კრიმინალური დრამა, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ჯიმის შესახებ, რომელმაც შეიარაღებული ძარცვისთვის თორმეტი წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ, ის პირობას დებს, რომ მის კიბოთი მომაკვდავ ბავშვობის შეყვარებულ ენის მის ცხოვრებაში საუკეთესო უკანასკნელ წელს აჩუქებს. მაგრამ სამწუხაროდ ამის გაკეთება ძალიან რთული აღმოჩნდება, როდესაც მისი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებულის ოფიცერი ჯიმის საქმეზე წასვლას აიძულებს, რაც მოვლენების სერიას გამოიწვევს, რის შედეგადაც მთავარი გმირი ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტის პრაისის ყურადღების ცენტრში მოხვდება. ახლა ენის გადასარჩენად მას ვერაფერი შეაჩერებს.
ჰარუკი მურაკამის მოთხრობის “მამაკაცები ქალების გარეშე” მოტივებზე დაფუძნებული დრამატული ამბავი მსახიობის და თეატრალური რეჟისორის იუსიკეს შესახებ, რომელმაც ორი წლის წინ დრამატურგი მეუღლე დაკარგა.
ჯენდი ნელსონის ამავე სახელწოდების თინეიჯერული ბესტსელერის ეკარინაზია ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრები 17 წლის მორცხვი ვუნდერკინდი-მუსიკოსი გოგონას ლენი უოკერის შესახებ, რომელიც მისი უფრო კომუნიკაბელური უფროსი დის, ბეილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, უზარმაზარ მწუხარებას ებრძვის, რაც გოგონას მისი დის მგლოვიარე ბოიფრენდთან, ტობისთან აახლოვებს, და ასევე სკოლის ახალ მეგობართან, ჯოსთან ურთიერთობაში პოულობს ნუგეშს. მაგრამ მალე ბიჭებთან ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზრდება და ახლა ლენი ხვდება, რომ ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. შედეგად, მისი ნათელი წარმოსახვისა და კონფლიქტური გულის წყალობით, ახალგაზრდა გმირი პირველ სიყვარულს და პირველ დანაკარგს განიცდის.
როცა მარტოხელა დედა და მისი ორი შვილი პატარა ქალაქში ჩამოვლენ, აღმოაჩენენ, რომ მოჩვენებებზე მონადირეებთან აქვთ კავშირიდა და რომ ბაბუასგან მათ საიდუმლო მემკვიდრეობა ერგოთ.
ბებია და ბაბუა დათანხმდება სამი შვილიშვილის მოვლას, როდესაც ბავშების მშობლებს ქალაქის დატოვება უხდებათ. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც ბავშვების 21-ე საუკუნის ჩვევები იჩენენ თავს...
ნამდვილი ამბავი საშინლად დიდი ენერგიის მქონე ბორდერ-კოლის და ავსტრალიური ნაგაზის ნარევი რვა თვის ლეკვის რუბის შესახებ, რომლის “უმართავი” ბუნების გამო მისი პირველი მფლობელი როდ-აილენდის ცხოველთა თავშესაფარში დააბრუნებს. ლეკვს სწრაფად იშვილებენ, თუმცა შემდეგ ხუთჯერ დააბრუნებენ. შედეგად, ლეკვის დაძინება გადაწყდება, მაგრამ ევთანაზიამდე რამდენიმე საათით ადრე ოფიცერი დანიელ ო’ნილი რუბით იხიბლება, რომელიც ლეკვში პოტენციალს დაინახავს, და კინოლოგოდ გახდომის თავისი ოცნების ასრულებას გადაწყვეტს, ხოლო რუბისთვის ეს შეხვედრა ბედნიერი ცხოვრების დაწყების შანსი გახდება.
