რას ხედავს სკანერი? გონებას? გულს? ფილიპ ქეი დიკის, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლეგენდარული ავტორის რომანის მიხედვით შექმნილი ფილმი. ცნობილი ფილმების "დანის პირზე მორბენალი", "სრული გახსენება" და "განსხვავებული აზრი"ს შემქმნელისგან. დრო: ახლო მომავალი. ადგილი: ქალაქგარეთ. სცენარი: მხიარული, ჩახლართული ისტორია სადაც მთავრობა ასევე მხიარული მეთოდებით ანადგურებს მოსახლეობას მათ უფლებებს და მათ ურთიერთობებს იმისათვის, რომ გადაარჩინოს ისინი. რობერტ დაუნი ჯუნიორი, ვუდი ჰარელსონი, უაინონა რაიდერი და რორი ქოჰრეინი ერთმანეთზე გადამტერებული მეგობრების როლში. კიანუ რივზი ასევე ერთერთი ჯაშუში-მეგობრის როლშია და მას ნელნელა პიროვნების გაორება ეწყება... ისიამოვნეთ პარანოიის ცქერით. არავინ არ გითვალთვალებთ. მართლა !...
სამი წელი გავიდა მას შემდეგ რაც მან უფლის აღთქმის კიდობანი დაიბრუნა. ახლა ჯონსმა დაიბრუნა ექსპონატი, რომელიც მან ბავშვობაში განძის მაძიებლებისგან მოიპოვა: ფრანცისკო დე კორონადოს ჯვარი. ჯონსი შეიტყობს სხვა არტეფაქტის- "წმინდა გრაალის" ისტორიას. ინდიანა გაიგებს, რომ მამამისი ჰენრი ჯონსი, რომელიც წმინდა გრაალს ეძებს, დაიკარგა...
ცივი ომი გრძელდება, საბჭოთა აგენტები თვალს ადევნებენ პროფესორ ჰენრი ჯონსს. ამ დროს ერთი ახალგაზრდა მას კოდირებულ გზავნილს გადასცემს ხანდაზმული, ჭკუასუსტი კოლეგისგან, ჰენრი ოქსლისაგან. საბჭოელები, ბრწყინვალე ირინა სპალკოს მეთაურობით პერუმდე კვალდაკვალ მისდევენ ჯონსსა და ახალგაზრდა კაცს, მათს. ოქსლის კოდით, ისინი პოულობენ ლეგენდარულ თავის ქალას, რომელიც კვარცისგან არის დამზადებული. თუ ჯონსი მოახერხებს თავის ქალის კანონიერ ადგილამდე მიტანას, ყველაფერი კარგად იქნება; თუმცა თუ ირინა მოახერხებს, იგი მოიპოვებს ძალაუფლებას, რაც დასავლეთს საფრთხეს შეუქმნის. ასაკოვანი პროფესორი, ახალგაზრდა ბიჭი და ქალი, ჯონსის წარსულიდან, ერთობლივი ძალებით ებრძვიან წინააღმდეგობებს ჯუნგლებიდან, რუსეთიდან და ზებუნებრივი ძალებისგან...
ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული გამოსაშვებ საღამოზე ჩაშლილი პაემანის შემდეგ, როცა, ახალგაზრდა კაცს კვლავ მიეცა შანსი თავისი ძველი, მეწყვილე გოგონა მოეძებნა. იგი გოგონას სხვა თაყვანისმცემლებს გადაეყრება, მათ შორის საეჭვო რეპუტაციის დეტექტივს, რომელიც მანვე დაიქირავა შეყვარებულის მოსაძებნად.
მეტ ლი ვიტლოკი პატივცემული პოლიციის შეფია ფლორიდის პატარა ქალაქში. მან უნდა გახსნას ორმაგი მკვლელობა სანამ თავად გახდება ეჭვმიტანილი. მან უნდა დაასწროს ყველას და გახსნას საქმე, რათა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა...
ჩიკაგოელი ქირურგი რიჩარდ ქიმბლი, მეუღლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ექიმი ციხიდან გაქცევას დაგეგმავს და თავად ცდილობს ნამდვილი მკვლელის პოვნას. ფილმი გადაღებულია 1963 წლის ამავე სახელწოდების პოპულარული სატელევიზიო სერიალის მიხედვით...
