სიუჟეტი “გალაქტიკის მცველები 2”-ს მოვლენებიდან ცხრა წლის შემდეგ, “შურისმაძიებლები 4: დასასრული“-ს მოვლენებიდან ოთხი თვის შემდეგ და “თორი 4: სიყვარული და ქუხილი“-ს მოვლენებიდან გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება. გამორას მოულოდნელი სიკვდილის მიუხედავად, გალაქტიკის მცველები მალე თავიანთ აპოგეას აღწევენ, და ახალ კოსმოსურ თავგადასავალში მიდიან, სადაც მათ კვლავ მოუწევთ შეებრძოლონ აიეშას და როქეთის შემქმნელს, რომელსაც მისი დაბრუნება სურს ნებისმიერ ფასად, ასევე უპირისპირდებიან ადამ ვარლოკს, რომელიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს გმირების გასანადგურებლად...
ფილმი მოგვითხრობს სტამბოლში მცხოვრები ახალგაზრდა წყვილის, იალნის და ბეიზის შესახებ, რომლებიც სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, გადაწყვეტენ ყველაფერი ახლიდან დაიწყონ და გადადიან ეგეოსის ზღვის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ პატარა ქალაქში. მაგრამ ქალაქის მოსახლეობა პირველივე დღიდან მტრულად განეწყობა იალნის მიმართ...
მომხიბვლელი ქურდი და თავგადასავლების მოყვარულთა გუნდი დაკარგული რელიკვიის მოპარვას განიზრახავენ, თუმცა ძარცვა წარუმატებელი გზით წავა, როცა ისინი სახიფათო ხალხს გადაეყრებიან...
როუზმა, საყვარელმა და მარტოხელა მართვის ინსტრუქტორმა, მისი ზებუნებრივი ძალები უნდა გამოიყენოს და ქალიშვილი დაიხსნას წარუმატებელი როკვარსკვლავისგან, რომელიც სატანისტურ გარიგებას დიდების დასაბრუნებლად იყენებს…
საუკუნეების მანძილზე დრაკულას ლაქიობით დაღლილი რენფილდი ცხოვრების ახალ მიზანს პოულობს და შესაძლოა, დანაშაულიც გამოისყიდოს. მას ფიცხი, მუდმივად გაბრაზებული საგზაო პოლიციელი რებეკა ქუინსი შეუყვარდება...
ები კოლეჯის პირველკურსელია, რომელიც ცდილობს დისტანცირება მოახდინოს მისი ბნელი წარსულისგან და წინააღმდეგობა გაუწიოს მის მიზიდულობას ცუდი ბიჭის - ტრევისის მიმართ...
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 50 წელია. ჩინეთის იმპერატორი დატყვევებულია მოღალატე პრინცის დენგ ცინ ქინის მიერ ტახტის მიტაცების შემდეგ. ფინალთეზისის, ფინიკიელი ვაჭრისა და ერთგული მცველის მაი ვეის დახმარებით იმპერატორის ერთადერთი ქალიშვილი პრინცესა სას-ი გალში გაიქცევა, რათა დახმარება ორ გულად მეომარს - ასტერიქსს და ობელიქსს სთხოვოს, რომლებიც ჯადოსნური ელექსირის წყალობით ზედამიანურ ძალებს ფლობენ. ჩვენი ორი განუყრელი გმირი სიხარულით თანხმდება პრინცესას დახმარებაზე დედის გადარჩენასა და მისი ქვეყნის გათავისუფლებაში. სწორედ ასე იწყება დიდი მოგზაურობა და თავგადასავალი ჩინეთისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ახალ ტერიტორიებს მოწყურებული კეისარი და მისი უძლეველი არმიაც შუა სამეფოსკენ გადაწყვეტს გამგზავრებას...
სასიყვარულო წერილმა ჟურნალისტებისთვის, რომელიც ერთ ამერიკულ გაზეთში დაიბეჭდა, მეოცე საუკუნის საფრანგეთის ერთ გამოგონილ ქალაქში ბიძგი მისცა მოთხრობების კრებულს, რომელიც ჟურნალ „საფრანგეთის მოამბე“-ში დაიბეჭდა.
