კუნძულ კაპრიზე იღებენ ისტორიულ ფილმს ოდისევსზე და პენელოპეზე. ფრანგი სცენარისტი პოლი ეჭვინობს ცოლზე და ამერიკელ პროდიუსერზე. კამილა კი, პოლის მეუღლე, გადამეტებულ ყურადღებაზე ზიზღით პასუხობს...
ფილმში მოქმედება ხდება მთის კურორტზე, მეოცე საუკუნეში. ფილმში ორი მთავარი გმირია: დაბადებიდან უსინათლო და სმენადაქვეითებული ანგლო-ინდოელი - მიშელ მაკნელი, რომელიც სრულ სიბნელეში ცხოვრობს და მისი ექსცენტრიული აღმზრდელი, დევრაჟ სახაი...
1802 წლის ივლისი. ბრწყინვალე ეპოქა ესპანეთის ისტორიაში. თავისი დროის ყველაზე გავლენიანი ხალხის მდიდარი, ლამაზი საყვარელი დონია მარია დელ პილარი, ჰერცოგინია ალბა, მოაწყობს წვეულებას, თავისი ახალი სასახლის მშენებლობის დასრულებისთან აღსანიშნავად. სტუმრებს შორის გამოიკვეთება ორი ადამიანი, ორივე ჰერცოგინიას ყოფილი საყვარლები: გოდოი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრი და დიდი მხატვარი - ფრანსისკო დე გოია... მხიარულება მთელი ღამე გრძელდება, მეორე დილას კი ქალს თავის ლოგინში მკვდარს პოულობენ... ჰერცოგინია სიცოცხლის დროსაც გამოცანა იყო, და თავის სიკვდილის შემდეგაც...
მართი 19 წლის ახლახან დაქორწინებული პიონერი გოგონაა. ის მიდის დასავლეთში ქმართან კლემთან ერთად, ახალი ცხოვრების დაწყების იმედით. მაგრამ კლემი მოულოდნელად კვდება და მართი მარტოსულადაა, ის ორი თვის ორსულია. ქვრივი კლარკ დევისი სთავაზობს მას ქორწინებას: ქალს სჭირდება საჭმელი და ფული, ხოლო კაცს სჭირდება ვინმემ იზრუნოს მის ქალიშვილ მისიზე. ქალი იღებს მის წინადადებას, როგორც დროებით გამოსავალს...
აზალგაზრდა მწერალი რონი იანსენი აღწევს საკუთარ მიზანს და მისი ახალი რომანი ჰპოვებს ლიტერატურულ აღიარებას. საქმე იმაშია, რომ ეს რომანი მას არ დაუწერია და ახლა მას ამ ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს...
სიუჟეტის ცენტრში – დიასახლის სახელად ბრიჯიტის ისტორიაა, რომელიც მისი ქმრის სამუშაოდან დათხოვის შემდეგ იძულებულია მოეწყოს სამსახურში ღამის დამლაგებლად ფედერალურ სარეზერვო ბანკში. ვალების დაფარვისთვის, ბრიჯიტო კიდევ ორ ბანკის თანამშრომელთან ერთად ჩაიფიქრებს თავხედურ ძარცვას...
სამოცი წლის ოჯახის დედა მედი დროს მისი სამი შვილისა და ქმრის საქცეილზე ლაპარაკში ატარებს. მოულოდენელად ალისა , ქალიშვილი , გაიცნობს ჟაკს, იმედგაცრუებულ პოლიციელს, რომელიც ოჯახის ცხოვრებას ცვლის...
მარტოხელა დედა და ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც ცდილობს პოპულარობა მოიხვეჭოს ერთამენთს ხვდებიან. ახალგაზრდების ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს მათი რომანტიკული ურთიერთობის გამო...
