მენეჯერი ფილიპ ტარდე ქალაქის შემოგარენში დედასთან და ორ დასთან ერთად ცხოვრობს. დის ქორწილში ის გოგონას გაიცნობს და ერთი შეხედვით შეუყვარდება. ჭირვეული ლამაზმანის წყალობით, ფილიპი მშვიდ და წყნარ ცხოვრებას ემშვიდობება და ახალ, მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებას იწყებს...
ისინი არ უხდებიან ერთმანეთს: ჯეკი – წვრილიმანი თაღლითია, რომელიც ფულს შოულობს მდიდარ ოტელებში ძარცვით. კლერი – ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დამატებითი შემოსავლისთვის კინოთეატრში მუშაობს . მათი გზები შემთხვევით გადაიკვეთება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ჯეკი თან გაიყოლებს კლერს უძირო უფსკრულში...
ფრანსისი და მარი უახლოესი მეგობრები არიან. ერთხელ ისინი შეხვდებიან ნიკოლს - ახალგაზრდა სოფლელ ბიჭს, რომელიც ახალი ჩამოსულია ქალაქში. მათი ყოველი შეხვედრა მძიმდება რეალური და წარმოსახვითი ნიშნებით, და ორი მეგობარი ფანტაზიებით შეპყრობილი ხდება. სახიფათო სასიყვარულო ორთაბრძოლა მათ ისეთ მეგობრობას ემუქრება, რომელიც მკვიდრი ეგონათ.
მინების დინასტია, სამი მეგობარი, რომლებიც მსახურობენ ცზინივეიში, გაემგზავრებიან პოლიტიკოსი ვეი ჩჟუნსიანის საძიებლად, რომელიც იძულებული გახდა გადამდგარიყო და გაიქცა პეკინიდან. ისინი ადვილად გაუმკლავდებიან მიცემულ დავალებას, და დაბრუნდებიან ცზინივეიში. იქ ისინი მიხვდებიან რომ გაეხვნენ შეთქმულებაში, ხოლო პოლიტიკოსის ხსნა მხოლოდ დასაწყისია...
ფილმის მთავარი გმირი ესტონეთში ჩვეულებრივი სკოლის, გამოსაშვები კლასის მოსწავლეა. იოზეპი გამუდმებით ითმენს თანატოლთა მხრიდან დამცირებას და დაცინვას. ის არასოდეს პასუხობს მათ. იოზეპი თავად ახდენს ამის პროვოცირებას მანამ სანამ მას არ გამოესარჩლება ერთერთი თანაკლასელი კასპერი. იწყება თანაკლასელთა შორის დაპირისპირება.
15 წლის კამილასა და 19 წლის სალივანს ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ზაფხულის ბოლოს სალივანი გაემგზავრება და მალე აღარც წერს კამილას. გაზაფხულზე კამილა თვითმკვლელობას ცდის.RN4 წლის შემდეგ კამილა უნივერსიტეტში ჩააბარებს, გაიცნობს არქიტექტორს, რომელიც შეუყვარდება, მაგრამ იგი შემთხვევით სალივანს შეხვდება...
მუშათა კლასის ოჯახის შვილი ვერ იტანს თანაკლასელს, რომელიც მდიდარი ოჯახის შვილია, მაგრამ იძულებულია გაერთიანდეს მასთან სკოლებს შორის ჩემპიონატში გასამარჯვებლად.
ისტორია დაფუძნებულია 16 საუკუნის რეალურ მოვლენებზე: ინტრიგები, სიყვარული და ომი, სიამის ისტორიის დრამატულ პერიოდში. სურათის ცენტრში ულამაზესი პრინცესის სურიოტაის ცხოვრებაა, რომელსაც არჩევანი უნდა გაეკეთებინა ერთ უბრალო ახალგაზრდა მეომარსა და მასზე დანიშნულ პრინცს...
Dressed as a clown, the clever rascal Grimm holds up the most secure bank of Montreal and takes 30 hostages. While confusing and ridiculing the police with his strange behavior, he calmly manages to rid the bank of a fortune. But then an unsatisfied companion arouses trouble...