მატიე – ახალგაზრდა და ნიჭიერი “შავი ყუთების” ანალიტიკოსია, რომლის მიზანი ახალი თვითმფრინავის სასიკვდილო კატასტროფის მიზეზის გარკვევაა, თუ რა მოხდა დუბაი-პარიზის რეისზე, სანამ ის ალპებში ჩამოვარდებოდა, რის შედეგადაც თითქმის 300 ადამიანი დაიღუპა. პილოტირების შეცდომა? ტექნიკური შეცდომა? ტერორისტული თავდასხმა? კატასტროფის მიზეზები უცნობია. შავი ყუთის შესწავლისას, ახალგაზრდა გმირი სერიოზულ შემაშფოთებელ დეტალებს ავლენს და მისი უფროსის ბრძანებების საწინააღმდეგოდ, საკუთარ ფარულ გამოძიებას იწყებს – სიმართლის აკვიატებული და სახიფათო ძებნა, რომელიც სწრაფად საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს. მან ჯერ არ იცის, სადამდე მიიყვანს ჭეშმარიტების ძიება.
ჯული დევისი პოპულარულ საბავშვო წიგნებს წერს შიშების შეცნობის შესახებ. თუმცა მანამდე მან საკუთარი შიშიც უნდა შეიცნოს. მისი ქალიშვილის დაბადების შემდეგ ტრავმა აქტიურდება და მას გადარჩენისთვის რთული ბრძოლა უწევს...
არიანა გოდოის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, მოზარდი გოგონას რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ. ახალგაზრდა გმირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მას მისი შეყვარება აიძულოს. შედეგად, რეკუელი ვა-ბანკზე მიდის, თუმცა არესი, ის ტიპია, რომელსაც ასე ადვილად არ უყვარდება, ამიტომ მათ პოტენციურ ლტოლვას შეიძლება პატარა ბიძგი სჭირდება. ერთ დღეს ყველაფერი Wi-Fi-ის შეცვლილი პაროლით დაიწყება…
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.
კამილამ გადაწყვიტა დაივიწყოს თავისი ბურჟუაზიული წარმოშობა და მოსამსახურედ დაიწყოს მუშაობა. ანალოგიური მიზეზით მისი მეზობელი ფილიბერი ისტორიის გაკვეთილებზე ამბობს უარს და საფოსტო ღია ბარათების გაყიდვას იწყებს. ფილიბერმა თავის დიდ ბინაში მზარეული ფრენკი და მისი ბებია პოლეტა შეიკედლა. მაგრამ როდესაც ამ კომპანიას კამილაც ემატება, სახლის ბინადრები ხვდებიან, რომ უმჯობესია თავი ერთად დაიჭირონ.
მარტოხელა მიმტანი მოლი შეხვდება სიმპათიურ ბიჭს სახელად გასი, რომელიც მუშაობს სამკაულების მაღაზიაში. მოლი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ შემხვდა მის ერთადერთს, მაგრამ რაც უფრო მეტად გაიცნობს მას, მით უფრო დიდი საიდუმლო ხდება მისთვის გასი...
ლამაზმანი სახელად კარლი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც ძალიან მოსწონს მამაკაცები. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის მომხიბვლელ მარკს გაიცნობს და როგორც ჩანს ქალი მას საბედოდ თვლის. მარკი ქალს სამსახურის შემდეგ, ხელში ყვავილებით ხვდება და ყველაზე რომანტიკულ პაემნებს უნიშნავს. ასე რომ, ჩვენი გმირი ქალბატონი ვერც კი ხვდება, რომ კაცი შეუყვარდა და ახლა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა სურ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა...
მომხიბვლელი ანჟელიკა თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის ცოლიან მეგობარზე ლოიკზე. მეგობრები გაფრთხილების მიუხედავათ, ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს, მის დასაპყრობათ, მაგრამ რაღაცა უცნაური იმალება მის საქციელში.
ფილმის მოქმედება მომავალში ვითარდება, სადაც მმართველობა სუპერ-რელიგიების ხელშია. ქრისტიანობის მიღების შედეგ მთავარი გმირი შესძლებს ფუნდამენტალისტებისგან თავის დაღწევას, რომლებიც თავგანწირვით იცავენ საკუთარი "სულიერი წინამძღოლის" ავტორიტეტს.
ახალი ინგლისის საშობაო დეკორაციების კონკურსის ორგანიზატორები ეძებენ ქალაქს, სადაც ყველაზე უფრო იგრძნობა საშობაო სულისკვეთება. აღმოსავლეთ და დასავლეთ რივერტონის მერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სადღესასწაულო ორომტრიალის თავში მოექცნენ.