დიანა - ჯიუტი გოგონაა. ამის გამო მის ცხოვრებაში მხოლოდ უსამოვნებები ხდება. ნიუ-იორკის რაიონში, სადაც ის გაიზარდა, სხვაგვარად არც შეიძლება - აქ გარშემომყოფი სამყარო სასტიკია და უკომპრომისო, აქ ჯუნგლების კანონი მუშაობს. აქ ის იმარჯვებს, ვისაც თავისი თავის დაცვა შეუძლია. ერთხელაც ის მოხვდება კრივის დარბაზში და გადაწყვეტს, რომ მოკრივე გახდება...
ფილმის სიუჟეტი კონცენტრირებულია ცნობილი მწერლის, ბილ ბორჯესის რთულ ურთიერთობებზე, მისი ყოფილი მეუღლის და მათი შვილების — სტუდენტი-ქალიშვილი სამანტა და მოზარდი ვაჟის შესახებ...
მაიკლ ჩემბერსი მშობლიურ ტეხასში ბრუნდება, რათა დედის ქორწილს დაესწროს. ოდესღაც ის იძულებული იყო სწრაფად დაეტოვებინა ქალაქი.მან დიდი ვალები დაუტოვა ოჯახსა და შეყვარებულს...
უმუშევარი პროვინციელი ახალგაზრდა ამერიკის გულში - ნიუ-იორკში ხვდება და მაშინვე იწყებს მუშაობას ჰადსაკერის კორპორაციაში. ზუსტად ამ დროს ჰადსაკერი ფანჯრიდან ხტება, დირექტორთა საბჭო კი, მას ახალ თავმჯდომარედ ირჩევს...
სხვების გულახდილი აღიარებები და ვნებიანი კვნესები შეადგენს 14 წლის მუნჯი მოზარდის კოლექციას... სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ბიჭი ქალაქის მაცხოვრებლების საიდუმლოებებში აღწევს და მათ შესახებ ყველაფერს იგებს... მაგრამ ჰელენის და მისი ყოფილი საყვარლის ურთიერთობებში გარკვევა ძალიან ძნელია. ბიჭი თანდათან დამკვირვებლიდან დრამის მონაწილედ გადაიქცევა...
ივანი პატარა ბიჭია,დედამისი ნანა ფერმაში მუშაობს.იგი მასზე და მის უმცროს ძმაზე ზრუნავს,რომლის ფსიქიკური მდგომარეობა სულ უფრო უარესდება ავადმყოფობის გამო.ერთ დღესაც მათთან მკურნალი ჩამოდის, რომლის წყალობით ნანა აღმოაჩენს თავში მაკურნებელ ძალებს...
დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ოთხი შაჰიდის ისტორია. ყოველი მათგანი ოცნებობს, რომ სახელი გაითქვას და შური იძიოს მათზე, ვინც არ აღიარებს მათ ინტერესებს. ისინი მზად არიან განახორციელონ ნებისმიერი ტერაქტი, მაგრამ არ იციან რითი დაიწყონ.
როზი და ალექსი საუკეთესო მეგობრები იყვნენ ბავშვობიდან, ხოლო ახლა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთად აპირებენ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში. ცხოვრება მათ გამოცდას უწყობს და ორივემ უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის მთავარი მათთვის.
ადვოკატი რიკ მაგრუდერი წვეულებაზე აღნიშნავს გამარჯვებას, დაამარცხა რა პოლიციელის მკვლელი, როდესაც ერთ-ერთი ოფიციანტი აღმოაჩენს მანქანის დაკარგვას. რიკი მას შინ წაიყვანს და ერთი ღამის ურთიერთობით შემოიფარგლება. მას წარმოდგენაც კი არა აქვს თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ქალის სურვილიდან გამომდინარე იგი იძირება სიცრუის მორევში, შემდეგ კი ყველაფერი სულ უფრო რთულდება...
მას შემდეგ, რაც მეგობარი დოზის გადაჭარბებით იღუპება, სფუნი და სთრეჩი გადაწყვეტენ ნარკოტიკის მოხმარების ჩვევას თავი დააღწიონ და ცდილობენ დეტოქსის სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირდნენ. მათ მცდელობას აშკარა და დაუსრულებელი ბიუროკრატია აბრკოლებს, რის გამოც მეგობრები ერთი ოფისიდან მეორეში დაეხეტებიან. ამ დროს მათ ნარკომოვაჭრეები და პოლიცია გამუდმებით უკან დასდევს...