ყურადღება... ყველა სამართლიან პრანჭია კაცსა და ბავშვებს! კიანუ რივზი და ალექს ვინთერი უკან ბრუნდებიან ბილისა და ტედის შესანიშნავი თავგადასავლის გაგრძელებით. ყველაფერი შესანიშნავია საყვარელი აქაფებული-მოლაპარაკე პრანჭია კაცებისთვის საკუთარი აპარტამენტებით, პრინცესა ბავშვებით. ჯგუფებს შორის მოახლოებულია ომის ნიშანი, ცხოვრება არ შეიძლება იყოს უკეთესი. ყველაფერი უკან მიდის მილებში, როცა ბილი და ტედის ეშმაკი რობოტი ტყუპები კლავენ სან დიმას დუეტს და ფეხს შედგამენ მათ ცხოვრებაში...
ბრიტანელები ჩაძირავენ მოწყობილობას, რომელიც განსაკუთრებით სახიფათოა და შეიძლება დიდი საფრთხე შეუქმნას მთელს მსოფლიოს. ჯემს ბონდმა, აგენტმა 007–მა საბჭოთა მზვერავებზე ადრე უნდა მოძებნოს მოწყობილობა და განაღმოს იგი...
ტეხასში ბანკის გაძარცვის შემდეგ სეთ გეცკო და მისი უმცროსი ძმა რიჩარდი პოლიციისგან გაქცევას ცდილობენ. ისინი მექსიკის საზღვართან ჩერდებიან, ხოლო მეორე დილას უკვე უსაფრთხოდ იქნებიან, მათ მხოლოდ მზის ჩასვლიდან გათენება უნდა გაძლონ, თუმცა ეს არც ისე მარტივია...
ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება...
რონ კოვიჩის ბიოგრაფიული ამბავი. ვიეტნამის ომში პარალიზებული, ის ომის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური აქტივისტი გახდა რადგან იგრძნო, რომ ქვეყანამ რომლისთვისაც იგი იბრძოდა - უღალატა...
ახალგაზრდა იურისტი შავკანიან მამაკაცს იცავს, რომელსაც ბრალად ორი ადამიანის მკვლელობა ედება. მათ მისი 10 წლის ქალიშვილი გააუპატიურეს. ამ ყველაფერმა კუკლუქსკლანის გამოღვიძება გამოიწვია...
ბარი ლევინსონის დრამა, რომელშიც ორი მეგობარი ციხის ზედამხედველზე შურისძიებას გეგმავს. სასამართლო მოსმენაზე მან პასუხი უნდა აგოს იმ სისასტიკეზე, რომლითაც არასრულწლოვნებს ექცეოდა...
მას შემდეგ, რაც მოწინააღმდეგე აგენტი, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს რუსული საიდუმლო დოკუმენტების შეძენის ოპერაციას ჩაშლის, იგი ზღვისპირა, წყნარ სოფელში გადაინაცვლებს, სადაც ბორნი და მერი ერთად ცხოვრობენ. ბორნი იძულებული გახდება შეპირებისამებრ, სამაგიერო გადაუხდოს ყველას მისი წარსული ცხოვრებიდან, ვინც კონტაქტზე გამოსვლას შეეცდება...
ფერმერი გრემ ჰესი პენსილვანიის შტატში ორ ვაჟთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. მათ მშვიდ ცხოვრებას მოულოდნელად ანგრევენ უცნაური მოვლენები. ყველაფერი იქიდან იწყება, რომ ფერმერთა სიმინდის ველებზე საიდუმლო გზით უზარმაზარი წრეები ჩნდება, რომელთა დიამეტრები 150 მეტრს აღწევს. შესაძლებელია, ველებზე გაჩენილი წრეები – ეს არამიწიერი ცივილიზაციების მოქმედების კვალია. გრემი ცდილობს გაერკვიოს, რა ხდება მის ფერმაზე, ის ცდილობს ოჯახი დაიცვას უცხოპლანეტელებისგან.