არქეოლოგი ტადეო ჯონსის თავგადასავლების გაგრძელება, რომელსაც ძალიან სურს, რომ მისმა კოლეგებმა ის თავისიანად მიიღონ, მაგრამ ტადეო ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს, რომელიც ერთ დღეს შემთხვევით ანადგურებს სარკოფაგს და უძველეს ჯადოქრობას აღვიძებს, რაც საფრთხეს შეუქმნის მისი მეგობრების მუმიას, ჯეფის და ბელიცონის სიცოცხლეს. როდესაც ყველა მის წინააღმდეგაა, მხოლოდ სარას დახმარებით, მთავარი გმირი იწყებს თავგადასავალს, რომელსაც ტადეო მექსიკიდან ჩიკაგოში და პარიზიდან ეგვიპტეში მიჰყავს, რათა ბოლო მოუღოს მუმიის წყევლას.
სათავგადასავლო ფანტასტიკა, ახალგაზრდა კალებ ჩანინგის შესახებ, რომელიც მთვარის სამთო კოლონიაში გაიზარდა და ახლა, მამის სიკვდილის შემდეგ, იდილიურ შორეულ პლანეტაზე გადასახლებას აპირებს. მაგრამ წასვლამდე, მამის უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად ის და მისი სამი საუკეთესო მეგობარი, დილანი, ბორნი და მარკუსი, ასევე დედამიწიდან ახალმოსული ედისონი იტაცებენ ყველგანმავალ მანქანას, საიდუმლოებით მოცული კრატერის შესასწავლად...
ჰანტერს, რომელიც ორსულობის ადრეულ ეტაპზეა, სახიფათო ნივთების გადაყლაპვის მოთხოვნილება უჩნდება. მას შემდეგ, რაც ქმარი და ოჯახი მის კონტროლს დაიწყებენ, ჰანტერი იძულებული ხდება თვალებში ჩახედოს ბნელ საიდუმლოს, რომელიც მისი ახალი აკვიატების უკან დგას...
ფილმი გადაღეებულია პიტერ ქერის რომანის მიხედვით. ეს არის ავსტრალიელი ყაჩაღის ნედ კელისა და მისი ბანდის ამბავი, როდესაც ისინი 1870-იან წლებში ხელისუფლების წარმომადგენლებს გაექცნენ და თავს უშველეს...
მოკრივე და მისი მენეჯერი ძმა ვალდებულები არიან ქვეყნის ბოლოში გაემგზავრონ, რათა უკანასკნელი მატჩი ჩაატარონ, თუმცა მოგზაურობისას მათ შორის კავშირი დაირღვევა...
ბალტიმორი. ახალი წლის წინა ღამე. პოლიციის ნიჭიერ, თუმცა ტრავმირებულ ოფიცერს ფედერალური ბიუროს მთავარი გამომძიებელი გადაიბირებს, რათა მათ ერთად შეადგინონ სერიული მკვლელის პორტრეტი და იპოვონ ის...
ანიმაციური ფილმის გმირები გადაშენებული საყვარელი ფუმფულა არსებები, სახელად ფლამელები არიან, რომელთაგან ორი, ოპი და ედი შემთხვევით წარსულიდან ჩვენს დროში მოხვდებიან და აღმოაჩენენ, რომ მათი სახეობა გადაშენდა. ახლა მათი თავის და სახეობის გადასარჩენად გმირები თავგადასავლებით სავსე არაჩვეულებრივ და ამაღელვებელ მოგზაურობას იწყებენ, სადაც ისინი კვლავ წარსულში დაბრუნებას და ისტორიის მსვლელობის შეცვლას ცდილობენ.