ემილი და ინესი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან. მოგზაურობა უნდა დასრულდეს "ყველაზე მშვენიერ ადგილზე". სწორედ იქ სურს ემილის იცხოვროს "იდეალური ცხოვრებით" და იქვე დაასრულოს სიცოცხლე. მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე აღმოჩნდება არც ისე ადვილი გახდება ამ "უცნაური" გადაწყვეტილების მიღება...
სინ-აე მიდის თავის ვაჟთან ჯანთან ერთად მირიანგში, ქალაქში, სადაც მისი გარდაცვლილი ქმარი დაიბადა. როგორც კი ის ცდილობს ჩავიდეს იქ და ახალად დამკვიდრდეს, ახალი ტრაგკული მოვლენები იწყება მის ცხოვრებაში...
ითანი და სოფო ცდილობენ გაყრის პირას მყოფი ქორწინების გადარჩენას ფსიქოთერაპევტის დახმარებით. როდესაც მისი მეთოდები არ შველის, იგი სთავაზობს მეუღლეებს: გაემგზავრონ შვებულებაში ლამაზ განმარტოებულ ადგილას და ამით პირდება თითქმის სრულყოფილ შედეგს...
13 წლის სინიკა გაქრა ზაფხულის ერთ ცხელ ღამეს. მისი ველოსიპედი ნაპოვნია იმ ადგილას, სადაც გოგონა მოკლეს 23 წლის წინ. მიმდინარე დრამატული მდგომარეობა უკავშირდება წარსულს...
უდიდესი რეჟისორის მუნჯი კომედია, რომელიც გადაღებულია თითქმის 90 წლის წინ, შემდეგ კი გახმოვანებულია მხოლოდ მუსიკით, დღემდე აღაფრთოვანებს მაყურებელს. მარტოხელა მეშუშე ჩარლი, რომელმაც ნაპოვნი უცხო ბავშვი შეიკედლა თავის ღარიბულ სახლში, შემდეგ კი იძულებულია მას დაშორდეს, ჩვენს დროშიც იწვევს თანაგრძნობას...
რავინი IT-კომპანიის მფლობელია. ის ცდილობს კომპანიის გაყიდვას, მაგრამ ჰგონია, რომ თუ მფლობელად თვითონ გამოჩნდება არაფერი გამოვა, ამიტომ ის თავს აცნობს დაინტერესებულ პირებს, როგორც შუამავალი. როცა რეალურ კლიენტი, ისლანდიელი ბიზნესმენი დაინტერესდება საქმით, იგი მოითხოვს კომპანიის მფლობელთან შეხვედრას, რავინი ცუდ დღეშია. იგი დაიქირავებს იაფფასიან მსახიობს, სახელად ქრისტოფერს, რომელმაც უნდა ითამაშოს კომპანიის CEO...
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის მეორე ფილმი - თეთრი, ადამიანის შესახებ, რომელიც იკარგება ცივილიზებულ სამყაროში. სამაგიეროდ, თავს კარგად გრძნობს პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში...
საოპერო სცენის ლეგენდის - მარია კალასის ლამაზი და ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია... პარიზის აპარტამენტებში განმარტოებული ვარსკვლავი კარიერის და პირადი ცხოვრების დასასრულს განიცდის. მარია თავს არწმუნებს, რომ მისი საუკეთესო წლები უკვე გავიდა...
ლეო სასიყვარულო რომანებს წერს, მაგრამ მისი სახელი ყველასთვის უცნობია. ყველა ეს ბესტსელერი მილიონობით იყიდება. ლეო ოცნებობს, რომ სერიოზული ლიტერატურის ავტორი გახდეს...
მეხიკოში არის დარჩენილი ძველი უბნები, სადაც პრესტიჟული კომპანიები არ ხსნიან ოფისებს და შეძლებული ხალხი ცდილობს გვერდი აუაროს. თუმცა ამ უბნებში, ადამიანებს შორის ურთიერთობა უბრალო და გულწრფელია...
