ახალი წლის ღამე ყოველთვის სავსეა საოცარი სიურპრიზებით. ჩვენი დროის სასწაულები კი, ხშირად ტექნიკური პროგრესის ხარჯზე ხდება. მაგრამ ამაში თოვლის ბაბუას ხელიც ურევია, რომელიც შეიძლება ”ოცნების ტელეფონის” ჩვეულებრივი გამყიდველიც აღმოჩნდეს. ანდრეიმ ახალი ტელეფონი იყიდა და ახალ წელს უცხო ნომერი აკრიფა, რათა უცხო ადამიანისთვის მიელოცა ახალი წელი! მეგობრებს ასეთი ტრადიცია ქონდათ. ასე დაურეკა მან ალიონას, რომელიც სხვა დროში აღმოჩნდა. მასთან ახლა 2009 კი არა, 2008 წელი დგებოდა...
ძველ პარიზის სახლში ავსტრალიელი ულამაზესი ახალგაზრდა მსახიობი ჩასახლდება. სარას თავისუფალი მოქცევები სახლის ბინადრებს აღიზიანებს: მას მოყავს სახლში თავისი საყვარლები და არასოდეს კეტავს შემოსასვლელ კარს. და მხოლოდ სარას მეზობელმა, მოხუცებულმა ჩინელმა ზაომ იცის, რომ სარა ძალიან უბედურია, იმდენად, რომ მზადაა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულოს. მოხიბლული თავისი ახალი ნაცნობის სასოწარკვეთილებით და ვნებით, მესიე ზაო შესთავაზებს მას უნიკალურ წამალს მოწყენილობისგან: მაგიურ ჩინურ კერძს და მეგობრულ ყურადღებას. ცოტა ხანში კი ის სარას კერპად აქცევს, საიდუმლო და სახიფათო...
წარსულში ცნობილი მხატვარი, ფრენჰოფერი განმარტოებით ცხოვრობს საფრანგეთის სამხრეთში მდებარე პატარა სოფელში. ერთხელ მის მოსანახულებლად ახალგაზრდა კოლეგა ჩამოდის, რომელსაც თან ახლავს მშვენიერი მეგობარი ქალი - მარიანა. გოგონას დანახვისთანავე, ფრენჰოფერი გადაწყვიტავს დიდი ხნის მიტოვებული ნახატი დაასრულოს...
ბიჟენერ გვიდო იგონებს განსაკუთრებულად მყარ შუშას, რომელიც აძლევს მშვიდი ძილის საშუალებას იუველური მაღაზიების მფლობელებს. მაგრამ ეს გამოგონება ძალიან არმოსწონთ ქურდებს, და ისინი აგზავნიან ულამაზეს ქალს რომ შეიტყუონ გამომგონებელი საკუთარ რიგებში...
ფილმის მთავარი გმირი, უკვე ასაკში შესული ფილანტროპია, ის მიზნად ისახავს ახალდაქორწინებული წყვილის ურთიერთობა დაალაგოს და უხეშად ერევა ახალგაზრდა წყვილის პირად ცხოვრებაში...
ტომი და ჯერი ასაკში შესული წყვილია. დასვენების დღეებს ისინი ატარებენ თავინთ შვილებთან ერთად. ფილმში ვიხილავთ: სიყვარულს, სითბოს, იმედს, სასოწარკვეთილებას, ურთიერთობას, მარტოობას, დაბადებას, სიკვდილს, გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომას, ზამთარს მოკლედ ადამიანების ცხოვრებას....
დიდი ქალაქიდან პატარაში გადასული პატარა ბენი შობის დღესასწაულზე მოწყენილია: მამა დაკარგა სამსახური, დედა დაკავებულია საკუთარი საკონდიტრო მაღაზიის გახსნით, ხოლო ახალ სკოლაში ის განსაკუთრებით არ მოწონთ. ერთხელაც ელჭექის დროს ციდან ვარდება სანტა-კლაუსი და ბენის ცხოვრება მთლიანად შეიცვლება…
ის ახალგაზრდა ბიჭია ამბიციების გარეშე, რომელიც მუდმივად ხვდება უცნაური უცხო (ბოროტ) პატიმრობის სერიებში. როცა მას შეუყვარდება შესანიშნავი გოგონა საიდუმლო წარსულით, ის მიდის მოგზაურობაში, რომლის დასასრულსაც ხვდება, რომ გაიზარდო - ეს სულაც არ არის...
