34 წლის, მარტოხელა ქალი, ნენსი - გადაღლილი თავის მეგობრების მიერ მოწყობილი დაუსრულებელი პაემნებისგან, მშობლების ბედნიერი ქორწინების 40 წლის თავის აღსანიშნად მიდის და გზად 40 წლის კაცს, ჯეკს გადაეყრება. ამ უკანასკნელს კი ნენსი მისი 24 წლის ბრმა პაემანზე დაპატიჟებული გოგო ჰგონია. სწორედ აქედან იწყება თავგადასავალი, რომლის დავიწყებას ვერცერთი შეძლებს...
კოლეჯის სამი მეგობარი მექსიკაში ერთკვირიან მოგზაურობაში წავა. ფილი ტყვედ ჩაუვარდება სატანისტურ, ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ჯგუფს, რომლებიც ტურისტებს კლავენ...
ვიდეო თამაშებით შთაგონებული, შექმნილი Youtube, CorridorDigital, Rockerjump და Devin Supertramp–ის მიერ, Ubisoft სიამაყით წარმოგიდგენთ ტომ კლანსის ფილმს "დაყოფა: აგენტის წყაროები." ეს ამაღელვებელი თრილერი მოგვითხრობს ოთხი აგენტის შესახებ, რომლებიც ცდილობენ ნიუ–იორკის გადარჩენას...
მისი მასწავლებლები, მწვრთნელები, ბავშვობის მეგობრები და ბარსას თანაგუნდელები ჟურნალისტებთან, მწერლებთან და გამოჩენილ ხალხთან ერთად შეიკრიბებიან რესტორანში, რათა გაანალიზონ მესის პიროვნება მინდორზე და მის გარეთ...
საფრანგეთი, 70-იანი წლები. პატარა გოგონა, სახელად ლუსი - თითქმის ერთი წელი დაკარგულად ითვლებოდა. ერთი წლის შემდეგ მას სოფლის გზაზე მიმავალს პოულობენ. გოგონა შოკშია და მომხდარის შესახებ არ შეუძლია არაფრის მოყოლა. პოლიცია მალევე პოულობს ადგილს, სადაც გოგონა იყო დამწყვდეული...
ხუთი მეგობარი მანქანაში გზად ტრამვირებულ ახალგაზრდას ჩაისვამს. მაგრამ მალევე მიხვდებიან რომ მათზე ბენზო ხერხიანი შეშლილი მკვლელი და მისი ასევე პსიქოპატი ოჯახი ნადირობს...
როდესაც ბოროტი დედინაცვალი გაიგებს , რომ ფიფქია მასზე ლამაზია, მსახურს მის ტყეში წაყვანას და მოკვლას დაავალებს. მსახურს ფიფქია შეეცოდება და არ მოკლავს. ფიფქია ერთ სახლს შეაფარებს თავს, სადაც 7 ჯუჯა ცხოვრობს. როდესაც დედინაცვალი სარკეში ჩაიხედავს და სარკე კვლავ ეუბნება, რომ ფიფქია მასზე ლამაზია, იგი ძლიერ განრისხდება...
სიუჟეტის მიხედვით პატარა ქალაქში როუზ კრიკში ბატონობს მრეწველი ბართოლომიუ. შეშინებული მოსახლეობა მიმართავს დახმარებისთვის ცნობილ თავებზე მონადირეებს...
რეალური ისტორია, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1970-იან წლებში და მოგვითხრობს ფანტასტიკური ულვაშების მქონე გაუწონასწორებელი მწერლის, როჯერ შარპის შესახებ, რომელიც კომფორტსა და თავდაჯერებულობას პოულობს ერთ რამეში, რაც მან აითვისა: პინბოლი. როდესაც პოლიციის რეიდი ანადგურებს ერთადერთ სათამაშო აპარატს, რომელიც მან იპოვა ნიუ-იორკში, ის იგებს, რომ ახლა თამაში უკანონოა. შედეგად, როჯერი უხალისოდ აერთიანებს თავის ძალებს მუსიკისა და გართობის ასოციაციასთან, რათა გააუქმოს აკრძალვა, რა დროსაც შეუყვარდება მარტოხელა დედა ელენი. როჯერის გზა პინბოლის გადასარჩენად მთავრდება მისი გადარჩენით, რადგან ის და ელენი თავიანთი წარსულის გადალახვას და სიყვარულს სწავლას ცდილობენ. საბოლოოდ, როჯერი შეიგრძნობს რას ნიშნავს გარისკვა, და ვალდებულება.