სასიყვარულო ისტორია, რომელიც ორი ქალის, მაწანწალა-მეძავი უორნოსის, რომელიც თავის კლიენტებს კლავს, და სელბი უოლლი, რომელიც მშობლებმა ფლორიდაში გააგზავნეს მამიდასთან, ლესბოსური გადახრებისგან განსაკურნებლად – საშნელი დანაშაულების ფონზე ვითარდება. სასოწარკვეთილი ეილინი, რომელსაც თვითმკვლელობის აზრები მოსდის თავში, ბარში შევა, სადაც სელბის შეხვდება და შეუყვარდება ის. სელბისთან საცხოვრებლად, ის აგრძელებს თავისი სხეულით ვაჭრობას. მასში საშნელი სიძლვილი გაიღვიძებს, რომელიც მკვლელობების სერიას გამოიწვევს... საინფორმაციო საშუალებები მას მეტსახელად მონსტრს უწოდებენ – პირველ სერიულ მკვლელ ქალს.
რაკუნ-სითიში ბოროტება მძვინვარებს, უშიშარი ალისი კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვისაც სურს საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოააშკარავოს ბოროტი ძალა. ვირუსი თავს ესხმის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მათ უკვდავებად აქცევს. მისი კოლეგის ჯილის დახმარებით, ალისი აპირებს სიმართლეს ფარდა ახადოს, მაშინაც კი, თუ მას მოუხდება ბრძოლა ექსპერიმენტულ იარაღთან კოდური სახელით "ნემეზის"...
მილიარდელი ტომას კრაუნი იტაცებს მუზეუმიდან მონეს ნახატს, რომელიც ღირს 100 მილიონი დოლარი, ქეთრინ ბენინგმა, ხელოვნების ნიმუშების სადაზღვევო კომპანიის დაკვეთით უნდა იპოვოს მძარცველი და დააბრუნოს ნახატი...
შემოდგომაზე სინდი პრესკოტი გეგმავს პატარა ქალაქიდან ვუდსბოროდან გამგზავრებას, და კოლეჯში ჩაბარებას. ის მოახერხებს ცოცხლად გადარჩენას იმის შემდეგ, რაც უცნობმა მკვლელმა სისხლიანი სასაკლაო მოაწყო. ახლა ის მზადაა ახალი მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყოს უსაფრთხო სტუდენტურ ქალაქში, წარსული სიგიჟისგან შორს... ყველაფერი წარსულს ჩაბარდა?.. იქნებ არა?.. ყველაფერი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მაყურებლები საშინელებათა ფილმის პრემიერაზე მიდიან...
20 წლის ავტომექანიკოსს შეუყვარდება 17 წლის ჟენევიევა, რომელიც დედას ეხმარება ქოლგების მაღაზიაში. შეყვარებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ გაის ალჟირში არ წაიყვანენ ჯარში...
ამერიკა, 20-იანი წლები. გოლფის დიდი ოსტატი ომიდან სხვა ადამიანად ბრუნდება. ტრაგიკულმა მოვლენებმა და ბედის უკუღმართობამ, მის ცხოვრებას აზრი დააკარგინა, გულზე კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა... და მხოლოდ გულითადი მეგობრების დახმარებას და საყვარელი ქალის სინაზეს და სიყვარულს შეუძლია გადაატანინოს ცხოვრებისეული წინააღმდეგობები წარმატების მისაღწევად...
სადაზღვეო აგენტი ბრიგსი ვერ იტანს თავის უფროსს. საქმიანია და მიზანსწრაფული, ის თაღლითების ძებნის მთელი სისტემის შეცვლას ცდილობს, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო. ერთხელაც წვეულებაზე კლუბში 'ნეფრიტის მორიელი", ისინი ჰიპნოზური ექსპერიმენტის მონაწილეები გახდნენ და ერთმანეთი შეუყვარდებათ...
1981 წელი. საზაფხულო ბანაკს, არდადაგების ბოლო დღეს, კოსმოსური სადგურის ნარჩენები უნდა დაეცეს. ბანაკის მკაცრ მმართველს, პროფესორი ჰენრი შეუყვარდება, რომელიც ბანაკის გადარჩენას ცდილობს.ბოლო დღეს ბანაკის ყველა ბინადარი ცდილობს ყველაფრის მოსწრებას; უყვარდებათ ერთმანეთი, ჩხუბობენ, კვლავ უყვარდებათ და ა. შ...