კლერმა და მორისმა უნდა წაიყვანონ მთელი ოჯახი კლერის მამის დაკრძალვაზე. ოჯახი შედგება კლერის ვეგეტარიანელი ვაჟიშვილისაგან, ალექსისაგან, რომელსაც საიდუმლოდ უყვარს მორისის ქალიშვილი, ლუსი, თინეიჯერი მეამბოხე, და კლერის ძმისაგან, რომელიც მწერალია და დასთან ცხოვრობს, ასევე კლერის და მორისის ქალიშვილისაგან. მათ წინ მხიარული მგზავრობა ელით.
მისი გაუქმებული ქორწილი და გაკოტრებული საცხობი შობამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალგაზრდა გოგონას, ფელისიტი ოლსონს სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. განადგურებული ფელისიტი თავის პატარა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება მხოლოდ ერთი მიზნით: გამოიმუშაოს საკმარისი ფული, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ჩიკაგოში და დააბრუნოს მისი ცხოვრება ნორმალურ კალაპოტში. თუმცა, მისი სადღესასწაულოდ განწყობილი ოჯახი და სიმპათიური ფერმერი ცდილობენ ახალგაზრდა გმირს დაუბრუნონ საშობაო განწყობა.
უიტნი ფლობს ინტერიერის დიზაინის ფირმას, რომელსაც ის თავის მეგობართან, ენდისთან ერთად მართავს. ის ქმნის სანტას განსხვავებულ კოსტიუმს ქალაქის საშობაო მასკარადისთვის და კარგ საქმიან შეთავაზებასაც იღებს - მისმა კომპანიამ მთელი სახლი სადღესასწაულოდ უნდა მორთოს. უიტნი და ენდი თანხმდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენენ რომ სახლი უიტნის ყოფილ შეყვარებულს, კონორს ეკუთვნის. კონორს არ სურდა ოჯახის ყოლა, მაგრამ როდესაც მისი ნათლული დეიზი დაობლდა, გადაწყვიტა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და გამხდარიყო მარტოხელა მამა. დეიზის ყველაფერზე მეტად ოჯახის იდეალური სურათის მიღება და მათ ცხოვრებაში ქალის გამოჩენა სურს, რომელსაც დედად მიიღებს. ვინ შეიძლება იყოს უიტნიზე უკეთესი? ამბიციური სურვილია, ტუმცა შობა ხომ სასწაულებს ახდენს...
ბენ უოთსი, ჯორჯიის პატარა ქალაქის შერიფია, რომელიც ადგილობრივი მდიდარი მაცხოვრებლების საიდუმლოებებს იცავს. როდესაც სამი ბოროტმოქმედი მძევლად აიყვანს ქალაქის ცნობილ ექიმს, მის გადასარჩენად, შერიფ უოთსის FBI-ის მოსვლამდე ამ რთულ სიტუაციასთან გასამკლავებლად გამოიძახებენ. თუმცა მერი ჩარლზ რუტლეჯი შერიფს გამტაცებლებზე, მძევლებზე და ყველა მოწმეზე შეტევას და მათ განადგურებას აიძულებს. როცა მთავარი გმირი აცნობიერებს, რომ ის შეიძლება პაიკი იყოს უფრო დიდი სქემისა, მან გზა უნდა გაიკვალოს, რათა ქალაქის ბნელი საიდუმლოებების მიღმა დამალული სიმართლე გამოავლინოს.
"ჩვენი კანაფი" არის იმ ხალხის პროტესტი, რომლებიც ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას მოითხოვენ. პრობლემებით სავსე და მგზნებარე ისტორია აკრძალული მცენარის შესახებ, რომელიც კაცობრიობას განვითარების გზაზე მუდამ თან დაჰყვებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცი იწყებს „ქარხნული მეურნეობის“ საკითხების გარკვევას და მალე აღმოაჩენს მზარდ პოლიტიკურ და ინტელექტუალურ მოძრაობას, რომელიც ცხოველებს ისევე მნიშვნელოვან არსებებად თვლის, როგორც ადამიანებს...