კონკიას მშობლები დიდი ხანია დაიღუპნენ.ის დედინაცვალთან ცხოვრობს .რთულ ცხოვრებაზე ლაპარაკი მას მარტო მშობლების საფლავზე შეუძლია.მის ცხოვრებაში გამოჩნდება ახალგაზრდა პრინცი რომელიც დაიცავს და მოუტანს ბედნიერებას...
ინტერპოლის აგენტს ენიჭება სამიზნე აღმოსავლეთ ევროპის რაზმთან ერთად იარაღით და სხვა აკრძალული ნივთებით ვაჭრობის წინააღმდეგ მთელს ბალკანეთში. ერთ-ერთი შეტაკების დროს მისი რაზმელის სიკვდილი სიტუაციას ამძაფრებს...
ფილმი მოგვითხრობს წარსუშლი არ შემდგარ წყვირზე, რომლებიც შემთხვევით ისეგ გადაივკეთა და განაახლებენ ურთიერთობას, პროცესში მოუწევთ ყველა ბარიერის გადალახვა, რომელიც ურთიერთობის ფორმირებას აფერხებს...
ახალგაზდა და უჩვეულოდ ნიჭიერი მოცეკვავეს, იულია ალჩანსკაიას გაუმართლებს, მას შეამჩნევს და დიდ სცენაზე წარმატებას უწინასწარმეტყველებს ყოფილი ბალეტის არტისტი მატოცკი. მაგრამ იმისათვის რომ ბრლიანტი გახდეს, საუკეთესო ალმასსაც კი სჭირდება დამუშავება. ფილმი მოგვითხრობს გზაზე , რომლის გავლახ ახალგაზრდა მოცეკვავეს მოუწია პრიმა მოცეკვავეობამდე...
მედი და კოული ახლო მეგობრები იყვნენ უმაღლეს სკოლაში გადასვლამდე. სკოლაში მედი უფრო პოპულარი გოგო გახდა, რამაც მედისა და კოულს შორის ბზარი გააჩინა. როდესაც კოული მოიწყენს იგი მედის შეურიგდება და გადაწყვეტენ ერთად მოუღონ ბოლო ბრძოლას გოგონებს შორის პოპულარობის მოსაპოვებლად...
ცნობილი დირიჟორი მიემგზავრება იერუსალიმში ორკესტრთან ერთად. კონცერტის წინა დღეს იგი მიიღებს შეტყობინებას მისი ვაჟის სუიციდის შესახებ, რომელიც ისრაელში ცხოვრობდა. ამ რამოდენიმე დღეში იგი გადააფასებს მის ცხოვრებასა და ქმედებებს...
კომედია სამი მეგობარი გოგონას თავგადასავლების შესახებ. ისინი უკვე 15 წლისები არიან და მათ ცხოვრებაში პირველი სიყვარული შემოდის... და ყველაფერთან ერთად პირველი პრობლემებიც მოაქვს, რაც ამ ასაკში გრანდიოზულად გეჩვენება...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ორ უახლოვეს მეგობარზე .სოფის მეგობარი შება ცირკის სპილოა.პრობლემების გამო სპილო გაყიდეს.სოფი ვერ შეეგუა ამ ამბავს და გაემგზავრა მეგობრის დასაბრუნებლად...
მიშა, რუსეთის პრეზიდენტის განცახდების შემდეგ, რომლის თანახმადაც კომპანიებში დასაქმებულთა ორი პროცენტი უნარშეზღუდული უნდა იყოს, გადაწყვეტს ეტლში ჩაჯდეს და გასაუბრებაზე ისე წავიდეს...
მოქმედება აფრიკის ერთ-ერთი ქვეყანაში მიმდინარეობს, რომელიც ამბოხებებმა მოიცვა. ფრანგი მარია უარს აცხადებს შვილთან ერთად სამშობლოში დაბრუნებაზე და თავის ყავის პლანტაციებში რჩება. მაგრამ მის ყოფილ ქმარს თავისი გეგმები აქვს...