დეივიდ ჰერბერტ ლორენსის ამავე სახელწოდების კლასიკურ რომანზე დაფუძნებული რომანტიკული დრამა, მდიდარ და პრივილეგირებულ ოჯახში დაბადებული ახალგაზრდა ქალის, ლედი ჩატერლის შესახებ, რომელსაც ნაჩქარევად გაათხოვებენ. მალე ის ხვდება რომ ქორწინებაში ვერ ჰპოვა ბედნიერება და მშფოთვარე რომანს ამყარებს მათ ინგლისურ სამკვიდროში მყოფ ეგერთან და აღმოაჩენს იმაზე მეტ სურვილს და ნებას საკუთარ თავში ვიდრე შეეძლო წარმოედგინა. როცა ხვდება, რომ სულითა და გულით დაეცა, ახალგაზრდა გმირი არღვევს ყველა ტრადიციას და ეძებს ბედნიერებას საყვარელ მამაკაცთან ერთად.
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე და მოგვითხრობს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საკულტო კომპიუტერული თამაშის “ტეტრისის” საქმის სამართალწარმოების შესახებ. 1985 წელს სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლითი ცენტრის პროგრამისტი, ალექსეი პოჟიტნოვი ქმნის ამაღელვებელ ლოგიკურ თავსატეხს, რომელიც არა მხოლოდ მყისიერად ხდება პოპულარული მთელ მსოფლიოში, არამედ იწვევს სკანდალის პროვოცირებას და სასამართლო პროცესებს, როდესაც ჰოლანდიელი ვიდეო თამაშების დიზაინერი ჰენკ როჯერსი თავსატეხის უფლებებისთვის ბრძოლას გადაწყვეტს.
თავმდაბალ და გულწრფელ კოულს თავდავიწყებით შეუყვარდება ამოუცნობი სეიდი - თუმცა შემდეგ აღმოაჩენს, რომ ის საიდუმლო აგენტია. სანამ კოული და სეიდი მეორე პაემანს დაგეგმავენ, საერთაშორისო თავგადასავალში აღმოჩნდებიან და სამყარო უნდა გადაარჩინონ...
უენდი დარლინგს, ახალგაზრდა გოგონას მისი ბავშვობის სახლის დატოვების ეშინია. ის გაიცნობს პიტერ პენს - ბიჭს, რომელიც გაზრდაზე უარს ამბობს. მის ძმებთან და ფერიასთან ერთად ის და პიტერი ნევერლენდის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობენ. იქ გოგონა შეხვდება ბოროტ მეკობრეთა კაპიტანს - კაპიტან ჰუკს და შეუდგება ამაღელვებელ თავგადასავალს, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის...
ედმონდ როსტანის პიესის ,,სირანო დე ბერჟერაკი" მოტივებზე დაფუძნებული დრამატული მიუზიკლი, სულისშემძვრელი სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. სირანო დე ბერჟერაკი – ადამიანია, რომელიც წინ უსწრებს დროს – ერთნაირად ოსტატურია კამათში და ფარიკაობაში. მაგრამ მთავარი გმირი დარწმუნებულია, რომ მისი გარეგნობა მას ერთგული მეგობრის, ბრწყინვალე როქსანას სიყვარულის უღირსად აქცევს, რის შედეგადაც სირანო არ რისკავს მისთვის თავისი გრძნობების გამჟღავნებას, ამასობაში კი როქსანას ერთი ნახვით შეუყვარდება კრისტიანი…
როდესაც ბოდი და მისი ჯგუფი ,,თრუ ბლუ“ დატოვებენ ,,სნოუ მაუნთინს“ და ტურნეში გაემგზავრებიან თვიანთი პოპ-სენსაციით - „ლილ-ფოქსი“, მიხვდებიან, რომ დიდება მარტივად არ მოდის...
დრამატული ამბავი, რომელშიც მოვლენები 1960-იანი წლების ბოლოს მუსიკისა და სოციალური მღელვარების ფონზე ვითარდება, რომელიც ბიჭისა და მისი მუშათა კლასის ოჯახის სიყვარულის, სიხარულისა და დანაკარგის შესახებ ამაღელვებელ ამბავს მოგვითხრობს…
ორ მომავალ როკერს სან დიმასიდან, კალიფორნიიდან, დროში მოგზაურმა ოდესღაც უთხრა, რომ მათი სიმღერები სამყაროს გადაარჩენდა. ახლა ისინი შუახნის მამები არიან, ისევ ცდილობენ, ჰიტი შექმნან და ბედისწერა აღასრულონ...