ფილმი დაფუძნებულია კინორეჟისორის პირად დრამატულ განცდებზე, რომელიც მშობლიური პროვინციიდან ფრიულიდან რომში ჩამოვიდა. მარადიულ ქალაქში ის გააოცა არა ანტიკური ცენტრის სილამაზემ, არამედ გარეუბნების ბინადრების სასტიკმა წეს-ჩვეულებებმა, სადაც ვითარდება ფილმის მოქმედება. ფილმის მთავარი გმირი გახდა მეძავი, რომელსაც "დედა რომას" ეძახდნენ. ქალის ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება. ყველა მსხვერპლი, რომელიც მან შესწირა უაზრო აღმოჩნდა...
სელესტა - სექსუალური უცხოპლანეტელი, საიდუმლო დავალებით, ფიზიკოს სტივ მილეას აცდუნებს და მის გამოკვლევებს მოიპოვებს, რომელშიც პლანეტის გადარჩენის გასაღები ინახება...
საკალათბურთო ლიგის ყველაზე უკანასკნელი გუნდის მწვრთნელი, ჯეკი მუნი იმედს არ კარგავს და თავისი გუნდის, ბოლო ადგილიდან მეოთხეზე გადაადგილებას აპირებს ამით მისი გუნდი NBA-ში მოხვდება...
მეგობრები დაგეხმარებიან მაშინაც, როცა დახმარება არ მოგითხოვია. როცა ჯეი დი და უეინი მათი მეგობრის დარენ სილვერმანის საშინელი შეცდომის – აუტანელი ლამაზმანის ჯუდითის ცოლად მოყვანის ამბავს შეიტყობენ ისინი მეგობრის შველას გადაწყვეტენ და ამ ამბიციური ქალისგან თავის დაღწევაში ეხამრებიან...
უსახელო ქალაქს სიბრმავის აუხსნელმა ეპიდემიამ შეუტია და მხოლოდ ექიმის მეუღლემ შეინარჩუნა ხედვის უნარი. რამდენ ხანს გასტანს ეს არავინ იცის. ფილმი წარმოადგენს ჟოზე სარამაგოს ნაწარმოების ეკრანიზაციას...
ორი მარტოხელა ადამიანი, უიღბლო ფოტოგრაფი და მისი შორეული ნათესავი, ზამთრის გაყინული სტამბული. სევდა თოვლიანი პეიზაჟებით და ტარკოვსკის "სარკით" გამოიხატება...
ახალგაზრდა გოგონა ფილეინი მიემგზავრება ნიუ-იორკში , მისი შეყვარებულის, მაქსის, სანახავად, რომელიც დამწყები მსახიობია . იქ ფილეინი გაიგებს , რომ მაქსი პირდაპირ სცენაზე ღალატობს მას. იგი ექპერიმენტალურ დადგმაში რომეოს როლს თამაშობს. ამ ამბის მერე ფილეინს ხასიათი შეეცვლება...
ისტორია ცნობილი მაფიოზური დაჯგუფების COMASINA-ს შესახებ, რომელიც ატერორებდა 70-იანი წლების მილანს. ბანდის თავკაცს რენატო ვალანცასკას "ლამაზ რენოს" მიუსაჯეს 260 წლით თავისუფლების აღკვეთა. მის ჩადენილ დანაშაულებს შორისაა რამდენიმე მკვლელობა, ძარცვა, გატაცება და ციხიდან გაქცევა...
მსოფლიოში სადაც ინფორმაცია ყველაზე ძვირად ფასობს და ნებისმიერმა გაჟონვამ შეიძლება სავალალო შედეგი გამოიწვიოს, გაჩნდა საიტი "WIKILEAKS", რომელმაც სამუდამოდ შეცვალა თამაშის წესები. ფილმი აგებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს, როცა საიტის დამაარსებლები შეეცადნენ გამოემჟღვანებინათ კორუფცია სამთავრობო სტრუქტურებში, რამაც ახალბედა ინტერნეტ რესურსი 21–ე საუკუნის ყველაზე განხილვად ორგანიზაციად აქცია.