ეს ფილმი არის ქართველ დიდებულ მხატვარ ნიკო ფიროსმანაშვილზე (1862-1918) უცნობი თვითნასწავლი მხატვარი ხეტიალობდა ქალაქის ქუჩებში და ხატავდა მის ნახატებს, ადგილობრივი ხალხი მას იცნობს როგორც ნიკოლა ფიროსმანს, რომ ის იყო კეთილი ადამიანი, მაგრამ არავინ იღებდა მის ნახატებს სერიოზულად, რომ ეყიდათ ისინი. ნიკოლა ხსნის საჭმლის მაღაზიას და ცოტახანში გაკოტრდება კიდეც, ის ფასდაკლებით ყიდდა კარაქსა და ყველს მათთვის ვისაც არ ქონდა ფული. იგი უკვე სერიოზულად იყო ავად მან დახატა მისი ბოლო ნახატი, რომელიც გაჟღენთილი იყო სინათლით და სიყვარულით...
ერნესტ ჰემინგუეის ნოველის ეკრანიზაცია. უკვე ოთხმოცდაოთხი დღეა რაც მოხუცი მეთევზე ზღვაში გადის და უკან ნადავლის გარეშე ბრუნდება. ის ძალიან ღარიბი და მარტოხელაა. მოხუცის ერთადერთი მეგობარი პატარა ბიჭია მეთევზეთა დასახლებიდან, რომელიც ბადის აკეცვაში ეხმარება და განიცდის მის წარუმატებლობას. დილაადრიან სანტიაგო კვლავ მიეშურება ზღვაში, წყალში სატყუარას უშვებს და ნელა მიჰყვება დინებას. მოულოდნელად ანკესი იჭიმება და რაღაც უშველებელი ძალა ქაჩავს ქვემოთ... ასე იწყება სანტიაგოს და უშველებელი თევზის დრამატული ორთაბრძოლა...
ნებისმიერი ადამიანი სიყვარულის ღირსია. ყველაზე უმაქნისო და წარუმატებელიც. ბაკალეიშიკის დამხმარეს ნორმანს ძალიან უნდოდა ყვარებდა და ვინმესთვის საყვარელი პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ... მეორე პუნქტში მას აშკარად არ გაუმართლა. სასოწარკვეთილებისგან ის მისი აღმატებულების სამხედრო–საზღვაო ფლოტში წავა სამსახუროდ. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბები...
პატარძლები - ასე მოიხსენიებენ ციხეში, პატიმარ ქმრებთან, ხელის მოსაწერად მისულ ქალებს. მათ უმეტესობას ცხოვრების ნახევარი აქვთ ერთად გატარებული, მაგრამ ეს ფორმალობა გამორჩენიათ. ხელის მოწერა ქმრის ნახვის ერთადერთი საშუალებაა...
ლუსინდა შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ რთულად აღსაზრდელი მოზარდების სკოლაში მოხვდება. იქ იგი სიმპატიურ და იდუმალებითმოცულ დანიელს შეხვდება. გოგონა მიზნად დაისახავს გაარკვიოს რა უდევს მას გულში...
ფრენი ბრუნდება სახლში, როდესაც მისი ძმა უბედური შემთხვევის შედეგად კომაში ჩავარდება. ფრენი მუსიკოსია, მისი ფავორიტი შემშრულებელი ჯეიმს ფორესტერია, რომელთან ერთადაც ის ბრუკლინში სცენაზე გამოდის. მალე მათ შორის რომანტიკული ურთიერთობა იწყება...
უძველესი კელტური ჯვრის ძალის გამოისობით კალანი კვლავ აგრძელებს ბოროტებასთან ბრძოლას... ლოს-ანჟელესში შეიარაღების ექსპერტების გუნდთან გაერთიანების შემდეგ ის დაუღალავად ებრძვის ბოროტების იმპერიას...
კირა, ფედია, არტიომი და ჟენია უსამართლობასთან ბრძოლას აგრძელებენ. მეგობრებით აღსავსენი არიან ძალებითა და თავდაჯერებულობით. მათ დახმარებისათვის გოგონა მიმართავს, რომელიც დაიკარგა...
ყოველ დღე ექვსი თვის განმავლობაში ის ელოდებოდა ანნას კაფეში ხუთიდან შვიდამდე. მაგრამ მოვიდა სხვა ქალი და მატი რანდევუ კაფეში დაიწყო. ორივეს საკუთარი ისტორია აქვს და ზუსტად აქ კაფეში მაგიდასთან ისინი ცდილობენ თავი აარიდონ პროვლემებს და დაიწყონ ახალი ცხოვრება. ანნა ორსულადაა და ის მოვიდა...