საკუთარ თავში ჩაკეტილი არქიტექტორი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ცოლი გარდაეცვალა უმეგობრდება პატარა გოგონას. ისინი ერთად ტივის აწყობასა და საკუთარი ცხოვრების თავიდან აშენებას გადაწყვეტენ...
მუსლიმი პრინცი ალი და ქართველი არისტოკრატი ნინო აზერბაიჯანში გაიზრდნენ. მატი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია პირველი მსოფლიო ომისა და მსოფლიოს ბაქოს ნავთობისათვის ბრძოლის დროს დაიწყო. მათ არჩევანი უნდა გააკეთონ: იბრძოლონ საკუთარი ქვეყნების დამოუკიდებლობისათვის თუ ერთმანეთისათვის...
კატია ლივიმნგსტონი - თავისთავზე ნამეტანად შეყვარებულია, დედამიწის ცენტრად თვლის თავს, და ნებისმიერს მოიშორებს, ვინც სან-ფრანცისკოს მაღალ საზოგადოებისაკენ მიმავალ გზაზე მას წინ დაუდგება. მაგრამ ეს გზა არც ისე ადვილია - ღალატი და შური ყველა გარშემომყოფი მეგობრისგან. და კიდევ კტია ოცნებობს აუდიტორის პროფესიაზე. ის იმით ერთობა, რომ მიყავს საიდუმლო დღიური თავისი მაღალი წრის მეგრების ფინანსებზე. ყველა იმხიარულებდა, რომ არ მომხვდარიყო ეს რვეული საგადასახადოში... იქნებ ეს რვეული დაეხმარება კატიას თავისი მიზნების მისაღწეად?...
ფილმის გმირი თურქი მწერალია, რომელმაც პირადი ტრაგედიის შემდეგ შთაგონება დაკარგა და წერას თავი დაანება. ოცი წლის შემდეგ იგი სტამბულში ბრუნდება, რათა ცნობილ რეჟისორს ავტობიოგრაფიის დაწერაში დაეხმაროს...
ამბიციური საქმიანი ქალის - ანჯელას ამბავი, რომელსაც ზედმეტად მომთხოვნი ბოსი ჰყავს. როდესაც ანჯელა დაუგეგმავად ფეხმძიმდება თავისი კარიერის პიკზე,მისი ცხოვრება თავდაყირა დგება...
ჯირჯინა წარმატებული ბიზნესვუმენია, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. მას ჯერა, რომ ერთადერთ რაც ამ ცხოვრებაშ აკლია ეს ბავშვია, მაგრამ მის მეგობარ ბიჭს ბავშვი არ უნდა...
წარმატებული ადვოკატი ჩამოდის მონაკოში, რათა დაიცვას მისი კლიენტი სასამართლოში, მაგრამ სამსახურზე ფიქრი არ გამოდის: მას უყვარდება ლამაზმანი მონაკოდან. უტიფარი და თავხედი მონაკოელი აქცევს მის ცხოვრებას ნამდვილ კატასტროფად. საბედნიეროდ ჩვენი ადვოკატის გვერდით არის მისი დამცველი, რომელიც დაეხმარება მის კლიენტს სამსახურზე კონცეტრირებაში, მაგრამ უნდა კი ეს ახალბედა რომეოს?...
ორი დის ისტორია, ესპანეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ პერიოდში. უმცროსი და გაემგზავრება მადრიდში, რადგან მის უფროს დასთან ახლოს იყოს. იგი ციხეშია და თან ფეხმძიმედაა...
ცნობილი სენბერნარის ტავგადასავლების მესამე ნაწილში ყველასთვის საყვარელი ძაღლი მიემგზავრება თავბრუდამხვევ მოგზაურობაში. ნიუტონების ოჯახის უფროსისთვის რიჩარდისთვის, ხანგრძლივი მოგზაურობა ნათესავებთან ერთან - ყველაზე საინტერესო საქმეა. მისი ხმაურიანი ოჯახისთვის კი - დამღლელი, აუტანელი და მოსაწყენი რამეა. მაგრამ ყველაფერი საოცრად იცვლება, როდესაც მათთან ერთად ახალი ბეწვიანი, სევდიანი თვალებით მგზავრი აღმოჩნდება. ეს ხომ ბეტხოვენია, რომელიც არ არის წინააღმდეგი ქვეყანა დაათვალიეროს ...