მისის ტრეისი გაცილებულია და ემზადება კვლავ გათხოვებისთვის. მისი საქმრო მამამისის სანავთობო კომპანიის ხელმძღვანელია. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ უცებ მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდება...
ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.
ჩაპლინისეული კლასიკა მისი პატარა კაცუნას თავგადასავლებზე ალიასკაზე, ოქროს საბადოებზე. 1942 წელს ჩაპლინმა თავიდან დაამონტაჟა ფილმი და დაამატა კადრსმიღმა საავტორო ტექსტი, საკუთარი მუსიკალური გაფორმებით.
მწერალი უილიამ ფორესტერი მრავალი წელია რაც საკუთარი ნებით განდეგილად ცხოვრობს. ის ხალხში უკანასკნელად ორმოცი წლის წინ გამოჩნდა, როდესაც მისი შესანიშნავი წიგნი დაიბეჭდა. მას შემდეგ, მისი სახლის ზღურბლზე არავის გადაუბიჯებია. მაგრამ 16 წლის ჯამალ უოლესმა მასთან შეღწევა მოახერხა. ეს შემთხვევითი შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდა. ფორესტერს კარს მიღმა ცხოვრების ინტერესი კვლავ გაუჩნდა, ჯამალი კი, რომელსაც ბრწყინვალე სპორტული მომავალი აქვს, მიხვდა, რომ მისი ჭეშმარიტი მოწოდება - ლიტერატურაა...
კერძო დეტექტივი სემ სპეიდი, საიდუმლო გარემოებაში დაკარგული ფასდაუდებელი ქანდაკების „ „მალტის შევარდენი“–ს სასიკვდილო ძებნაში ებმება. რელიქვია შუა საუკუნეების გადმონაშთია და ადამიანების, ერების, ქვეყნებისა და კაცობრიობის მართვის სიმბოლოა. როგორც საზრიანი ადამიანები ირწმუნებიან, ქვეყანას საიდუმლო ორგანიზაციები მართავენ, ამიტომ, ამ თემის მიმართ ინტერესი არ ნელდება.
ყველა წინასაშობაო მზადებაშია, მხოლოდ ეპისკოპოსი ვერ ამჩნევს ვერაფერს, ის ახალ საკათედრო ტაძარზე ოცნებობს. ერთხელაც მასთან მოდის ახალგაზრდა სახელად დადლი, რომელიც არწმუნებს, რომ ანგელოზია და ციდან მის დასახმარებლად ჩამოვიდა.
დონ სალივანი ასაკშია, მას მუხლი აწუხებს და ცუდი ხასიათი აქვს. მოულოდნელად მასთან შვილი და შვილიშვილები ჩამოდიან სტუმრად. ეს ცვლის სალის მოწყენილ ყოველდღიურობას.
სიბელი - 18 წლის თურქი რეივერშაა, რომელიც ჰამბურგში გაიზარდა. ის ძალზე თვითნებაა და ძალიან უყვარს სიცოცხლე, იმისათვის, რომ შეეგუოს კეთილშობილი მუსულმანი ქალის ბედს. ოჯახის მეთვალყურეობის მოსაცილებლად, ის იძულებულია ფიქტიურად თავის თანამემამულეს გაჰყვეს ცოლად..
მელსი — სანიმუშო ახალგაზრდა, რომელიც ადგას ცხოვრების სწორ გზას, და მზადაა გაკიცხოს ის ვინც არ ეთანხმება. იგი ცხოვრობს როგორც ყველა და ფიქრობს, რომ ბედნიერია. მანამ, სანამ არ გადაეყრება თანამედროვე სამყაროს — გაუგებარ და სახიფათოს. აქ იცვამენ თანამედროვე გაფერადებულ ტანსაცმელს, ცეკვავენ აკრძალული მუსიკის ქვეშ. ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგოებია! და მათ შორის — "ტუსოვკების" დედოფალი: ულამაზესი, მომხიბვლელი პოლლი-პოლზა...