ენერგიული ბიზნესმენი უილი დაპატიჟებს თავის საცოლეს და მის მშობლებს შობის შესახვედრად. ლამაზი ელისი ძალიან ნერვიულობს მომავალ დედამთილთან და მამამთილთან შეხვედრის წინ. ელისის მოგზაურობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როდესაც იგი ბარგს დაკარგავს და ტელეფონი გაუფუჭდება...
მწერალი ჰარი სტიტი ფეხშია დაჭრილი, მისი ჭრილობა სასიკვდილოა. ის კილიმანჯაროს მთასთანაა კარავში, მწერალი იხსენებს განვლილ ცხოვრებას. ფილმი წარმოადგენს ერნესტ ჰემინგუეის რომანის ეკრანიზაციას.
ფილმი გადაღებულია თომას მანის ნაწარმოების მიხედვით. სულიერ და შემოქმედებით კრიზისში მყოფი კომპოზიტორი აშენბახი, 1911 წლის გაზაფხულზე, ვენეციის მახლობელ კურორტ ლიდოზე ჩამოდის. მოულოდნელად მის ყურადღებას პოლონელი არისტოკრატის ვაჟიშვილის - ტაჯიოს სილამაზე ხიბლავს. თავისი გრძნობებით შეცბუნებული აშენბახი უმალვე გადაწყვეტს გაემგზავროს, მაგრამ ბარგის დაკარგვა უკან აბრუნებს...
ჰეკი და რეიჩელი - ერთი შეხედვით იდეალური წყვილია. მათი ურთიერთობის განსამტკიცებლად უკვე საკურთხეველთან დგანან. მაგრამ ამ დროს რეიჩელი ხალხში ერთ ადამიანს დაინახავს, რომელიც მასში ეჭვს წარმოქმნის: ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა?...
ჯიმ მარკუმი, დეივ ბოილი და შონ დევინი - ბავშვობის განუყრელი მეგობრები არიან. ისინი ერთად, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები ბოსტონის ქუჩებში იზრდებიან. ასე გრძელდება მანამ, სანამ დეივს დააძალებენ მანქანით გასეირნებას, რაც სამუდამოდ ცვლის არა მარტო ახლანდელ ბიჭების ცხოვრებას, არამედ მათ მომავალსაც... 25 წლის შემდეგ ბედისწერა კვლავ ახვედრებს მათ ერთმანეთს - 19 წლის ჯიმის ქალიშვილის საზარელი მკვლელობის წინ. პოლიციელს, რომელსაც ამ საქმის გამოძიებას ავალებენ - შონ დევინია, რომელმაც თავის თანაშემწესთან ერთად უნდა გამოიძიოს, სავარაუდოდ აზრს მოკლებული დანაშაული...
ნიკ კელერს ამჟამად სულ სხვა საკითხები აწუხებს. ის ვერ ჩერდება ვერც ერთ სამუშაო ადგილას, და მისი ოჯახი - განსაკუთრებით მამინაცვალი გენრიხი და ძმა ვიქტორი - მას ერთ წარუმატებელ ტიპად თვლიან. მხოლოდ დედას ჯერ კიდევ სჯერა მისი. ფსიქიატრიულში დამლაგებლად მომუშავე ნიკი, უკანასკნელ წამს ლაილას თვითმკვლელობისგან გადაარჩენს, რაც მას გაუთვალისწინებელ შედეგებს მოუტანს: ლაილა ფარულად გაყვება თავის მშველელს და გამოეცხადება სახლის კართან. ღამის პერანგში და ფეხშიშველი. ნიკის ყველა მცდელობა ლაილა თავიდან მოიშოროს წარუმატებლად მთავრდება...
შემოდგომის ერთ მშვენიერ დღეს, ტყის ბილიკზე მიმავალმა გოგონამ მელა შენიშნა. ის არ შეშინდა და ახლოს მივიდა. ასე დაიწყო მათი მეგობრობის საოცარი ისტორია...