განახლებული საკულტო საშინელებათა ფრენჩაიზის მეექვსე ნაწილი დაუნდობელი ნიღბიანი მკვლელი-მანიაკის შესახებ, რომელიც 2022 წლის ფილმში “კივილი 5“ ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ახალგაზრდა გმირების, დები სამანტა და ტარა კარპენტერების და ტყუპები ჩადი და მინდი მიკსების ისტორიას აგრძელებს, რომლებიც ნიღბიანი მკვლელის სიკვდილის შემდეგ, მშობლიურ ქალაქ ვუდსბორს ტოვებენ და ნიუ-იორკში მიდიან, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყონ, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე?...
MTV-ის მულტსერიალზე “ბივესი და ბათჰედი” დაფუძნებული, ანიმაციური ფილმის “ბივესი და ბათჰედი იპყრობენ ამერიკას” სიქველი, რომელშიც მოვლენები თავდაპირველად 1998 წელს ვითარდება, როდესაც ბივესი და ბათჰედი ადგილობრივი გმირები გახდებიან მათ ქალაქში. ერთი წლის შემდეგ, დიდებით და სიმდიდრით გათამამებულ გმირებს თაღლითობისთვის აპატიმრებენ და კოსმოსურ ბანაკში აგზავნიან, სადაც NASA-ს კოსმოსურ მისიაში იღებენ მონაწილეობას. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ისინი მოგზაურობენ შავი ხვრელის გავლით და ტელეპორტირდებიან 2022 წელში.
ამ დროისათვის მარკუს ბარნეტი არის პოლიციის ინსპექტორი, ხოლო მაიკ ლოურეი კლიმაქსურ პერიოდში იმყოფება. ისინი კვლავ ერთიანდებიან მას შემდეგ, რაც ალბანელი ჯარისკაცი მათ დაპირდა მნიშვნელოვან ბონუსს...
მოვლენები 1800-იანი წლების ბოლოს ოდესღაც მშვიდობიან შორეულ სოფელში ვითარდება, რომელსაც თავდასხმების შემთვევები იპყრობს, სადაც არავინ იცის ვინ ან რა ატერორებს მათ სოფელს, რომლის მაცხოვრებლები დაწყევლილი მიწის, ზებუნებრივი ძალების და დემონური არსებების შესახებ ავრცელებენ ჭორებს, რადგან გაუჩინარებები და მკვლელობები არ წყდება. პათოლოგანატომი ჯონ მაკბრაიდი სოფელში ჩადის, რათა საშიშროება გამოიძიოს, მაგრამ ბევრად უფრო ღრმა და ბოროტს აღმოაჩენს, ვიდრე წარმოედგინა...
როცა ბობის ბურგერების წინ ორმო გაჩნდება და ბელჩერების გეგმას წარმატებული ზაფხულის შესახებ საფრთხე დაემუქრება, ბობი და ლინდა ცდილობენ, ბიზნესი შეინარჩუნონ. ამ დროს კი ბავშვები გადაწყვეტენ, ეს საიდუმლო ამოხსნან და რესტორანი ასე გადაარჩინონ.