სამი კოლეჯის მეგობარი თითქმის 30-წლიანი განშორების შემდეგ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. იმის მიუხედავად, რომ მათი გზები გაიყარა, ძველი მეგობრების ცხოვრება თითქმის ერთნაირად წარიმართა: სამივენი წარმატებულად გათხოვდნენ და ცოტა ხნის წინ გასცილდნენ მეუღლეებს ახალგაზრდა ლამაზმანების გულისთვის. ახლა კი სამივენი ერთად გადაწყვეტენ პირველი ცოლების კლუბი შექმნეს და ყოფილ მეუღლეებზე შური იძიონ...
12 განსხვავებული სტუმარი. ოთხი დამოუკიდებელი კინონოველა, რომლებსაც სიუჟეტურად აერთიანებს სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომლის პერსონაჟი. ახალი წლის ღამეს მას საოცარი თავგადასავალი გადახდა - იგი სასტუმროს ოთხ სხვადასხვა ნომერში მომხდარი უჩვეულო მოვლენების თანამონაწილეა...
ცნობილი კომედიის - "9 იარდის" გაგრძელება. ჩვენი საყვარელი კბილის ექიმის, ნიკოლას ოზერენსკის ცხოვრებაში, უამრავი უსიამოვნო რამ ხდება. კარგი მხოლოდ ის არის, რომ მისი მეუღლე ფეხმძიმედ არის. ცუდი კი. ცნობილი უნგრელი ნარკობარონი - ლაზლო, რომელიც ციხიდან გამოდის და თავისი ფულის დაბრუნება უნდა! ამისათვის ის ყველაფერს გააკეთებს, თუნდაც, ეს ფეხმძიმე სინდიას მოტაცება იყოს...
მაფიოზი სახელად ჯიმი "ტიტა", ფედერალებთან თანამშრომლობას თანხმდება, იმისათვის რომ ციხეში არ ჩაჯდეს. ის ქალაქგარეთ გადადის საცხოვრებლად, რადგან მოწმეთა უფლებების დაცვის პროგრამაშია.ძალიან მალე, მეზობლად მცხოვრები ახალგაზრდა წყვილი მის ნამდვილ ვინაობას დაადგენს და ჯიმის კარს მიადგება ,რომ თავად დარწმუნდნენ, კვლავ ფორმაშია თუ არა სახელგანთქმული განგსტერი...
ხანშიშესულ პოლიციელს რიგითი დავალება აქვს სწრაფად მოლაპარაკე მოწმე პოლიციის განყოფილებიდან სასამართლოს შენობაში გადაიყვანოს, მაგრამ ყველაფერი რთულდება...
რუსული მაფიის ერთერთი გავლენიანი წევრის მიერ დაქირავებული, იმისათვის რომ ფედერალურ ბიუროზე ძმის მკვლელობის გამო შურის იძიოს, სრულყოფილების მოყვარული "ტურა", მოუხელთებელ სამიზნეს წარმოადგენს მათთვის ვისაც მისი დაჭერა სურს, ესენი არიან: ფედერალური ბიუროს უფროსის მოადგილე და ყოფილი ტერორისტი...
(4 ეპიზოდამდე 22 წლით ადრე პერიოდი) სეპარატისტული პოლიტიკური დაჯგუფება სენატორ პადმე ამიდალას მკვლელობას გეგმავს. ჯედაის რაინდები ობი-ვან კენობი და ენეკინ სქაიუოქერი კლონების გასაიდუმლოებულ ჯარებს მიაგნებენ. გალაქტიკური რესპუბლიკა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა...
(19 წლით ადრე მე-4-ე ეპიზოდამდე) სასტიკი ბრძოლების სამი წლის მერე, კლონების ომი დასასრულს უახლოვდება. ჯიდაები აძლევენ ობი-ვან კენობის დავალებას გენერალი გრივოსი ადგილამდე მიიყვანოს, სასტიკი დროიდების სეპარატიული ჯარების მეთაური, სამართალდამცავი ორგანოების ხელში. ამ დროს კორუსკანტზე ძლიერდება კანცლერი პალპატინის ძალაუფლება. მისი პოლიტიკური რეფორმები გარდაქმნიან ომისგან ძალაამოლეული რესპუბლიკას ძლიერ გალაქტიკურ იმპერიად. პალპატინი გაუხსნის ანაკინ სკაიუოკერს, თავის უახლოეს მოკავშირეს, უდიდესი ძალის საიდუმლოებს, იმის იმედით, რომ ის ბნელეთის მხარეზე გადმოვა...
1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან. ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანთ...