ჯ.რ მორინგერის ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული ბესტსელერის კინოადაპტაცია ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომელიც დედასთან ერთად ლონგ-აილენდში მდებრე სახლში გადადის მას შემდეგ, რაც მისი მამა ოჯახს მიატოვებს. იქ მისი ბიძა ჩარლი ბარს სახელწოდებით “დიკენსი” ფლობს, რომელშიც ბიჭი დიდ დროს ატარებს. მამაკაცები, რომლებიც აქ მუშაობენ და წვეულებებზე დროს ატარებენ, მისი მეორე ოჯახი ხდებიან. რამდენიმე წლის შემდეგ ის იელის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას, ოთახის მეზობლებთან უესლისთან და ჯიმთან მეგობრობს და სიდნეისთან აბავს რომანს. როგორც New York Times–ში სტაჟირების ნაწილი, მთავარ გმირს სთხოვენ დაწეროს ის, რაც პირადად მას ეხება, ამიტომ იგი ლონგ-აილენდში გატარებულ თავის ბავშვობაზე წერს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ბარი “დიკენსი” მის ცხოვრებაში.
ჰოვარდ მაიკლ გულდის ამავე სახელწოდების დეტექტიურ რომანზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ჩარლ უოლდის შესახებ, რომელიც წარუმატებელი საქმის შემდეგ, განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა შუაგულ ტყეში, სანამ მის მყუდროებას მისი ყოფილი გოგონა არ დაარღვევს და ჰოლივუდში მცხოვრები ექსცენტრიული ტელევარსკვლავის ალასტერ პინჩის მეუღლის სენსაციური მკვლელობის გამოძიებაში ჩაითრევს.
რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა მევიოლინე გოგონას ფინლი სინკლერის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კონსერვატორიაში წარუმატებელი მოსმენის შემდეგ, საზღვარგარეთ სასწავლებლად ირლანდიაში მიემგზავრება, სადაც ის ურთიერთობის მოყვარულ და გულთამპყრობელ, კინოვარსკვლავს ბეკეტ რაშის შეხვდება, რომელიც მისი შუასაუკუნეების სათავგადასავლო ფრენჩაიზის კიდევ ერთი ნაწილის გადასაღებად ჩამოვიდა. როდესაც ახალგაზრდა გმირებს შორის რომანი იწყება, ბეკეტ ფინლში გულს, მუსიკას და ცხოვრებისეულ შეხედულებებს ცვლის. თავის მხრივ, ფინლი ბეკეტს თავისი თინეიჯერული კერპის ჩარჩოდან გასვლას შთააგონებს. მაგრამ ბეკეტის დიდების გარშემო მყოფი ძალები, მათ ოცნებას განადგურებით დაემუქრება.
კლერ როუდსი სულ მალე თავის საოცნებო სამსახურს დაიწყებს ერთ უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზში, ლას ვეგასში. მან უკანასკნელი ტესტი უნდა ჩააბაროს, როდესაც ყოველწლიური საშობაო წარმოდგენა, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფ სასტუმროში იმართება, ტაჰოს ტბასთან, ჩაშლის პირასაა. კლერი, თავის ყოფილ შეყვარებულთან, როკ ვარსკვლავ რაიანთან, ერთად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას.
დოკუმენტური ფილმი, რომელშიც გვიანმბობენ იდეაზე: სამყარო ხორცის გარეშე. ფილმში მოვისმენთ მეცნიერების, სწავლულების, მხატვრებისა და აქტივისტების მოსაზრებებს ცხოველების მნიშვნელობაზე ჩვენს ცხოვრებაში...
ისტორია არაპროგნოზირებადი და ამბიციური კარგი გოგონას ლუსი ჰატონის და მისი დაუძინებელი მტრის ჯოშუა ტემპლემანის შესახებ, რომლებიც ერთად მუშაობენ ნიუ-იორკის დიდ გამომცემლობაში და პირველივე დანახვიდან სძულთ ერთმანეთი. ლუსი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს საკუთარ პროფესიაში, მაგრამ საბოლოოდ ცივსისხლიან მტერზე - ჯოშუაზე დომინირების დაუნდობელ თამაშში ერთვება, მეტოქეობაში, რომელიც კიდევ უფრო რთულდება მის მიმართ მოულოდნელად გაჩენილი გრძნობებით. ერთ დღეს ლიფტში ვნებიანი კოცნა ყველაფერს თავდაყირა აყენებს, თუმცა მაღალი პოზიციისთვის ბრძოლა ყველაფერს თავის ადგილზე აბრუნებს. ნუთუ ყოველთვის ასე იქნება? არის სიყვარულის ადგილი ამ თამაშში?...