შაი შეყვარებულია, მაგრამ ერიდება გრძნობების გამჟღავნება. ის თხოვს მეგობარს მის მაგივრად დაწეროს წერილები. ჯი–ჰაის მიმოწერის შედეგად შეუყვარდება გოგონა, მაგრამ ის ამავე დროს დედის საიდუმლოს იგებს...
კლევლინდის ბეიზბოლის გუნდს გაქმოუჩდა ახალი მფლობელი: დონალდ ფალსის წინა მეპატრონე გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა რეიჩელ ფალსმა, დონალდის ქვრივი (ყოფილი სტრიპტიზიორი) სასტიკად ვეროტანს კლივლანდს მას უნდა გადაიყვანოს ინდიელების გუნდი სადმე მაიამის მავარ თბილ კუთხეში...
ფაქტი დაფუძნებულია ამბავზე ყოფილი ბერძენი ოლიმპიელი ბოქსიორზე რომელიც აიყვანეს როგორც პატიმარი მეორე მსოფლიო ომის დროს და მოხვდა ციხეში Auschwitz ბანაკში. აქ იგი უნდა გადარჩეს, რადგან იგი იყო დამტყვევებელი და იბრძოდა გასართობად. მისი მამა და ძმა ასევე შეიპყრეს სადაზღვევად, რომ იგი გააგრძელებდა ბრძოლას...
ეს ფილმი პატარა ზებრის სახელად სტრაიპსის თავგადასავალზე, რომელიც მოხეტიალე ცირკის ფურგონიდან ჩამოვარდა და გზაზე მარტო დარჩა. ის ფერმერმა იპოვა და თავის ქალიშვილს მიუყვანა. სტრაიპსი ადრეულ ასაკში დარჩა მშობლების გარეშე. ზებრა გაიზარდა სრულიად დარწმუმებული იმაში, რომ მოჯირითე ცხენია. მიუხედავათ დაცინვის, მაგობრების დახმარებით ის იმას მიაღწევს რაზეც ოცნებობდა - იპოდრომზე გამოდის ერთ დონეზე ჯირითის ფავორიტებთან ერთად...
მსოფლიო ჩემპიონი კრივში – ჯეიმს ჩემბერსი, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ხვდება. მას ვარსკვლავის ტიტული ჩამოერთმევა და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, სადაც უკვე 10 წელია ზის ხელშეუხებელი ჩემპიონი მონრო ჰატჩინსი. დაუმარცხებელი ჩემბერსი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე მისი მომრევი არავინაა. ის ყოველთვის მზადაა, ეს დაამტკიცოს. თუმცა, არც ჰატჩინსს სურს დამარცხება. სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა იწყება...
რობერტო ახალგაზრდა ამბიციური ადვოკატია, რომელსაც ცოლად სარა მოჰყავს. მისი მთელი ცხოვრება იდეალურად არის დაგეგმილი. მივლინების დროს იგი მიკოლს გაიცნობს, გოგონას ტოსკანის პატარა სოფლიდან. ამის შემდეგ კი ყველაფერი რთულდება...RN ფაბიო ოცი წლის განმავლობაში იდეალური ქმარი იყო, იქამდე სანამ წვეულებაზე ელიანას გაიცნობდა, რომელიც მოულოდნელობებით აღსავსე საბედისწერო ქალია... RNადრიანი ამერიკელი ისტორიის მასწავლებელია, რომელიც განქორწინების შემდეგ რომში ჩადის. მისი მეგობარი კონსიერჟის, აუგუსტოს ქალიშვილი კი მას სიმშვიდეს ურღვევს და გულში ცეცხლს დაუნთებს.
დენისი თავის ფეხმძიმე საცოლეს ჯვრისწერისას ტოვებს და ხუთი წლის შემდეგ ხვდება, რამდენად დიდი შეცდომა ჩაიდინა. ის ხომ მისი ნამდვილი სიყვარული იყო. დაბრუნებისთვის გოგონა მეტად რთულ პირობას უყენებს. დენისმა მარათონში უნდა გაომარჯვოს...