იდუმალი ქალი კეტი მის ქალიშვილთან ერთად გადადის სხვა ქალაქში საცხოვრებალდ, რათა გაექცეს წარსულს. იქ საერთო ენას იპოვის ქალთან, სახელად ანჟელა მორგანთან, რომელიც ქმართან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ანჟელა კეტის მათ ოჯახში მიიწვევს და ძიძის სამუშაოს შესთავაზებს. მალე ის აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ზედმეტადაა მიჯაჭვული კეტიზე...
სატრანსპორტო კომპანიის მფლობელს ემუქრებიან ორი პატარა ტყუპის მოტაცებით, რომლებიც მასთან ცხოვრობენ . ის ქირაობს ორ გზააბნეულ ძმას ტყუპების პირადი დაცვის სამსახურში. მრავალი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ ძმები მაინც მოახერხებენ ტყუპებთან საერთო ენის გამოძებნას...
ჩარლი უკვე ზრდასრულია, მაგრამ ჯერ კიდევ დედასა და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობს. ერთხელ ის მისი ოცნების გოგონას შეხვდება, რომელიც ადგილობრივ კაფეში მუშაობს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ გოგონას უკვე ყავს შეყვარებული...
დუბლინი, 1904 წელი. ჯეიმს ჯოისი ნორა ბარნაკლს ხვდება, ახალგაზრდა და მიმზიდველ ქალს გალუეიდან. ჯოისს ქალი მაშინვე უყვარდება და ქალაქის ერთად დათვალიერებას სთავაზობს...
ერთი გოგონა და ორი ბიჭი ერთმანეთს საზაფხულო არდადეგებზე, ცეცხლის კუნძულზე ხვდება. ისინი ერთმანეთს ზედმეტად უახლოვდებიან. როცა მათ რიგებს კიდევ ერთი გოგონა უერთდება, სამეული იმუშავებს გეგმას, რომელსაც ძალადობრივი შედეგები მოჰყვება...
ბუღალტერს, რომელსაც არასოდეს არ ჰქონია პაემანი თინეიჯერობისას თავისი მოუქნელობის გამო, პოულობს მწვრთნელს, რომელმაც უნდა ასწავლოს თავის შეყვარება სხვისთვის. მწვრთნელი აღმოჩნდება მისი კლასელი, რომელიც მას ადრე მოსწონდა, ახლა როლები და გრძნობები შეიცვალა და მწვრთნელს უყვარდება კაცი, თუმცა ამ დროს ის უკვე ხვდება თავის რჩეულს... ბოლოს ორივე მათგანი ხვდება, რომ ყოფილ კლასელებს ერთმანეთი შეუყვარდებათ...
ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში მაიკლ უოლკერს ძალიან უყვარდა შობა, ეს იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული და ოცნებობდა, რომ შობა ყოველ დღე ყოფილიყო. სანამ ერთმა არასასიამოვნო ფაქტმა საერთოდ არ მოკლა ეს სიხარული მასში. გავიდა წლები, მაიკლს ჯერ ისევ აღარ ახარებდა შობა, ეს ვერ შეძლო მისმა მეუღლემაც კი. მაგრამ როცა შვილს უბედურება შეემთხვევა, მაიკლმა უნდა დაიჯეროს სასწაულების და გამოასწოროს საკუთარი წარსული...
გამოფენის მფლობელი გადაარჩენს უსახლკაროს ,რომელიც აპირებდა თვითმკვლელობას.მან გადაწყვიტა უპატრონო ადამიანის სახლში დაპატიჟება რამოდენიმე საათით,მაგრამ ეს დაპატიშება უსასრულობაში გადაიზარდა...
გრეგორი მულენს არ უყვარს ფეხბურთი. ის პატარა კაცია, მორცხვი დაზღვევის აგენტი. მან არიცის თავი როგორ უნდა მოიქცეს გოგოსთან და არშეუძლია საკუტარი თავის დაცვა. მაგრამ მსოფლიო თასის ფინალის დღეს გრეგორის ცხოვრებაში გარდატეხის მომენტი...