ვანკა მუშაობს შვეიცარად სასტუმროში. ის ვერ იტანს სასტუმროს შეძლებულ სტუმრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ოცნებობს მათი ცხოვრებით ცხოვრებას. მანამდე ის იძულებულია იცხოვროს მანქანაში, რომელიც იყიდა აღებული კრედიტით, რადგან ბინიდან რომელსაც ქირაობდა გამოაგდეს გადაუხდელობის გამო. ამ ისედაც რთულ მდგომარეობაში ვანკას თავზე ეცემა კოლექტორი სერგეი სერგეევიჩი, რომელმაც გადაწყვიტა მისგან ვალის გამორთმევა…
"ერთხელ დასავლეთში" სერჯო ლეონეს ფილმების ტრილოგიის პირველი ნაწილია. ეს კლასიკური ვესტერნი მოგვითხრობს ქვრივი ქალის ისტორიას, რომელსაც თავისი სიცოცხლისა და მიწის დაცვა უწევს, რაშიც მას უცნობი მამაკაცი ეხმარება...
XIX საუკუნის დასაწყისი - არც ისე კარგი დრო სიყვარულისთვის. თუმცა, არაჩვეულებრივი დრო გარიგებით ქორწინებისთვის. იზაბელ არჩერი - მეამბოხე სულის ახალგაზრდა ქალია, რომელიც ხელსაყრელ გარიგებებზე უარს ამბობს და ამით შოკს გვრის ყველას...
ღამით მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდა გოგონა ავარიაში მოყვება, რის გამოც მას აუცილებლად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. მისი მეგობარი კირა იპოვის დამნაშავეს, მდიდარ ცინიკოს სერგეის, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის და არ სურს დახმარება გაუწიოს გოგონას. სასოწარკვეთილი კირა მიმართავს სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სამივეს კირა მოსწონთ. ბიჭები გადაწყვეტენ ჯერ დაეხმარონ გოგონებს, შემდეგ კი გადაწყვიტონ ვის ეკუთვნის კირა...
ფილმი მოგვითხრობს ოჯახის ისტორიას- მამა და ორი ქალიშვილი, რომლებიც გადავიდნენ საცხოვრებლად გენუაში. მათ თავს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ (ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა მათი დედა)ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ. მარია 11 წლის არის, ხოოლო კელი 16 წლის. გენუაში გადასვლის შემდეგ მარია მუსმივად გრძნობს დედის სულის არსებობას, ხოლო კელი მამასთან კონფლიქტის გამო არეულ ცხოვრების წესს ეწევა...
რაფაელი გახდა შაგრენის ტყავის, მაგიური თილისმის მფლობელი, რომელიც რეალობად აქცვს ადამიანის ნებისმიერ სურვილს, მაგრამ სანაცვლოდ ამოკლებს მისი ამ ქვეყნად ყოფნის დროს...
ზოგი ამბობს, რომ ქვეყნის ლიდერობა ყველაზე მარტოსული სამსახურია მსოფლიოში. მაგრამ როცა ბავშვია მსოფლიოს ლიდერი, შეიძლება დავეჭვდეთ. ლიუკ დავენპორტი 13 წლისაა, ის პოლ დავენპორტის ვაჟია, შტატების პრეზიდენტისა და პირველი ლედის ლინდა დავენპორტის...
დეივმა საბოლოოდ გადაწყვიტა ნიუ-ორლეანის პოლიციიდან წამოსვლა და ცოლთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყება. ისინი სანაპიროზე დასახლდნენ, სადაც შეესწრნენ ავიაკატასტროფას. დეივმა მხოლოდ პატარა გოგონას გადარჩენა შეძლო და დაიწყო ამ შემთხვევის გამოძიება, რომელმაც თავის სკოლის მეგობართან მიიყვანა, რომელიც ნარკოტიკების მაფიას განაგებდა...
შარლოტა ბრონტეს რომანის რიგით მეხუთე ეკრანიზაცია განხორციელებულია იტალიელი რეჟისორის ფრანკო ზეფირელის მიერ, რომელსაც მანამდეც არაერთხელ გადაუტანია დიდ ეკრანზე ცნობილი მსოფლიო ლიტერატურის ნაწარმოები...
პროფესიონალი გამომძიებელი სკოტ ტერნერი ვერ იტანს უწესრიგობას. მის ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია. ჰუჩი - ყველაზე მოუსვენარი, ყველაზე უზრდელი ძაღლია, რომლის გაწვრთნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. არ გაუმართლებს იმ უბედურს, რომლის ხელშიც ის მოხვდება. ტერნერი გვიან მიხვდა, ვინ შემოუშვა სახლში. მაგრამ ხმაურიანმა ჩხუბებმა არაფერი მოიტანა. შეიძლება, საუკეთესო გზა მტერს აჯობო, ეს დაუმეგობრდე მას?...