ჰიჩკოკის ფილმი ყოფილ მძარცველზე. მან უნდა დაიჭიროს ქურდი, რომელიც ძარცვისას მისეულ მეთოდებს იმეორებს, უნდა დაასწროს სანამ შეცდომით მას დაადანაშაულებენ. ყოფილ მძარცველს ცოტა დრო აქვს რადგან პოლიცია "კუდზე აზის", მაგრამ პატარა რომანისთვის დროს მაინც გამონახავს. ეს არის კლასიკური შედევრი გრეის ქელის და კერი გრანტის მონაწილეობით.
კლერკებს ცუდი დროება დაუდგათ - მათი მაღაზია დაიწვა. რა უნდა ქნან? მაგრამ გამოსავალი არსებობს: ფული შეიძლება ოჯახურ რესტორან "მუბიში" იშოვონ. ჯეი და ბობიც მათთან ერთად არიან...
ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარულთთაგანია. და მიუხედავად იმისა, რომ მის კომპანიაში დღითიდღე მცირდება უცოლოთა რაოდენობა, ჯიმი მაინც არხეინადაა და მორიგ გოგონასთან ერთობა...
ჯორჯ უეიდი ახალგაზრდა, სიმპათიური და საკუთარ თავზე შეყვარებული მილიონერია, რომელსაც ადვოკატის რჩევის გარეშე ისიც კი ვერ გადაუწყვეტია, თუ რა ჩაიცვას. მისი ადვოკატი კი მომხიბლავი და ნიჭიერი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სულაც არ მოსწონს ძიძის მოვალეობის შესრულება.
პარიზში ახალგაზრდა გოგონების მკვლელობები ხდება. მკვლელის მეტსახელად "მკვლელი ჭაობიდან"-ის ხელწერა იდენტურია დანაშაულიდან დანაშაულამდე, მისი უტიფრობა უფრო შორსაც მიდის, ის რეკავს პოლიციაში და ხმამაღლა ამცნობს მათ საკუთარი მკვლელობების შესახებ. კომისარი მეგრე ძალიან გაბრაზებულია და მზადაა წავიდეს ყველანაირ რისკზე, იმისთვის, რომ მანიაკი ჩასვას ციხეში. მორიგი მკვლელობის შემდეგ, როცა ეჭვი ხორცის გამყიდველზეა, კომისარმა გადაწყვიტა ხაფანგში გააბას მკვლელი...
ტრევორ რეზნიკს უკვე მთელი წელი არ სძინებია. ცოცხალ ჩონჩხად გადაქცეული, ის ბალანსირებს რეალობის და სიზმრის ზღვარზე. ის დაიღალა საშიში ხილვების უცნაური მოვლენებისგან გარჩევით თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჭკუიდან რომ არ შეიშალოს ტრევორი საკუთარი უცნაურობების კვლევას იწყებს, ცდილობს გაერკვევს საკუთარ თავში და გაიგოს რამ აქცია ასეთად? საშინელი მოვლენების და მიხვედრების ლაბირინთში სარისკო ძიებისას, ის ვერც კი ხვდება იმას, რის გაგება მოუწევს...
ოთხმა მათემატიკოსმა ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცონდნენ, სანამ იდუმალმა უცნობმა ისინი არ შეკრიბა ერთი რთული თავსატეხის გადასაჭრელად. ოთახი სადაც მათემატიკოსები არიან შეკრებილნი, მოძრაობს და განადგურდება თუ ისინი დროულად არ ამოხსნიან დავალებას, რა აერთიანებთ მათ და რატომ სურს ვინმეს მათი მოკვლა?..
ახალგაზრდა მამაკაცი გაურკვევლობაში აღმოჩნდება. იგი მოტყუებულია და საბედისწერო ქალს მისდევს, რომელიც მის წინაშე მცდარი ვინაობით წარსდგა და რომელსაც სინამდვილეში არასდროს ჰყვარებია იგი...
"საუბარი" გახლავთ ფრენსის ფორდ კოპოლას 1974 წლის ფილმი. ჰარი კაული დაქირავებულია, რათა უთვალთვალოს და ჩაიწეროს ორი თანამშრომლის საუბარი. აღმოჩნდება, რომ ის ჩაწერისას მოისმენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა მოესმინა...