ეს არის სრულიად ახალი მიდგომა გლობალური ლოკდაუნისადმი და მოტივაციის მომცემი ისტორიები რაც მას მოჰყვა. ადამიანებს მთელს მსოფლიოში აქვთ შანსი იურთიერთონ ბუნებასთან ისე როგორც არასდროს.
21 წლის დამწყები მსახიოის ჟოზეფინა "ფეინის" ისტორია. ამ პროფესიისთვის ფილმის გმირი ძალიან მორცხვი და მორიდებულია. მიუხედავად ამისა ცნობილი თეატრალური რეჟისორი კასპარ ფრიდმანი სთავაზობს მას მთავარ როლს თავის ახალ დადგმაში. ეს არის კამილას, ექსტრავერტის, სექსუალურად მომთხოვნი ქალის, მაგრამ ძალიან მგრძნობიარე პიროვნების როლი...
უიღბლო ფინანსისტი ვერაფერს შველის საკუთარი კარიერის დაღმასვლას.მისი ქალიშვილის წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობა,არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება...
ეთანი დაქორწინებული მამაა, რომელსაც ორი მოზარდი ქალიშვილი ჰყავს. ერთ დილას ის იღვიძებს და შოკირებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ არ არის დაქორწინებული, არ ჰყავს შვილები და მისი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია დაეხმაროს ძველი ცხოვრების დაბრუნებაში მისი ცოლია.
ფილმი ცნობილი ამერიკელი მწერალის სოფი ბრაუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შოტლანდიაში მოგზაურობისას ძველი სასახლის ყიდვას გადაწყვეტს. მაგრამ შენობის მფლობელი, გაკოტრებული ჰერცოგი, სახელად მაილსი კატეგორიულად უარს ამბობს მისი სასახლის უცხოელზე მიყიდვაზე. სოფი უკან არ იხევს და ცდილობს კომპრომისის პოვნას და მოლაპარაკებას შეუპოვარ არისტოკრატთან. თანდათან მათი შეხლა-შემოხლა და კამათი სხვა რამეში გადაიზრდება...
როდესაც პრინცესას რელიქვიას მოჰპარავენ, დედოფალი მარგარეტი და პრინცესა სტეისი დახმარებას მარგარეტის ბიძაშვილს ფიონას სთხოვენ, რომელიც ნივთის დაბრუნებას დაავალებს კაცს მისი წარსულიდან. ძიებას სასიყვარულო ისტორია და მოულოდნელი ცვლილება მოჰყვება...
მსოფლიოს უმსხვილესი გარემოსდაცვითი ორგანიზაციები ვერ უმკლავდებიან ყველაზე დამანგრეველ ძალას, რომლის წინაშეც დღეს გარემო დგას. დოკუმენტური ფილმი დამწყები გარემოსდამცველის შოკისმომგვრელი, მაგრამ იუმორისტულ მოგზაურობაზე, რომელიც გაბედულად ეძებს ყველაზე აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების რეალურ გადაწყვეტას და მდგრადობისკენ მიმავალ ნამდვილ გზას.
შვებულების დროს ალპებში ყოფნისას ოჯახი ზვავის შემსწრე გახდა. ამ მოვლენამ მათზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შეცვალა ბევრი რამ მათ ცხოვრებაში...
ალმა მეცნიერია ბერლინის ცნობილ პერგამონის მუზეუმში. იმისთვის, რომ მისი კვლევის დაფინანსება შეინარჩუნოს, უჩვეულო ექსპერიმენტში მონაწილეობას თანხმდება. 3 კვირის განმავლობაში მან უნდა იცხოვროს ჰუმანოიდ რობოტთან ერთად ხელოვნური ინტელექტით, რომლის წყალობითაც მას შეუძლია, იდეალირ პარტნიორად იქცეს. ტომი ადამიანის ფორმის რობოტია, რომელმაც ის უნდა გააბედნიეროს.
