩავიდეს სავანაში.თუმცა თვითმფრინავი, რომლითაც ის მიფრინავს კატასტროფას განიცდის. ახლა ბენი მომხიბლავ, მაგრამ ექსცენტრიულ მგზავრ სარასთან ერთად გაუთვალისწინებელი თავგადასავლებისთვის უნდა მოემზადოს...
ნიჭიერი პროვინციელი გოგონა, რომელიც სიმღერების წერითაა გატაცებული, ნიუ-იორკის დასაპყრობად მოემგზავრება, მაგრამ სცენის შიში საშუალებას არ აძლევს მას, საკუთარი სიმღერები შეასრულოს...
ყოველი გამყიდველი გულში კონკიაა. მას უნდა, კი არ ყიდდეს ლამაზ ნივთებს, არამედ ყიდულობდეს. ახალგაზრდა მირაბელს, რომელიც დიდ მაღაზიაში გამყიდველად მუშაობს, შანსი ეძლევა სხვაგვარი ცხოვრების გემო გაიგოს...
გრისვოლდების სახლში შობას ზეიმობენ. ეს არის დრო, როდესაც ჩუქნიან საჩუქრებს, მღერიან ჰიმნს, ციმციმებენ საშობაო ნაძვისხის შუქები. შობა მშვენიერი დროა კლარკ გრისვოლდის და მისი ოჯახისთვის, მაგრამ ნათესავები, რომლებიც სტუმრად მოდიან, სიმშვიდეს და სომყუდროვეს არღვევენ: იწყება ნამდვილი სტიქიური უბედურება...
ფილმის გმირმა ახალი ვირტუალური თამაში გამოიგონა: ადამიანის სხეულს უერთდება სპეციალური ბიოდრაივერი, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული და თამაში, რომელშიც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტიურად არ არსებობს, მთლიანად მოთამაშეთა წარმოსახვაზეა დამოკიდებული...
მედია მაგნატი მთელს მსოფლიოში არეულობის გამოწვევით ცდილობს, რომ მსოფლიოს უძლიერესი ძალები ერთმანეთს დაუპირისპიროს.RN ახლა 007-მა უნდა დაამარცხოს ეს ბოროტმოქმედი ამაღელვებელ ორთაბრძოლაში, მის ბატონობას ბოლო მოუღოს და თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ჯოჯოხეთი. ლეგენდარული ბონდიანის მე-18-ე ფილმი პირს ბროსნანის მონაწილეობით...
მოუხერხებელი უოლესი და მისი ერთგული ძაღლი გრომიტი ნადირობენ უცნურ ცხოველზე, რომელმაც მათი სტაფილოს და კართოფილის მოსავალი გაანადგურა ბოსტნეულის კონკურსის წინ...
ეში და მისი მეგობარი გოგონა ტყის სახლში ჩანაწერს იპოვიან, რომელზეც არქეოლოგის აუდიო ჩანაწერია უძველესი "მკვდრების წიგნის" შესახებ. ხმის მოსმენის შემდეგ ბოროტი ძალა ლინდაში ჩაისახება...
მისტერ ბინი კანში მოგზაურობას იგებს, სადაც იგი მოულოდნელად პატარა ბიჭს მამას დააშორებს.ახლა მან უნდა დააკავშიროს ისინი. პროცესში ის საფრანგეთს აღმოაჩენს...
მას შემდეგ, რაც ძლიერი მზის აფეთქება დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ანადგურებს, რომლის შედეგადაც ცოცხალი ორგანიზმები რადიაციისა და ნალექებისგან მუტაციას განიცდიან, განძის მაძიებელი ევროპაში მიემგზავრება მონა ლიზას საპოვნელად. მალევე მიხვდება, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვს, ვიდრე უბრალოდ ნახატის პოვნაა.
ჯენასა და ლაიონის ქორწილი დიდი ხნის წინ დაშორებული ნოასა და ნიკს შორის ნანატრი შეხვედრის მიზეზია. ნიკის უუნარობა, აპატიოს ნოეს, გადაულახავ ბარიერად არის ქცეული. ის, ბაბუის ბიზნესის მემკვიდრეა, ჯენა კი პროფესიულ ცხოვრებას იწყობს, ეს კი მათ გრძნობების გაღვივებაში ხელს უშლის, თუმცა ახლა, როდესაც მათი გზები კვლავ გადაიკვეთა, იქნება სიყვარული წყენაზე ძლიერია?