რამდენმე წლის წინ ღარიბი ბრაჰიმის ოჯახში დაიბადა ბიჭი აპუ. მამა პოეტი და მღვდელი ოყო: ვერ შოულობდა იმდენ ფულს, რომ ოჯახი ერჩინა. აპუს და, დურგა მეზობლებიდან იპარავდა გუავას, ამ ყველაფერს ემატებოდა ყოველდღიური ბრძოლა დედის მოხუც დეიდასთან, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა...
დაუმორჩილებელი არის ბანგლადეშელი ბიჭი თავგადასავალის მეორე ნაწილი . ეს არის ფილმი ბიჭის შესახებ რომელიც მიიღებს სტიპენდიას კალკუტაში სასწავლებლად. დედამისი მარტოა და მას აყენებს არჩევანის წინაშე გახდეს წარმატებული თუ დატოვოს დედა მარტო...
40-იანი წლები. სადღაც შორს ომი მძვინვარებს, ობოლთა თავშესაფარ სენტ კლაუდში კი, რომელსაც ექიმი ლარჩი ხელმძღვანელობს, ადამიანური პრობლემები უფრო მნიშვნელოვანია. ჰომერ უელსი თავშესაფარში გაიზარდა და ჯერ არასოდეს გაცდენია მის საზღვრებს. სამაგიოეროდ მეანობაში მიაღწია წარმატებებს – ის ექიმ ლარჩს ასისტენტობას უწევდა. ზუსტად აქ ჰომერმა გაიცნო კენდი და მისი შეყვარებული, რომელიც ფრონტზე მიდის. მათთან ერთად ის პირველად მიდის სენტ კლაუდიდან ახალი ცხოვრების სანახავად, რომელზეც ოცნებობდა...
მშვენიერ ამერიკელ ქალბატონ პეგი ლამბერტს ქმართან გაშორებაზე განცხადება შეაქვს და კურორტზე მიემგზავრება, სადაც მიმზიდველ პიტერ ჯოშუას გაიცნობს. პარიზში დაბრუნებულ პეგის საზარელი ამბავი ხვდება: მისი ქმარი მოკლულია, მთელი ოჯახის დანაზოგი კი, ბანკის ანგარიშიდან არის მოხსნილი და გატაცებული...
იეტელ რედლიხი და მისი 5 წლის ქალიშვილი 1938 წელს მიდიან აფრიკაში, რათა თავი დააღწიონ მოახლოებულ მეორე მსოფლიო ომს. აფრიკაში მანამდე წასული და დამკვიდრებული იყო მისი ქმარი - ვალტერი. ისინი თანდათან ეჩვევიან და ეგუებიან ადგილობრივი ცხოვრების წესს. თუმცა ომის საშინელებას ისინი ვერც აფრიკაში დაემალებიან...
იანი, პიტერი და ჯული ყველაზე რომანტიკულ და სახიფათო ასაკში არიან, რომელიც სავსეა რევოლუციური იდეალებით. მათ ქვეყნის გადატრიალება სურთ, ღარიბები გაამდიდრონ, მდიდრები კი ხელგაშლილები გახადონ. მოკლედ, უდარდელს მათ ცხოვრების ამ პერიოდს ვერ დაარქმევ. სამეული სახლებს აყაჩაღებს და მძევალიც კი აიყვანეს. მეგობრები სასიყვარულო პრობლემებისგანაც იტანჯებიან: იულია ერთნაირი სინაზით არის განწყობილი ორივე მეგობრის მიმართ.
დედამიწას უახლოვდება გიგანტური ზომის ამოუცნობი ობიექტი, რომლის განზრახვები არავისთვისაა ცნობილი. ენტერპრაიზის ადმირალი კირკი აღმოჩნდება ერთადერთი, რომელსაც აქვს შანსი დროულად მიუახლოვდეს ობიექტს მის გამოსაკვლევად თუ სალიკვიდაციოდ...