ბარი ბი ნელსონი – ფუტკარი, რომელმაც ახლა ხანს დაამთავრა კოლეჯი და საკმაოდ იმდედგაცრუებულია მომავალი კარიერით. ერთადერთი არჩევანი ხომ რომელიც მის წინაა – ეს თაფლის აღებაა. ის გამგზავრება და უსიამოვნებაში გაეხლართება, რომლედანაც მას ნიუ–იორკელი მეყვავილე გადაარჩენს. ბარის ეგრევე შეუყვარდება თავისი მშველელი, და გადადის მასთან ახლოს საცხოვრებლად. ზუსტად ნოი–იორკში ის გაიგებს, რომ თაფლს, რომელსაც ასეთი სიძნელით შოუობენ ფუტკრები ადამიანები ჭამენ...
ეს ბიოგრაფიული ლენტა მიძღვნილია ლეგენდარული კანტრის სტილის მომღერლის, ჯონი კეშის და მისი მეორე ცოლის, ჯუნ კარტერის ცხოვრებას. კეშის ახალგაზრდობა, რომელიც 1932 წელს დაიბადა არკანზასში, მოღუშუული იყო უფროსი ძმის ტრაგიკული სიკვდილით და უყურადღებო მოქცევით მამის მხრიდან, რომელიც მას ცუდ შვილად თვლიდა. ჯარი მომავალმა მუსიკოსმა და მომღერალმა გერმანიაში გაიარა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში. 1954 წელს მან ცოლად ვივიანი მოიყვანა, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 1955 წელს კი, 23 წლის ასაკში, მან თავისი პირველი ჰიტი გამოუშვა: «Cry, Cry, Cry». მალევე კეში აშშ-ში გაემგზავრა ტურნეში ჯერი ლი ლიუსთან, ელვის პრესლისთან და ჯუნ კარტერთან ერთად, რომელზეც ის უიმედოთ ოცნებობდა მთელი ათი წლის განმავლობაში. კრიტიკულ მომენტებს კეშის ცხოვრებაში თანამგზავრობას უწევდა ამფეტამინის და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. 1968 წელს კეში და კარტერი ცოლ-ქმარი გახდნენ და ერთად 2003 წლის მაისამდე - ჯუნის სიკვდილამდე იცხოვრეს. კეში იმავე წლის სექტემბერში გარდაიცვალა...
შესანიშნავი, ამაღელვებელი და წარმტაცი ისტორია ერინ ბროკოვიჩზე, მარტოხელა ქალზე სამი ბავშვით, რომელსაც ცხოვრება არც ისე ანებივრებდა ნათელი დღეებით. ასეთებისთვის, როგორც ერინი, არ არსებობს კარიერული ზრდის შესაძებლობა, სამაგიეროდ არის მხოლოდ მშვიდი სამუშაო პატარა იურიდიულ ფირმაში...
ეს ისტორია იმაზეა, თუ როგორ შეძლო ახალგაზრდა მამაკაცმა რეი ჩარლზმა ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ალაბამას შტატში ქალაქ ოლბანში ცხოვრობდა, ყველა სირთულეების გადალახვა, რომელიც მას დიდების მიმავალ გზაზე შეხვდა და როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე დიდი პიანისტი გახდა... მას თავისი ოცნების ასრულებისთვის იმანაც არ შეუშალა ხელი, რომ ჯერ კიდევ ბავშვმა - ექვსი წლის ასაკში - მხედველობა დაკარგა...
კრიმინალური ძალაუფლებიანი სინდიკატის წევრმა თავის ბოსებს უნდა გადაუხადოს 130 ათასი დოლარი. ამიტომაც ის პატიჟებს პორტერს საქმეზე. მასთან და მის ცოლთან ერთად ისინი გაძარცვავენ ავტომობილს, რომელითაც აზიატებს ჭუჭყიანი ფული გადააქვთ. მაგრამ პორტერის ცოლს მაფიოზი აჩვენებს სურათს, სადაც ქმარი ქალთან ერთადაა გადაღებული, და ცოლი საყვარელ კაცს ტყვიას ტყვიაზე დაახლის. ისინი იფიქრებენ, რომ პორტერი მოკვდა, წაიღებენ ფულს და წავლენ. თუმცა პორტერი არ მომკვდარა და ხუთი თვის შემდეგ დაბრუნდა, იმისათვის რომ გაუსწოროს ანგარიში – დაიბრუნოს თავისი ფული და შური იძიოს...