ჯონი, ნიუ-იორკში ცხოვრობს და რადიოში მუშაობს. მას შემდეგ, რაც მისმა შეყვარებულმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა, ის კვლავ მარტოხელაა, რაც შესაძლებლობას აძლევს სრულად დაუთმოს თავი სამუშაოს. ამისათვის ის ქალაქიდან ქალაქში მოგზაურობს, სადაც ბავშვებს მათ იმედებსა და ოცნებებზე ესაუბრება. ერთ დღეს ჯონის ლოს-ანჯელესში მცხოვრები და, ვივი დაურეკავს, რომელიც მას მისი 9 წლის ვაჟის ჯესის მოვლას სთხოვს, რათა ვივიმ ოკლენდში მყოფ ბიპოლარული აშლილობით დაავდებულ მეუღლეს მოუაროს. რამდენიმე დღის შემდეგ ჯონს ინტერვიუების სერიების გაგრძელებას სთხოვენ, და რადგანაც ის ნიუ-იორკში უნდა დაბრუნდეს, მთავარი გმირი თავის დას, ჯესის თან წაყვანას სთხოვს. ამ მომენტიდან ჯონი და ჯესი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ მის ჩინურ კვარტალში მდებარე ბინაში და მათ შორის ძალიან ახლო ურთიერთობა ყალიბდება.
უილიამ შექსპირის ამავე სახელწოდების ტრაგედიაზე დაფუძნებული ჯოელ კოენის დრამატული თრილერი, დიდგვაროვანი შოტლანდიელი ლორდის მაკბეტის შესახებ, რომელიც სამი ჯადოქრის გავლენას ემორჩილება. შედეგად, უკიდურესი და სასტიკი ძალებით თავის მიზნისკენ მიმავალ გზაზე მაკბეტი მეგობრებს ღალატობს და ბოროტების ძალას ემორჩილება. ის სამეფოს უზურპაციას ნებისმიერ ფასად გადაწყვეტს. გვირგვინის მოპოვების მის ამ ამბიცურ გეგმას მისი მეუღლე ლედი მაკბეტი უჭერს მხარს.
ნამდვილი ამბავი, 1996 წლის 28 აპრილს ქალაქ პორტ-არტურიში (ავსტრალია) მომხდარი მასობრივი მკვლელობის შესახებ, სადაც მაშინ სულ 35 ადამიანი მოკვდა. ნიტრამი, დედასთან და მამასთან ერთად იზოლირებულად, იმედგაცრუებით ცხოვრობს ავსტრალიის გარეუბანში, რადგან ფიქრობს, რომ ის ვერასდროს ვერ მოერგება გარემოს. მაგრამ ერთ დღეს იგი მოულოდნელად ელენის სახით ახლო მეგობარს შეიძენს. თუმცა, როდესაც მათი ურთიერთობა ტრაგიკულად მთავრდება და ნიტრამის მარტოობა და რისხვა იზრდება, მთავარი გმირი უბედურების მომტან ნელ დაღმასვლას იწყებს.
ჩაპი ვუნდერკინდია. როგორც ნებისმიერი ბავშვი, ისიც ადვილად ექცევა გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ, მაგრამ არის ერთი რამ, რაც განასხვავებს ჩაპის სხვებისგან. ის პირველი მოაზროვნე რობოტია, რომელსაც გრძნობები გააჩნია…
დაფუძნებულია შემაძრწუნებელ მისიაზე, რომელმაც მსოფლიო დაატყვევა. ტაილანდის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი 12 ბიჭთან ერთად ათვალიერებს თემ ლუანგის გამოქვაბულს, ამ დროს კი მოულოდნელი წვიმა მათ მთაში გამოკვეთილ დარბაზში გამოამწყვდევს. დატბორილი გვირაბების ლაბირინთში ჩამარხულებს გადარჩენის მცირე შანსი აქვთ. პროფესიონალი მყვინთავები სახიფათო გამოქვებულის კედლებში ცურვისას აღმოაჩენენ, რომ ბიჭების პოვნა მხოლოდ დასაწყისია.
ველური ბუნების მოყვარული მოხალისე ბრიტანეთის ნაპირების დაუსახლებელ კუნძულზე მოხვდება და სახიფათო თავგადასავალში გაეხვევა, რაც მის რეალობის შეგრძნებას გამოსცდის და თავს ნამდვილ კოშმარში ამოაყოფინებს.