ტუტსონი და ლუდვიგსონი განუყოფელი მეგობრები არიან, რომლებიც მათ მეგობარ მაჩვთან ერთად გვირაბში ცხოვრობენ და მხიარულობენ, სადაც მთელ დროს მურაბების ჭამაში და სიმღერაში ატარაებენ. მაგრამ ერთ დღეს მათ იდილიას მკაცრი მატარებლის კონდუქტორი დაარღვევს, რომელიც აცხადებს, რომ გვირაბები მატარებლებისთვისაა და არა ხალხისთვის! ტუტსონს და ლუდვიგსონს ძალიან უყვართ თავიანთი სახლი და არ სურთ მისი დატოვება. შედეგად, ისინი ხის ფეხა მოხუცი მეკობრის, ტუტსონის ბაბუის მოძებნას გადაწყვეტენ, რომელიც მათ საკუთარ სახლში დარჩენაში ნამდვილად დაეხმარება.
ფილმი შთაგონებულია ძაღლის სახელად - პალმის წარმოუდგენელი ისტორიით, რომელიც პატრონმა უნებლიედ დატოვა აეროპორტში. ის დაუმეგობრდება ცხრა წლის ნიკოლასს, რომელსაც დედა გარდაეცვალა და იძულებულია პილოტ მამასთან ერთად იცხოვროს, რომელსაც თითქმის არ იცნობს. სწორედ ის იპოვის ძაღლს აეროპორტში. ეს არის ისტორია საოცარი თავგადასავლების, ნამდვილი მეგობრობისა და უპირობო სიყვარულის შესახებ...
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, უცნაური და ჩახლართული ურთიერთობის შესახებ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტ ბილ ჰაგმაიერსა და სერიული მკვლელის ტედ ბანდის შორის განვითარდა, როდესაც 1980 წელს ბანდი სიკვდილმისჯილთა კამერაში იმყოფებოდა…
ფილმი მოგვითხრობს სკოლის 5 სასოწარკვეთილი მოსწავლის - ოლივიას, მოს, ჩარლის, სტელას და უენის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს სასჯელის მოხდისას გაიცნობენ. ისინი მიხვდებიან, რომ მუსიკისთვის არიან დაბადებულები და ქმნიან ბენდს, რომელიც სკოლის ელიტაში დიდ პოპულარობას მიაღწევს.
მაკა – 30 წლის ფეშენ-ასისტენტია, რომელიც ცხოვრებას მაქსიმალურად იყენებს და ბედნიერებისკენ ისწრაფვის. ლეო, მისი ყოფილი სიყვარული და ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომაა, მამაკაცი, რომელმაც მისი გული გაანდგურა, თვითშეფასება და მამაკაცებისადმი რწმენა წაშალა, დამანგრევლი დაშორების შემდეგ, მაკას ცხოვრებაში ბრუნდება, რათა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. მთავარი გმირი მის დავიწყებას ცდილობს, თუმცა ახლა მან უნდა აღიაროს, რომ ის დაბრუნდა და ემოციების პირისპირ დადგა, რომლებიც მან ჩაკეტა, რათა გაუმკლავებოდა დაუვიწყარ მოგონებას. შედეგად, ძველი ჭრილობები ხელახლა იხსნება და ახლა მაკას გამბედაობის გამოვლენა და თავის კონფლიქტებთან, შიშებთან და დაუცველობასთან დაპირისპირება მუწევს, რათა საბოლოოდ მოახდინოს მისი ცხოვრების კონტროლი.
დაკარგული განძის ძიებისას, დროში მოგზაური მეკობრეები თანამედროვე დროში მოხვდებიან და უჩვეულო მტრებთან ბრძოლა მოუწევთ - უახლესი ტექნოლოგიებით შეიარაღებულ ბავშვებთან...
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმიალური კომედია, სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული დიასახლისის, კონის და მისი საუკეთესო მეგობრის, მეოცნებე ვიდეობლოგერის ჯოჯოს შესახებ, რომლებიც თავიანთ ჰობის მრავალმილიონიან აფიორად აქცევენ.