კომედია და-ძმის შესახებ, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერების გზით გაჩნდნენ და დედებთან ერთად ცხოვრობენ. ერთ მშვენიერ დღეს მათ გადაწყვიტეს დაადგინონ თუ ვინაა მათი მამა...
ყველას ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ცუდი წინათგრძნობა. როდესაც უბრალოდ იცი, რომ მალე რაღაც ცუდი მოხდება. დიასახლის ლინდას ახლა ზუსტად ასეთმა წინათგრძნობამ შეიბყრო. რაღაც გარკვეულ დროში მის სახლში ტელეფონი დარეკავს და უცნობი ხმა ეუბნება, რომ მისი ქმარი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ლინდა სასოწარკვეთილებაშია, მას არ ჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. მეორე დილას გაღვიძებისას ის ხედავს ქმარს ცოცხლას და უვნებელს...
ფედერალური ბიუროს აგენტს და ბოსტონის პოლიციელს დაევალათ საპასუხისმგებლო დავალება: გავიოდნენ საშიში დამნაშავის კვლაზე და დააკავონ ის. საქმეში კიდევ რამოდენიმე დეტალია, ორივე კანონდამცველი ქალია, ხოლო დამაშავე კი რუსი, რომელიც არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევა და მას მხოლოდ ”ქალური ლოგიკა” თუ შეაჩერებს...
ყოველწლიურ "ქუჩის ცეკვების" ჩემპიონატზე გასამარჯვებლად ახალგაზრდა მოცეკვავეების ჯგუფი იწყებს რეპეტიციებს სამეფო ბალეტის სკოლის მოსწავლეებთან ერთად. როკ-ენ-როლის, ქუჩური ცეკვებისა და კლასიკის შერწყმით იქმნება სტილის, ემოციებისა და გრძნობების თავბრუდამხვევი მიქსი...
ისტორია აბი ჯენსენის შესახებ, რომელმაც თავის მეთექვსმეტე დაბადების დღესთან დაკავშირებით შეადგინა სურვილების სია.როდესაც ეს დღე დგება, ის თავისი სურვილების სიას მეთექვსმეტე სურვილს ამატებს. თავისდა გასაკვირად ები კოლოფს იღებს, რომელშიც 16 სადღესასწაულო სანთელი დევს. ყოველი სანთელი მის ერთ სურვილს შეესაბამება...
ჯეკ ჰარისის, ინტერნეტ-ვაჭრობის ერთ-ერთი პიონერის ქრონიკები, თუ როგორ ჭიდილშია საკუთარ მორალთან და როგორ ცდილობს არ ჩაიძიროს თაღლითების, განგსტერების, ნარკომანების და პორნოვარსკვლავთა მორევში...
რაფშანი და ჯამჯუდი არალეგალურად ჩადიან მოსკოვში , სადაც ისინი ერთი მდიდარი კაცის სახლში იწყებენ სარემონტო სამუშაოებს. ხელმძღვანელის დაკარგვის შემდეგ ისინი ცდილობენ გადაარჩინოს ის. ამ დროს ისინი ერთ საიდუმლოს გაიგებენ, რაც ყველაფერს ცვლის...
სლოანი ლამაზი, მოდური და საკმაოდ წარმატებულია თავის საჯარო ურთიერთობებში. მას შემდეგ რაც მისი კლიენტი კომიდან გამოდის, ის ხდება მისი პირადი შობის წარსულის, აწმყოსა და მომავლის მოჩვენება...
ახალგაზრდა ქალი ალექსანდრა ქმრის დაბადების დღეზე მისი ღალატის შესახებ გაიგებს. იგი მის ცხენზე დაჯდება და ორივენი დასახიჩრდებიან.როდესაც ქმარი ამას გაიგებს წავა მასთან, მაგრამ ავარიაში დაიღუპება. ფეხმოტეხილ ცხენს დააძინებენ, ალექსანდრა საავადმყოფოში მოყვება. წლების შემდეგ ალექსანდრა ერთ ფერმერთან მოხვდება , რომელსაც საყვარელი ცხენი ჰყავს. მოგონებები ალექსანდრას კვლავ ცხენზე ამხედრებას შეაძლებინებს...