მორცხვი 13 წლის ალექსი მიფრინავს კანზას-სიტიდან მექსიკაში ოჯახთან შესახვედრად. იქ ის ხვდება თავის ბაბუას და ლუჩა ლიბრეს ყოფილ ჩემპიონ ჩავას, ბიძაშვილებს მემოს და ლუნას. მაგრამ როგორც კი ალექსი ადაპტაციას იწყებს, ის ბაბუის ბეღელში მცხოვრებ მითიურ პატარა არსებას, ჩუპაკაბრას აღმოაჩენს, რომელსაც იცნობს ჩუპაკაბრას საშინელი ისტორიებიდან. ალექსი მალე გაიგებს, რომ მის ახალ მეგობარს ჩუპას ოჯახთან საიდუმლო ისტორია აქვს, და რომ საშიში მეცნიერი მითიურ არსებას ეძებს, რათა გამოიყენოს მისი ძალა. შედეგად, ჩუპას მოსალოდნელი საფრთხისგან დასაცავად, ახალგაზრდა გმირი თავგადასავალებით სავსე მოგზაურობას იწყებს...
ბრძენი და ძლევამოსილი ზორდონის მიერ ყოვლისშემძლე რეინჯერების ჩამოყალიბებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, გუნდი მათთვის ნაცნობი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ახლა გლობალური კრიზისის დროს, მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ გახდნენ გმირები.
ყველასთვის საყვარელი ქრაულები და მათი შეუპოვარი პერსონალი მათ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წუთისთვის ემზადებიან. ინგლისის მეფისა და დედოფლის ვიზიტი ფარდას ახდის სკანდალს, რომანებსა და ინტრიგებს, რაც დაუნტონის მომავალს გაურკვეველს გახდის.
მკაცრი რეჟიმის ციხის კონტროლის საკუთარ ხელში აღებისა და თავის არმიაში სხვა პატიმრების გადმობირების შემდეგ, ლოს-ანჯელესის პოლიციის ასაფეთქებელი ნივთიერებების ყოფილი ექსპერტი და კრიმინალური საქმეების დამგეგმავი უპირისპირდება ბოროტმოქმედს მოლაპარაკებების დროს, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი პატიმრები და საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი, რომელიც თავის პატიმარ შვილს სტუმრობდა…
ჯულია, იძულებულია თავის ქმარს შეუერთდეს, როდესაც ის ახალ სამუშაოზე გადადის მშობლიურ რუმინეთში. სამსახიობი კარიერაზე უარის თქმის შემდეგ, ხშირად თავს მარტოსულად და დაუსაქმებლად გრძნობს. ერთ ღამეს, მისი პანორამული ფანჯრიდან ადამიანებზე დაკვირებისას, ის ბუნდოვან ფიგურას შეამჩნევს ახლომდებარე შენობაში, რომელიც თითქოს მისკენ იყურება. ცოტახანში, როცა ჯულია ადგილობრივ კინოთეატრში მარტო რჩება, იმის გრძნობა, რომ მას აკვირდებიან, ძლიერდება, და მთავარი გმირი დარწმნუნებული ხდება, რომ მას უთვალთვალებენ – შეიძლება ეს იგივე უცნობი მეზობელი იყოს? ამასობაში, სერიული მკვლელი, რომელიც ცნობილია როგორც ობობა, შიშის ზარს სცემს ქალაქს.
40 წლის ჟურნალისტი - საიმონ ლი, სტატიებს წერს ტურისტული ჟურნალისთვის. ერთხელაც გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრების შეცვლას. გაეყრება მეუღლეს - რობინს, რომელთანაც 16 წელი იცხოვრა. მწერლის კარიერა არ გამოსდის, ამიტომაც ცდილობს კინობიზნესში მოიხვეჭოს სახელი. იგი სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს სთავაზობს ფილმის გადაღებას სცენარზე, რომელიც თავისი დაუსრულებელი რომანის საფუძველზე დაწერა. ამ მცდელობების დროს იგი იცნობს შოუბიზნესში სახელგანთქმულ ადამიანებს...
ეს არის ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის მეორე ნაწილი, სადაც ერთმანეთის მტრები - ჩიტები და მწვანე გოჭები ქმნიან გუნდს და ემზადებიან ახალი თავგადასავლებისთვის...