ამაღელვებელი და თანამედროვე ამბავი უნიკალური ამერიკული ოჯახის შესახებ, რომელიც მათი მომავლისთვის იბრძვის. ანტონიო ლებლანკი, ლუიზიანას პატარა ქალაქში გაზრდილი, ნაშვილები კორეელია, დაქორწინებულია ცხოვრების სიყვარულზე ქეითზე და მათი საყვარელი ქალიშვილის ჯესის მამინაცვალია. ოჯახის ცხოვრების გაუმჯობესების მცდელობისას, ანტონიო თავისი წარსულის აჩრდილებს უნდა დაუპირისპირდეს, როდესაც აღმოაჩენს, რომ იგი შეიძლება გააძევონ ერთადერთი ქვეყნიდან, რომელსაც მთავარი გმირი თავის სახლს უწოდებს...
სპირიტუალისტი მედიუმი სეანსს ატარებს ერთი მწერლისათვის, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის, მაგრამ შემთხვევით მისი გარდაცვლილი მეუღლის სულს გამოიძახებს, რაც რთულ სასიყვარული სამკუთხედს შექმნის - მწერალს უკვე ხუთი წელია რაც სხვა ცოლი ჰყავს.
15 წლის ლი კიგანი სკოლიდან გაირიცხება, როცა დედამიწაზე პანდემია ბობოქრობს. მამა მკვდარი ჰყავს , დედა კი საზღვარგარეთ არის ჩარჩენილი , ლის ერთ ინსტრუქციას მისცემენ , სკოლაში დაბრუნებას, მაგრამ წმინდა მარკის სკოლის უსაფრთხოების სამსახური მას ამის საშუალებას არ აძლევს.
მოვლენები 1978 წელს ვითარდება და როდეოს ყოფილი ვარსკვლავის მიკოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეუღლის და შვილის მკვლეობის შემდეგ დეპრესიაში ვარდება და შვებას ალკოჰოლში ეძებს. ერთ დღეს მას, მისი ყოფილი ბოსი დაუკავშირდება. ეს უკანასკნელი მიკოს მექსიკაში წასვლას სთხოვს, რათა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი სახლში დააბრუნოს, სადაც ის ალკოჰოლიკ დედასთან ერთად ცხოვრობს. მექსიკიდან ტეხასისკენ მიმავალ გზაზე, ისინი მოულოდნელად რთულ მოგზაურობაში აღმოჩნდებიან, რა დროსაც მთავარ გმირს საკუთარი ცოდვების გამოსყიდის შანსი მიეცემა.
იმის გამო, რომ საშუალო ხნის მამაკაცი ვერ ახერხებს 80 წლის ქალბატონის მოხიბვლას, ის დახმარებას თავის თინეიჯერ დიშვილს სთხოვს. დახმარება კი მას შემდეგი მილიონერი მსხვერპლის საპოვნელად სჭირდება...
დოკუმენტური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იმ მეთოდებსა და მედიკამენტებზე, რომლებითაც ცხოველებს კვებავენ, იმისათვის რომ ჩვენი საკვები სასარგებლო იყოს. მრავალი ექსპერიმენტისა და კვლევის მიუხედავად ამ გზით მიღებული პროდუქტი მაინც საზიანოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის...
მსახიობი, სპორტსმენი და სარეკლამო აგენტი მთელ მის დაგროვლ თანხას ბანკში შემნახველ ანგარიშზე შეიტანენ, მაგრამ მალე ანგარიშები გაქრება. მათ მხოლოდ ბარში დარდის სასმელით გაქარვება დარჩენიათ, სადაც მათ საინვესტიციო აგენტს შეხვდებიან. ისინი მასზე გადაწყვეტენ შურისძიებას, მაგრამ აგენტი თავადაც მსხვერპლი აღმოჩნდება. ახლა ამ ოთხს აქვს არჩევანი - შეეგუონ ბედს ან გაძარცვონ ბანკი...
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოვარდა. ამ კატასტროფამ ჩერტანოვოში მცხოვრები გოგონას ცხოვრებაც შეცვალა და ჩვენი წარმოდგენაც ამ სამყაროზე. როგორც ჩანს ეს უდიდესი ტესტი იყო ყველა ჩვენთაგანისთვის. თუმცა კაცობრიობამ ჯერ არ იცის, რომ სულ მოკლე ხანში კიდევ ერთი შეხვედრა ელის...
სარა და ნიკოლა მეორე ვაჟის დაბადებას ელოდებიან. ფილმში შესანიშნავად არის აღწერილი თანამედროვე იტალიაში მშობლად ყოფნის ყველა სასიხარულო თუ სანერვიულო მომენტი.