პატარა ლუსი მოულოდნელად მძიმედ ავადდება და შობის წინ საავადმყოფოში აღმოჩნდება, ის გადაწყვეტს, თავისი უსაზღვრო სიყვარული ყველას გაუზიაროს, ვისაც შეხვდება — მათ შორის, ჯიუტ პატიმარს, რომელიც თირკმლის უკმარისობით იტანჯება და ოჯახთან გაწყვეტილი ურთიერთობის ტკივილს განიცდის. მათ შორის წარმოიქმნება მოულოდნელი მეგობრობა, რომელიც უამრავ რამეს ცვლის.
რასელი 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. ის ცდილობს შეეგუოს ცხოვრებას, სასადილოში მუშაობას და პატარა, ბინძურ ბინაში ცხოვრებას. ერთ ღამეს, ის ნაგვის ურნაში ჩვილს იპოვის და მასზე ზრუნვას გადაწყვეტს.
შავკანიან ბიჭს ჯეიმს რობერტ კენედის თავიდანვე არ გაუმართლა. ის დაიბადა ჭკუანაკლულად და 17 წლის ასაკში მისი განითარება 4 წლის ასაკოვანი ბავშვის დონეზე შეჩერდა. მუდმივი დაცინვების ობიექტი და სულელური ზედმეტსახელის "რადიოს" შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ის ვერასოდეს იპოვის ადგილს ჩვეულებრივი ადამინების შორის, მაგრამ სამყაროში არსებობენ კეთილი ადამიანები, მორიდებულ და დაკომპლექსებულ ქალაქის სულელში სკოლის საფეხბურთო გუნდის მწრთვნელმა შეძლო დაენახა ძლიერი პიროვნება, რომელიც მზადაა შრომისათვის. ჯონსი გადაწყვეტს ასწავლოს რადიოს სპორტული თეორიის ანბანი და საწყისები...
აირისისა და აიზეკის პირველი რომანტიკული შაბათ-კვირის გატარება, წარუმატებლად მიდის. აირისი დარწმუნებულია, რომ იპოვა იდეალური მამაკაცი და რომ ის უბრალოდ დაბნეულია, ამიტომ ის სულ უფრო სასაცილოდ და ირაციონალურად იქცევა, რათა აიზეკს დაუმტკიცოს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები.
გერმანიაში გაზრდილი ქალი, სახელად მავი, თავისი თურქული დიდგვაროვანი წარმომავლობის შესახებ იგებს და ფუფუნების სამყაროში შედის, რაც ახალშეძენილი იდენტობის გარკვევისას საკუთარ ურთიერთობას გამოწვევის წინაშე აყენებს...
კურიერი, რომელსაც ფული ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა სახლი დაკარგოს დათანხმდება შემოთავაზებას, რომელშიც ერთი წყვილი თავიანთი საშინლად მოუხერხებელი შვილისთვის შეყვარებულს ეძებს...
რუტინული ფულის აღების პროცესში შეუსაბამო ჯავშანმანქანის მძღოლები, რასელი და ტრევისი, დაუნდობელი დამნაშავეების ჩასაფრების მსხვერპლი ხდებიან, რომელსაც გამჭრიახი გენიოსი ზოი ხელმძღვანელობს.
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ევროპის მოსანახულებლად, სანამ წესრიგითა და გეგმებით სავსე ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ ერთ უმნიშვნელოდ ჩასახლებულ ქალაქში, ბედი მოულოდნელად შეახვედრებს ჯეკს...
მომხიბვლელი მამაკაცი ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში...
წლების განმავლობაში ციხეში ყოფნის შემდეგ, კაცი ცდილობს თავიდან დაიწყოს თავისი ცხოვრება, თუმცა მოულოდნელი ურთიერთობა აჩენს შოკისმომგვრელ სიმართლეს, რომელმაც შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს მისი ცხოვრება...