გრძელდება მოზარდი ბილი ბეთსონის ისტორია, რომელიც ჯადოსნური სიტყვის "შაზამის" წარმოთქმისას ზრდასრულ სუპერგმირ ალტერ ეგოდ - შაზამად იქცევა... მისი ღვთაებრივი სხეულის მიუხედავად, იგი ძველებურად ბავშვი რჩება, რომელიც თავისი ზრდასრული ვერსიით ტკბება და შეუკავებელი გართობისთვის ახლადშეძენილ სუპერშესაძლებლობებს იყენებს. ღმერთების მიერ გაძლიერებული მთავარი გმირი და მისი მეგობრები ჯერ კიდევ სწავლობენ თავიანთი თინეიჯერული ცხოვრების დაბალანსებას ზრდასრული სუპერგმირების ალტერ ეგოებთან. მაგრამ როდესაც ატლასის ქალიშვილები, შურისმაძიებელი უძველესი ღმერთების ტრიო, ჩამოდიან დედამიწაზე დიდი ხნის წინ მოპარული მაგიის საძიებლად, რომელიც მათ მოპარეს, ბილი – იგივე შაზამი – და მისი ოჯახი იწყებენ ბრძოლას თავიანთი ზეშესაძლებლობებისთვის, სიცოცხლისთვის და მათი სამყაროს გადარჩენისთვის...
მთიან რაიონში მიმდინარე ექსპედიცია მოულოდნელად ტრაგედიად შემოტრიალდება. გადარჩენას მხოლოდ ერთი გოგონა ახერხებს. დაჭრილი და შიშისგან შეშლილი ადგილობრივ პოლიციას მიმართავს. შერიფს მისი ისტორიის არ სჯერა, მაგრამ შესამოწმებლად ექსპედიციას ამზადებს....
კრის ბელდენის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული კომედია, ნიუ-იორკში მცხოვრები ხშირად დეპრესიული, მთვრალი და მარტოხელა ხელოსანი მამაკაცის შესახებ, რომელსაც ცხოვრებაში ერთი წიგნიც არ წაუკითხავს. მას შეცდომით მიიწვევენ ცნობილ, მაგრამ კარჩაკეტილ მწერალ შაივერის მაგივრად უნივერსიტეტში, სადაც ის სიტყვით უნდა წარსდგეს. მთავარი გმირი მოულოდნელად აღტაცების საგანი და ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება მწერალთა კონფერენციაზე, რომელიც აღნიშნავს ნამდვილი ავტორის წიგნის 20 წლის იუბილეს. “შაივერი” როლში იჭრება და კონფერენციის ხელმძღვანელ ინგლისური ენის პროფესორთან აბავს რომანს, მაგრამ მალე ნამდვილი შაივერი გამოჩნდება.
როდესაც დამწყები ახალგაზრდა მეზღვაური ჯესიკა უოტსონი გადაწყვეტს გახდეს ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც მარტო, შეუჩერებლად და დაუხმარებლად დედამიწის ირგვლივ ნავით იმოგზარებს, ბევრი ჩათვლის, რომ ახალგაზრდა გმირის მისია წარუმატებელი იქნება. მაგრამ მისი მწვრთნელისა და მენტორის, ბენ ბრაიანტისა და მისი მშობლების მხარდაჭერით, ჯესიკა მტკიცედ გადაწყვეტს გააკეთოს ის, რაც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა. საბოლოოდ ის, ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე ურთულეს მონაკვეთს გაივლის 210 დღის განმავლობაში.