ეს ფილმი წარმოადგენს რობ ზომბის 2003 წლის საშინელებათა ჰიტის - "ათასი ცხედრის სახლი"-ს გაგრძელებას. აქ გრძელდება ისტორია ძალიან უცნაური ხალხისაგან შემდგარი არანორმალური ჯგუფის შესახებ...
1206 წელი, ნორვეგია დამარცხდა ომში, მეფე შვილს დიდ საიდუმლოს უზიარებს, ბიჭის მოკვლა უნდათ მაგრამ მას ორი კაცი გადაარცენს. ისტორია მოგვითხრობს გაქცევაზე რომელმაც ნორვეგიის ისტორია შეცვალა...
უპოვარ და დაუნდობელ ჰოკეისტ დერეკ ტომასს კბილის ფერიას ეძახია, მოწინააღმდეგებისათვის ჩამტვრეული კბილების გამო. სულ მალე კი მას ნამდვილ კბილის ფერიად მოუწევს მუშაობა...
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბევრი რამ შეცვლილი დახვდა. ახლა აქ ნარკოტიკები, ძალადობა და ტერორი მბრძანებლობს. წესრიგის აღსადგენად მას სერიოზული ბრძოლა მოუწევს.
პუერტო-რიკოელი დამნაშავე ციხიდან ახალი გამოსულია და ცდილობს მიუხედავად გარემოებებისა, ნარკოტიკებისა და ძალადობისა, შორს დაიჭიროს თავი უსიამოვნებისგან და უკეთესი ცხოვრება აირჩიოს ნიუ-იორკიდან მოშორებით...
იუმორით სავსე ბესტსელერის მიხედვით გადაღებული ფილმი, რომელიც თინეიჯერების პრობლემებზე, დამოუკიდებლობაზე, წარმატებაზე, ფულზე, სექსუალურობაზე, სკოლაზე და უბრალოდ ჩამოყალიბების ერთ წელზე მოგვითხრობს...
სამეფოს კატასტროფა ემუქრება. მეფის არასამართლიან დას ტახტის ხელში ჩაგდება სურს. შეთანხმების თანახმად, მეფემ ტახტი სამოცდამეათე დაბადების დღეზე უნდა დატოვოს. მისი ვაჟიშვილი ტახტზე ვერ ავა თუ ცოლს არ მოიყვანს. უფლისწულს კი მხოლოდ სიყვარულით სურს ცოლის მოყვანა და არჩევანის გაკეთება უჭირს...
ფილმში მოქმედება ცნობილი სერიალის, "24"-ს მეექვსე სეზონის მოვლენებიდან სამი წლის მერე და მეშვიდე სეზონის მოვლენებამდე 2 თვით ადრე, ინაუგურაციის დღეს ხდება...
მაშინ, როდესაც ამერიკას მილიონობით გარდაცვლილი უტევს, გადარჩენილ ადამიანთა პატარა ჯგუფი თავშესაფარს ეძებს. ისინი ცდილობენ ქალაქიდან გაიქცნენ და თავი უსაფრთხო კუნძულს შეაფარონ. ფილმი წარმოადგენს 1978 წლის ამავე სახელწოდების ფილმის რიმეიქს...
ფილმის მოქმედება ვითარდება ლეგენდარულ ტყეში აოკიგაჰარაში მთა ფუძის ძირში, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს. ამერიკელი სარა მიდის იქ, რათა იპოვოს მისი ტყუპი და, რომელიც მისტიურად გაუჩინარდა. სარას აფრთხილებენ, რომ ტყეში შესვლა არ შეიძლება, მაგრამ გოგონა იძულებულია დატოვოს უსაფრთხო ქალაქი და ებრძოლოს ტყეში მობინადრე მკვდრების სულებს.
ჯონ მაკლეინი ამჯერად სამშობლოს უსაფრთხოების დასაცავად დაბრუნდა. იგი დასახმარებლად ახალგაზრდა ჰაკერს უხმობს, რათა შეაჩეროს ინტერნეტ-ტერორისტთა ბანდა, რომლებმაც ამერიკის კომპიუტერული ინფრასტრუქტურის სრულად გაკონტროლება გადაწყვიტეს.