კალიფორნიაში პატარა ქალაქში ცხოვრობს 14 წლის ბიჭი, რომელსაც რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. მამა დაიღუპა, უფროსი ძმა ომში წავიდა, სახლში დარჩნენ მხოლოდ დედა და პატარა და-ძმა. ბიჭი დეპეშებს არიგებს ველოსიპედით, მაგრამ მისი მიტანილი აბები სულაც არ ახარებს ხალხს...
ფილმი მოგვითხრობს მსახიობის შესახებ, რომელიც დაიქირავეს მკვლელის როლზე, და მკვლელზე, რომელიც მკვლელობისთვის დაიქირავეს. სამეზობლო ოფისები, არეული დოკუმენტაცია, შედეგად კი მსახიობმა უნდა მოკლას მოწამლული ქოლგის წვერით გავლენიანი მეწარმე ...
მოვლენები ვითარდება 80-იანი წლების ბელფასტში, სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი კათოლიკე კოლმი და პროტესტანტი ჯორჯი, გადაწყვეტენ გვერდზე გადადონ მათი რელიგიური შეხედულებები და ერთად დაიწყონ ბიზნესი, რაც მოსახლეობას შოკში ჩააგდებს…
ეს დოკუმენტური ფილმი ავლენს მერილინ მონროს ახალ იმიჯს, რომელიც უცნობი იყო ფართო საზოგადოებისათვის. რეჟისორმა ლიზ გარბუსმა მერლინის ცხოვრებას კიდევ ერთი, ამჯერად დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა. ფილმი ჟურნალებზე, ლექსებსა და წერილებზე დაყრდნობით შეიქმნა...
ფილმში აღწერილია ბავშვთა სახლის დირექტორის და მისი ბიზნესმენი მამას ისტორია.ბიზნესმენი მამა თვლის რომ ყველგან ფულის გაკეთება შეიძლება და აქირავებს ბავშვებს...
ჯონი რიზა ახალგაზრდა რადიო წამყვანია, რომელიც ღამის სპორტულ გადაცემას უძღვება და ოცნებობს გახდეს საუკეთესო წამყვანი. მისი საცოლე კლერი კი მოითხოვს ჯონიმ უფრო სერიოზული სამუშაო მოძებნოს, რათა შეძლონ ნიუ-იორკში გადასვლა და ოჯახის შექმნა...
შორეულ 3127 წელს მეცნიერები გათხრებისას აღმოაჩენენ წიგნის კარგად შენახულ ეგზემპლარს... ქალურ რომანს სახელწოდებით "აკრძალული სიყვარული"...
ჟურნალისტი იკვლევს მკვლელობათა სერიას, ამ დროს ძველი ლუდხანის სარდაფში აღმოაჩენს ჩარლზ დიკენსის გამოუცემელ ნოველას. თანდათანობით ის ხდება მონუსხული ძველ ხელნაწერებში ამოკითხული ისტორიით და ასი წლის წინ მომხდარი მკვლელობის ამოცნობის ჟინით. და მხოლოდ ამ მკვლელობის საიდუმლოს გამოაშკარავების შემდეგ, ის შეძლებს ჩვენ დროს ჩადენილი მკვლელობის გახსნას...
სპაიქ ლის გამოსათხოვარი ფილმი მაიკლ ჯექსონის "BAD" 25 წლის იუბილეზე. დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია გადასაღები მოედნის კადრები და საინტერესო ინტერვიუები...
ცნობილი ადვოკატის პატრიცია დე ლუკასის ცხოვრება კოშმარად იქცევა, მას შმდეგ , რაც მისი ვაჯი სკოლიდან არ ბრუნდება. რამოდენიმე საათში დალურჯებული და სისხლიანი ბრუნდება ბავშსი სინ და ამბობს, რომ ვიღაც კცს მისი გატაცება უნდოდა, მაგრამ გამოქცევა მოახერხა. ეჭვმიტანილს დაიჭერენ, მაგრამ ნივთმტკიცებების არარსებობის გამო მას გაათავისუფლებენ. პატრიცია სამართლიანობის აღდგენას თავად გადაწყვეტს...