როალდ დალის ამავე სახელწოდების საბავშვო რომანზე დაფუძნებული კლასიკური მიუზიკლის “მატილდა” რიმეიკი, ვუნდერკინდი პატარა გოგონას მატილდას შესახებ, რომელიც თავის უსიამოვნო მშობლებთან ცხოვრობს და დადის სკოლაში, რომელსაც მოძალადე დირექტორი მართავს, სადაც მისი კეთილი მასწავლებლის მის ჰანის სახით მონათესავე სულს აღმოაჩენს. შედეგად, ის იძულებული ხდება დაუპირისპირდეს საზოგადოებას, რომელიც უარს ამბობს მის მიღებაზე. მატილდა ცდილობს განავითაროს თავისი უჩვეულო შესაძლებლობები, ისწავლოს და შეიცნოს სამყარო, მაგრამ მოზარდები ყოველმხრივ ხელს უშლიან მის ცნობისმოყვარეობას და ცდილობენ შეზღუდონ იგი. მახვილი გონებითა და უზარმაზარი ფანტაზიით შეიარაღებული, ახალგაზრდა გმირი ბედავს სასწაულებრივად შეცვალოს თავისი ბედი.
ახალგაზრდა დომი ჯერ კიდევ დედასთან ერთად ცხოვრობს ლონდონში და ახლახან გაიგო, რომ მისი შეყვარებული ჯია ღალატობს თავის საუკეთესო მეგობარ ერიკთან. თავისუფლებისმოყვარე იასიმაც ასევე ცოტა ხნის წინ განიცადა მძიმე დაშორება. მოულოდნელად მათი გზები გადაიკვეთება, ამისთვის ყველაზე შეუფერებელ მომენტში, როდესაც ისინი ერთად აღმოჩნდებიან საერთო მეგობრის გამოფენაზე სამხატვრო გალერეაში. ახალგაზრდა ლონდონელი გმირები მთელი დღე დახეტიალობენ კარაოკე ბარებსა და სათამაშო მოედნებზეი. მაგრამ ამ დღეს დომს დანიშნული აქვს ყოფილთან უხერხული სადილი. შედეგად, იასიმი სადილზე თავს აჩვენებს დომის ახალ შეყვარებულად, რასაც მოჰყვება იმპულსური და მხიარული ქაოტური დღე, რა დროსაც სულ უფრო უახლოვდებიან საკუთარი გულის გახსნის შესაძლებობას.
ელისონი - ახალგაზრდა ქალია, რომელსაც აქვს ნათელი მომავალი - ის წარმატებული კარიერის მქონე, მშვენიერი საცოლეა, ჰყავს მხარდამჭერი ოჯახი და მეგობრები. მაგრამ მისი სამყარო თვალის დახამხამებაში დაინგრევა, როდესაც წარმოუდგენელი ტრაგედია დაატყდება თავს. მომდევნო წლებში თავის მომავალ მამამთილთან მეგობრობა, აძლევს მას შანსს, რომ გაძლიერდეს და გააგრძელოს ცხოვრება...
საინფორმაციო ტექნოლოგიების სკეპტიკურად განწყობილი სპეციალისტი თავის იმპროვიზირებულ ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ატარებს - ცდილობს საკუთარი სმენის სერიოზულ დაქვეითებას უშველოს. მაგრამ სად მიიყვანს ეს კვლევა ? შეიხედეთ ამ უსახელო გმირის სამყაროში ამ იდუმალი და საზარელი ფილმის საშუალებით, რომელიც სუსტი ნერვების ადამიანებისთვის ნამდვილად არ შექმნილა.
სოფი იხსენებს საერთო სიხარულისა და არდადეგების წუთებს, რომლებიც მან მამასთან გაატარა ოცი წლის წინ. ჯერ კიდევ 1990-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის სულ რაღაც 11 წლის იყო, გოგონამ ერთი კვირა გაატარა მამასთან, კალუმთან ერთად თურქეთის ბიუჯეტურ კურორტზე და ერთადგილიან საწოლს იზიარებდა მათ სასტუმრო ოთახში, რადგან ტურისტულმა აგენტმა ვერ შეძლო ორადგილიანი საწოლის დაჯავშნა. 31 წლის მამაკაცი სოფის დედას დაშორდა და ახლა ლონდონში ცხოვრობს, ხოლო ის დედასთან დარჩა ედინბურგში. ამიტომ მთავარი გმირი მოუთმენლად ელის მასთან დროის გატარებას.