ჯიმუვი - ახალი ფილმები და სერიალები ქართულად უფასოდ, უახლესი თურქული სერიალები ქართულად, axali filmebi da serialebi qartulad ufasod, pilmebi qartulad online, uaxlesi turquli serialebi qartulad
გერმანია და თურქეთი. მოთხრობა ექვსი ადამიანის ცხოვრებაზე, რომლებიც პატიების და შერიგების ძებნაში არიან. პენსიონერი და ქვრივი ალი თავს მარტოობისგან იცავს ჰამბურგის ბორდელებში, სანამ არ შეხვდება იეტარი. ის ფულს ბორდელში მუშაობით შოულობს. ალი მას შესთავაზებს მასთან იცხოვროს. ნეჯატი, ალის განათლებული შვილია, რომელიც ჰამბურგის უნივერსიტეტში ასწავლის და ძალიან გაკვირვებულია ჯიუტი მამის არჩევანით. მხოლოდ როდესაც ის გაიგებს, რომ იეტარი ფულის დიდ ნაწილს თავის ქალიშვილს აიტანს სტამბულში უგზავნის იმისათვის, რომ გოგონამ ისწავლოს, მას ქალის მიმართ პატივისცმის გრძნობა გაუჩნდება. როდესაც იეტარი ტრაგიკულად დაიღუპება, ნეჯატი გაემგზავრება აიტანის საძებნელად...
პატარა ღარიბი ქალაქი მაღალ მთებში, რომელის მოსახლეობაც ებრძვის გარემო-პირობებს. ისნი ცხოვწლწბით იკვებებიან. მამები ყოველთვის ერთ ვაჟს გამოარჩევენ. დედები ქალიშვილებს უხეშად ექცევიან. ომერს, იმამის შვილს, მამის სიკვდილი სურს. როდესაც ნახავს , რომ მხოლოდ ფიქრებით ვერაფერს გახდება, გადაწყვეტს მამის მოკვლის გზა იპოვოს...
ენდრიუ მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. მას ნერვოზი აწუხებს, მუდამ დეპრესიის საწინააღმდეგო წამლებს სვამს, მორჩილად მიჰყვება ცხოვრების დინებას და არ ცდილობს რაიმე შეცვალოს, მაგრამ მისი შინ დაბრუნება, დედის დაკრძალვაზე, იმედის ნაპერწკალს უსახავს, მშვენიერ სემთან შეხვედრა კი, მის გულს ახლებურად ააძგერებს...
აპუ უმუშევარია. ყოფილი სტუდენტი რომელიც ოცნებობს მწერლის მომავალზე. მას ძველი მეგობარი დაითანხმებს რომ ესტუმროს სოფელში ქორწილს.სამწუხაროდ საქმრო გიჟი აღმოჩნდება, პატარაძალი კი სირცხვლისიაგან თვის აარიდებლად აუცილებლად უნდა გათხვდეს დათქმულ დროს. მას აპუ მოიყვანს ცოლად და ქალაქში წამოიყვანს...
უნივერსიტეტის თანამშრომელს ბრალს სდებენ ორი სტუდენტი გოგონას გაუპატიურებაში, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ ვინ არის მსხვერპლი და ვისი მოფიქრებული გეგმით ვითარდება მოვლენები...
1981, Quiberon, a small village on the coast of Brittany, France. Hilde Fritsch arrives to visit her old friend who has retreated to a spa hotel to escape the daily pressures of her life. Her friend is world-famous star Romy Schneider, but together, they appear like two regular women who are just happy to be reunited. Yet it quickly becomes apparent that Hilde is supposed to offer the support the sensitive actress needs to be able to truly face her own demons.
სოიანი კომპიუტერის ვუნდერკინდია და იმ ფირმაში მუშაობს, რომელიც ადრე თვითონ დააჰაკერა. ეს ონლაინ უსაფრთხოების ფირმა ფარულად უწევს მომსახურებას ცნობილ კლიენტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ლოიზი გამომძიებელია კიბერუსაფრთხოების დარგში, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის დაკვეთით ომის დანაშაულებს იძიებს. ლოიზი და სოიანი ერთმანეთს ვირტუალური ჭადრაკის თამაშით გაიცნობენ. მათ შორის ძლერი, მაგრამ სახიფათო სასიუყვარულო ისტორია ვითარდება. ნუთუ ისინი ყველაფერს სასწორზე დადებენ ნამდვილი სიყვარულის გამო?...
მეგრე უცნობისაგან იღებს ზარს, რომელსაც ეშინია, რომ მოკლავენ. მეგრე მკვლელობის თავიდან აცილებას ვერ ასწრებს. მკვლელის დაჭერას იგი საკუთარი ვალად თვლის...
Live, documented at Chicago's Vic Theatre in April of 1996. 1 Thumbscrews 2 Fly On The Wall 3 Mailman 4 Destroy Before Reading 5 Thumper 6 Bloody Mary 7 Wheelchair Epidemic