კომპანია DisruptiveLA-მ მოიპოვა უფლება, რომ მოახდინოს ჯეიმს ქემერონის წყალქვეშა მოგზაურობის ამსახველი სტერეოსკოპიული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. რეკორდულ სიღრმეზე ჩასვლა, მარიანის ღრმულში ქემერონმა Deepsea Challenger აპარატით განახორციელა. გადაღებები ასეთ სიღრმეზე ხორციელდებოდა სპეციალურად შექმნილი კამერებით, რომელიც თავად ქემერონმა და თავისმა მეგობარმა ვინსენტ პეისმა შექმნეს…
ფეხბურთელ კევინმა ახლახანს მოაწერა მომგებიანი კონტრაქტს მადრიდის რეალთან. მან არც კი იცის, რა უნდა უყოს მასზე ჩამოვარდნილ სიმდიდრეს, მაგრამ მისმა მეგობარმა ელზამ იცის როგორ უნდა დახარჯოს კევინის მილიონები…
არტიომ კოლკინი ერთ-ერთი იყო, მაგრამ მას დიდება უნდოდა. და მან თავისი გზა აირჩია: ის მოკრივე გახდა. ახლა არტიომი ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტია, მებრძოლი, რომელმაც სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა. მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ბრძოლა სულ სხვანაირად წავიდა. ახლა მან თავისი პრობლემები რინგის მიღმა უნდა გადაჭრას. მას მხოლოდ სამი დღე აქვს, იმისათვის, რომ შური იძიოს იმათზე, ვინც მას უღალატა, საყვარელი ქალი დაიცვას დაქირავებული მკვლელებისგან და უზარმაზარი თანხა შეაგროვოს...
გამოცდილი ექიმი დიეგო სანზი მრავალი წელი ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ სიკვდილის ზღვარზე, თუმცა ერთ დღეს თავად აღმოჩნდება მათ ადგილას, რის შემდეგაც მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება…
ამერიკელი ენდრიუ მეუღლესთან, სანდრასთან ერთად მის მშობლიურ სახლში მიდის ვოლტერში, იტალიაში. აქ ქალს მოგონებები ტანჯავს, ახსენდება მამა, რომელიც ოსვენციმში დაიღუპა გაზის საკანში, რთული ურთიერთობები დედასთან და ინტიმური ურთიერთობები ძმასთან...
კირა კუპერი სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, რომ ზაფხული ბაბუასთან ერთად, მის ძველ გასართობ პარკში გაატაროს. შემთხვევით ახლოს მდებარე ლაგუნაში ვეშაპი იჭედება, კირა კი მის გათავისუფლებას ცდილობს...
პროფესიონალი შულერი ზედმეტსახელად ტუზი ქორწილის დღეს გამოაცხადებს, რომ მოეშვება ამ საქმიანობას. მაგრამ მოულოდნელად ჩათრეული იქნება მნიშვნელოვან თამაშში . ახალგაზრდა ცოლი უშვებს მას ამ თამაშზე. განუწვეტელი ბლეფით, ის ბანკს მოხსნის, მაგრამ თამაში გრძელდება. მასზე ნადირობა იწყება და მას დაქირავებული მკვლელი კლავს, რის მერეც ტუზი მოჩვენებად გადაიქცევა... რომელსაც ცოლის გარდა ვერავინ ხედავს...
მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელი ებრაელი ბიზნესმენის ისტორია, რომელიც იძულებულია მისი ოჯახის უსაფრთხო გადაყვანისათვის გერმანიაში , საკუთარი ბიზნესი გადასცეს ნაცისტებს...
ავანტიურისტული ისტორია დაფუძნებული რეალურ მოვლენებზე, მოგვითხრობს პელაიოს კლანზე. ამ ოჯახის წევრები - რულეტკის და კარტის დიდი ოსტატები, რომლებმაც პატიოსანი გზით მოუგეს მსოფლიოს ყველა კაზინოს. მათი განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, მათ ბევრი ფული გამოიმუშავეს და საუკუნოვანი სახელი დატოვეს პოკერის ისტორიაში...
რიგითი პიტკინი, სრულიად შემთხვევით, მოწინააღმდეგის ზურგში ხვდება. ის სარგებლობს თავისი მსგავსებით გერმენელ გენერალთან და თავის მეგობრებს ტყვეობიდან ათავისუფლებს...